ბს-1399-1335(კ-09) 3 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორები (მოსარჩელეები): შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, წარმომადგენელი _ გ. ტ-ძე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები): საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, წარმომადგენლები _ ზ. ა-შვილი, თ. ჯ-ძე; სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, წარმომადგენელი _ ე. ს-შვილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 14 ნოემბერს შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, სს “...”, შპს “...” და შპს “...” სასარჩელო განცხადებით, შემდეგ კი დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისა და სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმდა ორი სახის ხელშეკრულება _ ჩაის ფოთლის დამუშავებისა და ჩაის ფოთლის ექსპორტის შესახებ. ჩაის ფოთლის გადამუშავების შესახებ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი კომპანიებისათვის ჩაის ფოთლის შესყიდვის მიზნით სუბვენციის სახით თანხის გამოყოფა. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ. ჩაის პროდუქციის ექსპორტის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ ჩაის პროდუქციის ექსპორტიორი კომპანიებისათვის ექსპორტის მიზნით სუბვენციის სახით თანხის გამოყოფა, რომლის თანახმად, მოპასუხეები ვალდებულნი იყვნენ ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულების 1 აშშ დოლარზე გამოეყოთ მინიმუმ 10 თეთრი სუბვენციის სახით. სუბვენციის გაცემა გათვალისწინებული იყო ბიუჯეტით, რის დასადასტურებლადაც მოსარჩელეებმა მიუთითეს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 დეკემბრის ¹336 განკარგულებაზე, რომლის მე-5 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს დაევალა 2003 წლის ბიუჯეტით ჩაის წარმოების პროგრამისათვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარის ათვისების პროგრამის მონაწილე სუბიექტების გამოვლენა. აღნიშნული პროგრამის მონაწილეთა გამოსავლენად საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტომ ჩაატარა ტენდერი, რომელშიც სხვა კომპანიებთან ერთად გაიმარჯვეს მოსარჩელეებმაც, რის შემდეგაც მათთან გაფორმდა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მათ შეასრულეს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების შესრულება არ მომხდარა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისა და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსათვის შპს “...” სასარგებლოდ _ 352206,65 ლარის, შპს “...” სასარგებლოდ _ 5242,50 ლარის, შპს “...” სასარგებლოდ _ 17579,9 ლარის, შპს “...” სასარგებლოდ _ 15541,82 ლარისა და სს “...” სასარგებლოდ _ 13194,4 ლარის დაკისრება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქმე შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, სს “...”, შპს “...” და შპს “...” სარჩელის გამო მოპასუხეების _ სსიპ საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველად გადაეგზავნა ხონის რაიონულ სასამართლოს.
ხონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, სს “...”, შპს “...” და შპს “...” სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს დაეკისრა შპს “...” სასარგებლოდ _ 4208 ლარის, შპს “...” სასარგებლოდ _ 9207 ლარის, შპს “...” სასარგებლოდ _ 3150 ლარის, შპს “...” სასარგებლოდ _ 4199 ლარის, შპს “...” სასარგებლოდ _ 5250 ლარისა და სს “...” სასარგებლოდ _ 7348 ლარის გადახდა; საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს დაეკისრა შპს “...” სასარგებლოდ _ 347998,65 ლარის, შპს “...” სასარგებლოდ _ 8372,90 ლარის, შპს “...” სასარგებლოდ _ 2092,56 ლარის, შპს “...” სასარგებლოდ _ 2791 ლარის, შპს “...” სასარგებლოდ _ 10291,82 ლარისა და სს “...” სასარგებლოდ _ 4884,40 ლარის გადახდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურსა და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს დაეკისრა შპს “...” სასარგებლოდ _ 10150,20 ლარის, შპს “...” სასარგებლოდ _ 209,70 ლარის, შპს “...” სასარგებლოდ _ 157,30 ლარის, შპს “...” სასარგებლოდ _ 466,30 ლარის, შპს “...” სასარგებლოდ _ 527,40 ლარისა და სს “...” სასარგებლოდ _ 395,9 ლარის სახელმწიფო ბაჟის სოლიდარულად გადახდა.
ხონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც სააგენტოს მოსარჩელეების სასარგებლოდ თანხის გადახდა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება დაეკისრა.
ხონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება სახაზინო სამსახურის მიმართ თანხის დაკისრებისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისა და სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,...”, შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, შპს “...” და შპს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2003 წლის 1 მაისს მოსარჩელეებსა და სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შორის “ქართული ჩაის ფოთლის მოყვანის, გადამუშავებისა და ექსპორტის ხელშეწყობის სუბვენციის პროგრამის” შესაბამისად, დაიდო ხელშეკრულებები ჩაის ფოთლის გადამუშავებასა და 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ამ მიზნით გათვალისწინებული სახსრებიდან სუბვენციის თანხის გამოყოფაზე. ხელშეკრულების თანახმად, თანხის გადარიცხვა უნდა მომხდარიყო კომპანიების მიერ სათანადო დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 დღეში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ. კომპანიები ვალდებულნი იყვნენ 2003 წლის 1 ნოემბრამდე მიეღოთ გარკვეული რაოდენობა ჩაის ფოთოლი და ყოველი თვის ხუთ რიცხვამდე მიეწოდებინათ ინფორმაცია სააგენტოსთვის განვლილი თვის განმავლობაში დასამუშავებლად მიღებული ჩაის ფოთლის შესახებ და წარედგინათ სათანადო დოკუმენტაცია. ხელშეკრულება ძალაში შედიოდა მხარეთა ხელმოწერიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ და ძალაში იყო 2003 წლის 31 დეკემბრამდე. 2003 წლის 13 მაისს მოსარჩელეებთან იმჟამად უკვე როგორც ჩაის პროდუქციის ექსპორტიორ კომპანიებთან დაიდო ხელშეკრულებები 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სახელმწიფოს მხრიდან ჩაის ექსპორტის ხელშეკრულებისათვის სუბვენციის თანხების გამოყოფის შესახებ. სუბვენციის გამცემი ვალდებული იყო ექსპორტირებული საქონლის ღირებულების ყოველ აშშ დოლარზე გამოეყო 10 თეთრის სუბსიდია. სუბვენციის მიმღები ვალდებული იყო ყოველი თვის 5 რიცხვამდე მიეწოდებინა ინფორმაცია სააგენტოსთვის განვლილი თვის განმავლობაში ექსპორტირებული პროდუქციის შესახებ და წარედგინა სათანადო დოკუმენტაცია. ხელშეკრულება ძალაში შედიოდა მხარეთა ხელმოწერიდან, სახაზინო სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ და ძალაში იყო 2003 წლის 31 დეკემბრამდე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, როგორც ერთი, ისე მეორე ხელშეკრულების 2.4 “ა” პუნქტი ითვალისწინებდა კომპანიის უფლებამოსილებას შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში სააგენტოსგან სუბვენციით განკუთვნილი თანხის ანაზღაურება ეთხოვათ.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 2006 წლის 8 ნოემბრის ¹13/1069 წერილით მოპასუხემ აღიარა კრედიტორული დავალიანება კომპანიების მიმართ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული კრედიტორული დავალიანების დაზუსტებული ნუსხა მოპასუხეების მიერ შედგენილი არ იყო და შესაბამისად, არც ვალის აღიარებაზე შეიძლებოდა მსჯელობა. ამასთან, როგორც ერთი, ისე მეორე მოპასუხე არ ცნობდა და არ აღიარებდა თანხების გადახდაზე თავის ვალდებულებას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდებოდა ხანდაზმულობის ვადა, ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენდა სამ წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების მიმართ ხანდაზმულობის ვადა ასევე შეადგენდა სამ წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყებოდა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი, ითვლებოდა დრო როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პერიოდულად შესასრულებელ სახელშეკრულებო ვალდებულებას და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ყოველი თვის მომდევნო ხუთ რიცხვამდე მოსარჩელეებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების მისაღებად უნდა წარედგინათ შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ხოლო მათ საფუძველზე საინვენტარიზაციო სააგენტოს ათი დღის ვადაში სახაზინო სამსახურში უნდა წარდეგინა ხელშეკრულება და საგადასახადო მოთხოვნა ვალდებულების დასამოწმებლად და კომპანიებისათვის სათანადო თანხების გადასარიცხად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში დაცული იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2003 წლის 24 ოქტომბრის ¹18-01-12/9016/3986 მიმართვა საქართველოს ეროვნული საინვენტარიზაციო სააგენტოსადმი, ამ უკანასკნელის 2003 წლის 1 ოქტომბრის ¹01/03-403 და ¹01/03-404 წერილებზე კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების რეგისტრაციისა და თანხების გაცემასთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნული იყო, რომ “2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონით განსაზღვრული პრიორიტეტებისა და შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით გადადებული იყო ხელშეკრულებისა და ვალდებულებების რეგისტრაცია.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სახაზინო სამსახურის მიერ ხელშეკრულებების რეგისტრაციის გადადებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების გადაუხდელობით 2003 წლის ოქტომბრის თვიდან დაირღვა მოსარჩელეთა უფლებები, რაც მოსარჩელეთათვის იმავე თვეში იყო ცნობილი. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდიდან მათ წარმოეშვათ მოთხოვნის უფლება, რადგან ვერ მიიღეს სათანადო თანხები და სწორედ 2003 წლის ოქტომბრის თვიდან უნდა დაწყებულიყო სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა, რომელიც 2006 წლის ოქტომბრის თვეში ამოიწურა, ხოლო მოსარჩელეებმა სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მხოლოდ 2006 წლის 14 ნოემბერს მიმართეს, ანუ სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გაშვებით, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთან, საქმის მასალებით ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერებას ან შეწყვეტას ადგილი არ ჰქონია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, შპს “...”, შპს “...” და შპს “...”. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს სააპელაციო საჩივრები, გამოტანილია კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რაც გამოიხატა იმაში, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს და ჩაის ფაბრიკების გაერთიანებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა, რაც კასატორმა უკანონოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ საინვესტიციო სააგენტოს სააპელაციო საჩივარი აგებული იყო იმ მოტივაციაზე, რომ მას ყველა ვალდებულება ჰქონდა შესრულებული, რაც გამოიხატებოდა სუბვენციის თანხის გადარიცხვის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისადმი საგადასახადო დავალების მიცემით. სააგენტო ასევე მიუთითებდა, რომ ვალდებულება, რომელიც გულისხმობდა თანხის გადახდას, არ შეიძლებოდა შეესრულებინა სააგენტოს, რადგან იგი არ იყო სახელმწიფო სახსრების გამცემი უფლებამოსილი ორგანო.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სააპელაციო საჩივარი მიმართული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 ოქტომბრის განკარგულებით დამტკიცებული “ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების კონტროლი ვალდებულებისა და დამოწმების მეშვეობით” ინსტრუქციის ნორმების არასწორ განმარტებაზე. სახაზინო სამსახური მიუთითებდა, რომ მათი მხრიდან ვალდებულების დამოწმება სულაც არ წარმოშობდა თანხების გადარიცხვის უპირობო მოვალეობას. სახაზინო სამსახურის განმარტებით, ვალდებულების დამოწმება სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის სახსრების განკარგვაზე ინფორმაციის მოპოვების საშუალებას იძლევა. როგორც ირკვევა, არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სააპელაციო საჩივარში იყო მითითებული მოსარჩელეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე და მით უმეტეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
ამდენად, კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრებში ჩაის ფაბრიკების მიმართ შეუსრულებელ ვალდებულებათა გადანაწილებაზეა მსჯელობა. სააპელაციო სასამართლომ კი, მიუხედავად იმისა, რომ სადავო გადაწყვეტილებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლზე მიუთითა, გასცდა ორივე სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ მოტივად ხანდაზმულობაზე მიუთითა, რითაც დაარღვია როგორც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლი, ისე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლი.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოცემულ შემთხვევაში ჩაის ფაბრიკებისა და სახაზინო სამსახურის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად და აღნიშნულიდან გამომდინარე, არასწორად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. კასატორის განმარტებით, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება გულისხმობს, როგორც ერთი, ისე მეორე მხარისათვის ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადების წინასწარ განსაზღვრის აუცილებლობას. თუ დეტალურად არ არის გაწერილი კონკრეტული ვადები, მხარეს შეუძლია ვალდებულების დამრღვევს წაუყენოს პრეტენზია ზოგადი პრინციპების საფუძველზე – ხელშეკრულების ვადის ამოწურვისთანავე. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადა განსაზღვრულია მხოლოდ ერთი მხარის _ ჩაის ფარიკებისათვის, კერძოდ, ხელშეკრულების 2.3 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, ჩაის გადამამუშავებელი კომპანიის ვალდებულებაა ყოველი თვის ხუთ რიცხვამდე მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს, განვლილი თვის განმავლობაში გადასამუშავებლად მიღებული ჩაის ფოთლის შესახებ და წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. ჩაის კომპანიის მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულების შემდგომ, ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, კი საინვესტიციო სააგენტო ჩაის კომპანიის მიერ შესაბამისი დოკუმენტის სრულყოფილად წარმოდგენიდან 10 დღეში მისცემდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს საგადასახადო დავალებას, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად მიღებული ჩაის ფოთოლზე გასაწევი სუბვენციის თანხის გადარიცხვის თაობაზე. არც ხსენებული მუხლიდან და არც ხელშეკრულების სხვა დებულებიდან კონკრეტული ვადა თუ როდის უნდა მოეხდინა სახაზინო სამსახურს თანხების ფაქტობრივად გადარიცხვა, მითითებული არ არის. შესაბამისად, ვერც ჩაის ფაბრიკებისათვის გახდებოდა ცნობილი კონკრეტულად როდიდან აეთვალა სახაზინო სამსახურის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება. აქედან გამომდინარე, ჩაის ფაბრიკები უფლებამოსილნი იყვნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის თუ საინვესტიციო სააგენტოს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ვადის ათვლა დაეწყოთ ხელშკრულების მოქმედების ვადის გასვლიდან, კერძოდ, 2003 წლის 31 დეკემბრიდან. ამდენად, კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოცემული შემთხვევის პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად მიჩნევას და მასზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესის გავრცელებას. მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სახელშეკრულებო ვალდებულება და ხანდაზმულობის ვადის ათვლაც უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვიდან.
კასატორი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მომხდარიყო 2003 წლის ოქტომბრიდან. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე. ამდენად, ვინაიდან სარჩელი შეტანილია 2006 წლის 14 ნოემბერს, იგი არ შეიძლება მიჩნეულიყო ხანდაზმულად. ამასთან, კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ 2006 წლის 8 ნოემბრის წერილის უარყოფას იმ მოტივით, რომ მას არ ერთვის კრედიტორული დავალიანების დაზუსტებული ნუსხა. კასატორის მტკიცებით, აღნიშნულ წერილს თანდართული აქვს კრედიტორული დავალიანებების ნუსხა, თუმცა აღნიშნული ნუსხა რომც არ ყოფილიყო სახაზინო სამსახურისათვის ისედაც ცნობილი იყო თითეული კომპანიის მიმართ არსებული დავალიანების ოდენობის შესახებ. ამასთან, საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა მიიჩნევდა თუ არა სააპელაციო სასამართლო 2006 წლის 8 ნოემბრის წერილს აღიარებად, ვინაიდან ჩაის ფაბრიკების მიერ სასამართლოში სარჩელი შეტანილი იყო დროულად, ხოლო რაც შეეხება კომპანიების მიერ ვალდებულების ჯეროვან შესრულებას, მას არც ერთი მხარე სადავოდ არ ხდიდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს “...”, შპს “...”, შპს “...” და შპს “...” საკასაციო საჩივარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მარტის განჩინებით კი, შპს “...” და შპს “...” საკასაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველი დარჩა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 იანვრის განჩინებით შპს “...”, შპს “...”, შპს “...” და შპს “...” