Facebook Twitter
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1750-1719(კ-11) 3 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ე. შ-ის წარმომადგენლის – ე. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2011 წლის 13 დეკემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1750-1719(კ-11) ე. შ-ის წარმომადგენლის – ე. მ-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ე. შ-ის წარმომადგენლის – ე. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის, 396.2 და 440-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, კასატორი საკასაციო საჩივარში არ უთითებდა, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზს), არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ე. მ-ის ადვოკატთა ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე /იხ.ს.ფ. ტ. II; 91-92/.
2012 წლის 11 იანვარს საკასაციო სასამართლოს მომართა ე. შ-მ, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ე. მ-ის ადვოკატის მოწმობა და მოითხოვა დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება 3 დღით (იხ. ტ. II; ს.ფ. 101-103).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით ე. შ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გაუგრძელდა საპროცესო ვადა კიდევ 3 დღით, რათა წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი (იხ. ტ. II; ს.ფ. 106-107).
2012 წლის 27 იანვარს საკასაციო სასამართლოს მომართა ე. შ-მ და წარმოადგინა საკასაციო საჩივარი (იხ. ტ. II; ს.ფ. 117-125).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ე. შ-ის წარმომადგენლის – ე. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 23 დეკემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის სრულყოფილად შევსების მიზნით საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა დამატებით 3 დღით, რათა წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი. აღნიშნული განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ე. შ-სა და მის წარმომადგენელს – ე. მ-ს გაეგზავნათ 2012 წლის 17 იანვარს. საქმეში წარმოდგენილი, საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად ე. შ-ის წარმომადგენელს – ე. მ-ს საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის განჩინება ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ჩაჰბარდა 2012 წლის 21 იანვარს /იხ. ტ. II; ს.ფ. 110/, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 3-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2012 წლის 24 იანვარს, მაგრამ კასატორის მიერ ხარვეზის გამოსწორების მიზნით საკასაციო საჩივარი წარმოდგენილ იქნა სასამართლოში ფოსტის მეშვეობით 2012 წლის 25 იანვარს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული, რადგან ე. შ-ის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი იქნა 3-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, ასევე, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას და არ შეიცავს მითითებას, თუ რაში მდგომარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი, არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობს მითითებული გადაწყვეტილების უკანონობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. შ-ის წარმომადგენლის – ე. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 390-ე, 396.3, 447-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. შ-ის წარმომადგენლის – ე. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. ე. შ-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;
3. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე