Facebook Twitter
საქმე №ბს-279-271 (კ-13) 14 ნოემბერი, 2013 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ტ.ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.2013წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ.ნ-მა 11.03.11წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ მოპასუხისთვის 05.06.2005წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოსარჩელისთვის დაბრუნების დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.03.2011წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ტ.ლ-ი და ქ.რუსთავის მთავრობა (სასკ-ის 16.2 მუხ.).
თ.ნ-მა 11.03.11 წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.01.11წ. №8983, 11.02.11წ. №20159, 22.02.11წ. №25479 აქტების და ქ.რუსთავში, ... მ/რ-ში №7-55-ში მდებარე ბინაზე 02.05.03 წ. განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა, აღნიშნული ბინის იძულებით საჯარო აუქციონზე გასხვისების შედეგად აღმასრულებლის მიერ გამოცემული 29.04.03 წ. განკარგულების არარად ცნობა, აღსრულების ეროვნული ბიუროს 21.03.11წ. აქტის ბათილად ცნობა, დასახელებულ ბინაზე საკუთრების რეგისტრაციის მოქმედების შეჩერება და აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ისეთი აქტის გამოცემის დავალება, სადაც ჩაიწერება, რომ რეალურად არასდროს არსებობდა რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და რუსთავის მთავრობის 08.04.03წ. №75 დადგენილება, როგორც ფორმადაუცველი, არ იყო იურიდიული ძალის მქონე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.03.2011წ. განჩინებით თ.ნ-ის შემდეგი მოთხოვნები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.01.11წ. №8983, 11.02.11წ. №20159, 22.02.11წ. №25479 აქტების და ქ.რუსთავში, ... მ/რ-ში №7-55-ში მდებარე ბინაზე 02.05.2003 წ. განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის და დასახელებულ ბინაზე საკუთრების რეგისტრაციის მოქმედების შეჩერების შესახებ გამოიყო ცალკე წარმოებად და განსჯადობით გადაეცა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.05.2011წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ტ.ლ-ი (სასკ-ის 16.1 მუხ.), ქ.რუსთავის მთავრობა, ქ.რუსთავის საკრებულო და მ.ჩხეიძე (სასკ-ის 16.2 მუხ.).
ტ.ლ-მა 08.04.11წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს მოსარჩელის 10.02.2011წ. №2075/17 განცხადებაზე სამართალწარმოების განხორციელება, აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალოს 10.02.2011წ. №5608 განცხადებაზე სამართალწარმოების განხორციელება და ბათილად იქნას ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 21.03.2011წ. №10539 აქტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.05.2011წ. განჩინებით, ტ.ლ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, აღნიშნული სამი მოთხოვნიდან ცალკე წარმოებად გამოიყო მოსარჩელის მოთხოვნა საჯარო რეესტრისთვის ქმედების განხორციელების დავალების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.05.2011წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.06.2011წ. განჩინებით ზემოაღნიშნულ სამ საქმეზე მიმდინარე სამართალწარმოება (№3/780-11, №3/793-11, №3/1094-11) გაერთიანდა ერთ წარმოებად და საქმეს მიენიჭა №3/793-11.
ტ.ლ-მა 27.01.12წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხემ გამოსცეს აქტი, სადაც ჩაიწერება, რომ №3-2 სააღსრულებო ფურცლის აღსრულება ვერ ხდება, რადგან ტ.ლ-ის 19.03.06წ. განცხადების მე-14, 15, 17, 18, 19, 21-ე პუნქტებში მითითებული საჯარო ინფორმაცია არ არსებობს. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხისთვის №3-2 სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების დავალება (საქმე №3/793-11).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.01.2012წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო და ქ.რუსთავის საკრებულო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.06.2012წ. განჩინებით №3/793-11 და №3/497-12 საქმეები გაერთიანდნენ ერთ წარმოებად და მიენიჭათ №3/793-11.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.06.2012წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ტ.ლ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.2013წ. განჩინებით ტ.ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასასციო წესით გაასაჩივრა ტ.ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის პირველი ინტანციის სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ტ.ლ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ.ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: ლ. მურუსიძე


მ. ვაჩაძე