საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია

გამოქვეყნების თარიღი: 2025-05-19

მიმდინარე წლის 19 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, ლევან თევზაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის - ,,უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზის“ განხილვაში.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ  საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან თევზაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე.

პრეზენტაციის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მყოფი უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთათვის სასჯელის შეცვლის, შემსუბუქების, შეწყვეტის ან პატიმრობიდან პირობით გათავისუფლებისათვის საჭირო პროცედურები, მათზე შეღავათის გავრცელების საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველოში არსებული გარანტიებისა და მექანიზმების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხი.


ბოლო სიახლეები

ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

2025 წლის 17-19 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თა

2025-06-23

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს   უზენაეს   სასამართლოში   2025   წლის   16 ივნისს, 12:00

2025-06-12

იხილეთ სრულად
ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრად ქეთევან ცინცაძე აირჩიეს

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო ჯგუფის წევრად 2025 წლიდან, ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნიდან 9

2025-06-10

იხილეთ სრულად