Facebook Twitter
ბს-1382-1346(კ-10) 1 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ნ. გოგატიშვილი მდივნობით

კასატორი (მოსარჩელე) – შპს “...”
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მესამე პირი – სს “...”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ივლისის განჩინება
სარჩელის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს “...” წარმომადგენელმა _ ნ. ჟ-ტმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ, მესამე პირის - სს “...” მონაწილეობით, რომლითაც მოითხოვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 იანვრის ¹23/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელის განმარტებით, შპს “...” განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოითხოვა სს “...” უპირობოდ შეესრულებინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის 2008 წლის 14 მარტის ¹122/16 გადაწყვეტილება, შეეწყვიტა უკანონო ქმედება და მოსარჩელისათვის მიეცა საშუალება, დემონტაჟი გაეკეთებინა მისი კუთვნილი კაბელებისათვის, კერძოდ, საკითხი ეხებოდა შპს “...” კუთვნილ კაბელს, რომელიც განთავსებული იყო სს “...” საკანალიზაციო არხში და ეს უკანასკნელი არ აძლევდა საშუალებას, შპს “...” დემონტაჟი გაეკეთებინა მისი კუთვნილი ტპპ 300 2 2625 მეტრი კაბელისათვის, სოფელ დიღმის გადასახვევიდან - სოფელ დიღომში ... სატელეფონო კანალიზაციამდე. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2010 წლის 12 იანვრის ¹23/16 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა შპს “...” განცხადება იმ მოტივით, რომ 2007 წლის 8 იანვარს შპს “...”, შპს “...” და სს “...” შორის ხელმოწერილ იქნა შეთანხმება სატელეფონო კანალიზაციის ინვენტარიზაციის შესახებ. აღნიშნული შეთანხმების დანართ ¹1-ში მხარეების მიერ განსაზღვრულ იქნა ინვენტარიზაციის ჩატარებაზე და შესაბამისად, შეთანხმების აქტებზე ხელმომწერ უფლებამოსილ პირთა სია. შპს “...” და შპს “...” მხრიდან ასს-51-ის აღწერის ჩატარებაზე უფლებამოსილ პირად განსაზღვრული იყო ვ. მ-შვილი, ხოლო სს “...” მხრიდან მ-ძე და მ-ძე. 2007 წლის 14 თებერვალს სს “...” და შპს “...” შორის შედგენილ იქნა აქტი, სადაც აღინიშნა, რომ შპს” ...” და სს “...” წარმომადგენლებმა ჩაატარეს ასს 51-ს სატელეფონო კანალიზაციის არხებში გამავალი ახალი ქსელების კუთვნილი კაბელების ინვენტარიზაცია. აღნიშნულ აქტზე ხელს აწერდნენ ... მხრიდან ვ. მ-შვილი და შ. კ-შვილი, ხოლო ... მხრიდან ჭ. ფ-შვილი და ი. ჯ-ძე.
მოსარჩელის მითითებით, სს “...” ბაზრის ზემოაღნიშნულ სეგმენტზე ცნობილი იყო მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად მარეგულირებელი კომისიის 656/22 გადაწყვეტილებით და დაკისრებული ჰქონდა სპეციფიკური ვალდებულებები. მათ შორის, საკანალიზაციო არხებთან შეუზღუდავი დაშვების ვალდებულება. ამ გადაწყვეტილების, მხარეთა შორის 2003 წლის 15 იანვარს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების, მხარეთა შორის მოქმედი ანგარიშსწორებისა და 2007 წლის 8 იანვარს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო 2008 წლის 14 მარტის ¹122/16 გადაწყვეტილება, რომლითაც სს “...” დაევალა შპს “...” შეუზღუდავი დაშვება (კაბელის დემონტაჟის მიზნით) მოსარჩელის საკანალიზაციო არხებში არსებულ იმ კაბელებთან, რომელზეც შპს “...” საკუთრება დგინდებოდა უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი ინვენტარიზაციის აქტებით. შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მხარეთა შორის გაფორმებული ინვენტარიზაციის