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2010 წლის 18 მარტს, 12.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოში იხილება მხოლოდ შპს “...”, შპს “...”, შპს “...” და შპს “...” საკასაციო საჩივარი, ვინაიდან შპს “...” და შპს “...” ნაწილში საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მარტის განჩინებით ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2003 წლის 1 მაისს შპს “...” და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანს ხელშეკრულების პირველი მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ შპს “...”, როგორც ჩაის გადამამუშავებელი კომპანიისათვის, ჩაის ფოთლის მიღების პროცესში, ჩაის ფოთლის ჩამბარებლებზე გასანაწილებლად, 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სახელმწიფოს მხრიდან ჩაის მოყვანის ხელშეწყობისათვის გათვალისწინებული სახსრებიდან, სუბვენციის სახით თანხის გამოყოფა. ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, კერძოდ, 2.1 მუხლის “ა” პუნქტით დადგენილ იქნა, რომ “სუბვენციის გამცემი” ვალდებული იყო შპს “...” ჩაის ფოთლის მიღების პროცესში, გადასამუშავებლად მიღებულ ყოველ კილოგრამზე, გამოეყო მინიმუმ 2,1 თეთრი, ფოთლის მიღების დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 15600 ტონისა. იმავე მუხლის “გ” პუნქტით, მოსარჩელისათვის თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ბ” პუნქტით, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 დღეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ, რომელსაც შესაბამის საგადახდო დავალებას აძლევდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ა” პუნქტის მიხედვით, ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი კომპანია, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა, რომ 2003 წლის 1 ნოემბრამდე გადამუშავების მიზნით მიეღო მინიმუმ 15600 ტონა ჩაის ფოთოლი. ხელშეკრულების 2.4 მუხლის “ბ” პუნქტით, შპს “...” უფლება ჰქონდა სააგენტოსგან მოეთხოვა, ხოლო 2.2 მუხლის “გ” პუნქტით, სააგენტოს ავანსის სახით მისთვის უნდა გადაეხადა თანხა 163,8 ათასი ლარის ოდენობით. ხსენებული ხელშეკრულება, მისი მე-4 მუხლის მიხედვით, მოქმედებდა 2003 წლის 31 დეკემბრამდე. 2003 წლის 13 მაისს შპს “...” და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო საგენტოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ამჯერად როგორც ექსპორტიორ კომპანიასთან. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ შპს “...”, როგორც ჩაის პროდუქციის ექსპორტიორი კომპანიისათვის, 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სახელმწიფოს მხრიდან ჩაის მოყვანის ხელშეწყობისათვის გათვალისწინებული სახსრებიდან ექსპორტისათვის სუბვენციის სახით თანხის გამოყოფა. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, კერძოდ, 2.1 მუხლის “ა” პუნქტით დადგინდა, რომ “სუბვენციის გამცემი” ვალდებული იყო შპს “...” ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულების ასანაზღაურებლად მიღებულ 1 აშშ დოლარზე სუბვენციის სახით გამოეყო მინიმუმ 10 თეთრი, ექსპორტის განხორციელებისა და თანხის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 3265 ტონა ექსპორტირებულ ჩაის პროდუქტზე. ამავე მუხლის “გ” პუნქტით, მოსარჩელისათვის თანხის გადარიცხვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ბ” პუნქტით გათვალისწინებული, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 დღეში, საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ, რომელსაც შესაბამის საგადახდო დავალებას აძლევდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. ამ ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ა” პუნქტის მიხდვით, ჩაის ფოთლის ექსპორტიორი კომპანია, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა, რომ 2003 წლის 15 დეკემბრამდე განეხორციელებინა მინიმუმ 3265 ტონა ჩაის პროდუქციის ექსპორტი. ხელშეკრულების 2.4 მუხლის “ბ” პუნქტით, შპს “...” უფლება ჰქონდა სააგენტოსაგან მოეთხოვა, ხოლო 2.2 მუხლის “გ” პუნქტით, სააგენტოს ავანსის სახით მისთვის უნდა გადაერიცხა თანხა _ 122,4 ათასი ლარის ოდენობით. ხსენებული ხელშეკრულება, მისი მე-4 მუხლის მიხედვით. მოქმედებდა 2003 წლის 31 დეკემბრამდე.
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების მიხედვით, ასევე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2003 წლის 1 მაისს შპს “...” და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის გაფორმდა ხელშეკრულბა, რომლის საგანს ხელშეკრულების პირველი მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ შპს “...” როგორც ჩაის გადამამუშავებელი კომპანიისათვის, ჩაის ფოთლის მიღების პროცესში, ჩაის ფოთლის ჩამბარებლებზე გასანაწილებლად, 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სახელმწფოს მხრიდან ჩაის მოყვანის ხელშეწყობისთვის გათვალისწინებული სახსრებიდან, სუბვენციის სახით თანხის გამოყოფა, მე-2 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, კერძოდ, 2.1 მუხლის “ა” პუნქტით დადგინდა, რომ “სუბვენციის გამცემი” ვალდებული იყო შპს “...” ჩაის ფოთლის მიღების პროცესში, გადასამუშავებლად მიღებულ ყოველ კილოგრამზე, გამოეყო მინიმუმ 2.1 თეთრი, ფოთლის მიღების დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 600 ტონისა. იმავე მუხლის “გ” პუნქტით, მოსარჩელისათვის თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ბ” პუნქტით, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 დღეში საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ, რომელსაც შესაბამის საგადახდო დავალებას აძლევდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. ამ ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ა” პუნქტის მიხედვით, ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი კომპანია, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა, რომ 2003 წლის 1 ნოემბრამდე გადამუშავების მიზნით მიეღო მინიმუმ 600 ტონა ჩაის ფოთოლი. ხელშეკრულების 2.4 მუხლის “ბ” პუნქტით, შპს “...” უფლება ჰქონდა სააგენტოსაგან მოეთხოვა, ხოლო 2.2 მუხლის “გ” პუნქტით, სააგენტოს ავანსის სახით მისთვის უნდა გადაერიცხა თანხა 6,3 ათასი ლარის ოდენობით. ხსენებული ხელშეკრულება, მისი მე-4 მუხლის მიხედვით, მოქმედებდა 2003 წლის 31 დეკემბრამდე. 2003 წლის 13 მაისს შპს “...” და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ამჯერად როგორც ექსპორტიორ კომპანიასთან. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ შპს “...”, როგორც ჩაის პროდუქციის ექსპორტიორი კომპანიისათვის, 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სახელმწიფოს მხრიდან ჩაის მოყვანის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული სახსრებიდან ექსპორტისათვის სუბვენციის სახით თანხის გამოყოფა. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის “ა” პუნქტით დადგინდა, რომ “სუბვენციის გამცემი” ვალდებული იყო შპს “...” ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულების ასანაზღაურებლად მიღებულ 1 აშშ დოლარზე სუბვენციის სახით გამოეყო მინიმუმ 10 თეთრი, ექსპორტის განხორციელებისა და თანხის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 150,0 ტონა ექსპორტირებულ ჩაის პროდუქტზე. იმავე მუხლის “გ” პუნქტით, მოსარჩელისათვის თანხის გადარიცხვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ბ” პუნქტით გათვალისწინებული, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 დღეში, საქართველოს ფინანასთა სამინისტოს სახაზინო სამსახურის მიერ, რომელსაც შესაბამის საგადახდო დავალებას აძლევდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. ამ ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ა” პუნქტის მიხედვით, ჩაის ფოთლის ექსპორტიორი კომპანია, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა, რომ 2003 წლის 15 დეკემბრამდე განეხორციელებინა მინიმუმ 3265 ტონა ჩაის პროდუქციის ექსპორტი. ხელშეკრულების 2.4 მუხლის “ბ” პუნქტით, შპს “...” უფლება ჰქონდა სააგენტოსაგან მოეთხოვა, ხოლო 2.2 მუხლის “გ” პუნქტით, სააგენტოს ავანსის სახით მისთვის უნდა გადაერიცხა თანხა _ 5,6 ათასი ლარის ოდნობით. ხსენებული ხელშეკრულება, მისი მე-4 მუხლის მიხედვით, მოქმედებდა 2003 წლის 31 დეკემბრამდე.
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, ასევე დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2003 წლის 1 მაისს შპს “...” და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანს ხელშეკრულების პირველი მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ შპს “...” როგორც ჩაის გადამამუშავებელი კომპანიისათვის, ჩაის ფოთლის მიღების პროცესში, ჩაის ფოთლის ჩამბარებლებზე გასანაწილებლად, 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სახელმწიფოს მხრიდან ჩაის მოყვანის ხელშეწყობისთვის გათვალისწინებული სახსრებიდან, სუბვენციის სახით თანხის გამოყოფა, მე-2 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, კერძოდ, 2.1 მუხლის “ა” პუნქტით დადგინდა, რომ “სუბვენციის გამცემი” ვალდებული იყო შპს “...” ჩაის ფოთლის მიღების პროცესში, გადასამუშავებლად მიღებულ ყოველ კილოგრამზე გამოეყო მინიმუმ 2.1 თეთრი, ფოთლის მიღების დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 250 ტონისა. იმავე მუხლის “გ” პუნქტით, მოსარჩელისათვის თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ბ” პუნქტით, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 დღეში საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ, რომელსაც შესაბამის საგადახდო დავალებას აძლევდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. ამ ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ა” პუნქტის მიხედვით, ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი კომპანია, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა, რომ 2003 წლის 1 ნოემბრამდე გადამუშავების მიზნით მიეღო მინიმუმ 250 ტონა ჩაის ფოთოლი. ხელშეკრულების 2.4 მუხლის “ბ” პუნქტით, შპს “...” უფლება ჰქონდა სააგენტოსაგან მოეთხოვა, ხოლო 2.2 მუხლის “გ” პუნქტით, სააგენტოს ავანსის სახით მისთვის უნდა გადაერიცხა თანხა _ 2,6 ათასი ლარის ოდენობით. ხსენებული ხელშეკრულება, მისი მე-4 მუხლის მიხედვით, მოქმედებდა 2003 წლის 31 დეკემბრამდე. 2003 წლის 13 მაისს შპს “...” და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ამჯერად როგორც ექსპორტიორ კომპანიასთან. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ შპს “...”, როგორც ჩაის პროდუქციის ექსპორტიორი კომპანიისათვის, 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სახელმწიფოს მხრიდან ჩაის მოყვანის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული სახსრებიდან ექსპორტისათვის სუბვენციის სახით თანხის გაყოფა. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, კერძოდ, 2.1 მუხლის “ა” პუნქტით დადგინდა, რომ “სუბვენციის გამცემი” ვალდებული იყო შპს “...” ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულების ასანაზღაურებლად მიღებულ 1 აშშ დოლარზე სუბვენციის სახით გამოეყო მინიმუმ 10 თეთრი, ექსპორტი განხორციელებისა და თანხის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 70 ტონა ექსპორტირებულ ჩაის პროდუქტზე. იმავე მუხლის “გ” პუნქტით, მოსარჩელისათვის თანხის გადარიცხვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ბ” პუნქტით გათვალისწინებული, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 დღეში, საქართველოს ფინანასთა სამინისტოს სახაზინო სამსახურის მიერ, რომელსაც შესაბამის საგადახდო დავალებას აძლევდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. ამ ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ა” პუნქტის მიხედვით, ჩაის ფოთლის ექსპორტიორი კომპანია, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა, რომ 2003 წლის 15 დეკემბრამდე განეხორციელებინა მინიმუმ 70 ტონა ჩაის პროდუქციის ექსპორტი. ხელშეკრულების 2.4 მუხლის “ბ” პუნქტით, შპს “...” უფლება ჰქონდა სააგენტოსაგან მოეთხოვა, ხოლო 2.2 მუხლის “გ” პუნქტით, სააგენტოს ავანსის სახით მისთვის უნდა გადაერიცხა თანხა 5.6 ათასი ლარის ოდენობით. ხსენებული ხელშეკრულება, მისი მე-4 მუხლის მიხედვით, მოქმედებდა 2003 წლის 31 დეკემბრამდე.
