Facebook Twitter
¹ბს-1423-1386(კ-10) 21 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ნ. გოგატიშვილის მდივნობით

განიხილა დ. ლ-შვილსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის მორიგების აქტის დამტკიცების საკითხი.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

დ. ლ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ლ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ლ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 სექტემბრის განჩინებით დ. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ლ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის განჩინებით დავით ლოლაშვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.
საკასაციო სასამართლოში მხარეებმა 2011 წლის 16 ივნისს წარმოადგინეს წერილობითი მორიგების აქტი, რომლის თანახმად:
ერთის მხრივ, კასატორი - დ. ლ-შვილის სახით, მეორეს მხრივ, მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში “თავდაცვის სამინისტრო”) წარმოდგენილი მინისტრის მოადგილის ნ. ძ-შვილის სახით, ცალ-ცალკე მოხსენიებულნი არიან, როგორც - “მხარე”, ხოლო ერთად - “მხარეები”, შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. კასატორი (მოსარჩელე) უარს ამბობს სასარჩელო მოთხოვნებზე (საქართველოს თავდაცვის მინისტრის 22.12.2009 წლის ¹4536 ბრძანების ბათილობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება) ამ მორიგების პირობების მე-2 პუნქტში ჩამოყალიბებული პირობის გამო და იღებს ვალდებულებას, რომ მორიგების დამტკიცების შემდეგ არანაირი პრეტენზია არ ექნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მორიგების დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში შეიტანს ცვლილებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის 22.12.2009 წლის ¹4536 ბრძანებაში (კასატორის/მოსარჩელის დათხოვნის ნაწილში), კერძოდ, სიტყვები “კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო” შეიცვლება სიტყვებით “მხარეთა შეთანხმებით-სამინისტროს ინიციატივით”.
მორიგების აქტი წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია დ. ლ-შვილისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილის ნ. ძ-შვილის მიერ, რაც ერთვის საქმეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნია, რომ დ. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 სექტემბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება, მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი და მოცემულ საქმეზე მხარეთა მორიგების საფუძველზე შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
დამტკიცდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი, რომლის თანახმად:
ერთის მხრივ, კასატორი - დ. ლ-შვილის სახით, მეორეს მხრივ, მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში “თავდაცვის სამინისტრო”) წარმოდგენილი მინისტრის მოადგილის ნ. ძ-შვილის სახით, ცალ-ცალკე მოხსენიებულნი არიან, როგორც - “მხარე”, ხოლო ერთად - “მხარეები”, შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. კასატორი (მოსარჩელე) უარს ამბობს სასარჩელო მოთხოვნებზე (საქართველოს თავდაცვის მინისტრის 22.12.2009 წლის ¹4536 ბრძანების ბათილობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება) ამ მორიგების პირობების მე-2 პუნქტში ჩამოყალიბებული პირობის გამო და იღებს ვალდებულებას, რომ მორიგების დამტკიცების შემდეგ არანაირი პრეტენზია არ ექნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მორიგების დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში შეიტანს ცვლილებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის 22.12.2009 წლის ¹4536 ბრძანებაში (კასატორის/მოსარჩელის დათხოვნის ნაწილში), კერძოდ, სიტყვები “კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო” შეიცვლება სიტყვებით “მხარეთა შეთანხმებით-სამინისტროს ინიციატივით”.
მორიგების აქტი წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია დ. ლ-შვილისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილის ნ. ძ-შვილის მიერ, რაც ერთვის საქმეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
აღნიშნულის შესაბამისად, მხარეებმა საკასაციო სასამართლოში დაადასტურეს ნება მორიგების მიღწევისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რაც გაზიარებულ იქნა დავაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და დადასტურებულია მორიგების აქტზე მათი უფლებამოსილი თანამდებობის პირის სათანადო ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მორიგების აქტის კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, ვინაიდან, წარმოდგენილი მორიგების აქტის თანახმად, არ ილახება საქმეში მონაწილე მხარეთა უფლებები, როგორც წარმოდგენილი მორიგების აქტით ირკვევა, სარჩელზე უარის თქმის სანაცვლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თანახმაა ცვლილება შეიტანოს გათავისუფლების ბრძანებაში, რასაც ეთანხმება კასატორი (მოსარჩელე).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში პროცესის მონაწილე მხარეებმა მიაღწიეს მორიგებას, ამგვარად გამოხატეს ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოებს თანხმობა მორიგების მიღწევის თაობაზე კანონშესაბამისია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3.2. მუხლის თანახმად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 272-ე მუხლის “დ" პუნქტის საფუძველზე საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, მხარეთა მორიგების გამო.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 სექტემბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება, მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი და მოცემულ საქმეზე მხარეთა მორიგების საფუძველზე შეწყდეს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 სექტემბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება;
3. დამტკიცდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:
ერთის მხრივ, კასატორი - დ. ლ-შვილის სახით, მეორეს მხრივ, მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში “თავდაცვის სამინისტრო”) წარმოდგენილი მინისტრის მოადგილის ნ. ძ-შვილის სახით, ცალ-ცალკე მოხსენიებულნი არიან, როგორც - “მხარე”, ხოლო ერთად - “მხარეები”, შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. კასატორი (მოსარჩელე) უარს ამბობს სასარჩელო მოთხოვნებზე (საქართველოს თავდაცვის მინისტრის 22.12.2009 წლის ¹4536 ბრძანების ბათილობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება) ამ მორიგების პირობების მე-2 პუნქტში ჩამოყალიბებული პირობის გამო და იღებს ვალდებულებას, რომ მორიგების დამტკიცების შემდეგ არანაირი პრეტენზია არ ექნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მორიგების დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში შეიტანს ცვლილებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის 22.12.2009 წლის ¹4536 ბრძანებაში (კასატორის/მოსარჩელის დათხოვნის ნაწილში), კერძოდ, სიტყვები “კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო” შეიცვლება სიტყვებით “მხარეთა შეთანხმებით-სამინისტროს ინიციატივით”.
მორიგების აქტი წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია დ. ლ-შვილისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილის ნ. ძ-შვილის მიერ, რაც ერთვის საქმეს.
4. შეწყდეს საქმის წარმოება, მხარეთა მორიგების გამო;
5. მხარეებს განემარტოთ, საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.