აქტები ერთხელ უკვე მიჩნეული ჰქონდა სათანადო საფუძვლად საკუთრების უფლების დასადგენად და მათ საფუძველზე სს “...” დავალებული ჰქონდა კაბელების ამოღების ვალდებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევდა შპს “...” კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, უკანონოდ ზღუდავდა მის უფლებებს. იგი არ იყო დაფუძნებული იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რაზეც ადმინისტრაციულმა ორგანომ დააფუძნა თავისი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული წარმოებისას არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი შპს “...” მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოსაზრებები, რის გამოც მიღებულ იქნა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “...” სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ივლისის განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 8 იანვარს შპს “...”, შპს “...” და სს “...” შორის ხელმოწერილ იქნა შეთანხმება სატელეფონო კანალიზაციის ინვენტარიზაციის შესახებ. აღნიშნული შეთანხმების დანართ ¹1-ში მხარეების მიერ განსაზღვრულ იქნა ინვენტარიზაციის ჩატარებაზე და შესაბამისად, შეთანხმების აქტებზე ხელმომწერ უფლებამოსილ პირთა სია. შპს “...” და შპს “...” მხრიდან ასს-51-ის აღწერის ჩატარებაზე უფლებამოსილ პირად განსაზღვრული იყო ვ. მ-შვილი, ხოლო სს “...” მხრიდან მ-ძე და მ-ძე. 2007 წლის 14 თებერვალს სს “...” და შპს “...” შორის შედგა აქტი, სადაც აღინიშნა, რომ შპს” ...” და სს “...” წარმომადგენლებმა ჩაატარეს ასს 51-ს სატელეფონო კანალიზაციიის არხებში გამავალი ახალი ქსელების კუთვნილი კაბალების ინვენტარიზაცია და დადგინდა, რომ 2007 წლის 14 თებერვლის მდგომარეობით, სს “...” სატელეფონო კანალიზაციაში ნამდვილად დევს შემდეგი კაბელები: ა) ტპპ 100X2X0,4 (მეხამრიდი 111) - 1598 მეტრ სიგრძეზე გ/კ52-34-დან გ/კ-52 07-მდე(“...” მიწისქვეშა გადასასვლელის მარჯვენა მხარეს); ბ) ტპპ 300X2X0,4 - 2635 მეტრ სიგრძეზე გ/კ-52-34-დან (სოფელი დიღმის გადასახვევი გზიდან) “...”კანალიზაციამდე სოფელ დიღომში . ზემოაღნიშნულ აქტზე ხელს აწერდნენ შპს “...” მხრიდან ვ. მ-შვილი, ხოლო სს “...” მხრიდან ჭ. ფ-შვილი და ი. ჯ-ძე.
კომისიის 2008 წლის 14 მარტის ¹122/16 გადაწყვეტილებით სს “...” დაევალა შპს “...” დაშვება (კაბელების დემონტაჟის მიზნით) “...” საკანალიზაციო არხებში არსებულ იმ კაბელებთან, რომელზეც შპს “...” საკუთრება დგინდებოდა უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი ინვენტარიზაციის აქტებით. 2009 წლის 14 დეკემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “...” და მოითხოვა სს “...” უპირობოდ შეესრულებინა კომისიის 2008 წლის 14 მარტის ¹122/16 გადაწყვეტილება, შეეწყვიტა უკანონო ქმედება და მოსარჩელისათვის მიეცა საშუალება, დემონტაჟი გაეკეთებინა მისი კუთვნილი კაბელებისათვის, ასევე მოითხოვა სს “...” სანქცირება. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 იანვრის ¹23/16 გადაწყვეტილებით შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება შპს “...” და სს “...” შორის კომისიის 2008 წლის 14 მარტის ¹122/16 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო სანქცირებისა და სოფელ დიღმის გადასახვევი გზიდან შპს “...” კანალიზაციამდე, სოფელ დიღომში ტპპ 300X2-2625 მეტრი კაბელის ამოღების დავალდებულების თაობაზე მიმდინარე დავაზე, სს “...” მხრიდან დარღვევების ჩადენის დაუსაბუთებლობისა და კაბელებზე ქონებრივი დავის დაუსრულებლობის გამო.
