საქმე # 050310015001085626
საქმე №ბს-153-151(2კ-17) 16 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: სსიპ შემოსავლების სამსახური; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - რ. გ-ე (მოსარჩელე)
მოპასუხეები: საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რეგიონალური ცენტრი, საქართველოს მთავრობა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. გ-ემ 2014 წლის 1 აგვისტოს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების: სსიპ შემოსავლების სამსახურის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რეგიონალური ცენტრის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ მოითხოვა:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი, რ. გ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე, სასამართლოში წარმოდგენილი წელთა ნამსახურობის ნუსხის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის ან სასამართლოს ხაზით;
მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება ძირითადი ვალი - 840 ლარი, მიუღებელი შემოსავლის სახით - 758 ლარი, სულ 1598 ლარი და სარგებლის სახით ყოველთვიურად - 42 ლარი, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის;
მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტრის შემოსავლების სამსახურს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება ძირითადი ვალი - 840 ლარი, მიუღებელი შემოსავლის სახით - 758 ლარი, სულ - 1598 ლარი და სარგებლის სახით ყოველთვიურად - 42 ლარი, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის;
მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება ძირითადი ვალი - 840 ლარი, მიუღებელი შემოსავლის სახით - 758 ლარი, სულ - 1598 ლარი და სარგებლის სახით ყოველთვიურად - 42 ლარი, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის;
მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება ძირითადი ვალი - 840 ლარი, მიუღებელი შემოსავლის სახით - 758 ლარი, სულ - 1598 ლარი და სარგებლის სახით ყოველთვიურად - 42 ლარი, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის;
მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურას დაეკისროს ზიანის ანაზღაურება ძირითადი ვალი - 840 ლარი, მიუღებელი შემოსავლის სახით - 758 ლარი, სულ - 1598 ლარი და სარგებლის სახით ყოველთვიურად - 42 ლარი, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის;
მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება ძირითადი ვალი - 840 ლარი, მიუღებელი შემოსავლის სახით - 758 ლარი, სულ - 1598 ლარი და სარგებლის სახით ყოველთვიურად - 42 ლარი, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის;
მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება ძირითადი ვალი - 840 ლარი, მიუღებელი შემოსავლის სახით - 758 ლარი, სულ - 1598 ლარი და სარგებლის სახით ყოველთვიურად - 42 ლარი, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის;
მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება ძირითადი ვალი - 840 ლარი, მიუღებელი შემოსავლის სახით - 758 ლარი, სულ - 1598 ლარი და სარგებლის სახით ყოველთვიურად - 42 ლარი, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის;
მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული
განყოფილებას დაეკისროს ზიანის ანაზღაურება ძირითადი ვალი - 840 ლარი, მიუღებელი შემოსავლის სახით - 758 ლარი, სულ - 1598 ლარი და სარგებლის სახით ყოველთვიურად - 42 ლარი, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის;
მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რეგიონალური ცენტრს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება ძირითადი ვალი - 840 ლარი, მიუღებელი შემოსავლის სახით - 758 ლარი, სულ - 1598 ლარი და სარგებლის სახით ყოველთვიურად - 42 ლარი, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის;
მოპასუხე საქართველოს მთავრობას დაეკისროს ზიანის ანაზღაურება ძირითადი ვალი - 840 ლარი, მიუღებელი შემოსავლის სახით - 758 ლარი, სულ - 1598 ლარი და სარგებლის სახით ყოველთვიურად - 42 ლარი, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის;
მოპასუხე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება ძირითადი ვალი - 840 ლარი, მიუღებელი შემოსავლის სახით - 758 ლარი, სულ - 1598 ლარი და სარგებლის სახით ყოველთვიურად - 42 ლარი, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 აგვისტოს განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაიგზავნა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რ. გ-ის სარჩელი; დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს იმსჯელოს რ. გ-ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით წარდგენილ განცხადებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მიუთითებს, რომ რ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ფინანასთა სამინისტროს ხაზით კომპენსაციის დანიშვნა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად, კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტებსა და წარდგინებას ამზადებს შესაბამისი უწყება, რომლიდანაც პირი ითხოვს კომპენსაციის დანიშვნას. სხვა შემთხვევაში, სააგენტოს არ გააჩნია კომპენსაციის დანიშვნის უფლებამოსილება. მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოში ფინანსთა სამინისტროდან, რ. გ-ისათვის კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე წარდგინება და საჭირო დოკუმენტები არ შესულა. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის ნორმები აგრეთვე ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნამსახურობისა, შედის შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე პერიოდი), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, პროკურატურის ორგანოები, აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა.
კასატორი მიუთითებს, რომ კომპენსაციის მიღების უფლებას, დღეის მდგომარეობით მოიპოვებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხოლოდ საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირები, რომლებსაც, ნამსახურობის წლებში ჩაეთვლებათ ასევე ქვემოთ ჩამოთვლილ სამსახურებში ნამსახურები პერიოდი. რ. გ-ე წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, არ წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირს. მის ბოლო სამუშაო ადგილს წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასადო ინსპექცია (1998–1999წწ.). გარდა ამისა: რ. გ-ის სამუშაო სტაჟი მოიცავს საქართველოს პროკურატურის, სასამართლოს და საქართველოს საგადასახადო სისტემის ოპერატიულ სამსახურში მუშაობის პერიოდს, ხოლო განმცხადებელი (განცხადება N3/1851, 12.06.2014წ და N2555, 01.07.2014წ.) სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას ითხოვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მე–3 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის ნორმები ვრცელდება, მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი, ხოლო წარმოდგენილი მასალების მიხედვით, რ. გ-ე დათხოვნილია საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტიდან და არა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე–15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება (ამ შემთხვევაში, შესაბამის სამსახურად იგულისხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური), რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, რასაც რ. გ-ის შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მიიჩნევს, რომ რ. გ-ისათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა ზემოთ აღნიშნული უწყების ხაზით სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის თაობაზე. რაც შეეხება, განმცხადებლისათვის საქართველოს პროკურატურის ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას, კასატორი მიუთითებს, რომ რ. გ-ეს პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნის დღისათვის (05.05.1998წ.) არ გააჩნია ამ მუხლის მიზნებისათვის გათვალისწინებული 20 წლიანი სტაჟი, შესაბამისად, საქართველოს პროკურატურის ორგანოების ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, იგი ვერ აკმაყოფილებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებით დადგენილ პირობებს.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, პროკურატურის ყოფილი მუშაკისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას მნიშვნელობა ენიჭება არამარტო პროკურატურის ორგანოებიდან პროკურატურის მუშაკის დათხოვნის მომენტისათვის არსებულ თანამდებობრივ სარგოს ოდენობას, არემედ პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნის მომენტისათვის არსებულ ნამსახურობის სტაჟს და აღნიშნული კატეგორიის პირთა სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფის განმსაზღვრელი ნორმების სხვაგვარად ინტერპრეტირება დაუშვებელია. შესაბამისად, რ. გ-ისათვის პროკურატურის ყოფილი მუშაკებისათვის გათვალისწინებული გასაცემლის დანიშვნისას, წელთა ნამსახურობაში ვერ ჩაეთვლება პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნის შემდეგ ზემოაღნიშნული კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სამსახურებში მუშაობის სტაჟი (იგულისხმება, საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის სტაჟი), ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა პროკურატურის მუშაკებისათვის სტაჟის გაანგარიშებისას, აღნიშნული ნორმის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ სამსახურებში მუშაობის სტაჟში ჩათვლას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სამსახურებში მუშაობას ადგილი აქვს პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნამდე პერიოდში.
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ როგორც საქმის მასალებიდან დასტურდება, მოსარჩელე რ. გ-ე შრომით საქმიანობას პროკურატურის სისტემაში ეწეოდა 1971 წლიდან 1976 წლამდე სხვადასხვა პოზიციებზე. 1976 წლის 11 აპრილიდან იგი არჩეულ იქნა ... რაიონის სახალხო მოსამართლედ, ხოლო 1982-1987 წლებში მუშაობდა ... რაიონის სახალხო სასამართლოს თავმჯდომარედ.
შემდგომ ამისა რ. გ-ე მუშაობდა საგადასახადო ინსპექციის ოპერატიულ სამსახურში. 1999 წლის 4 ოქტომბრისათვის საგადასახდო ინსპექციის ოპერატიულ სამსახურში წელთა ნამსახურობამ შეადგინა 1 წელს, 6 თვე და 18 დღე (შემოსავლების სამსახურის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წერილის დანართი - „საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სისტემის ოპერატიულ სამსახურში წელთა ნამსახურობის ანგარიში“).
რ. გ-ის წარმომადგენლის ა. გ-ას მიერ წარდგენილია განცხადება სოციალური მომსახურების სააგენტოში სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, რომელიც არ დაკმაყოფილდა და უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე საჭირო დოკუმენტების სრულყოფილად მიუწოდებლობის გამო (2013 წლის 2 სექტემბრის N04/78951 წერილი).
მოსარჩელის წარმომადგენელმა ა. გ-ამ 2013 წლის 4 ოქტომბრის
N148769/01 განცხადებით მოითხოვა წარდგინების მომზადება სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, რაზედაც შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 5 ნოემბრის N21-15/85051 წერილით მას ეცნობა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ აკისრებს ვალდებულებას შემოსავლების სამსახურს, გასცეს წელთა ნამსახურების შესახებ ანგარიში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მთავარ პროკურატურაში ნამსახურობის წლებთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ შემოსავლების სამსახურის სტრუქტურაში მუშაობის პერიოდს, შემოსავლების სამსახურმა 2013 წლის 2 ივლისს N21-15/51563 წერილით მოსარჩელის წარმომადგენელს მიაწოდა საგადასახადო ინსპექციაში მუშაობის წელთა ნამსახურობის ანგარიში. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მოსარჩელეს თავისი კომპეტენციის ფარგლებში აცნობა წელთა ნამსახურობის ანგარიში, ხოლო სხვა უწყებაში წელთა ნამსახურობის შესახებ ცნობის გაცემა შემოსავლების სამსახურის კომპეტენციაში არ შედის. მოცემულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას, გაეცა ამის თაობაზე ცნობა. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმასაქართველოს მთავარი პროკურატურიდან 2013 წლის 15 ივლისს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან 2013 წლის 10 აგვისტოს მიიღო ცნობები მოსარჩელის წელთა ნამსახურობის შესახებ.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონის „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ მე-8 მუხლის თანახმად, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ გარკვეული პირობით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის ნორმები აგრეთვე ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნამსახურობისა, შედის შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე პერიოდი), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, პროკურატურის ორგანოები, აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა“. მოცემული კანონის ნორმის დანაწესიდან არ გამომდინარეობს, რომ შემოსავლების სამსახური წარმოადგენს იმ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც ამზადებს წარდგინებას განსახილველ შემთხვევაში.
სსიპ შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, გამომდინარე იქიდან, რომ კომპენსაციის დანიშვნა ხდება სოციალური მომხსახურების სააგენტოს მიერ, ხოლო შემოსავლების სამსახურმა მისთვის დაკისრებული ვალდებულება ინფორმაციის გაცემაზე შეასრულა. კერძოდ, მოსარჩელეს მიაწოდა ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში მისი წელთა ნამსახურობის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, გთხოვთ, შეცვალოთ შემოსავლების სამსახური სათანადო მოპასუხით, ხოლო მოსარჩელის უარის შემთხვევაში გააუქმოთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის N3/ბ-178-2016 განჩინება და უარი უთხრათ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩვრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას.
იმავე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას და ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს რა ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსს, განმარტავს, რომ მსგავსი კატეგორიის დავებთან მიმართებაში სასამართლოს ვალდებულება შემოიფარგლება იმ გარემოების დადგენა-გამოკვლევით, ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე უარის გაცხადებისას, მოქმედებს თუ არა კანონიერების ფარგლებში.
აღნიშნული თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს, რომლის 53-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მიუთითოს იმ საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე ან მის შესაბამის ნორმაზე, რომლის საფუძველზეც გამოიცემა აქტი.
საქმეზე დადგენილია, რომ რ. გ-ემ პროკურატურაში შრომითი საქმიანობა დაიწყო 1971 წელს. ასევე დადგენილია, რომ რ. გ-ე 1976 წლის 11 აპრილიდან 1987 წლის 22 ივნისამდე მუშაობდა ... რაიონის სახალხო მოსამართლედ. 1994 წლიდან კი მუშაობა განაგრძო საქართველოს პროკურატურაში, საიდანაც, 1998 წლის 5 მაისიდან, პირადი განცხადების საფუძველზე დაითხოვეს. რ. გ-ე 1998 წლის 16 მარტიდან 1999 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექციის სხვადასხვა თანამდებობაზე. საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს პროკურორის 2014 წლის 4 ივლისის N13/42276 წერილით დადგენილია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან წარდგინება, რ. გ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზანშეწონილობის საკითხის განსახილველად და სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად, 2014 წლის 6 მაისის N 13/28781 წერილით გაიგზავნა სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონულ განყოფილებაში.
საკასაციო პალტა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ვერ გაიზიარებს კასატორების განმარტებას, რომ რ. გ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რადგან მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ წერილობითი გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუღია და არც დაინტერესებულ პირს მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე