№ბს-585-572(4კ-14) 30 აპრილი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – ანა ვარდიძე
კასატორები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, წარმომადგენლები - ს. ფ-ი, ნ. ხ-ე; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, წარმომადგენელი - თ. ი-ი; შპს „...“ (შპს „პ...“ უფლებამონაცვლე), წარმომადგენელი - თ. ღ-ა; სს „ს...“, წარმომადგენელი - ს. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ქ-ა, წარმომადგენელი - მ. ფ-ი
მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი - შ. ბ-ი
მესამე პირები - შპს „გ...“, წარმომადგენელი - თ. ჩ-ი; შპს „ვ...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 3 აპრილს თ. ქ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის, სს „ს...“ და შპს „პ...“ მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, მან სხვადასხვა დროს კერძო პირებისაგან შეიძინა ზუგდიდის რაიონის სოფელ ..., ... და ... მდებარე მიწის ნაკვეთები, დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში, რის შესაბამისად გაიცა რეესტრის ამონაწერები და საკადასტრო რუქები.
მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის ნოემბერში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს, მაგრამ იმ მოტივით, რომ თ. ქ-ას მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების მიხედვით მიწის ნაკვეთები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების საზღვრებში, მის განცხადებებზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ხოლო შემდეგ შეწყდა.
2012 წლის 7 დეკემბერს თ. ქ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლის 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა რიგი მოთხოვნების ნაწილში, ხოლო იმ მოთხოვნათა ნაწილში, რომლებზეც ადგილი ჰქონდა გადაფარვას სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ ნაკვეთებთან, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2013 წლის 25 იანვრის №11274 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არსებობდა თუ არა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების კორექტირების შესაძლებლობა. შესაბამისად, მითითებულ ნაწილში თ. ქ-ას ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა შეჩერდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაგან ინფორმაციის მიღებამდე.
მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოიცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, ასევე ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, მიწის ნაკვეთების გასხვისებისას არ იქნა გამოკვლეული მთელი რიგი გარემოებები, სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირდა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, ხოლო შემდგომ მოხდა მისი მესამე პირებზე განკარგვა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად საბოლოოდ მოითხოვა:
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 ნოემბრის #892012119853-03 და 2013 წლის 17 იანვრის #892012119853-04 გადაწყვეტილებების; უძრავი ქონების შპს „პ...“ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 6 ოქტომბრის #882012949655-03 გადაწყვეტილების;
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 28 ნოემბრის #892012097315-06 და 2013 წლის 3 იანვრის #892012097315-07 გადაწყვეტილებების; უძრავი ქონების შპს „პ...“ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 6 ოქტომბრის #882012949274-03 გადაწყვეტილების;
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 ნოემბრის #892012086369-03 გადაწყვეტილების; უძრავი ქონების შპს „პ...“ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 6 ოქტომბრის #882012949621-03; 882012949627-03; #882012949631-03 გადაწყვეტილებების;
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 ნოემბრის #892012086243-03 და 2012 წლის 10 დეკემბრის #892012086243-04 გადაწყვეტილებების; უძრავი ქონების შპს „პ...“ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 6 ოქტომბრის #882012949458-03 გადაწყვეტილების;
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 ნოემბრის #892012090956-03 და 2013 წლის 3 იანვრის #892012090956-05 გადაწყვეტილებების; უძრავი ქონების შპს „პ...“ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 6 ოქტომბრის #882012949635-03 გადაწყვეტილების;
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 ნოემბრის #892012086321-03 და 2012 წლის 10 დეკემბრის #892012086321-04 გადაწყვეტილებების; 2012 წლის 27 აპრილის #882011192612-03; 2012 წლის 24 ივლისის #882012366326-03; 2012 წლის 6 ივლისის #882011321914-03 გადაწყვეტილებების; უძრავი ქონების შპს „გ...“ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 6 დეკემბრის #892012137868-03 გადაწყვეტილების;
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 ნოემბრის #892012090909-04 და 2013 წლის 3 იანვრის #892012090909-05 გადაწყვეტილებების; უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 2009 წლის 20 ნოემბრის #882009368967-03; უძრავი ქონების ს... საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 8 აგვისტოს #882012423059-03; უძრავი ქონების „პ...“ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 6 ოქტომბრის #882012949655-03 გადაწყვეტილების;
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 ნოემბრის #892012086349-03 და 2012 წლის 10 დეკემბრის #892012086349-04 გადაწყვეტილებების; უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 22 ივნისის #882012279597-03 გადაწყვეტილების; უძრავი ქონების შპს „ვ...“ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 30 აგვისტოს #882012591085-03 გადაწყვეტილების;
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 ნოემბრის #892012086308-03 და 2012 წლის 10 დეკემბრის #892012086308-04 გადაწყვეტილებების; უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 2013 წლის 12 ივნისის #882012255400-03 გადაწყვეტილების;
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 ნოემბრის #892012086296-03 და 2012 წლის 10 დეკემბრის #892012086296-04 გადაწყვეტილებების; უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ #88201192612; 2012 წლის 24 ივლისის #882012366326-03; 2011 წლის 6 ივლისის #882011321914-03 გადაწყვეტილებების;
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 ნოემბრის #892012086215-03 და 2012 წლის 10 დეკემბრის #892012086215-04 გადაწყვეტილებების; უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 2009 წლის 18 ნოემბრის #882009368597-03; უძრავი ქონების „პ...“ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 6 ოქტომბრის #882012949462-03; უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 2009 წლის 19 ნოემბრის #882009369809-03 გადაწყვეტილებების;
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 12 ნოემბრის #892012086382-06 და 2012 წლის 13 დეკემბრის #892012086382-06 გადაწყვეტილებების; უძრავი ქონების „პ...“ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 28 სექტემბრის #882012949621; 2012 წლის 6 ოქტომბრის #882012949631; #882012949615; 882012949624-03 გადაწყვეტილებების;
ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმისა და მოთხოვნის ნაწილში განხილვის გადადების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 28 თებერვლის #33109 გადაწყვეტილების;
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ს...“ კაპიტალში შეტანის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 31 ივლისის #1-1/1595; 2012 წლის 4 ივნისის #1-1276 ბრძანებების;
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის #2-16/163; 2011 წლის 26 აპრილის #2-16/144; 2012 წლის 24 ივლისის #06/15979; 2011 წლის 28 დეკემბრის #05/30713; 2011 წლის 5 ივლისის #2-16/302; 2011 წლის 21 ივნისის #2-16/254; 2009 წლის 10 აგვისტოს #2-16/518 მიმართვების;
სს „ს...“ პარტნიორთა 2012 წლის 22 აგვისტოს #127პრ35; #120884680 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სადავო მიწის ნაკვეთების მოსარჩელის სახელზე დარეგისტრირების მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 აპრილის განჩინებით თ. ქ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ: შპს „ვ...“, შპს „გ...“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური; სს „ს...“; შპს „პ...“; შპს „გ...“ და შპს „ვ...“.
მოსარჩელემ საქმის წარმოების ეტაპზე უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნებზე: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის #2-16/163; 2011 წლის 26 აპრილის #2-16/144; 2012 წლის 24 ივლისის #06/15979; 2011 წლის 28 დეკემბრის #05/30713; 2011 წლის 5 ივლისის #2-16/302; 2011 წლის 21 ივნისის #2-16/254; 2009 წლის 10 აგვისტოს #2-16/518 მიმართვებისა და სს „ს...“ პარტნიორთა 2012 წლის 22 აგვისტოს #127პრ35; #120884680 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. შესაბამისად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 აგვისტოს განჩინებით სარჩელი მითითებულ მოთხოვნათა ნაწილში დარჩა განუხილველად.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით განუხილველად დარჩა სარჩელი სასარჩელო მოთხოვნების - სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 17 იანვრის #892012119853-04, უძრავი ქონების შპს „პ...“ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 6 ოქტომბრის #882012949655-03; სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2013 წლის 3 იანვრის #892012097315-07; უძრავი ქონების შპს „პ...“ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 6 ოქტომბრის #882012949274-03; სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2013 წლის 3 იანვრის #892012090909-05; უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 2009 წლის 20 ნოემბრის #882009368967-03; უძრავი ქონების ს... საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 8 აგვისტოს #882012423059-03; უძრავი ქონების შპს „პ...“ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 6 ოქტომბრის #882012949655-03; სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2013 წლის 3 იანვრის #892012090956 და უძრავი ქონების „პ...“ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 6 ოქტომბრის #882012949635-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით დადგინდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ს...“ კაპიტალში შეტანის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 31 ივლისის #1-1/1595 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში თ. ქ-ას სარჩელის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები თ. ქ-ას საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების (ზედდებების) ნაწილში: 1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 13.12.2012 წლის №892012086382-07 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; 2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.10.2012 წლის №882012949621 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ. ...) შპს ,,პ...“ რეგისტრაციის შესახებ; 3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.10.2012 წლის №882012949631-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ. ...) შპს ,,პ...“ რეგისტრაციის შესახებ; 4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.10.2012 წლის №882012949615-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ. ...) შპს ,,პ...“ რეგისტრაციის შესახებ; 5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.10.2012 წლის №882012949624-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ. ...) შპს ,,პ...“ რეგისტრაციის შესახებ; 6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 10.12.2012 წლის №892012086369-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; 7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.10.2012 წლის №882012949621-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) შპს ,,პ...“ რეგისტრაციის შესახებ; 8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.10.2012 წლის №882012949627-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) შპს ,,პ...“ რეგისტრაციის შესახებ; 9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.10.2012 წლის №882012949631-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) შპს ,,პ...“ რეგისტრაციის შესახებ; 10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 10.12.2012 წლის №892012086243-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; 11. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.10.2012 წლის №882012949458-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) შპს ,,პ...“ რეგისტრაციის შესახებ; 12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 10.12.2012 წლის №892012086296-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; 13. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 02.06.2011 წლის №882011249413-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) შპს ,,გ...“ რეგისტრაციის შესახებ; 14. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 20.11.2009 წლის №882011192612-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) სახელმწიფოზე რეგისტრაციის შესახებ; 15. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 20.11.2009 წლის №882012366326-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) სახელმწიფოზე რეგისტრაციის შესახებ; 16. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 16.08.2009 წლის №882011321914-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) სახელმწიფოზე რეგისტრაციის შესახებ; 17. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 10.12.2012 წლის №892012086215-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; 18. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.10.2012 წლის №882012949255 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) შპს ,,პ...“ რეგისტრაციის შესახებ; 19. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.10.2012 წლის №882012949458 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) შპს ,,პ...“ რეგისტრაციის შესახებ; 20. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.10.2012 წლის №882012949462 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) შპს ,,პ...“ რეგისტრაციის შესახებ; 21. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 10.12.2012 წლის №892012086308-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; 22. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 12.06.2012 წლის №882012255400-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) სახელმწიფოზე რეგისტრაციის შესახებ; 23. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 10.12.2012 წლის №892012086349-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; 24. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 20.11.2009 წლის №882012279597-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) სახელმწიფოზე რეგისტრაციის შესახებ; 25. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 30.08.2012 წლის №882012591085-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) შპს ,,ვ...“ რეგისტრაციის შესახებ; 26. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 10.12.2012 წლის №892012086321-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; 27. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 20.11.2009 წლის №882009369204 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) სახელმწიფოზე რეგისტრაციის შესახებ; 28. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 20.11.2009 წლის №882009369204 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) სახელმწიფოზე რეგისტრაციის შესახებ; 29. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 16.08.2009 წლის №882009242710 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) სახელმწიფოზე რეგისტრაციის შესახებ; 30. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 02.06.2011 წლის №882011249413 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) შპს ,,გ...” რეგისტრაციის შესახებ; 31. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს №2-16/518 მიმართვა; 32. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მიმართვა; 33. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 26 აპრილის №2-16/144 მიმართვა; 34. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 21 ივნისის №2-16/254 მიმართვა; 35. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 05 ივლისის №2-16/302 მიმართვა; 36. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 28 დეკემბრის №05/30713 მიმართვა; 37. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 24 ივლისის №06/15979 მიმართვა; 38. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 28 თებერვლის №33109 გადაწყვეტილება.
ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეებს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალათ საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2004 წლის 20 ივლისიდან თ. ქ-ას საკუთრებად ირიცხებოდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მდებარე, 20 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: №...). რეგისტრაციას საფუძვლად დაედო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. საკუთრების რეგისტრაციის დროისათვის მითითებულ უძრავ ნივთზე ზედდება არ დაფიქსირებულა.
2012 წლის 5 ნოემბერს თ. ქ-ამ განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების შესახებ. ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 12 ნოემბრის №892012086382-06 გადაწყვეტილებით შეჩერდა, ხოლო 2012 წლის 13 დეკემბრის №892012086382-07 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...) ზედდებაში იყო სხვა უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემებთან - №... (აღრიცხული 2478 კვ.მ-დან ზედდება იყო თ. ქ-ას საკუთრებაში არსებულ 2267 კვ.მ მიწის ნაკვეთთან); №... (აღრიცხული 16 819 კვ.მ-დან ზედდება იყო თ. ქ-ას საკუთრებაში არსებულ 648 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან); №... (9575 კვ.მ-დან ზედდება იყო თ. ქ-ას საკუთრებაში არსებულ 660 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან); №... (9682 კვ.მ-დან ზედდება იყო თ. ქ-ას საკუთრებაში არსებულ 8997 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან).
მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №...; №...; №...; №... 2012 წლის 6 ოქტომბერს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო შპს ,,პ...” სახელზე. რეგისტრაციის საფუძველს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 31.07.2012 წლის №1-1/1595 ბრძანება და სს ,,ს...” 22.08.2012 წლის პარტნიორის გადაწყვეტილება №D127-PR-35 წარმოადგენდა.
2007 წლის 30 ნოემბრიდან თ. ქ-ას საკუთრებად დაუზუსტებელი რეგისტრაციით ირიცხებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე, 19 600 კვ.მ. უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი №.... რეგისტრაციას საფუძვლად დაედო: 20.07.2004 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება №1-2853; 10.12.1997 წლის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №424 აქტი; 23.06.1999 წლის საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება №1-563. საკუთრების რეგისტრაციის დროისათვის მითითებულ უძრავ ნივთზე ზედდება არ დაფიქსირებულა.
2012 წლის 5 ნოემბერს თ. ქ-ამ განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების შესახებ. ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 ნოემბრის №892012086369-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა, ხოლო 2012 წლის 10 დეკემბრის №892012086369-04 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაში აღმოჩნდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან, კერძოდ, №... უძრავ ქონებასთან (აღრიცხული 2478 კვ.მ-დან ზედდება იყო თ. ქ-ას საკუთრებაში არსებულ 209 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან); №... უძრავ ქონებასთან (აღრიცხული 716 კვ.მ-დან ზედდება იყო თ. ქ-ას საკუთრებაში არსებულ 716 მიწის ნაკვეთთან); №... უძრავ ქონებასთან (აღრიცხული 9575.00 კვ.მ-დან ზედდება იყო თ. ქ-ას საკუთრებაში არსებულ 400 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან); №... უძრავ ქონებასთან (აღრიცხული 1041 კვ.მ-დან ზედდება იყო თ. ქ-ას საკუთრებაში არსებულ 999 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან).
მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდებით №...; №...; №... 2012 წლის 6 ოქტომბერს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო შპს ,,პ...” სახელზე. რეგისტრაციის საფუძველს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 31.07.2012 წლის №1-1/1595 ბრძანება; სს ,,ს...” 22.08.2012 წლის პარტნიორის გადაწყვეტილება №D127-PR-35 წარმოადგენდა.
2004 წლის 14 ივლისიდან თ. ქ-ას საკუთრებად დაუზუსტებელი რეგისტრაციით ირიცხებოდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მდებარე 1 610 კვ.მ. უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №.... რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 14.07.2004 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება №1-2127. საკუთრების რეგისტრაციის დროისათვის მითითებულ უძრავ ნივთზე ზედდება არ დაფიქსირებულა.
2012 წლის 5 ნოემბერს თ. ქ-ამ განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების შესახებ. ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 ნოემბრის №92012086243-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა, ხოლო 2012 წლის 10 დეკემბრის №92012086243-04 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №... ზედდებაში იყო რეგისტრირებულ მონაცემებთან, კერძოდ, №... მიწის ნაკვეთთან (აღრიცხული 1560 კვ.მ-დან ზედდება იყო თ. ქ-ას საკუთრებაში არსებულ 203 კვ.მ. მიწის ნაკვეთთნ), რომელიც 2012 წლის 6 ოქტომბერს საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს ,,პ...” სახელზე. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 31.07.2012 წლის №1-1/1595 ბრძანება; სს ,,ს...” 22.08.2012 წლის პარტნიორის გადაწყვეტილება №D127-PR-35.
2007 წლის 14 ივლისიდან თ. ქ-ას საკუთრებად დაუზუსტებელი რეგისტრაციით ირიცხებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე, 620.00 კვ.მ. უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი №...). რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 14.07.2004 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება №1-2125, საკუთრების რეგისტრაციის დროისათვის მითითებულ უძრავ ნივთზე ზედდება არ დაფიქსირებულა.
2012 წლის 5 ნოემბერს თ. ქ-ამ განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების შესახებ. ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 ნოემბრის №92012086215-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა, ხოლო 2012 წლის 10 დეკემბრის №92012086215-04 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაში იყო რეგისტრირებულ მონაცემებთან - №... მიწის ნაკვეთთან (აღრიცხული 7576 კვ.მ-დან ზედდება ფიქსირდებოდა თ. ქ-ას საკუთრებაში არსებულ 77 კვ.მ მიწის ნაკვეთთან); №... ნაკვეთთან (აღრიცხული 1560 კვ.მ-დან ზედდება იყო თ. ქ-ას საკუთრებაში არსებულ 13 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან); №... ნაკვეთთან (აღრიცხული 5425 კვ.მ-დან ზედდება იყო თ. ქ-ას საკუთრებაში არსებულ 136 კვ.მ.მიწის ნაკვეთთან).
მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდით №...; №...; №... 2012 წლის 6 ოქტომბერს საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს ,,პ...'' სახელზე. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 31.07.2012 წლის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს №1-1/1595 ბრძანება; სს ,,ს...” პარტნიორის 22.08.2012 წლის №D127-PR-35 გადაწყვეტილება.
2007 წლის 21 სექტემბრიდან თ. ქ-ას საკუთრებად ირიცხებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე, 243 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...). რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 18.09.2007 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება №1-4541. საკუთრების რეგისტრაციის დროისათვის მითითებულ უძრავ ნივთზე ზედდება არ დაფიქსირებულა.
2012 წლის 5 ნოემბერს თ. ქ-ამ განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს (განცხადების №892012086308) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების შესახებ, ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 ნოემბრის №892012086308-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა, ხოლო 2012 წლის 10 დეკემბრის №892012086308-04 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაში აღმოჩნდა რეგისტრირებულ მონაცემებთან (მიწის ნაკვეთი ს/კ №...), რომელიც 2012 წლის 12 ივნისს საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 04.06.2012 წლის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს №1-1/1276 ბრძანება.
2003 წლის 11 ნოემბრიდან თ. ქ-ას საკუთრებაში გააჩნია ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთი დაუზუსტებული ფართობით - 812.25 კვ.მ., ს/კ-ით №.... რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 11.11.2003 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება №1-3255. საკუთრების რეგისტრაციის დროისათვის მითითებულ უძრავ ნივთზე ზედდება არ დაფიქსირებულა.
2012 წლის 5 ნოემბერს თ. ქ-ამ განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების შესახებ, ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 ნოემბრის №892012086349-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა, ხოლო 2012 წლის 10 დეკემბრის №892012086349-04 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაში იყო რეგისტრირებულ მონაცემებთან, მიწის ნაკვეთთან (ს/კ №...), რომელიც 2009 წლის 20 ნოემბერს საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო: 12.11.2009 წლის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს №2-16/163 მომართვა. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 23.08.2012 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2009 წლის 23 აგვისტოს საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა შპს ,,ვ...” სახელზე.
2003 წლის 26 ნოემბრიდან თ. ქ-ას საკუთრებაში გააჩნია ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთი დაუზუსტებული ფართობით - 20 280.00 კვ.მ., (ს/კ-ით №...). რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 26.11.2003 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები: №1-4437, №1-4438, №1-4439, №1-4440. საკუთრების რეგისტრაციის დროისათვის მითითებულ უძრავ ნივთზე ზედდება არ დაფიქსირებულა.
2012 წლის 5 ნოემბერს თ. ქ-ამ განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების შესახებ. ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 09 ნოემბრის №892012086321-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა, ხოლო 2012 წლის 10 დეკემბრის №№892012086321-04 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაში იყო რეგისტრირებულ მონაცემებთან, მიწის ნაკვეთებთან ს/კ №... (ზედდების ფართობი შეადგენდა 3711 კვ.მ-ს); ს/კ №... ((ზედდების ფართობი შეადგენდა - 2939 კვ.მ.-ს) ს/კ №... (ზედდების ფართობი შეადგენდა 13802 კვ.მ-ს).
2004 წლის 13 იანვრიდან თ. ქ-ას საკუთრებაში გააჩნია ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავი ქონება დაუზუსტებელი ფართობით - 17 080.00კვ.მ., ს/კ-ით №... . რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 09.01.2004 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები: №1-30, №1-31, №1-32, №1-33, №1-34, №1-35, №1-36, №1-37, №1-38, №1-39. საკუთრების რეგისტრაციის დროისათვის მითითებულ უძრავ ნივთზე ზედდება არ დაფიქსირებულა.
2012 წლის 27 ნოემბერს თ. ქ-ამ განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების შესახებ, ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 ნოემბრის №892012086296-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა, ხოლო 2012 წლის 10 დეკემბრის №892012086296-04 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაში აღმოჩნდა მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №...) რეგისტრირებულ მონაცემებთან (აღრიცხული 14699 კვ.მ-დან ზედდება იყო თ. ქ-ას საკუთრებაში არსებულ 8448 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან); №... (აღრიცხული 294 289 კვ.მ-დან ზედდება იყო თ.ქ-ას საკუთრებაში არსებულ 2939 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან) და №... (აღრიცხული 50 539 კვ.მ-დან ზედდება იყო თ. ქ-ას საკუთრებაში არსებულ 7801 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან).
მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №... - 2009 წლის 20 ნოემბერს საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო: 26.04.2011 წლის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს №2-16/144 მიმართვა; 12.11.2009 წლის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს №2-16/163 მიმართვა. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №... - 2011 წლის 27 მაისიდან საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს ,,გ...'' სახელზე. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო: 27.05.2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება. მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №... - 2009 წლის 16 აგვისტოს საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო: 21.06.2011 წლის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს №2-16/254 მიმართვა; 05.07.2011 წლის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს №2-16/302 მიმართვა; 10.08.2009 წლის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს №2-16/518 მიმართვა;
მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №... - 2009 წლის 20 ნოემბერს საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო: 26.04.2011 წლის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს №2-16/144 მიმართვა - ტომი I, ს/ფ.: 36; 24.07.2012 წლის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს №06/15979 მიმართვა; 28.12.2011 წლის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს №05/30713 მომართვა; 12.11.2009 წლის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს №2-16/163 მიმართვა.
2012 წლის 7 დეკემბერს თ. ქ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის №892012086382-06; 892012086349-03; 892012119853-03; 892012097315-06; 892012086369-03; 892012086321-03; 892012086296-03; 892012086243-03; 892012086215-03; 892012090909-04; 892012090956-04; 892012086308-04 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.02.2013 წლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი №892012086382-06; №892012086382-06; 892012119853-03; 892012097315-06; 892012086369-03; 892012086243-03; 892012086215-03; 892012090909-04; 892012090956-04 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო 892012086296-03; 892012086308-04 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში გადაიდო განხილვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ინფორმაციის მიღებამდე.
2009 წლის 12 სექტემბრის №2-16/163 მიმართვით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს სთხოვდა სახელმწიფო საკუთრებად დაერეგისტრირებინა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ... და ... მდებარე მიწის ნაკვეთები დანართების შესაბამისად. დანართში მითითებული იყო სულ 149 ერთეული მიწის ნაკვეთი ფართობების აღნიშვნით. აღნიშნული მიმართვა საფუძვლად დაედო №... საკადასტრო კოდის მქონე 14 699 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, №... საკადასტრო კოდის მქონე 50539.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და №... საკადასტრო კოდის მქონე 1815.00, კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციას. აღნიშნულ დანართში კონკრეტულად არ არის მითითება 14699 კვ.მ., 50539.00 კვ.მ. და 1815.00, კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე.
2011 წლის 26 აპრილის №2-16/144 მიმართვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ მიმართა ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით დაეყო ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ს/კ: ..., ..., ..., ..., ... და ... . აღნიშნული მიმართვა საფუძვლად დაედო №... საკადასტრო კოდის მქონე 14699 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და №... საკადასტრო კოდის მქონე 50539.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციას.
2011 წლის 21 ივნისის №2-16/254 მიმართვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ მიმართა ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს სოფელ ... მდებარე, №... ს/კ-ით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით (საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსიის შესაბამისად) რეგისტრაციის მიზნით. აღნიშნული მიმართვა საფუძვლად დაედო №... საკადასტრო კოდის მქონე 294 289.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციას, რითაც ზედდება მოხდა თ. ქ-ას საკუთრებაში არსებულ 2 939 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან.
2009 წლის 10 აგვისტოს №2-16/518 მიმართვით ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველომ მიმართა ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს, რეგისტრაციაში გაეტარებინა სახელმწიფო საკუთრებად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 29,63 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და 14,12 ჰა; 3,64 ჰა; 0,8 ჰა; 11,73 ჰა; 16,02 ჰა; 18,26 ჰა; 38,16 ჰა; 54,73 ჰა; 27,04 ჰა; 16,66 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ასევე სოფელ ... მდებარე 4,48 ჰა; 5,49 ჰა; 1,13 ჰა; 12,95 ჰა; 2,5 ჰა; 1,27 ჰა; 2,90 ჰა 3.87 ჰა; 1,52 ჰა; 0,53 ჰა; 7,37 ჰა; 1,17 ჰა; 0,61 ჰა; 4,33 ჰა; 0,87 ჰა; 19,91 ჰა; 3,4 ჰა; 4,81 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და 22,67 ჰა; 31, 90 ჰა; 3,92 ჰა; 99,16 ჰა; 2,26 ჰა; 2,11 ჰა; 0,45 ჰა; 26,16 ჰა; 5,63 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. შეეტანა ცვლილებები, მოეხდინა იდენტიფიცირება ზუსტი აზომვითი ნახაზებით და გაეცა ამონაწერები საკადასტრო გეგმასთან ერთად მიწის ნაკვეთებზე შემდეგი სარეგისტრაციო ნომრებით: ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; .... 10.08.2009 წლის №2-16/518 მიმართვა საფუძვლად დაედო №... საკადასტრო კოდის მქონე 294289.00, კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციას, რითაც ზედდება მოხდა თ. ქ-ას საკუთრებაში არსებულ 2939 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან. აღნიშნულ მიმართვაში კონკრეტულად არ არის მითითება 294289.00, კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და №... საკადასტრო კოდის მქონე ამონაწერის გაცემაზე.
2011 წლის 5 ივლისის №2-16/302 მიმართვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ მიმართა ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს დაეყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით (ს/კ-ით №...) და დაერეგისტრირებინა ცალ-ცალკე ნაკვეთებად წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების შესაბამისად. აღნიშნული მიმართვა საფუძვლად დაედო №... საკადასტრო კოდის მქონე 294289 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციას, რის შედეგადაც ზედდება მოხდა თ. ქ-ას საკუთრებაში არსებულ 2939 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 28.12.2011 წლის №05/30713 მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა წარმოდგენილი გამიჯვნის ნახაზის მიხედვით განეხორციელებინა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ №...) გამიჯვნა 2 ნაწილად და სახელმწიფო საკუთრებად 50923 კვ.მ. და 10683 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია. აღნიშნული მიმართვა საფუძვლად დაედო №... საკადასტრო კოდის მქონე 50539.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციას, რის შედეგადაც ზედდება მოხდა თ. ქ-ას საკუთრებაში არსებულ 13802 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 24 ივლისის №07№06/15979 მიმართვით ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა ცვლილება შეეტანა ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მდებარე მიწის (ს/კ №...) 50923 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემებში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოითხოვა მიწის ნაკვეთის სამ ნაწილად - 50539 კვ.მ.; 69 კვ.მ. და 315 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებად დაყოფა. მითითებული მიმართვა საფუძვლად დაედო №... საკადასტრო კოდის მქონე 50539 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციას, რის შედეგადაც ზედდება დაფიქსირდა მოსარჩელე თ. ქ-ას საკუთრებაში არსებულ 13 802 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს განეკუთვნება ნორმატიული ან/და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, ხოლო ინსტრუქციის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ამ ინსტრუქციითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი თუ სხვა დოკუმენტები, ხოლო იმავე ინსტრუქციის შესაბამისად, ინსტრუქციით დადგენილი დოკუმენტების, მათ შორის, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა წარმოადგენს რეგისტრაციის შეჩერების, ხოლო შემდგომ შეწყვეტის საფუძველს.
რაიონული სასამართლოს მითითებით, საქართველოს მთავრობის №233 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული მიწა, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა, სახელმწიფო საკუთრებაა და მისი უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება ხორციელდება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიმართვის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ქონების რეგისტრაციის სავალდებულო პირობას წარმოადგენდა უფლებადამდგენი დოკუმენტის არსებობა, ხოლო სახელმწიფოს სახელზე ქონების რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლად კანონმდებლობით დაშვებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიმართვა.
რაიონული სასამართლოს მითითებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს №2-16/518; №2-16/163; №2-16/144; №2-16/254; №2-16/302; №06/15979 მიმართვები და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს №05/30713 მიმართვა წარმოადგენს სამართლებრივ აქტებს, ვინაიდან სწორედ მათ საფუძველზე განხორციელდა სადავო უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე თ. ქ-ას საკუთრებაში გააჩნია ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთები: დაუზუსტებული ფართობით - 20 000 კვ.მ., საკადასტრო კოდით №...; დაუზუსტებელი ფართობით - 19 600 კვ.მ., საკადასტრო კოდით № ...; დაუზუსტებელი ფართობით - 1610 კვ.მ., საკადასტრო კოდით №...; დაუზუსტებელი ფართობით - 620.00 კვ.მ., საკადასტრო კოდით №...; დაუზუსტებული ფართობით - 812.25 კვ.მ., საკადასტრო კოდით № ... . ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთები: დაუზუსტებელი ფართობით - 20 280.00 კვ.მ., საკადასტრო კოდით №...; დაუზუსტებელი ფართობით - 17 080.00 კვ.მ., საკადასტრო კოდით №... და ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით - 243 700 კვ.მ., საკადასტრო კოდით № ... .
თ. ქ-ამ განცხადებით მიმართა ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს და მითითებულ უძრავ ნივთებზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. სარეგისტრაციო სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილებებით შეჩერდა სარეგისტრაციო საქმის წარმოება იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაში იყო რეგისტრირებულ მონაცემებთან, რის გამოც წარმოსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული №892012086382-04, №892012086369-04, №892012086243-04, №892012086296-04, №892012086215-04, №892012086308-04, №892012086349-04 და №892012086321-04 გადაწყვეტილებების საფუძველზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად სადავო მიწის ნაკვეთები ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის №882012949621, №882012949631-03, №882012949615-03, №882012949624-03, №882012949621-03, №882012949627-03, №882012949631-03, №882012949458-03, №882012949255, №882012949458 და №882012949462 გადაწყვეტილებების საფუძველზე რეგისტრირებულია შპს ,,პ...” სახელზე. სარეგისტრაციო სამსახურის №882011192612-03, №882012366326-03, №882011321914-03, №882012255400-03, №882012279597-03, №882009369204, №882009369204 და №882009369204 გადაწყვეტილების საფუძველზე სადავო მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე (მითითებული რეგისტრაცია სახელმწიფოს სახელზე განხორციელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს №2-16/518, №2-16/163, №2-16/144, №2-16/254, №2-16/302 და №06/15979 მიმართვების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს №05/30713 მიმართვის საფუძველზე). სარეგისტრაციო სამსახურის №882012591085-03 გადაწყვეტილების საფუძველზე სადავო მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია შპს ,,ვ...” სახელზე. სარეგისტრაციო სამსახურის №882011249413-03 გადაწყვეტილების საფუძველზე სადავო მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია შპს ,,გ...” სახელზე. სადავო აქტების ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების შედეგად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 28.02.2013 წლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი №892012086382-06; №892012086382-06; 892012119853-03; 892012097315-06; 892012086369-03; 892012086243-03; 892012086215-03; 892012090909-04; 892012090956-04 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში.
რაიონული სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული აქტები მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. ადმინისტრაციულ ორგანოებს არ უმსჯელიათ და არ შეუფასებიათ ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა ნაკვეთებთან დაკავშირებით სადავო აქტების გამოცემამდე.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე (უზენაესი სასამართლოს 28.02.2013 წლის №ბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილება) და აღნიშნა, რომ თ. ქ-ას უფლების ობიექტის მონაცემები დასტურდება უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებებით და შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზებით, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთების ფართობის და კონფიგურაციის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელებულია სადავო მიწის ნაკვეთების დაუზუსტებული მონაცემებით რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია თ. ქ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების შპს ,,პ...”, შპს ,,ვ...”, შპს ,,გ...” და სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის ,,ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო, ასეთ შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.
ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს შპს ,,პ...”, შპს ,,ვ...”, შპს ,,გ...” და სახელმწიფოს სახელზე ნაკვეთების რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია მიწის ნაკვეთების სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. სასამართლომ ჩათვალა, რომ სწრაფი რეგისტრაციის პრინციპის გატარება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს სხვა სუბიექტების საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული საჯარო რეესტრს წარმოაჩენს, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ თ. ქ-ას საკუთრებაში გააჩნია მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები. ქონების სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ნაკვეთზე თ. ქ-ას საკუთრების უფლების მითითებით არ შეცვლილა, თ. ქ-ას სახელზე სადაო მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრის რეგისტრაციის საფუძველი - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებები არ გაუქმებულა, თ. ქ-ას სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია არ გამხდარა სადავო, ძალაშია და მოქმედებს. საქმეში არ მოიპოვება თ. ქ-ას მიმართ საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების დოკუმენტაცია, კერძოდ, უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტის, ჩანაწერის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება არის აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის გაუქმება ხდება აქტისადმი დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის გათვალისწინებით (სზაკ მე-601 მუხ.).
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო მიწის ნაკვეთის რეკვიზიტები აღრიცხული იყო საჯარო რეესტრში, ქონება იმყოფებოდა თ. ქ-ას მფლობელობაში, რის გამოც სავსებით შესაძლებელი იყო დაინტერესებული პირის დადგენა, მისი ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა, მისთვის აზრის გამოთქმის შესაძლებლობის მიცემა.
