მართლმსაჯულება და კანონი Justice and Law
საქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია Association of Judges of Georgia

ჟურნალის შესახებ

„მართლმსაჯულება და კანონი“ - საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი სამართლის სფეროში - დაარსდა 2010 წელს. ჟურნალის საერთაშორისო სტანდარტული სერიული ნომერია ISSN 1512-259X. გამოცემა პერიოდულია და ქვეყნდება წელიწადში ორჯერ, ბეჭდური და ელექტრონული ფორმით და წარმოადგენს რეცენზირებად და რეფერირებად სამეცნიერო გამოცემას.
 
ჟურნალი აქვეყნებს პუბლიკაციებს სამართლის ძირითად დარგებში, მათ შორის კონსტიტუციურ, ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართალში, საერთაშორისო საჯარო და კერძო სამართალში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, აგრეთვე - სამართლის სხვა მომიჯნავე სფეროებში.
 
ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“ რეფერირდება ქართულ რეფერატულ ჟურნალში (ქრჟ) (E-ISSN 1987-5800). ჟურნალი არის ღია წვდომის სამეცნიერო გამოცემა. მისი სრული ტექსტები თავისუფლად და უფასოდ ხელმისაწვდომია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელში“.