სააპელაციო პალატამ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 11.1. “ა” მუხლი და განმარტა, რომ მითითებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლო განიხილავდა საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირბეს შორის.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი მიღებულ იქნა ყველა მნიშვნელოვან გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სადავო აქტის გამოცემისას დაცული იყო როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონმდებლობის მოთხოვნები და არ არსებობდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების გარეშე გაიზიარა კომისიის გადაწყვეტილება. სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული ის მტკიცებულებები, რომლითაც შპს “...” საკუთრებას წარმოადგენს ტპპ 300 2 2625 მეტრი კაბელი, (სოფელი დიღმის გადასახვევიდან – სოფელ დიღომში ... სატელეფონო კანალიზაციამდე). სს “...” 2008 წლის 13.1 ¹4-15/1054 წერილით გასცა შპს “...” კუთვნილი კაბელის დემონტაჟის უფლება ტპპ 300 2 2625 მეტრ კაბელზე, (სოფელი დიღმის გადასახვევიდან – სოფელ დიღომში ... სატელეფონო კანალიზაციამდე), დამატებითი პირობების გათვალისწინებით, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა შპს “...” საკუთრების უფლება როგორც ახალი ქსელების, ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და თავისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, თბილისის სატელეფონო ქსელის წინაშე, რაზედაც შპს “...” 2008 წლის 17.11. ¹1060 წერილით აცნობა ..., რომ თანახმაა დემონტაჟი გაუკეთოს თავის კუთვნილ კაბელს, ... ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით. იმ პირობებში როდესაც არსებობს სს “...” (რომელსაც ხელს აწერს სს “...” გენერალური დირექტორი) წერილობითი დადასტურება აღნიშნული კაბელის კუთვნილების შესახებ და თანხმობა მის დემონტაჟზე, უსაფუძვლოა როგორც კომისიის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის დავა ქონებრივი ხასიათის იყო და ამის გამო კომისია ვერ განიხილავდა აღნიშნულ საკითხს. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლო თავის სამართლებრივ დასაბუთებაში მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება (იმ გარემოებების დასადგენად, რაც საფუძველი გახდებოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა უსაფუძვლოა, ვინაიდან წარდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულია შპს “...” საკუთრებაა ტპპ 300 2 2625 მეტრი კაბელზე.
კასატორის მოსაზრებით ასევე უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა, რომ 2007 წლის 8 იანვარს გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, განსაზღვრულნი არიან ინვენტარიზაციის ჩატარებაზე უფლებამოსილი პირები მ-ძე და მ-ძე, ვინაიდან დანართი ¹1-ში მითითებული პირები პასუხისმგებელნი არიან ზოგადად შეთანხმების შინაარსის შესრულებაზე, ხოლო უშუალო შემსრულებელნი არიან ის პირები (სს “...” თანამშრომლები) რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ და ხელი მოაწერეს შესაბამის აქტებს. კომისიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის მე-40 მუხლს, კომუნიკაციიების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 47-ე მუხლს, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლებს, ვინაიდან გადაწყვეტილება კანონის ისეთი დარღვევითაა მიღებული, რომლის არსებობის შემთვევაში მოცემულ საკითხზე იქნებოდა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება.
კასატორმა მიუთითა, რომ სს “...” ბაზრის ამ სეგმენტზე ცნობილია მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად მარეგულირებელი კომისიის 656/22 გადაწყვეტილებით და დაკისრებული აქვს სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის, საკანალიზაციო არხებთან შეუძღუდავად დაშვების ვალდებულება. ამ გადაწყვეტილების, მხარეთა შორის 2003 წლის 15 იანვარს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების, მხარეთა შორის მოქმედი ანგარიშსწორებებისა და 2007 წლის 8 იანვარს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო 2008 წლის 14 მრტის ¹122/16 გადაწყვეტილება რითაც სს “...” დაევალა შპს “...” შეუზღუდავი დაშვება (კაბელის დემონტაჟის მიზნით) მოსარჩელის საკანალიზაციო არხებში არსებულ იმ კაბელებთან, რომლებზეც შპს “...” საკუთრება დგინდებოდა უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი ინვენტარიზაციის აქტებით. შესაბამისად, მარეგულირებელ კომისიას, მხარეთა შორის გაფორმებული ინვენტარიზაციის აქტები მიჩნეული აქვს სათანადო საფუძვლად საკუთრების უფლების დასადგენად და მათ საფუძველზე დავალებულიც აქვს “...” კაბელების ამოღების ვალდებულება. სწორედ ამ გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გახდა შპს “...” კომისიისთვის მიმართვის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შპს “...” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს “...” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ივლისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; შპს “...” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 იანვრის ¹23/16 გადაწყვეტილება და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ განსახილველი დავა გადაწყვიტა არსებითად, მაშინ როცა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე სრულყოფილად არ არის მოპოვებული და გამოკვლეული საქმის გარემოებებთან დაკავშირებული მტკიცებულებები, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სამართლებრივი დასკვნის ჩამოყალიბება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა იმ სახის მტკიცებულებებს, რომლებიც სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს განხილვისა და შეფასების საგანი არ ყოფილა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა _ სახეზეა აქტის გამოცემა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები.