რაიონული სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სადავო რეგისტრაციები საჯარო რეესტრში განხორციელებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს №2-16/518, №2-16/163, №2-16/144, №2-16/254, №2-16/302 და №06/15979 მიმართვების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს №05/30713 მიმართვის საფუძველზე, რომლებიც, თავის მხრივ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 8.1 მუხლის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველი. მოსარჩელის სამართლებრივ ინტერესს რეგისტრაციის ბათილობასთან ერთად შეადგენს იმ საფუძვლის მოსპობა, რომელიც ქმნის ქონების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ პირობას და რომლითაც მოსარჩელის მოსაზრებით შეილახა მისი, როგორც მესაკუთრის უფლება.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს №2-16/518, №2-16/163, №2-16/144, №2-16/254, №2-16/302 და №06/15979 მიმართვების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს №05/30713 მიმართვის საფუძველზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით. მითითებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტებით კანონსაწინააღმდეგოდ შეილახა თ. ქ-ას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს სახელზე ქონების აღრიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას, ვინაიდან მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ პირი ხდება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. ადმინისტრაციულ ორგანოს, მის საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ხელთ უნდა ჰქონოდა საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაცია მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, მათ შორის, ნაკვეთის დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობის შესახებ. იმ ფართობზე, რომელზედაც მდებარეობს დაუზუსტებელი (თუმცა იდენტიფიცირებადი) მონაცემების მქონე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია დაინტერესებული პირის ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. აღნიშნული შესაძლებელი იყო არა მხოლოდ საჯარო რეესტრის მეშვეობით, რომლის მონაცემები ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ კანონის 12.6 მუხლის, ,,ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის თანახმად საჯარო და ხელმისაწვდომია, არამედ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, აგრეთვე ადგილის დათვალიერებით, მეზობლების გამოკითხვით მიღებული ინფორმაციების შესწავლით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ეცნობებინა დაინტერესებული პირისთვის - თ. ქ-ასთვის ადმინისტრაციული წარმოების შესახებ. ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა აძლევს მას შესაძლებლობას დაიცვას თავისი უფლებები და პასუხობს პირის მოლოდინს, იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ კანონიერი და დასაბუთებული აქტი გამოიცემა. სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ იყო დაცული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (რაც გულისხმობს მიწის ნაკვეთის საკადასტრო ინფორმაციის, ფართობის, ადგილმდებარეობის და სხვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მოპოვების ერთობლიობას) რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ სახეზე იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების გარეშე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევა, რის გამოც არსებობდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სს ,,ს...” და შპს ,,...”. აპელანტებმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და თ. ქ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, შპს „ ...“, სს „ს...“; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს შეფასებები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე უფლებები და მისი საკადასტრო მონაცემები. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის, ისე ამ დოკუმენტაციის ელექტრონული ასლების საფუძველზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებული ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის’’ 57-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ამ ინსტრუქციით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი თუ სხვა დოკუმენტაცია. მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი განმარტებული იყო, როგორც ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის 23-ე მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას; ბ) რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; დ) დადგენილი წესით გახდა ცნობილი სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების ფაქტი; ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარის თქმას; ვ) რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე; ვ1) სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია; ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადავო მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს სახელზე პირველადი რეგისტრაციის დროს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ისე, რომ არ გამოკვლეულა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის განხორციელებამდე არსებობდა თუ არა ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაცია, არ დადგენილა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობა სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, არ დადგენილა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა არ ჰქონოდა ადგილი ერთი მიწის ნაკვეთის მიმართ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის განხორციელებას. მითითებული მონაცემების გადამოწმების ვალდებულება სარეგისტრაციო სამსახურს შეეძლო იმის გათვალისწინებითაც, რომ თავად ფლობდა რეგისტრირებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციას, მიუხედავად იმისა რეგისტრაცია დაზუსტებულია თუ დაუზუსტებელი.
საჯარო რესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ პირი არის მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე. მოცემულ შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს ახალი რეგისტრაციის განხორციელებისას არ შეუფასებია ის გარემოება, რომ თ. ქ-ას სახელზე პირველადი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი გაუქმებული არ იყო, არ არსებობდა უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის ან/და ძალადაკარგულად გამოცხადების დამადასტურებელი დოკუმენტი. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სხვა სუბიექტებზე სადავო მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლებით რეგისტრაციით შეილახა თ. ქ-ას საკუთრების უფლების სამართლებრივი უსაფრთხოება, რადგან, ერთი მხრივ, იგი ითვლება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მატარებლად, თუმცა - არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტის გარეშე.
მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია თ. ქ-ას სახელზე განხორციელდა გაცილებით ადრე, ვიდრე შპს ,,პ...“, შპს ,,ვ...“, შპს ,,გ...“ და სახელმწიფოს სახელზე, რასაც ადასტურებს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული სარეგისტრაციო დოკუმენტები, მიწის ნაკვეთების სხვა მახასიათებლებთან ერთად, შეიცავდა საკადასტრო გეგმას თ. ქ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების კონფიგურაციის, საზღვრების ჩვენებით, რაც ასევე იძლეოდა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენის შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რეგისტრაციის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიერ მარეგისტრირებელი ორგანოსადმი მიმართვის წარდგენა საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. სამინისტროს ჰქონდა შესაძლებლობა გაერკვია დაინტერესებული პირის ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. აღნიშნული შესაძლებელი იყო ადგილის დათვალიერებით, სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (მათ შორის, მარეგისტრირებელი ორგანოდან) მიღებული ინფორმაციების შესწავლით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ეცნობებინა დაინტერესებული პირისათვის ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველეყო მისი მონაწილეობა საკითხის განხილვაში საკუთარი უფლებების დასაცავად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, შპს „...“ (შპს „პ...“ უფლებამონაცვლე), სს „ს...“, რომლებმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ფაქტობრივი და იურიდიული თვალსაზრისით არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად, ქმნის განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე თ. ქ-ას მითითება იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფოს სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციისას დაირღვა თ. ქ-ას, როგორც მესაკუთრის უფლება, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია, ხოლო სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერებაზე.
კასატორის მითითებით, სადავო მიწის ნაკვეთების იდენტურობა არ დგინდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით, ვინაიდან თ. ქ-ას ქონებასა და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ ქონებას მინიჭებული აქვს სხვადასხვა საკადასტრო კოდები.
მოსარჩელის ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია დაუზუსტებელი სახით, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიის საფუძველზე, ხოლო სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისატრაცია განხორციელებულია საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსიის საფუძველზე. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ზედდება არ დაფიქსირებულა.
კასატორის მითითებით, ელექტრონული ვერსიის გარეშე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი მონაცემები ყველა შემთხვევაში მიიჩნევა დაუზუსტებლად, არ იძლევა უძრავი ნივთის სრული იდენტიფიცირების საშუალებას და პრაქტიკულად შეუძლებელია ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილი მონაცემების შედარება არაელექტრონულ მონაცემებთან. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია იქმნება წერტილოვანი, ხაზოვანი და პოლიგონური ფენების სახით, ობიექტის მკაცრად განსაზღვრული ატრიბუტიკის აღნიშვნით, რომლებიც ტოპოლოგიის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ასეთი ელემენტები არ გააჩნია ქაღალდის ვერსიას, შესაბამისად, მათი შედარებით იდენტიფიცირება ვერ განხორციელდება.
კასატორის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ საჯარო რეესტრმა თ. ქ-ას ზედდების გამო უარი უთხრა ქონების ხელახალ რეგისტრაციაზე, არ ადასტურებს სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებების შელახვის ფაქტს.
კასატორის მითითებით, თ. ქ-ამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დარეგისტრირების, ასევე ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე და წარადგინა ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზები. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის ინსტრუქციის 30-ე მუხლის თანახმად, საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებელია უძრავი ნივთის მესაკუთრე. სწორედ ახლად წარდგენილი ნახაზების შედეგად დადგინდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკადასტრო მონაცემების ზედდება, კერძოდ, უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან. სახელმწიფოს მიერ ქონების რეგისტრაციის დროს ზედდება არ დაფიქსირებულა იმის მიუხედავად, რომ თ. ქ-ას რეგისტრაცია ამ დროს უკვე განხორციელებული იქნებოდა, რაც გამორიცხავდა სახელმწიფოს მიერ ქონების რეგისტრაციის გამო თ. ქ-ას საკუთრების უფლების შელახვის ფაქტს. ზედდება დაფიქსირდა მხოლოდ მაშინ, როდესაც თ. ქ-ამ წარადგინა ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზები.
კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ საპროცესო ნორმების დარღვევით გაუქმდა რეგისტრაციები შპს „პ...“ (უფლებამონაცვლე შპს „...“), შპს „გ...“ და შპს „ვ...“ მიმართ. შპს „პ...“ საკუთრებაში არსებული ყველა სადავო უძრავი ქონების უფლების დამდგენ დოკუმენტებს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 31 ივლისის №1-1/1595 ბრძანება და სს „ს...“ 2012 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება. მითითებული აქტები დღეის მდგომარეობით ძალაშია, მათი ბათილად ცნობის ნაწილში საქმე გამოიყო ცალკე წარმოებად სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად და საქმის წარმოება ამ ნაწილში შეჩერებულია. შესაბამისად, სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებული იყო შეეჩერებინა საქმის წარმოება შპს „პ...“ (უფლებამონაცვლე შპს „...“) საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სამოქალაქო დავის დასრულებამდე. ამდენად, სასამართლომ გააუქმა საკუთრების უფლების რეგისტრაცია აღნიშნული უფლების დამდგენი დოკუმენტების კანონიერ ძალაში ყოფნის პირობებში.
გარდა აღნიშნულისა, შპს „გ...“ და შპს „ვ...“ საკუთრების უფლების რეგისტრაციები განხორციელებულია პრივატიზაციის შედეგად. 2012 წლის 23 აგვისტოსა და 2011 წლის 27 მაისის ხელშეკრულებები სადავოდ არავის გაუხდია და კანონიერ ძალაშია. ამდენად, საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტების ძალაში ყოფნის პირობებში სასამართლოს მიერ გაუქმებულია რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები.
კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის განხილვისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის მასალები, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იქნა ობიექტურად შეფასებული, შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
კასატორის მითითებით, თ. ქ-ა არასდროს ყოფილა იმ მიწის ნაკვეთების მესაკუთრე, რომლებზეც ეკონომიკის სამინისტროსა და მისი სამხარეო სამმართველოს მიმართვების საფუძველზე განხორციელდა რეგისტრაციები. სასამართლოს არ დაუდგენია მიწის ნაკვეთების იდენტურობა. სასამართლო დაეყრდნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, თუმცა საკასაციო სასამართლოს მიერ განხილულ დავაში დადგენილი იყო მიწის ნაკვეთების იდენტურობა.
