საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელი ეწვია

გამოქვეყნების თარიღი: 2026-07-08

მიმდინარე წლის 8 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელს, ანა რიჩს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მრჩეველი სალომე ქუსიკიშვილი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისსა (UNHCR) და საქართველოს საერთო სასამართლოებს შორის არსებული მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების გეგმები.

ნინო ქადაგიძემ ანა რიჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შეხვედრის დასასრულს საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელმა დაათვალიერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და გაეცნო მართლმსაჯულების მუზეუმში წარმოდგენილ მნიშვნელოვან სამართლებრივ ძეგლებს.


ბოლო სიახლეები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამა

2026-10-05

იხილეთ სრულად
განცხადება

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული

2026-09-22

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2026 წლის 22 სექტემბერს, 17:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.

2026-09-13

იხილეთ სრულად