საქმის მასალების მიხედვით, 2007 წლის 8 იანვარს შპს “...”, შპს “...” და სს “...” შორის ხელმოწერილ იქნა შეთანხმება სატელეფონო კანალიზაციის ინვენტარიზაციის შესახებ. აღნიშნული შეთანხმების დანართ ¹1-ში მხარეების მიერ განსაზღვრულ იქნა ინვენტარიზაციის ჩატარებაზე და შესაბამისად შეთანხმების აქტებზე ხელმომწერ უფლებამოსილ პირთა სია. შპს “...” და შპს “...” მხრიდან ასს-51-ის აღწერის ჩატარებაზე უფლებამოსილ პირად განსაზღვრული იყო ვ. მ-შვილი, ხოლო სს “...” მხრიდან მ-ძე და მ-ძე. 2007 წლის 14 თებერვალს სს “...” და შპს “...” შორის შედგა აქტი, სადაც აღინიშნა, რომ შპს “...” და სს “...” წარმომადგენლებმა ჩაატარეს ასს 51-ს სატელეფონო კანალიზაციიის არხებში გამავალი ახალი ქსელების კუთვნილი კაბალების ინვენტარიზაცია და დადგინდა, რომ 2007 წლის 14 თებერვლის მდგომარეობით, სს “...” სატელეფონო კანალიზაციაში ნამდვილად დევს შემდეგი კაბელები: ა) ტპპ 100X2X0,4 (მეხამრიდი 111) - 1598 მეტრ სიგრძეზე გ/კ52-34-დან გ/კ-52 07-მდე (“...” მიწისქვეშა გადასასვლელის მარჯვენა მხარეს); ბ) ტპპ 300X2X0,4 - 2635 მეტრ სიგრძეზე გ/კ-52-34-დან (სოფელი დიღმის გადასახვევი გზიდან) “...” კანალიზაციამდე სოფელ დიღომში. ზემოაღნიშნულ აქტზე ხელს აწერდნენ შპს “...” მხრიდან ვ. მ-შვილი, ხოლო სს “...” მხრიდან ჭ. ფ-შვილი და ი. ჯ-ძე.
კომისიის 2008 წლის 14 მარტის ¹122/16 გადაწყვეტილებით სს “...” დაევალა შპს “...” დაშვება (კაბელების დემონტაჟის მიზნით) “...” საკანალიზაციო არხებში არსებულ იმ კაბელებთან, რომელზეც შპს “...” საკუთრება დგინდებოდა უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი ინვენტარიზაციის აქტებით. 2009 წლის 14 დეკემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “...” და მოითხოვა სს “...” უპირობოდ შეესრულებინა კომისიის 2008 წლის 14 მარტის ¹122/16 გადაწყვეტილება, შეეწყვიტა უკანონო ქმედება და მოსარჩელისათვის მიეცა საშუალება, დემონტაჟი გაეკეთებინა მისი კუთვნილი კაბელებისათვის, ასევე მოითხოვა სს “...” სანქცირება. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 იანვრის ¹23/16 გადაწყვეტილებით შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება შპს “...” და სს “...” შორის კომისიის 2008 წლის 14 მარტის ¹122/16 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო სანქცირებისა და სოფელ დიღმის გადასახვევი გზიდან შპს “...” კანალიზაციამდე, სოფელ დიღომში ტპპ 300X2-2625 მეტრი კაბელის ამოღების დავალდებულების თაობაზე მიმდინარე დავაზე, სს “...” მხრიდან დარღვევების ჩადენის დაუსაბუთებლობისა და კაბელებზე ქონებრივი დავის დაუსრულებლობის გამო.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ იყო დავა კაბელის კუთვნილების თაობზე და შესაბამისად მხარეებს შორის არ მიმდინარეობდა ქონებრივი დავა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა არა კაბელების კუთვნილება, არამედ საკანალიზაციო არხებში არსებულ კაბელებთან დაშვება, რასაც არ გააჩნდა ქონებრივი ხასიათი. მხარეთა შორის 2007 წლის 14 თებერვლის შეთანხმება კაბელების ინვენტარიზაცია – დაფიქსირების თაობაზე, ემსახურებოდა სწორედ იმ მიზანს, რომ მომხდარიყო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირის საკანალიზაციო-სატელეფონო არხებში სხვა ავტორიზებული პირის საკუთრებაში არსებული კაბელების იდენტიფიცირება მათი შემდგომი დემონტაჟის მიზნით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის ¹656/22 და 2007 წლის 17 აპრილის ¹191/9 გადაწყვეტილებებით, სს “...” ქ. თბილისში განისაზღვრა სატელეკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, მასვე დაეკისრა საკანალიზაციო არხებში სხვა ავტორიზებული პირების კაბელების გატარებისა ან/და კაბელების ტერმინალურ სეგმენტებთან დაშვების ვალდებულება. საკანალიზაციო არხები შეადგენენ საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ქსელის ფიზიკური ინფრასტრუქტურის, ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტებს, ხოლო დაშვება გულისხმობს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას, მათ შორის, საკანალიზაციო არხებში კაბელების გატარების ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს “...” მოთხოვნა სატელეფონო კანალიზაციიდან კაბელების ამოღების თაობაზე არ წარმოადგენდა ქონებრივ დავას, ვინაიდან სარგებლობის უზრუნველყოფა თავისთავში მოიცავს სატელეფონო-საკანალიზაციო არხებში კაბელების გატარების მიზნით მსურველი ავტორიზებული პირის დაშვებას ქსელის ელემენტებთან როგორც მისი მონტაჟის, ასევე დემონტაჟის მიზნით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 14 მარტის ¹122/16 გადაწყვეტილებაში (რომლითაც, სს “...” დაევალა შპს “...” დაშვება კაბელების დემონტაჟის მიზნით “...” საკანალიზაციო არხებში არსებულ იმ კაბელებთან, რომელზეც შპს “...” საკუთრება დგინდებოდა უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი ინვენტარიზაციის აქტებით) პირდაპირ მითითებულია, რომ დავა ქონებრივი ხასიათის არ არის და ექვემდებარება კომისიის მიერ განხილვას. მეტიც, კომისიის მითითებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასარჩელო წესით და საბოლოოდ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (2009 წლის 2 ნოემბრის განჩინებით) გაიზიარა კომისიის დასკვნა, რომ დავა ქონებრივი ხასიათის არ იყო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შპს “...” 2009 წლის 14 დეკემბერის განცხადებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სთხოვდა “...” უპირობოდ შეესრულებინა კომისიის ზემომითითებული 2008 წლის 14 მარტის ¹122/16 გადაწყვეტილება. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით _ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 იანვრის ¹23/16 გადაწყვეტილებით კი შპს “...” საჩივარზე წარმოება შეწყდა კაბელებზე ქონებრივი დავის დაუსრულებლობის საფუძვლით. კომისიამ სადავო გადაწყვეტილებით არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს “...” მოთხოვნა გამომდინარეობდა ამავე კომისიის 2008 წლის 14 მარტის ¹122/16 გადაწყვეტილებიდან (რომელშიც პირდაპირაა მითითებული, რომ სახეზე არ იყო ქონებრივი დავა) და შპს “...” ფაქტობრივად ითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებას. შესაბამისად, კომისიის სადავო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ამავე კომისიის 2008 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებას და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რომ არ გამოუკვლევია კომისიის 2008 წლის 14 მარტის ¹122/16 გადაწყვეტილება, არ შეუფასებია, რომ შპს “...” მოთხოვნა სწორედ ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობდა და ფაქტობრივად წარმოადგენდა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნას. შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, მოიპოვოს მტკიცებულებები და იმსჯელოს საკითხზე არსებითად, რამდენადაც სახეზე არ არის მხარეთა შორის ქონებრივი დავა.
საკასაციო სასამართლო “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონის 34-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების საფუძველზე განმარტავს, რომ მითითებული ნორმები ავალდებულებს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან და მომსახურების სხვადასხვა სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავ, გამჭირვალე და არადისკრიმინაციულ დაშვებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქმე განიხილა საქმის გარემოებების ობიექტური გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ შპს “...” საჩივარზე წარმოება შეწყვიტა უსაფუძვლოდ, მიიჩნია რა, რომ სს “...” მხრიდან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და კაბელებზე ქონებრივი დავა იყო დაუსრულებელი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I.1. მუხლი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებით დარღვევას. ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60I მუხლის 1-ლი ნაწილის, მე-7 ნაწილის “ა” პუნქტისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ძალაში შესვლის მომენტიდან ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 იანვრის ¹23/16 გადაწყვეტილება და დაევალოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, შპს “...” მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის _ 300 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობები, რომლითაც შპს “...” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს “...” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ივლისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს “...” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 იანვრის ¹23/16 გადაწყვეტილება და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
5. შპს “...” მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის _ 300 ლარის გადახდა დაეკისროს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.