Facebook Twitter
ბს-1189-1178(კ-11) 26 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 30 მარტს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ა-მ მოპასუხეების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის, თ. შ-ის, მ. ზ-ის, თ. ზ-ის, ნ. მ-ის, გ. ბ-ის, ა. კ-ის, დ. ქ-ისა და ლ. კ-ის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
2009 წლის 27 ივლისს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა თ. შ-მ მოპასუხეების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ნ. ა-ის მიმართ.
მოსარჩელე - თ. შ-ე სარჩელით ითხოვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ნ. ა-ზე 15000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მიყიდვის შესახებ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის ¹3, ასევე 2005 წლის 11 მაისს ნ. ა-სა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობას; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებას გააეუქმებინა ნ. ა-ის სახელზე 15 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 10 ივლისის დადგენილების ბათილად ცნობას იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა საკუთრების მოწმობაში ცვლილების შეტანაზე; ხელვაჩაურის რაიონში სოფ. ... მდებარე 2 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მოსარჩელის საკუთრებად აღიარებას.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმეები ¹3-320 მოსარჩელე თ. შ-ის სარჩელისა გამო (შემოსული 2009 წლის 27 ივლისს) მოპასუხეების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ნ. ა-ის მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და საჯარო ჩანაწერების გაუქმების თაობაზე და ¹3-201 მოსარჩელე ნ. ა-ის სარჩელისა გამო (შემოსული 2009 წლის 30 მარტს) მოპასუხეების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის, თ. შ-ის, მ. ზ-ის, თ. ზ-ის, ნ. მ-ის, გ. ბ-ის, დ. ქ-ისა და ლ. კ-ის მიმართ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის შესახებ გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის განჩინებით საქმეზე დაინიშნა საინჟინრო ექსპერტიზა; შეჩერდა საქმის წარმოება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 მარტის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 აგვისტოს საოქმო განჩინებით საქმის განხილვაში მესამე პირად ჩაება ი. შ-ე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ნ. ა-ის წარმომადგენლის მ. ქ-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდა; ნ. ა-ის სარჩელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის, თ. შ-ისა და სხვათა მიმართ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად და დაუბრუნდა მოსარჩელეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა; შეჩერდა საქმის წარმოება საქმის ექსპერტიზიდან დაბრუნებამდე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. შ-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. შ-მ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. შ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, თ. შ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ თ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს თ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. შ-ის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%». აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. შ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% (210 ლარი)

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. შ-ს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. თ. შ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი. ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.