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით ასევე დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2003 წლის 1 მაისს შპს “...” და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანს ხელშეკრულების პირველი მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ შპს “...” როგორც ჩაის გადამამუშავებელი კომპანიისათვის, ჩაის ფოთლის მიღების პროცესში, ჩაის ფოთლის ჩამბარებლებზე გასანაწილებლად, 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სახელმწფოს მხრიდან ჩაის მოყვანის ხელშეწყობისთვის გათვალისწინებული სახსრებიდან, სუბვენციის სახით თანხის გამოყოფა, მე-2 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, კერძოდ, 2.1 მუხლის “ა” პუნქტით დადგინდა, რომ “სუბვენციის გამცემი” ვალდებული იყო შპს “...” ჩაის ფოთლის მიღების პროცესში, გადასამუშავებლად მიღებულ ყოველ კილოგრამზე, გამოეყო მინიმუმ 2.1 თეთრი, ფოთლის მიღების დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 150 ტონისა. იმავე მუხლის “გ” პუნქტით, მოსარჩელისათვის თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ბ” პუნქტით, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 დღეში საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ, რომელსაც შესაბამის საგადახდო დავალებას აძლევდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. ამ ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ა” პუნქტის მიხედვით, ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი კომპანია, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა, რომ 2003 წლის 1 ნოემბრამდე გადამუშავების მიზნით მიეღო მინიმუმ 150 ტონა ჩაის ფოთოლი. ხელშეკრულების 2.4 მუხლის “ბ” პუნქტით, შპს “...” უფლება ჰქონდა სააგენტოსაგან მოეთხოვა, ხოლო 2.2 მუხლის “გ” პუნქტით, სააგენტოს ავანსის სახით მისთვის უნდა გადაერიცხა თანხა 1,5 ათასი ლარის ოდენობით. ხსენებული ხელშეკრულება, მისი მე-4 მუხლის მიხედვით, მოქმედებდა 2003 წლის 31 დეკემბრამდე. 2003 წლის 13 მაისს შპს “...” და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ამჯერად როგორც ექსპორტიორ კომპანიასთან. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ შპს “...”. როგორც ჩაის პროდუქციის ექსპორტიორი კომპანიისათვის, 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სახელმწიფოს მხრიდან ჩაის მოყვანის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული სახსრებიდან ექსპორტისათვის სუბვენციის სახით თანხის გაყოფა. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, კერძოდ, 2.1 მუხლის “ა” პუნქტით დადგინდა, რომ “სუბვენციის გამცემი” ვალდებული იყო “...” ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულების ასანაზღაურებლად მიღებულ 1 აშშ დოლარზე სუბვენციის სახით გამოეყო მინიმუმ 10 თეთრი, ექსპორტის განხორციელებისა და თანხის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 80 ტონა ექსპორტირებულ ჩაის პროდუქტზე. იმავე მუხლის “გ” პუნქტით, მოსარჩელისათვის თანხის გადარიცხვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ბ” პუნქტით გათვალისწინებული, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 დღეში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ, რომელსაც შესაბამის საგადახდო დავალებას აძლევდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. ამ ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ა” პუნქტის მიხედვით, ჩაის ფოთლის ექსპორტიორი კომპანია, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა, 2003 წლის 15 დეკემბრამდე განეხორციელებინა მინიმუმ 80 ტონა ჩაის პროდუქციის ექსპორტი. ხელშეკრულების 2.4 მუხლის “ბ” პუნქტით, შპს “...” უფლება ჰქონდა სააგენტოსაგან მოეთხოვა, ხოლო 2.2 მუხლის “გ” პუნქტით, სააგენტოს ავანსის სახით მისთვის უნდა გადაერიცხა თანხა 3,0 ათასი ლარის ოდენობით. ხსენებული ხელშეკრულება, მისი მე-4 მუხლის მიხედვით, მოქმედებდა 2003 წლის 31 დეკემბრამდე. ყველა მოსარჩელესთან 2003 წლის 1 მაისს დადებულ მითითებულ ხელშეკრულებაში 2003 წლის 28 ნოემბერს მხარეთა შეთანხმებით შევიდა ცვლილება და 5.1 მუხლით დადგინდა, რომ ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი კომპანიის მიერ, 2003 წლის პირველ ნოემბრამდე ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ა” პუნქტით განსაზღვრული რაოდენობა ჩაის ფოთლის 50%-ზე ნაკლების გამომუშავების შემთხვევაში სააგენტო სუბვენციას განახორციელებდა 1 კგ. ჩაის ფოთოლზე – 3,49498 თეთრის ოდენობით. 2003 წლის 13 მაისს მოსარჩელეებთან დადებულ მითითებულ ხელშეკრულებებში 2003 წლის 29 დეკემბერს მხარეთა შეთანხმებით შევიდა ერთნაირი ცვლილება და 5.1 მუხლით დადგინდა, რომ ჩაის ფოთლის ექსპორტიორი კომპანიის მიერ, 2003 წლსი 15 დეკემბრამდე ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ა” პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ჩაის ფოთლის 50%-ზე ნაკლების ექსპორტირების შემთხვევაში საააგენტო სუბვენციას განახორციელებდა ყოველ ანაზღაურებულ აშშ დოლარზე 0,1 ლარის ოდენობით, ხოლო 50%-ზე მეტი რაოდენობით შესრულების შემთხვევაში – ყოველ ანაზღაურებულ აშშ დოლარზე 0,27169 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ იმ გარემოებაზეც, რომ შპს “...” და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ დარეგისტრირებულ და ანაზღაურებულ იქნა ორი ვალდებულება, თანხით _ 286,200 ლარი, ხოლო დარეგისტრირებულია ერთი ვალდებულება, თანხით _ 4208 ლარი, რომელიც ანაზღაურებული არ არის. შპს “...” და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ დარეგისტრირებულია ერთი ვალდებულება, თანხით _ 5250 ლარი, რომელიც არ არის ანაზღაურებული. შპს “...” და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ დარეგისტრირებულია ერთი ვალდებულება, თანხით _ 3150 ლარი, რომელიც ანაზღაურებული არ არის. რაც შეეხება Dშპს “...”, მასსა და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ დარეგისტრირებული და ანაზღაურებული იქნა ერთი ვალდებულება, თანხით _ 3390 ლარი, ხოლო დარეგისტრირებულია ხუთი ვალდებულება, თანხით _ 9207 ლარი, რომელიც ანაზღაურებული არ არის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონი არეგულირებს საინვესტიციო სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ფონდის სახსრების რაციონალური მართვა და განაწილება თავდებობის, სუბვენციისა და სუბსიდიის სახით, საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების ან მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად; პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმოება საწარმოო-საინვესტიციო პროექტების განხორციელებისათვის საჭირო ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვის მიზნით. ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, მეწარმეობის განვითარების პროგრამების განხორციელების სახელმწიფო ხელშეწყობის ერთ-ერთი ფორმაა სუბვენცია, ამავე კანონის განმარტებით, განსაზღვრული ოდენობის მიზნობრივი ფულადი დახმარება, რომელსაც საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო გამოყოფს შესაბამისი ღონისძიების ან/და ობიექტის დასაფინანსებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებში დაცულია საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და შპს “...”, შპს “...”, შპს “...” და შპს “...” შორის გაფორმებული ხელშეკრულებები (შესაბამისი ცვლილებებითა და დამატებებით), რომლებიც ადგენდა გარკვეულ უფლებებსა და ვალდებულებებს ხელშემკვრელი მხარეებისათვის. აღნიშნული ხელშეკრულებებით ცალსახად დგინდებოდა სუბვენციის გამცემის ვალდებულება, რომ ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულების ასანაზღაურებლად, სუბვენციის მიმღებისთვის გამოეყო გარკვეული თანხა, ექსპორტის განხორციელებისა და თანხის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შესაბამისად. ხსენებული ხელშეკრულების მე-2 მუხლების “გ” პუნქტების თანახმად, სუბვენციის გამცემი ვალდებული იყო, სუბვენციის მიმღების _ ჩაის გადამამუშავებელი კომპანიის მიერ ხელშეკრულებების 2.3 მუხლის “ბ” პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენიდან 10 დღეში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის მიეცა საგადახდო დავალება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, მიღებულ ჩაის ფოთოლზე გასაწევი სუბვენციის თანხის კომპენსაციისათვის გადარიცხვის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 ოქტომბრის ¹1307 განკარგულებით (ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 დეკემბრის ¹1070 განკარგულებით) დამტკიცებული ინსტრუქციის _ ,,ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების კონტროლი ვალდებულებისა და დამოწმების მეშვეობით” პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ეს ინსტრუქცია განსაზღვრავდა ბიუჯეტით დამტკიცებული კლასიფიკაციით გათვალისწინებული ყველა მუხლის მიხედვით, ხარჯების გაწევის პროცედურებს, რომლებიც ხორციელდებოდა ხაზინის მეშვეობით (სახელმწიფო გადასახდელები) და გაიცემოდა ცენტრალური ბიუჯეტის საბიუჯეტო სახსრებიდან. ხსენებული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ ინსტრუქციის ძალაში შესვლის შემდეგ, დაუშვებელი იყო ცენტრალური საბიუჯეტო სახსრებიდან თანხების გაცემა ვალდებულება-დამოწმების გარეშე. ამავე ინსტრუქციის მე-3 მუხლი ეხებოდა ხარჯების განხორციელების ეტაპებს, კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო სამსახურის მიერ ცენტრალური ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევა ხორციელდებოდა 4 ეტაპად: ვალდებულება, დამოწმება, სახსრების გამოყოფა და სახსრების ფაქტობრივი გაცემა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარჯების განხორციელების ზემოხსენებული ეტაპები _ ვალდებულება, დამოწმება, სახსრების გამოყოფა და სახსრების ფაქტობრივი გაცემა იყო ხარჯების გაწევის ერთიანი პროცესის შემადგენელი ნაწილები, ხოლო ვალდებულების დამოწმებით სახელმწიფო იღებდა, როგორც ინფორმაციას ხარჯების შესახებ, ასევე _ თანხის მიმღების მიმართ ვალდებულებას, რომ გადაეხადა მისთვის თანხა, რაზეც მიუთითებდა საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 ოქტომბრის ¹1307 განკარგულებით დამტკიცებული ინსტრუქციის _ ,,ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების კონტროლი ვალდებულებისა და დამოწმების მეშვეობით” მე-11 მუხლი, რომლის თანახმად, წლის განმავლობაში დარეგისტრირებული შეუსრულებელი დამოწმება წარმოადგენდა დავალიანებას, გადადიოდა მომდევნო წელს და დაიფარებოდა დავალიანებათა დაფარვისათვის დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, მართალია, სსიპ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და შპს “...”, შპს “...”, შპს “...” და შპს “...” შორის 2003 წლის 1 მაისსა და 2003 წლის 13 მაისს დადებული ხელშეკრულებების 4.1 მუხლები შეიცავდა დათქმას, რომ ეს ხელშეკრულებები ძალაში შედიოდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ და ძალაში იყო 2003 წლის 31 დეკემბრამდე, მაგრამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში ამავე ხელშეკრულებების რეგისტრაცია მოიცავდა შესაბამისი ვალდებულებების რეგისტრაციასაც, რადგან ხსენებული ვალდებულებები სწორედ დასახელებული ხელშეკრულებების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და მოსარჩელეებს შორის დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული რიგი ვალდებულებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ არ არის დარეგისტრირებული. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტომ სახაზინო სამსახურში ვალდებულების დოკუმენტები და საგადასახადო დავალებები წარადგინა 410755,27 ლარზე, ხოლო სახაზინო სამსახურმა ვალდებულება აიღო მხოლოდ 33362,00 ლარზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 316-ე მუხლით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოთხოვოს მოვალეს მოქმედების შესრულება. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ ვალდებულებების შესრულება, რომლებიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ არის დამოწმებული და არ არის შესრულებული, უნდა დაეკისროს სწორედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს, ვინაიდან ვალდებულების აღება და დამოწმება წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების დამადასტურებელ გარემოებას.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისადმი შპს “...”, შპს “...” და შპს “...” სასარგებლოდ რეგისტრირებული თანხების დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს პერიოდულად შესასრულებელ სახელშეკრულებო ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების მიმართ ხანდაზმულობის ვადა ასევე შეადგენს სამ წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ითვლებოდა დრო როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტომ საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მიუთითა, რომ მან ¹149, ¹161 და ¹162 საგადახდო დავალებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში წარადგინა 2003 წლის 19 ნოემბერს. ამასთან, საკასაციო სასამართლო საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2003 წლის 1 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს “...” (შპს “...”) ვალდებულების დოკუმენტი ¹149 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში დარეგისტრირდა 2003 წლის 21 ნოემბერს, შპს “...” ვალდებულების დოკუმენტი ¹162 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში დარეგისტრირდა 2003 წლის 21 ნოემბერს, შპს “...” ვალდებულების დოკუმენტი ¹161 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში დარეგისტრირდა 2003 წლის 21 ნოემბერს. შესაბამისად, ხსენებული თარიღიდან წარმოეშვათ მათ მოთხოვნის უფლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიმართ და სწორედ ხსენებული თარიღიდან უნდა ათვლილიყო მათი სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადაც.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებული ხელშეკრულებები ძალაში შევიდა, მოქმედებდა და წარმოშვა შპს “...”, შპს “...” და შპს “...” სარჩელზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის შესაბამისი ფინანსური ვალდებულებები შპს “...”, შპს “...” და შპს “...” მიმართ.
რაც შეეხება შპს “...” სასარჩელო მოთხოვნას, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიმართ შპს “...” სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან 2003 წლის 1 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს “...” ვალდებულების დოკუმენტი ¹58 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში დარეგისტრირდა 2003 წლის 25 ივნისს, ¹67 ვალდებულების დოკუმენტი დარეგისტრირდა 2003 წლის 18 ივლისს, ¹81 ვალდებულების დოკუმენტი დარეგისტრირდა 2003 წლის 18 აგვისტოს, ¹105 ვალდებულების დოკუმენტი დარეგისტრირდა 2003 წლის 26 სექტემბერს, ¹112 ვალდებულების დოკუმენტი დარეგისტრირდა 2003 წლის 9 ოქტომბერს. ამდენად, შპს “...” ხსენებული თარიღებიდან წარმოეშვა მოთხოვნის უფლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიმართ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. შპს “...” 2003 წლის ოქტომბრიდან ცნობილი იყო მისი უფლების დარღვევის ფაქტი, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეიტანა 2006 წლის 14 ნოემბერს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს უნდა დეკისროს დარეგისტრირებული ვალდებულებების შესრულება, რომლებიც შეადგენს: შპს “...” მიმართ (¹149 ვალდებულება) 4208 ლარს, შპს “...” მიმართ (¹162 ვალდებულება) 3150 ლარს, შპს “...” მიმართ (¹161 ვალდებულება) 5250 ლარს, რაც შეეხება დაურეგისტრირებელ ვალდებულებებს, რომ საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რის მიხედვითაც აღნიშნული თანხის გადახდა ეკისრებოდა საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს, ვინაიდან მას ევალებოდა საგადახდო დავალებების მიცემის შემდეგ ვალდებულების რეგისტრირებისა და დამოწმების უზრუნველსაყოფად ღონისძიებების გატარება, ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ხსენებულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობაზე და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში კანონიერია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “...”, შპს “...”, შპს “...” და შპს “...” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის შპს “...” სასარგებლოდ _ 4208 ლარის, შპს “...” სასარგებლოდ _ 3150 ლარისა და შპს “...” სასარგებლოდ _ 5250 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “...”, შპს “...” და შპს “...” სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდება, ხოლო დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს “...”, შპს “...”, შპს “...” და შპს “...” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისათვის შპს “...” სასარგებლოდ _ 4208 ლარის, შპს “...” სასარგებლოდ _ 3150 ლარისა და შპს “...” სასარგებლოდ _ 5250 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს “...”, შპს “...” და შპს “...” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს შპს “...” სასარგებლოდ _ 4208 ლარის, შპს “...” სასარგებლოდ _ 3150 ლარისა და შპს “...” სასარგებლოდ _ 5250 ლარის გადახდა დაეკისროს;
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.