Facebook Twitter
ბს-1472-1434(კს-10) 24 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი. და ნ. ხ-ძეების კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 სექტემბრის განჩინებაზე.


საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2010 წლის 27 ოქტომბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1472-1434(კს-10) ნ. და ი. ხ-ძეების კერძო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 სექტემბრის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ნ. და ი. ხ-ძეების კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის “თ” ქვეპუნქტის მოთხოვნას, რადგან კერძო საჩივარზე არსებული ხელმოწერებიდან ვერ დგინდებოდა ხელმომწერ პირთა ვინაობა. ამასთან, კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.3 მუხლის მოთხოვნას, რადგან კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სსსკ-ის 39.1 “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად 50 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 95-96; III).
2010 წლის 30 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს კერძო საჩირის ავტორებმა _ ნ. და ი. ხ-ძეებმა სსსკ-ის 831 მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის გამოხმობის თაობაზე (იხ. ს.ფ. 101; ტ.III).
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორთა შუამდგომლობა კერძო საჩივრის გამოხმობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად საქმის განხილვა გაგრძელდა და კერძო საჩივრის ავტორებს განესაზღვრათ დამატებით საპროცესო ვადა 5 დღით, საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად (იხ. ს.ფ. 103-106; ტ.III).
კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზის შევსების მიზნით საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ი. და ნ. ხ-ძეების კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, გაეგზავნათ კერძო საჩივრის ავტორებს. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, კერძო საჩივრის ავტორებს – ი. და ნ. ხ-ძეებს განჩინება ჩაჰბარდათ 2010 წლის 27 დეკემბერს (იხ. ს.ფ 108; ტ.III). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 5-დღიანი ვადა სსსკ-ის 61.2 მუხლის თანახმად ამოიწურა 2011 წლის 3 იანვარს, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. და ნ. ხ-ძეების კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. და ნ. ხ-ძეების კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.