კასატორების - სს „ს...“ და შპს „...“ (შპს „პ...“ უფლებამონაცვლე) მითითებით, სადავო უძრავი ქონების ს...სათვის გადაცემის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 31 ივლისის №1-1/1595 ბრძანება, რომელიც არ არის გაუქმებული, რამდენადაც აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში საქმე გამოიყო ცალკე წარმოებად სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად, ხოლო სამოქალაქო დავაზე საქმის წარმოება შეჩერდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ვალდებული იყო შეეჩერებინა შპს „პ...“ (უფლებამონაცვლე შპს „...“) რეგისტრაციების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნებზე საქმის წარმოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ოქტომბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, შპს „...“ (შპს „პ...“ უფლებამონაცვლე) და სს „ს...“ საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, შპს „...“ (შპს „პ...“ უფლებამონაცვლე) და სს „ს...“ საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე კასატორებმა დააზუსტეს კასაციის განაცხადი და მოითხოვეს საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, შპს „...“ (შპს „პ...“ უფლებამონაცვლე) და სს „ს...“ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით (საქმე #ბს-367-363(კ-12) 28.022013წ. გადაწყვეტილება), მოცემულ დავასთან მიმართებაში არ დაუდგენია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შესაბამისად, არ შეუფასებია სახეზე იყო თუ არა გამოყენებულ გადაწყვეტილებაში ასახული და არსებული დავის ფაქტობრივ გარემოებათა იდენტურობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში ჩამოყალიბებული მსჯელობისა თუ ცალკეულ ნორმათა სამართლებრივი შეფასებების ციტირებითა და კონკრეტულ დავათა მიმართ პირდაპირი მისადაგებით ფაქტობრივად იქმნება არსებული პრაქტიკის არასწორი ინტერპრეტაციისა და არასწორი ანალიზის საფრთხე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გამოიკვლიეს საქმის გარემოებები, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა დავის გადაწყვეტისათვის, არ გამოიყენეს კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინათ და გამოიყენეს კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინათ, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი გაუქმების აბსოლუტურ პროცესუალურ საფუძველს ქმნის.
საქმის მასალების თანახმად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რაც უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, ბათილად იქნა ცნობილი შემდეგი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 13.12.2012 წლის №892012086382-07 გადაწყვეტილება თ. ქ-ას განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.10.2012 წლის №882012949621 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ. ...) შპს ,,პ...“ რეგისტრაციის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.10.2012 წლის №882012949631-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ. ...) შპს ,,პ...“ რეგისტრაციის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.10.2012 წლის №882012949615-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ. ...) შპს ,,პ...“ რეგისტრაციის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.10.2012 წლის №882012949624-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ. ...) შპს ,,პ...“ რეგისტრაციის შესახებ;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 10.12.2012 წლის №892012086369-04 გადაწყვეტილება თ. ქ-ას განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.10.2012 წლის №882012949621-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) შპს ,,პ...“ რეგისტრაციის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.10.2012 წლის №882012949627-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) შპს ,,პ...“ რეგისტრაციის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.10.2012 წლის №882012949631-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) შპს ,,პ...“ რეგისტრაციის შესახებ;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 10.12.2012 წლის №892012086243-04 გადაწყვეტილება თ. ქ-ას განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.10.2012 წლის №882012949458-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) შპს ,,პ...“ რეგისტრაციის შესახებ;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 10.12.2012 წლის №892012086296-04 გადაწყვეტილება თ. ქ-ას განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 02.06.2011 წლის №882011249413-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) შპს ,,გ...“ რეგისტრაციის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 20.11.2009 წლის №882011192612-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) სახელმწიფოზე რეგისტრაციის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 20.11.2009 წლის №882012366326-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) სახელმწიფოზე რეგისტრაციის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 16.08.2009 წლის №882011321914-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) სახელმწიფოზე რეგისტრაციის შესახებ;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 10.12.2012 წლის №892012086215-04 გადაწყვეტილება თ. ქ-ას განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.10.2012 წლის №882012949255 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) შპს ,,პ...“ რეგისტრაციის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.10.2012 წლის №882012949458 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) შპს ,,პ...“ რეგისტრაციის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 06.10.2012 წლის №882012949462 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) შპს ,,პ...“ რეგისტრაციის შესახებ;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 10.12.2012 წლის №892012086308-04 გადაწყვეტილება თ. ქ-ას განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 12.06.2012 წლის №882012255400-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) სახელმწიფოზე რეგისტრაციის შესახებ;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 10.12.2012 წლის №892012086349-04 გადაწყვეტილება თ. ქ-ას განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 20.11.2009 წლის №882012279597-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) სახელმწიფოზე რეგისტრაციის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 30.08.2012 წლის №882012591085-03 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) შპს ,,ვ...” რეგისტრაციის შესახებ;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 10.12.2012 წლის №892012086321-04 გადაწყვეტილება თ. ქ-ას განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 20.11.2009 წლის №882009369204 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) სახელმწიფოზე რეგისტრაციის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 20.11.2009 წლის №882009369204 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) სახელმწიფოზე რეგისტრაციის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 16.08.2009 წლის №882009242710 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) სახელმწიფოზე რეგისტრაციის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 02.06.2011 წლის №882011249413 გადაწყვეტილება უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის (ს/კ.: ...) შპს ,,გ...“ რეგისტრაციის შესახებ;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს №2-16/518; 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163; 2011 წლის 26 აპრილი №2-16/144; 2011 წლის 21 ივნისის №2-16/254; 2011 წლის 05 ივლისის №2-16/302; 2012 წლის 24 ივლისის №06/15979; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 28 დეკემბრის №05/30713 მიმართვები;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 28 თებერვლის №33109 გადაწყვეტილება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს დაევალათ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2012 წლის 5 ნოემბერს მოსარჩელე თ. ქ-ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 ნოემბრის #892012086369-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა რეგისტრირებულ მონაცემებთან (მიწის ნაკვეთებთან საკადასტრო კოდით: ...; ...; ... და ...) საკადასტრო მონაცემების ზედდების გამო. ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 10 დეკემბრის #892012086369-04 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო.
2012 წლის 5 ნოემბერს მოსარჩელე თ. ქ-ამ განცხადებით მიმართა ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების თაობაზე. სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 ნოემბრის #892012086243-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა რეგისტრირებულ მონაცემებთან (მიწის ნაკვეთთან საკადასტრო კოდით ...) საკადასტრო მონაცემების ზედდების გამო. ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 10 დეკემბრის #892012086243-04 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო.
2012 წლის 5 ნოემბერს მოსარჩელე თ. ქ-ამ განცხადებით მიმართა ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების თაობაზე. სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 ნოემბრის #892012086321-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა რეგისტრირებულ მონაცემებთან (მიწის ნაკვეთებთან, საკადასტრო კოდით ...; ... და ...) საკადასტრო მონაცემების ზედდების გამო. ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 10 დეკემბრის #892012086321-04 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო.
2012 წლის 5 ნოემბერს მოსარჩელე თ. ქ-ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 ნოემბრის #892012086349-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა რეგისტრირებულ მონაცემებთან (მიწის ნაკვეთთან საკადასტრო კოდით: ...) საკადასტრო მონაცემების ზედდების გამო. ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 10 დეკემბრის #892012086349-04 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო.
2012 წლის 5 ნოემბერს მოსარჩელე თ. ქ-ამ განცხადებით მიმართა ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების თაობაზე. სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 ნოემბრის #892012086308-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა რეგისტრირებულ მონაცემებთან (სახელმწიფო მიწის ნაკვეთთან, საკადასტრო კოდით ...) საკადასტრო მონაცემების ზედდების გამო. ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 10 დეკემბრის #892012086308-04 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო.
2012 წლის 5 ნოემბერს მოსარჩელე თ. ქ-ამ განცხადებით მიმართა ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების თაობაზე. სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 ნოემბრის #892012086296-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა რეგისტრირებულ მონაცემებთან (სახელმწიფო მიწის ნაკვეთთან, საკადასტრო კოდით ...; ... და ...) საკადასტრო მონაცემების ზედდების გამო. ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 10 დეკემბრის #892012086296-04 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო.
2012 წლის 5 ნოემბერს მოსარჩელე თ. ქ-ამ განცხადებით მიმართა ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების თაობაზე. სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 ნოემბრის #892012086215-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა რეგისტრირებულ მონაცემებთან (სახელმწიფო მიწის ნაკვეთებთან, საკადასტრო კოდით ...; ... და ...) საკადასტრო მონაცემების ზედდების გამო. ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 10 დეკემბრის #892012086215-04 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო.
2012 წლის 5 ნოემბერს მოსარჩელე თ. ქ-ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 ნოემბრის #892012086382-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა რეგისტრირებულ მონაცემებთან (მიწის ნაკვეთთან, საკადასტრო კოდით: ...; ...; ... და ...) საკადასტრო მონაცემების ზედდების გამო. ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 დეკემბრის #892012086382-07 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო.
თ. ქ-ამ მოცემული დავის ფარგლებში სადავოდ გახადა მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება. სასარჩელო მოთხოვნები არაერთხელ იქნა დაზუსტებული. საქალაქო სასამართლომ იმსჯელა ზემოთ მითითებული სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში, ხოლო სააპელაციო საჩივარი თ. ქ-ას არ წარმოუდგენია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, უფლებამოსილია იმსჯელოს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობაზე, მასში ასახული სადავო აქტების მიმართ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სარჩელის ობიექტია საკუთრების უფლების დაცვა და, შესაბამისად, იმ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომლებითაც მოსარჩელის მოსაზრებით, შეილახა მისი უფლება - საჯარო რეესტრში დაერეგისტრირებინა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.
ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ამ ტიპის დავებში ერთმანეთს უპირისპირდება რამოდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, ადგილი აქვს ერთ-ერთი უფლების ხარვეზით რეგისტრაციას, რაც მეტწილად განპირობებულია უძრავი ქონების კადასტრული მონაცემების სხვადასხვა სისტემაში აღრიცხვით, რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს უფლების დუბლირებას, რის გამოც სამართალურთიერთობა ექცევა სასამართლო კონტროლის ფარგლებში, რა დროსაც სასამართლოს მხრიდან მაქსიმალური სიფრთხილითა და მტკიცებულებათა ზედმიწევნითი გადამოწმებით უნდა მოხდეს საქმის გარემოებების გამოკვლევა, რათა გამოვლინდეს დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი რეალიზაცია.
უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 311-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 3111-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში (და ვარაუდს, რომ უფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს.
რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მომდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველად რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს.
მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომაც, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა.
მოსარჩელე მხარე მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მან უფლება მოიპოვა ჯერ კიდევ 2003, 2004, 2007 წლებიდან, როდესაც შეიძინა კერძო პირებისაგან აღნიშნული უძრავი ქონება და დაუზუსტებელი სახით დარეგისტრირდა მის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2004 წლის 20 ივლისიდან თ. ქ-ას საკუთრებად რეგისტრირებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მდებარე 20 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...), (რეგისტრაციის საფუძველი - უძრავი ქონების 2004 წლის 20 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება №1-2852);
2007 წლის 30 ნოემბრიდან თ. ქ-ას საკუთრებად რეგისტრირებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე უძრავი ქონება დაუზუსტებელი ფართობით - 19 600 კვ.მ. (საკადასტრო კოდი №...), (რეგისტრაციის საფუძველი - 20.07.2004 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება №1-2853; 10.12.1997 წლის მიწის ნაკვეთის №424 მიღება-ჩაბარების აქტი; 23.06.1999 წლის საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება №1-563);
2004 წლის 14 ივლისიდან თ. ქ-ას საკუთრებად რეგისტრირებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავი ქონება დაუზუსტებელი ფართობით - 1 610 კვ.მ. (საკადასტრო კოდი №...), (რეგისტრაციის საფუძველი - 14.07.2004 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება №1-2127);
2007 წლის 21 სექტემბრიდან თ. ქ-ას საკუთრებად რეგისტრირებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთი ფართობით - 243 700 კვ.მ. (საკადასტრო კოდი №...), (რეგისტრაციის საფუძველი - 18.09.2007 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება №1-4541);
2003 წლის 11 ნოემბრიდან თ. ქ-ას საკუთრებად რეგისტრირებულია ზუგდიდის რაიონის, სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი ფართობით - 812.25 კვ.მ. (საკადასტრო კოდი №...), (რეგისტრაციის საფუძველი - 11.11.2003 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება №1-3255);
2003 წლის 26 ნოემბრიდან თ. ქ-ას საკუთრებად რეგისტრირებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი ფართობით - 20 280 კვ.მ. (საკადასტრო კოდი №...), (რეგისტრაციის საფუძველი - 26.11.2003 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები: №1-4437, №1-4438, №1-4439, №1-4440);
საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ 2004 წლის 13 იანვრიდან თ. ქ-ას საკუთრებად რეგისტრირებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთი დაუზუსტებული ფართობით - 17080 კვ.მ. (საკადასტრო კოდი №...), (რეგისტრაციის საფუძველი - 09.01.2004 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები: №1-30, №1-31; №1-32; №1-33; №1-34; №1-35; №1-36; №1-37; №1-38; №1-39);
2004 წლის 14 ივლისიდან თ. ქ-ას საკუთრებად რეგისტრირებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთი დაუზუსტებული ფართობით - 620 კვ.მ. (საკადასტრო კოდი №...), (რეგისტრაციის საფუძველი - 14.07.2004 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება: №1-2125).
საქმის მასალების თანახმად, მითითებულ მიწის ნაკვეთებზე დაზუსტებული ფორმით რეგისტრაციის თაობაზე თ. ქ-ას მიერ 2012 წელს წარდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით გამოიცა ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება-შეწყვეტის შესახებ რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებთან ზედდების გამო, კერძოდ, ზედდება დაფიქსირდა დაზუსტებული ფორმით განხორციელებულ სარეგისტრაციო მონაცემებთან, რომელთა თანახმად, უძრავი ქონების მესაკუთრეებად რეგისტრირებულნი არიან: რიგი ნაკვეთების მიმართ სახელმწიფო, შპს „პ...“ (უფლებამონაცვლე შპს „...“) და შპს „გ...“. უფლების რეგისტრაციის საფუძვლებს სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების მიმართ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვები, შპს „პ...“ (უფლებამონაცვლე შპს „...“) რეგისტრაციის მიმართ - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანება უძრავი ქონების სს „ს....“ გადაცემის შესახებ, ხოლო შემდომ სს ,,ს...” პარტნიორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნული უძრავი ქონების შპს „პ...“ (უფლებამონაცვლე შპს „...“) კაპიტალში შეტანის შესახებ; შპს „გ...“ სახელზე რეგისტრაციის განხორციელების საფუძველია პრივატიზაციის ხელშეკრულება.
ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ბათილად ცნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ამავე სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - სარეგისტრაციო დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც უძრავი ქონება დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად. შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული რეგისტრაციები.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ს...“ კაპიტალში შეტანის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 31 ივლისის #1-1/1595 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში თ. ქ-ას მოთხოვნა გამოიყო ცალკე წარმოებად სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად, ხოლო სს „ს...“ პარტნიორთა 2012 წლის 22 აგვისტოს #127პრ35; #120884680 გადაწყვეტილების (რომლითაც უძრავი ქონება შპს „პ...“ (უფლებამონაცვლე შპს „...“) კაპიტალში იქნა შეტანილი), ბათილად ცნობის ნაწილში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 აგვისტოს განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველად. აღნიშნულის მიუხედავად (უფლების დამდგენი დოკუმენტების ძალაში ყოფნის პირობებში), ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო უძრავი ქონების შპს „პ...“ (უფლებამონაცვლე შპს „...“) და შპს „გ...“ სახელზე განხორციელებული რეგისტრაციები.
რაც შეეხება შპს „ვ...“ სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი ...), (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს "ვ..." შორის 2012 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად) 2014 წლის 4 აგვისტოს იგი სახელმწიფოს სახელზეა რეგისტრირებული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად ცხადდება, თუ წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს ანუ უფლების ახალ მესაკუთრეზე გადასვლით ძალას კარგავს თავდაპირველი მესაკუთრის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია, თუმცა თავდაპირველი მესაკუთრის უფლების რეგისტრაციის გაუქმება ავტომატურად ვერ გამოიწვევს უფლების ახალ შემძენებზე რეგისტრაციის გაუქმებას, რამდენადაც უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. უძრავი ქონების სახელმწიფოდან კერძო სამართლის სუბიექტებისათვის - სს „ს...“, ხოლო შემდგომ შპს „პ...“ (უფლებამონაცვლე შპს „...“) და შპს „გ...“ გადაცემა მოხდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის პირობებში, რიგ შემთხვევაში მმართველობითი ღონისძიების, ხოლო რიგ შემთხვევაში კერძოსამართლებრივი ურთიერთობის შედეგად, რომელთა კანონიერება სასამართლოს განსჯის საგანი არ გამხდარა.
საქმის მასალების თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანებით სახელმწიფო საკუთრებად რიცხული უძრავი ქონება გადაეცა სს „ს...“. „სააქციო საზოგადოების - საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონის შესაბამისად, საპარტნიორო ფონდი არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის სუბიექტი - სააქციო საზოგადოება, რომლის საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობაც შემოიფარგლება აქციონერის უფლებამოსილებით.
სს „ს...“ პარტნიორთა 2012 წლის 22 აგვისტოს #127პრ35; #120884680 გადაწყვეტილებით უძრავი ქონება შეტანილ იქნა შპს „პ...“ (უფლებამონაცვლე შპს „...“) კაპიტალში.
სასამართლომ რეგისტრაციის საფუძვლების მოქმედების პირობებში გააბათილა უძრავი ქონების პირველ და ბოლო მესაკუთრეზე რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. იგივე შინაარსის დებულებას შეიცავს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობა იწვევს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ბათილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აქტის გაუქმების მიუხედავად, მისი ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 190-ე მუხლის შინაარსიდან. ანუ წინა რეგისტრაციის უკანონობა თავისთავად არ იწვევს შემდგომი რეგისტრაციების ბათილობას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების კანონიერების გადასინჯვის გარეშე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა სამართლებრივი საფუძვლების კანონიერ ძალაში არსებობის პირობებში რეგისტრაციების გაბათილების დაუშვებლობისა, სადავო საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს უპირველესად უნდა გამოეკვლია და დაედგინა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია დადასტურებულად თ. ქ-ას საკუთრების უფლების არსებობა სახელმწიფოსა და შემდგომ კერძო სამართლის სუბიექტების სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, რომ არ დაუდგენია სადავო უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობა და არ გამოუკვლევია თ. ქ-ას უფლების დამდგენი დოკუმენტები. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა წერილობით ახსნა-განმარტებაში მიუთითა თითოეული მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული უძრავი ქონების მიმართ უფლებრივი მდგომარება, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით დეტალურად უნდა გამოიკვლიოს სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია ფაქტობრივი გარემოებების დადგენის იურისდიქცია, მას შეუძლია მხოლოდ შეამოწმოს რამდენად სწორად განახორციელა აღნიშნული პროცესი სააპელაციო სასამართლომ.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს თ. ქ-ას სახელზე განხორციელებული პირველადი დაუზუსტებელი რეგისტრაციისა და ცვლილების რეგისტრაციის მიზნით მოთხოვნილი უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემთა იდენტურობა, რის შედეგადაც უნდა დადგინდეს თ. ქ-ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების იდენტურობა სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან, ხოლო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შედეგად სასამართლომ უნდა მისცეს მათ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით სახელმწიფო სახელზე დარეგისტრირებული და განუკარგავი უძრავი ქონების თ. ქ-ას სახელზე დაუზუსტებელი სახით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან ზედდების დადასტურების ვითარებაში, სააპელაციო სასამართლომ კანონიერების პრინციპის დაცვით, რაც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმებას, უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოთხოვნათა ამ ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის (საქმე #ბს-367-363(კ-12) 28.022013წ. გადაწყვეტილება) გამოყენება დასაშვებია, რამდენადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება სწორედ ანალოგიურ შემთხვევას ეხებოდა, როდესაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „დაუზუსტებელი სახით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ ასეთი სახით რეგისტრირებული უფლება საერთოდ არ არის დაცული, არ არსებობს და წარმოადგენს უფლების ფიქციას, ასეთი განმარტება არ ემყარება კონსტიტუციას და კანონმდებლობას“... „ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის თანახმად საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა. საკასაციო პალატა თვლის, რომ გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას“.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 14 ნოემბრის კანონის მიღების შედეგად მიწისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების მიმართ წარმოშობილი უფლებები დაექვემდებარა სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას, ხოლო კანონის მიღების შემდეგ წარმოშობილი უფლებები იურიდიულ ძალას იძენდნენ სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ. აღნიშნული კანონი მოქმედებდა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონის ამოქმედებამდე, ხოლო მითითებული კანონი ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონით.
„მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 14 ნოემბრის კანონი უშვებდა მიწის ნაკვეთის ფიქსირებული და მიახლოებითი საზღვრების წარდგენის შესაძლებლობას. საზღვრების დაფიქსირება მხოლოდ რეგისტრატორის უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა, რომელიც ადგენდა საზღვრის ხაზს სარეგისტრაციო ბარათებისა და სარეგისტრაციო რუკების მონაცემებზე დაყრდნობით.
ხოლო ფართობისა და საზღვრების განმეორებით დაზუსტება, თუ უზუსტო იყო კადასტრული რუკისა და სააღრიცხვო ბარათის ადრინდელი მონაცემები, წარმოადგენდა შესწორების შეტანის და არა რეგისტრირებული უფლების გაუქმების საფუძველს (36-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი).
„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე ითვალისწინებდა უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაზუსტებული ან დაუზუსტებელი ფართობის მითითებას (8.3. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 8.7, 31.4 მუხლები ასევე ითვალისწინებენ დაუზუსტებელ რეგისტრაციას. ამდენად მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს.
საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ კოორდინატთა სისტემაში წარმოდგენა სავალდებულო გახდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის #800 ბრძანებით დამტკიცებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის 48-ე მუხლით. ამასთანავე, ამჟამად არ არსებობს მესაკუთრისათვის ადრე განხორციელებული რეგისტრაციის განახლების, რეგისტრაციის მოქმედების გაგრძელებისათვის ელექტრონული აზომვითი ნახაზის ახალ ელექტრონულ სისტემაში წარდგენის ვალდებულების დამდგენი რაიმე ნორმა. ნივთის დაზუსტებული სახით რეგისტრირების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი აღირიცხება კოორდინატთა სისტემაში, მისი საკადასტრო მონაცემები დაცულია საჯარო რეესტრში და გამორიცხულია აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვა პირის უფლების რეგისტრაცია ან მიწის ნაკვეთის საზღვრების დარღვევა. აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების დაუზუსტებელი სახით რეგისტრაცია არანაირად არ აკნინებს საკუთრების უფლებას, რადგანაც საჯარო რეესტრში რეგისტრაციით პირს უკვე წარმოეშვა საკუთრების უფლება, გაიცა შესაბამისი ამონაწერიც.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც პირს საკუთრების უფლება დაუდგინდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლით და მოახდინა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია უფლების დადგენის დროს მოქმედი კანონით დადგენილი წესის დაცვით, ასეთი უფლება დაცულ უნდა იქნეს მარეგისტრირებელი ორგანოს შეცდომისაგან, უფლების დუბლირებისაგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა სწორედ ასეთ შემთხვევას ეხება, რა დროსაც საკასაციო სასამართლომ გააბათილა სადავო აქტები და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაიცულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რამდენადაც სწორედ ფაქტობრივი ვითარების სათანადოდ გამოკვლევის შედეგადაა შესაძლებელი უპირატესი სამართლებრივი უფლების მქონე სუბიექტის დადგენა.
საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა არ შეხებია ისეთ სამართალურთიერთობას, როდესაც სადავო უძრავ ქონებაზე უფლების გადასვლა მოხდა რამოდენიმე პირზე და კანონიერ ძალაშია მათი უფლების დამდგენი შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობები. ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი შპს „პ...“ (უფლებამონაცვლე შპს „...“) და შპს „გ...“ საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან ზედდების ნაწილში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „პ...“ (უფლებამონაცვლე შპს „...“) სახელზე განხორციელებულ რეგისტრაციებთან მიმართებაში, იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 31 ივლისის #1-1/1595 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, რომლის წარმოებაც მოცემული ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტამდე შეჩერებულია, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს სამოქალაქო დავის ფარგლებში დავის საგანს წარმოადგენს თუ არა ს... გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც უძრავი ქონება შპს „პ...“ კაპიტალში იქნა შეტანილი. აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს შპს „პ...“ (უფლებამონაცვლე შპს „...“) სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობის მოთხოვნა თავსდება ადმინისტრაციული დავის ფარგლებში, თუ როგორც თანმდევი შედეგი, იგი სამოქალაქო დავის საგანს წარმოადგენს. აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ გააბათილა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო იმ სამართლებრივი აქტების კანონიერების გადამოწმების საკითხის განხილვა შეჩერებულია, რაც საფუძვლად დაედო გაბათილებულ რეგისტრაციებს, რაც ფაქტობრივად სამართლებრივი ნონსენსია.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამიჯნოს მითითებული სასარჩელო მოთხოვნები განსჯადობისა და განხილვის რიგითობის გათვალისწინებით.
შპს „გ...“ საკუთრებად რეგისტრირებულ სადავო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ ისე ცნო ბათილად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომ დავის საგანი არ გამხდარა „პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 18 მაისის #18/05/03 განკარგულება და 2011 წლის 27 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზეც მოიპოვა უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: ...) საკუთრების უფლება შპს „გ...“.
საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოთა მიერ შპს „პ...“ (უფლებამონაცვლე შპს „...“) და შპს „გ...“ ნაწილში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მითითებული მუხლით რეგლამენტირებული, სასამართლოსათვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება - უარი თქვას სადავო საკითხის მოწესრიგებაზე და აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - არ წარმოადგენს უპირობო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ შპს „პ...“ (უფლებამონაცვლე შპს „...“) და შპს „გ...“ ნაწილში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით ფაქტობრივად სამართლებრივი ჩიხი შეიქმნა, რამდენადაც გაუგებარია რა სამართლებრივი აქტები უნდა გამოსცენ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურმა იმ რეგისტრაციებთან დაკავშირებით, რომელთა სამართლებრივი საფუძველიც რიგ შემთხვევაში სამოქალაქო დავის საგანია და არ არის გადაწყვეტილი, ხოლო რიგ შემთხვევებში მმართველობითი ღონისძიებების კანონიერება საერთოდ სადავოდ არ გამხდარა და ისინი იურიდიულ ძალას ინარჩუნებენ ანუ არ არის გაბათილებული თავად ის აქტები, რომლებმაც დაუდგინეს დაინტერესებულ მხარეებს უფლება უძრავ ქონებაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სს „ს...“ და შპს „...“ (შპს „პ...“ უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე