Facebook Twitter
#ბს-179(2კ-19) 13 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – 1. ნ. ნ-ე (მოსარჩელე); 2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოპასუხე – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, შრომის ანაზღაურების თანხის დანაკლისისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 12 თებერვალს ნ. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის … წლის … …ის #... ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით, იგი დაინიშნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის …ი განყოფილების მთავარ სპეციალისტად გამოსაცდელი ვადით. მუნიციპალიტეტის გამგებლის … წლის … …ის #... ბრძანებით დამაკმაყოფილებლად ჩაითვალა გამოსაცდელი ვადა და მოსარჩელე დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
მოსარჩელის მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებას შედეგად მოჰყვა საჯარო მოხელეების იერარქიულ რანგებში განაწილება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 21 ივნისის #... ბრძანებით, თანამდებობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, … განყოფილებაში მოსარჩელის ფუნქციებიდან და კომპეტენციებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიცია გარდაიქმნა მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად, რა თანამდებობაზეც იგი სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა … წლის … …მდე.
მოსარჩელის განმარტებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის #45 დადგენილებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 26 დეკემბრის #... მიმართვის საფუძველზე, საკრებულომ დაამტკიცა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, რითაც კანონიერად შენარჩუნებული იყო მაღალი რანგის პოზიცია და შემცირებას დაექვემდებარა უფრო დაბალი რანგის პოზიცია. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმატიული აქტი და თანმდევი ბრძანება სამსახურიდან მისი გათავისუფლების თაობაზე გამოიცა უკანონოდ, ამდენად, იგი უკანონოდ იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან, ამასთან, შრომის ანაზღაურება შეგნებულად ძველი და არა მოქმედი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით აუნაზღაურდა, რის გამოც …-…ის თვეში განიცადა სახელფასო დანაკლისი … ლარის ოდენობით.
ამდენად, მოსარჩელემ „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშკრულებით დასაქმებული პირების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“ (მე-3, მე-4 მუხლისა და #1 დანართის 35-ე პუნქტის) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის #3 დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის რანგის აღდგენის შესახებ ახალი ნორმატიული ხასიათის აქტის გამოცემის დავალება, ნ. ნ-ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის … წლის … …ის #... ბრძანების ბათილად ცნობა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისთვის … წლის …-…ის თვეზე ნ. ნ-ის შრომის ანაზაღაურებაზე დანაკლისი თანხის - … ლარის გადახდის დაკისრების დავალება, მოსარჩელის სამსახურში დაუყონებლივ აღდგენისა და მოპასუხისათვის სამსახურიდან გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, ამასთან, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის დავალება მოითხოვა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე ნ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა … წლის …-…ის შრომის ანაზღაურებაზე დანაკლისი თანხის - … ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლომ დაადგინა, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის … წლის … …ის #... ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით მოსარჩელე დაინიშნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის …ი განყოფილების მთავარ სპეციალისტად გამოსაცდელი ვადით.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... წლის … …ის #... ბრძანებით, მოსარჩელეს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებას შედეგად მოჰყვა საჯარო მოხელეების იერარქიულ რანგებში განაწილება და გამგებლის ... წლის ... ...ის #... ბრძანებით მოსარჩელე გადაინიშნა …ი …ის …ი განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2017 წლის 19 დეკემბერს დაიწყო რეორგანიზაცია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 26 დეკემბრის #... მიმართვით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გადაიგზავნა „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები“. … განყოფილებაში შენარჩუნებული იყო მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 29 დეკემბრის #... მიმართვით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გადაიგზავნა „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები“ (კორექტირებული ვარიანტი, სადაც … განყოფილებაში შემცირდა მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი). ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 29 დეკემბრის #45 დადგენილებით დაამტკიცა „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები“ („საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე განთავსდა 2018 წლის 4 იანვარს).
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის #45 დადგენილებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის … განყოფილებაში შენარჩუნდა მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2018 წლის 4 იანვარს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ #... წერილით მიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც მიუთითა, რომ დაშვებული იქნა ტექნიკური ხარვეზი - … განყოფილებაში მე-3 რანგის მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ნაცვლად მიეთითა მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი და აღნიშნული უზუსტობა აღმოიფხვრებოდა საკრებულოს პირველსავე სხდომაზე.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 იანვრის #... მიმართვით მოსარჩელეს ეცნობა მის მიერ დაკავებული პოზიციის შემცირების თაობაზე.
2018 წლის 12 იანვრის #... წერილით მოსარჩელემ მიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა განმარტებები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 იანვრის #... მიმართვასთან დაკავშირებით.
2018 წლის 24 იანვარს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა #... წერილით მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მოსარჩელის საშტატო პოზიციის შემცირებისა და მის მიმართ მობილობის განხორციელების თაობაზე.
სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 30 იანვარს #... წერილით მიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და დასამტკიცებლად წარუდგინა დადგენილების პროექტი „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის 31 იანვარს მიღებულ იქნა #3 დადგენილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“, სადაც შემცირდა …ი …ის …ი განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა.
საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის რანგში სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა … წლის … …მდე და მას არ მიუღია … წლის …ისა და …ის თვეების განსხვავებული ხელფასი, რაც შეადგენს … ლარს.
სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს მიზანს წარმოადგენდა მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობის შემცირება, რამაც ასახვა ვერ ჰპოვა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბერის #45 დადგენილებაში, საკრებულოს მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გამო, თუმცა დაშვებული ხარვეზი, მოგვიანებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის 31 იანვარის #3 დადგენილებით იქნა გასწორებული.
სასამართლომ განმარტა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირება ორგანომ შესაძლებელია განახორციელოს თანამდებობების ფუნქციური დატვირთვის, მათი საჭიროების შესაბამისად, რაც დამსაქმებლის სრული დისკრეციაა. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ მერიას არ ჰქონდა რანგით მაღალი თანამდებობის შემცირების უფლება, როდესაც ტოვებდა რანგით დაბალ თანამდებობას. სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული არ გამომდინარეობდა არც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან და არც საქართველოს მთავრობის 2017 წლის #215 და #218 დადგენილებებიდან. სასამართლომ აგრეთვე არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ მოპასუხეებს არ ჰქონდათ უფლება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის #3 დადგენილების მოქმედება გაევრცელებინათ 2018 წლის 1 იანვრიდან. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას ნორმატიული აქტის მოქმედება გავრცელდეს აქტის მიღებამდე არსებულ ურთიერთობებზე, რის თაობაზეც მითითებული უნდა იქნას ნორმატიულ აქტში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა და დავას არ იწვევდა ის გარემოება, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის #3 დადგენილება შეიცავდა ნორმის უკუძალის დამდგენ დებულებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესაბამისობაში მოდიოდა იმ საკანონმდებლო აქტებთან, რომლის შესასრულებლადაც მოხდა მისი გამოცემა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმატიული აქტი გამოცემული იყო „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის #3 დადგენილების გამოცემისას არ დარღვეულა ნორმატიული აქტის გამოცემის პროცედურა, იგი შეესაბამებოდა მითითებული საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს და არ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.
სასამართლომ, ასევე, მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. ამავე კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ხოლო 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.
სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე რეორგანიზაციამდე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის … განყოფილებაში იკავებდა მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციას. განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა მოსარჩელის მიერ დაკავებული შტატი, რაც გახდა საფუძველი მის მიმართ მობილობის პროცედურების დაწყებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიმართ ვერ განხორციელდა მობილობა, იგი გათავისუფლდა სამსახურიდან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული შტატის შემცირებით შეიქმნა მისი დათხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები. 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის … წლის … … ის #... ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ საქმეში, მოსარჩელის მოთხოვნას, აგრეთვე, წარმოადგენდა ნ. ნ-ის სამსახურში აღდგენა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებდა მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა, შესაბამისად, არ არსებობდა მოსარჩელე ნ. ნ-ის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის … განყოფილებაში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. ასევე, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისათვის … წლის …-…ის თვეზე ნ. ნ-ის შრომის ანაზაღაურებაზე დანაკლისი თანხის - ... ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) თანამდებობრივი სარგოები აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულებებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2018 წლის 20 იანვრამდე უზრუნველყონ საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით დამტკიცება, ამ კანონიდან გამომდინარე სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება და მათი 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედება.
სასამართლომ, ასევე, მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება.
საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ ნ. ნ-ე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობას აგრძელებდა … წლის … …მდე და ეკავა მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიცია. ამასთან, დადასტურებული იყო, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის #3 დადგენილების მოქმედება გავრცელდა 2018 წლის 1 იანვრიდან, შესაბამისად, ნ. ნ-ეზე უნდა გაცემულიყო ახალი საშტატო ნუსხით დამტკიცებული თანამდებობრივი სარგო … წლის … …დან … …ის ჩათვლით, რაც, კონკრეტულ შემთხვევაში, შეადგენდა … ლარს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება ნ. ნ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის … წლის … …ის #... ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის … წლის … …ის #... ბრძანება; დანარჩენ ნაწილში ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები ნ. ნ-ის სარჩელის უარყოფის ნაწილში (გარდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ … წლის … …ის #... ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილისა) საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ ნაწილში სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა ისინი. რაც შეეხებოდა სარჩელს … წლის … …ის #... ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, სააპელაციო პალატამ მოთხოვნა ამ ნაწილში დასაბუთებულად მიიჩნია, რის გამოც სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩირებული გადაწყვეტილება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის … წლის … …ის #... ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში უნდა გაუქმებულიყო.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მერიის სამსახურების რეორგანიზაციის პროცესში ახალი საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის #45 დადგენილების მიღებისა და კანონით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნების შემდეგ, ნ. ნ-ეს კანონიერი ნდობა გაუჩნდა იმისა, რომ მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული არ შემცირებულა და ის აგრძელებდა სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობებების შესრულებას.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო აქტი არ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ დაცული იყო კანონის წინაშე პირთა თანასწორობის პრინციპი, ასევე, აქტიდან არ იკვეთებოდა, რომ თანამშრომელთა შერჩევა და საშტატო ერთეულებზე დასაქმება განხორციელდა მათი პროფესიონალიზმისა და უნარ-ჩვევების საფუძველზე. აღსანიშნავი იყო, რომ მოსარჩელეს ჰქონდა ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის საკმარისი გამოცდილება, არც ერთხელ მის წინააღმდეგ დისციპლინური ხასიათის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სრულიად უმოტივაციოდ მიიჩნია მოპასუხე ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე თვეში მიღებული გადაწყვეტილება მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ იმ პირობებში, როდესაც სამსახურში უფროსი სპეციალისტის შტატებზე დასაქმებულნი იყვნენ მესამე რანგის მე-2 და მე-3 კატეგორიის მოხელეები. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ ყოფილა სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებდა სამსახურიდან მოხელის გათავისუფლების უკანონობას.
სააპელაციო პალატა საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად არ დაეთანხმა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცებას, რომ ადგილი ჰქონდა სამსახურში შტატების შემცირებას, რამაც განაპირობა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება. როგორც წარმოდგენილი საშტატო ნუსხები მოწმობდა, … სამსახურში ყოველთვის არსებობდა სამი საშტატო ერთეული - 1 განყოფილების უფროსი და 2 უფროსი სპეციალისტი, ხოლო აღნიშნულ შტატებზე შესაბამისი რანგისა და კატეგორიის მოხელის დანიშვნა ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მოეხდინა კანონის მოთხოვნათა დაცვით, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ შესრულებულა.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ნ. ნ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოხელის გათავისუფლებამდე საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის თაობაზე, რაც, თავის მხრივ, მუშაკის უფლებათა დაცვის გარანტიაა და უზრუნველყოფს მოსამსახურეთა ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის, მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობას და ა.შ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას უნდა გაეთვალისწინებინა … განყოფილებაში არსებული შტატების (2 მთავარი სპეციალისტის შტატის) ფუნქციური დატვირთვა, განსაზღვრული უფლება-მოვალეობები, ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად დადგენილი კრიტერიუმები. მხოლოდ ის გარემოება, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 18 დეკემბრის #... ბრძანებით დამტკიცდა მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის გეგმა, რომლითაც რეორგანიზაცია შეეხო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულებს, მათ შორის, …ი …ის … განყოფილებას - არ იყო საკმარისი ნ. ნ-ის სამსახურიდან გასათავისუფლებლად, მით უფრო, რომ გათავისუფლებული მოხელე წარმოადგენდა მესამე რანგის პირველი კატეგორიის მოხელეს, ხოლო სამსახურში დარჩენილი მოხელეები - მე-3 რანგის მე-2 კატეგორიისა და მე-3 რანგის მე-3 კატეგორიის მოხელეებს.
ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით (118.1 მუხ). სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით (118.3 მუხ). სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (118.4 მუხ). ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში (118.5 მუხ).
რაც შეეხებოდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ … წლის …-…ის შრომის ანაზღაურება ნ. ნ-ეს სრულყოფილად არ მიუღია და დანაკლისმა შეადგინა … ლარი, რისი გადახდაც მოპასუხეს მართებულად დაეკისრა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება ამ კანონით დადგენილი წესით. მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) თანამდებობრივი სარგოები აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2018 წლის 20 იანვრამდე უზრუნველჰყონ საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით დამტკიცება, ამ კანონიდან გამომდინარე სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება და მათი 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან - სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე, მიიღოს შრომის ანაზღაურება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ნ. ნ-ე მუშაობდა … წლის … …მდე და ეკავა მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიცია. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის #3 დადგენილების მოქმედება გავრცელდა 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, შესაბამისად ნ. ნ-ეზე უნდა გაცემულიყო ახალი საშტატო ნუსხით დამტკიცებული თანამდებობრივი სარგო … წლის … …დან … …ის ჩათვლით, რაც შეადგენდა … ლარს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - ნ. ნ-ის მითითებით, მართალია, სააპელაციო სასამართლომ სრულიად კანონიერად და სამართლიანად ბათილად ცნო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ #... ბრძანება, თუმცა დაუსაბუთებლად და უკანონოდ არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენისა და მოპასუხისათვის - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მსჯელობისას, გაზიარების გარეშე დატოვა იგი. კერძოდ, კასატორი მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. კასატორი აღნიშნავს, რომ ნორმის ლეგალური დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას დაუყოვნებლივ მოჰყვება მოხელის იმავე თანამდებობაზე აღდგენა. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ, მისი, როგორც მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ … წლის … …ის #... ბრძანება, სრულიად კანონიერად იქნა ბათილად ცნობილი, სასამართლომ სამართლებრივი შეფასების მიღმა დატოვა ზემოხსენებული ნორმის იმპერატიული მოთხოვნა და დაუსაბუთებლად უთხრა მოსარჩელეს უარი ხსენებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომელიც, კასატორის მითითებით, განუყოფელია მისი, როგორც უკანონოდ დათხოვნილი მოხელის დარღვეული უფლებების აღდგენისაგან.
კასატორი, აგრეთვე, მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). კასატორი განმარტავს, რომ ნორმის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ გადაწყვეტილების გაუქმების დღიდან, კერძოდ, … წლის … …დან სამსახურში აღდგენის დღემდე მას უფლება აქვს მიიღოს განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული მოთხოვნაც დაუსაბუთებლად არ იქნა დაკმაყოფილებული.
კასატორისათვის - ქალაქ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისათვის გაურკვეველია, რა სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით არ დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ითხოვდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გაუქმებას, რომლითაც მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე ნ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა … წლის …-…ის შრომის ანაზღაურების დანაკლისი თანხა - … ლარი. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ. ნ-ე … წლის … …მდე იკავებდა მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ადგილს. თუმცა საქმეში წარმოდგენილი მასალებით ცალსახად ჩანს, რომ მოსარჩელის შტატი ჯერ კიდევ 2017 წლის 29 დეკემბრის საკრებულოს დადგენილებით იქნა შემცირებული. … წლის … …მდე კი მიმდინარეობდა კანონით დადგენილი მობილობის პროცესი, რომლის დასრულების შემდეგაც გამოიცა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის #3 დადგენილების ჩანაწერიდან გამომდინარე. ამასთან, ხსენებული დადგენილების მე-4 მუხლში მითითებული იყო, რომ დადგენილება უნდა ამოქმედებულიყო გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდებოდა 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. მსგავსი ჩანაწერი გაკეთდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის საფუძველზე, თუმცა სასამართლოს მიერ აღნიშნული ჩანაწერის გავრცელება 2017 წლის 29 დეკემბრის #45 დადგენილებით მოსარჩელის შემცირებულ შტატზე არის დაუსაბუთებელი, რადგან შტატის შემცირების შემდეგ … წლის … …მდე მიმდინარეობდა მობილობის პროცესი. შესაბამისად, ნ. ნ-ეზე მერიის მიერ გაცემულ იქნა თანამდებობრივი სარგო იმ ოდენობით, რა ოდენობითაც იგი იღებდა 2017 წლის 29 დეკემბრამდე.
კასატორის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად საკრებულოს უფლებამოსილებას, დაამტკიცოს მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებები და საშტატო ნუსხები. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მერი წარუდგენს მერიის საშტატო ნუსხის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად. კასატორი განმარტავს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ახალი საშტატო ნუსხა საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 4 იანვარს, საკრებულომ იმავე დღესვე მიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას 2018 წლის 4 იანვრის #... წერილით, რომლითაც აცნობა დაშვებული ტექნიკური ხარვეზის თაობაზე გამოქვეყნებულ #45 საკრებულოს დადგენილებაში და აღნიშნა, რომ ის გამოსწორდებოდა საკრებულოს პირველივე სხდომაზე. კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნულის შესახებ ნ. ნ-ეც იყო ინფორმირებული, რაც დასტურდება როგორც მისი შესაგებლიდან, აგრეთვე, სასამართლოში მისი ახსნა-განმარტებითაც. ამდენად, კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 29 დეკემბრის #45 დადგენილების მიღებისა და კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნების შემდგომ, ნ. ნ-ეს გაუჩნდა კანონიერი ნდობა იმისა, რომ მისი საშტატო ერთეული არ შემცირებულა. კასატორის მითითებით, ნ. ნ-ე თავადაც ფლობდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რეორგანიზაციის მიმდინარეობის პერიოდში მისი შტატი - …ი განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორია იქნა შემცირებული. მისთვის ასევე ცნობილი იყო ტექნიკური ხარვეზის შესახებ ინფორმაციაც და იგი გაცნობილი იყო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 იანვრის #... წერილს.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მობილობის პროდეცურების არაკანონიერად განხორციელების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს და აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობებოდა საჯარო სამსახურის ბიუროს. ამასთან, ნ. ნ-ის მობილობასთან დაკავშირებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა კანონით დადგენილი ყველა პროცედურა, თუმცა მობილობა ვერ განხორციელდა. შესაბამისად, იგი … წლის … …ის #... ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში. კასატორი, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მობილობის პროცედურებისა და მისი მიმდინარეობის თითოეული ეტაპის შესახებ, სრულად იყო ინფორმირებული.
კასატორი განმარტავს, რომ სადავო აქტი გამოცემულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის, 105-ე მუხლის პირველი პუნქტის, 106-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 108-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით. კასატორი მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე, რომელიც განამტკიცებს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს. კასატორის განმარტებით, ეს უკანასკნელი გულისხმობს იმასაც, რომ ყველა საჯარო მოსამსახურე თანასწორია კანონის წინაშე. დაუშვებელია სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კანონიერი უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა. აღნიშნული პრინციპი აგრეთვე გულისხმობს იმასაც, რომ არც ერთი საჯარო მოხელე არ სარგებლობს რაიმე პრივილეგიით. თუმცა სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უმოტივაციოდ მიაჩნია მოპასუხე ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე თვეში მიღებული გადაწყვეტილება მოხელის გათავისუფლების შესახებ იმ პირობებში, როდესაც … სამსახურში უფროსი სპეციალისტის შტატზე მე-2 და მე-3 კატეგორიის მოხელეები არიან დასაქმებულნი. კასატორი დისკრიმინაციულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებულ ნ. ნ-ის მოსაზრებას, რომ პირველი კატეგორიის სპეციალისტი მე-2 და მე-3 კატეგორიის მოხელეებთან მიმართებით პრივილეგირებული უნდა ყოფილიყო რეორგანიზაციის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ შტატებზე დასაქმებული პირები ერთსა და იმავე პერიოდში დასაქმდნენ მერიაში და მათ სამუშაო გამოცდილებაც ერთნაირი ჰქონდათ. კასატორი განმარტავს, რომ ნ. ნ-ის მიერ დაკავებული შტატის შემცირება ქმნიდა მოხელის დათხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.
კასატორი, აგრეთვე, მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაზე მსჯელობს. სააპელაციო პალატა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აღნიშნავს, რომ თითქოს უკანონოდ იქნა მიმართული საკრებულოსათვის ნ. ნ-ის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის შემცირების შესახებ და გათავისუფლების პროცედურები განხორციელდა უხეში დარღვევებით, დისკრიმინაციის ფაქტის ტექნიკური შეცდომის მოტივით შენიღბვით. თუმცა კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა საქმის მასალების უდავოდ დადგენილი ის გარემოება, რომ შეცდომა ნამდვილად ტექნიკური ხარვეზით იქნა გამოწვეული. საკრებულოზე დასამტკიცებლად გაგზავნილ საშტატო ნუსხაში შემცირებული იყო …ი განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის შტატი. შეცდომა გამოწვეული იყო ტექნიკური ლაფსუსით, რის შესახებაც საკრებულომ მყისიერად (მომდევნო სამუშაო დღესვე) აცნობა მერიას.
ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებელია ნ. ნ-ის გათავისუფლებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენაც, ვინაიდან გაუქმებულია ის თანამდებობა, რომელსაც მოსარჩელე იკავებდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ნ-ისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინებით ნ. ნ-ისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი კი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ნ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე ნ. ნ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს … წლის …-…ის შრომის ანაზღაურებაზე დანაკლისი თანხის - ... ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის … წლის … …ის #... ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით მოსარჩელე დაინიშნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის …ი განყოფილების მთავარ სპეციალისტად გამოსაცდელი ვადით.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის … წლის … …ის #... ბრძანებით, მოსარჩელეს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებას შედეგად მოჰყვა საჯარო მოხელეების იერარქიულ რანგებში განაწილება და გამგებლის ... წლის ... ...ის #... ბრძანებით მოსარჩელე გადაინიშნა …ი …ის …ი განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2017 წლის 19 დეკემბერს, დაიწყო რეორგანიზაცია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 26 დეკემბრის #... მიმართვით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გადაიგზავნა „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები“. … განყოფილებაში შენარჩუნებული იყო მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 29 დეკემბრის #43/9928 მიმართვით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გადაიგზავნა „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები“ (კორექტირებული ვარიანტი, სადაც … განყოფილებაში შემცირდა მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი). ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 29 დეკემბრის #45 დადგენილებით დაამტკიცა „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები“ („საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე განთავსდა 2018 წლის 4 იანვარს).
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის #45 დადგენილებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის … განყოფილებაში შენარჩუნდა მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა.
2018 წლის 4 იანვარს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ #... წერილით მიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც მიუთითა, რომ დაშვებული იქნა ტექნიკური ხარვეზი - … განყოფილებაში მე-3 რანგის მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ნაცვლად მიეთითა მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი და აღნიშნული უზუსტობა აღმოიფხვრებოდა საკრებულოს პირველსავე სხდომაზე.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 იანვრის #... მიმართვით მოსარჩელეს ეცნობა მის მიერ დაკავებული პოზიციის შემცირების თაობაზე.
2018 წლის 12 იანვრის #... წერილით მოსარჩელემ მიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა განმარტებები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 12 იანვრის #... მიმართვასთან დაკავშირებით.
2018 წლის 24 იანვარს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა #... წერილით მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მოსარჩელის საშტატო პოზიციის შემცირებისა და მის მიმართ მობილობის განხორციელების თაობაზე.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 30 იანვარს #... წერილით მიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და დასამტკიცებლად წარუდგინა დადგენილების პროექტი „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის 31 იანვარს მიღებულ იქნა #3 დადგენილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“, სადაც შემცირდა …ი …ის …ი განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა.
მოსარჩელე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის რანგში სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა … წლის … …მდე და მას არ მიუღია … წლის …ისა და …ის თვეების განსხვავებული ხელფასი, რაც შეადგენს … ლარს.
საკასაციო სასამართლო უპირველესად განმარტავს, რომ შრომითი უფლების სრულყოფილი რეალიზების გარანტიები გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლით (ამჟამად მოქმედი რედაქციის 26-ე მუხლი), კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია. შრომის თავისუფლება, ე.ი. უფლება თავისუფალ შრომაზე, მოიცავს როგორც ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებას, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/4-24, 28.02.1997), ასევე, „სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/2-389, 26.10.2007). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითვე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/2-389, 26.10.2007), კონსტიტუციის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტით „დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო”.
საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების (ამჟამად მოქმედი რედაქციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი) თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის სახელმწიფო სამსახური არის პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის #1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი „მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის #3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ანალოგიური პოზიცია აქვს დაფიქსირებული საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 2017 წლის 17 მაისის #3/3/600 გადაწყვეტილებაში (იხ. გადაწყვეტილების მე-20 და 21-ე პარაგრაფები). „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დაცვით საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის, ერთი მხრივ, უზრუნველყოს მოქალაქეთა თანაბარი დაშვება სახელმწიფო სამსახურში გონივრული და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას სახელმწიფო მოსამსახურე მის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან, რათა მან შეძლოს კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის #1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულება „გულისხმობს, რომ საჯარო მოსამსახურეთა სტატუსი, თანამდებობის დაკავების წესი, მოხელეთა უფლება-მოვალეობები, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები უნდა განისაზღვროს კანონით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 15 ივნისის #1/4/419 განჩინება საქმეზე „ბესიკ გვაჯავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამასთანავე, თავად ეს კანონი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციურ სტანდარტებს, ანუ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რაც გულისხმობს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და ამ თანამდებობისათვის გონივრული პირობების დადგენას, ასევე უზრუნველყოფას იმისა, რომ გაუმართლებლად არ შეიზღუდება მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში და განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებული თავისუფალი შრომისა და 29-ე მუხლით დაცული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებათა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, ხოლო ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად კი, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე.
ამ მხრივ მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ, მუშაკის, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დასაქმება შეწყდა საპატიო მიზეზების გარეშე, მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება.
აღნიშნულ დანაწესთა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ინდივიდთა შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. ხსენებული ვალდებულების ზედმიწევნითი განხორციელების საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან თავს იჩენს მით უფრო საჯარო სექტორში, სადაც სახელმწიფო ეროვნული საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ერთი მხრივ, თავად ქმნის დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი თავად გვევლინება დამსაქმებლის როლში, რაც საგრძნობლად ზრდის მისი მხრიდან დასაქმებულ საჯარო მოხელეთა უფლებების, განსაკუთრებით კი, შრომითი უფლებების დაცვის სავალდებულოობის ხარისხს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“, „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებზე, რომელთა შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება - ამ კანონის შესაბამისად მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცება; „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება; მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს მერის წარდგინებით განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად კი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია საკრებულოს დადგენილება, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია საკრებულოს განკარგულება.
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) თანამდებობრივი სარგოები აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ან/და მათ მიერ დაფუძნებული/მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულებების მოხელეთა თანამდებობებისათვის თანამდებობრივი სარგოები დგინდება თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის #2 დანართის #2 ცხრილით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით და აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. ამავე კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების წესი, აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულებებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2018 წლის 20 იანვრამდე უზრუნველყონ საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით დამტკიცება, ამ კანონიდან გამომდინარე სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება და მათი 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედება.
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ საჯარო დაწესებულებებში დაიშვება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საჯარო დაწესებულებებში – შესაბამის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოსთან შეთანხმებით.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს, თუ მიღებულია (გამოცემულია) ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს. ამავე კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 29 დეკემბრის #... მიმართვით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გადაიგზავნა „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები“ (კორექტირებული ვარიანტი, სადაც … განყოფილებაში შემცირდა მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიცია). ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 29 დეკემბრის #45 დადგენილებით დაამტკიცა „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები“ („საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე განთავსდა 2018 წლის 4 იანვარს). საკრებულომ წარდგენილი პროექტი განიხილა და მიიღო ცვლილებების გარეშე, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის #5 სხდომის ოქმის ამონაწერით; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის #45 დადგენილებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის … განყოფილებაში შენარჩუნდა მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა.
ამასთან, დადგენილია, რომ 2018 წლის 4 იანვარს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ #... წერილით მიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც მიუთითა, რომ დაშვებული იქნა ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ, … განყოფილებაში მე-3 რანგის მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ნაცვლად მიეთითა მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. საკრებულოს განმარტებით, აღნიშნული უზუსტობა აღმოიფხვრებოდა საკრებულოს პირველსავე სხდომაზე. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის 31 იანვარის #3 დადგენილებით დამტკიცდა „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“, სადაც შემცირდა …ი …ის …ი განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რეორგანიზაციის პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანს წარმოადგენდა მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობის შემცირება, რამაც საკრებულოს მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გამო ასახვა ვერ ჰპოვა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის #45 დადგენილებაში, თუმცა დაშვებული შეცდომა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გასწორებულ იქნა 2018 წლის 31 იანვრის #3 დადგენილებით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში, ხოლო მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განჩინებაზე (საქმე #ბს-1102-1096(კ-17)), სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს არსებული ორგანიზაციული მოწყობა, მოახდინოს შტატების ოპტიმიზაცია, საშტატო ერთეულის დამატება, გაერთიანება ან გაუქმება, ადმინისტრაცია ცვლილებების გატარებისას სარგებლობს მიხედულების, თავისუფალი დისკრეციის უფლებამოსილებით, ხოლო სასამართლო კონტროლი ამ პროცესში მოიცავს კანონიერების და არა მიზანშეწონილობის საკითხებს.
ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკადრო საჭიროებების შეფასებისა და აღნიშნულის შედეგად საკადრო საკითხების გადაწყვეტისას ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს მიხედულების ფართო ფარგლებით. შესაბამისად, განსაზღვრა იმისა, კონკრეტულად რომელი შტატის/შტატების არსებობაა საჭირო და საკმარისი ადმინისტრაციული ორგანოს სრული, ეფექტური და მაქსიმალურად ეკონომიური ფუნქციონირებისათვის, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება. ამასთან, რეორგანიზაციის განხორციელების აუცილებლობის არსებობის პირობებში, რეორგანიზაციის საფუძველზე საკადრო ოპტიმიზაცია ადმინისტრაციული ორგანოს შეხედულების შესაბამისად წარიმართება, თავად ადმინისტრაციული ორგანოა ექსკლუზიურად კომპეტენტური, განსაზღვროს, კონკრეტულად რომელი შტატის დამატება-გაუქმება ან რომელ შტატთა გაერთიანება უწყობს ხელს საჯარო მმართველობის ეფექტურად განხორციელებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობაზე, კერძოდ, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება, რომ ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას. კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ როგორც წარმოდგენილი საშტატო ნუსხები მოწმობდა, … სამსახურში ყოველთვის არსებობდა სამი საშტატო ერთეული - 1 განყოფილების უფროსი და 2 უფროსი სპეციალისტი, ხოლო აღნიშნულ შტატებზე შესაბამისი რანგისა და კატეგორიის მოხელის დანიშვნა ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მოეხდინა კანონის მოთხოვნათა დაცვით, რაც სააპელაციო პალატის აზრით, არ შესრულებულა.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ მიუთითებს თავად სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, 2017 წლის 21 ივნისის #... ბრძანების დანართში მითითებული თანამდებობები 2017 წლის 1 ივლისიდან გარდაიქმნა პროფესიულ საჯარო მოხელის თანამდებობად - კერძოდ, …ი …ის …ი განყოფილების მთავარი სპეციალისტი … …ში გარდაიქმნა პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად - III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. წამყვანი სპეციალისტი - მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტად - III რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი … …ში - მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტად - III რანგის III კატეგორია. სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სამივე მათგანი უფროსი სპეციალისტი იყო, თუმცა განსხვავებული კატეგორიით. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის … განყოფილებაში არსებული საკადრო მდგომარეობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა არსებით წინააღმდეგობაშია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ადმინისტრაციულ ორგანოში რეორგანიზაციის განხორციელებამდე არსებობდა III რანგის სამი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა, რომელთაგან რეორგანიზაციის შედეგად შემცირებას დაექვემდებარა III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიცია. მიუხედავად ამისა, უცვლელად დარჩა III რანგის II და III კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობები, ამასთან, რეორგანიზაციის შედეგად უცვლელი დარჩა შენარჩუნებულ პოზიციებზე დასაქმებულ პირთა ვინაობაც.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს არ აძლევდა საშუალებას, შეემცირებინა III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა ამავე რანგის II და III კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციათა შენარჩუნების პირობებში. იმის გათვალისწინებით, რომ საკადრო ოპტიმიზაციის პროცესში ადმინისტრაციული ორგანო მიზანშეწონილობის პირობებში მოქმედებს, სასამართლო არ არის უფლებამოსილი შეიჭრას ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაში და საჯარო მმართველობის განმახორციელებელ სუბიექტს თავად განუსაზღვროს თანამდებობათა არსებობა-არარსებობის საჭიროება. ამასთან, სასამართლო კომპეტენცია ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ფაქტობრივად არ ახორციელებს რეორგანიზაციას, თუმცა იყენებს ხსენებულ პროცესს კონკრეტულ თანამდებობაზე დასაქმებული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივი „შენიღბვის“ მიზნით. ცხადია, აღნიშნული ვითარება გამორიცხავს ადმინისტრაციულ ორგანოში რეორგანიზაციის განხორციელების ფაქტობრივ აუცილებლობას, მითითებული ფაქტის დადასტურება ხაზს უსვამს ადმინისტრაციული ორგანოს რეორგანიზაციის პროცესის განხორციელების მიმართ არსებულ სულისკვეთებას, რომელიც გამომდინარეობს არა საკადრო ოპტიმიზაციის აუცილებლობიდან, არამედ კონკრეტული მოხელის სამსახურიდან დათხოვნის სამართლებრივად „შენიღბვის“ განზრახულობიდან. საკასაციო პალატა, აგრეთვე, განმარტავს, რომ ფაქტობრივი მდგომარეობისაგან აცდენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში გადმოცემული რეალობა, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის … განყოფილებაში არსებობდა მხოლოდ ორი უფროსი სპეციალისტის თანამდებობა. ამას ცხადყოფს თავად სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ რეორგანიზაციის პროცესის დაწყებამდე ადმინისტრაციულ ორგანოში არსებობდა III რანგის უფროსი სპეციალისტის სამი თანამდებობა, შესაბამისი კატეგორიების მიხედვით. ამდენად, მარტოოდენ ის ფაქტი, რომ აღნიშნული 3 თანამდებობიდან განხორციელდა პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობის შემცირება, არ გულისხმობს რეორგანიზაციის პროცესის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განუხორციელებლობას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მასზედ, რომ მოპასუხეებს არ ჰქონდათ უფლება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის #3 დადგენილების მოქმედება გაევრცელებინათ 2018 წლის 1 იანვრიდან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, ნორმატიული აქტის მოქმედება გავრცელდეს აქტის მიღებამდე არსებულ ურთიერთობებზე, რის თაობაზეც მითითებული უნდა იქნეს ხსენებულ ნორმატიულ აქტში.
საქმის მასალებით დასტურდება და დავას არ იწვევს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის #3 დადგენილება შეიცავს ნორმის უკუძალის დამდგენ დებულებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი სრულ შესაბამისობაშია იმ საკანონმდებლო აქტებთან, რომლის შესასრულებლადაც მოხდა მისი გამოცემა. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმატიული აქტი გამოცემულია „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის #3 დადგენილების გამოცემისას არ დარღვეულა ნორმატიული აქტის გამოცემის პროცედურა, იგი შეესაბამება მითითებული საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს და არ არსებობს სადავო აქტის ბათილობის საფუძვლები.
რაც შეეხება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. ამავე კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ამავე კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს მოსარჩელე ნ. ნ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობასთან დაკავშირებით და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განმარტავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად გამოწვეული კონკრეტული შტატის შემცირება ადმინისტრაციულ ორგანოს არ ავალდებულებს ყველა საჯარო მოხელიდან საუკეთესოს შერჩევის პრინციპის საფუძველზე განახორციელოს დარჩენილ შტატებზე საუკეთესო კანდიდატების დასაქმება. აღნიშნული მნიშვნელოვნად გაართულებდა და შეაფერხებდა საჯარო სამსახურში საკადრო ოპტიმიზაციის პროცესს. მეორე მხრივ, ასეთ დროს გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენს რომელიმე მოხელის არაკომპეტენტურობა ან არაკვალიფიციურობა. რეორგანიზაციის შედეგად მოხელის გათავისუფლების საფუძველია იმ თანამდებობის გაუქმების შედეგად დასაქმების ადგილის ფაქტობრივი არარსებობა, რომელზეც მოხელე დასაქმებული იყო რეორგანიზაციის განხორციელებამდე. რეორგანიზაციის პროცესი არ მიმდინარეობს საუკეთესოს შერჩევის პრინციპზე დაყრდნობით, განსხვავებით, მაგალითად, თანამდებობაზე მოხელის დასაქმებისაგან, რომელიც სწორედ ხსენებული პრინციპის დაცვით წარიმართება. რეორგანიზაცია შედეგად არ იწვევს შენარჩუნებულ შტატებზე დასაქმებული პირების გათავისუფლებას, თუნდაც აღნიშნული პირები რეორგანიზაციის შედეგად შემცირებულ მოხელეზე არაკვალიფიციურები იყვნენ, რამდენადაც არ არსებობს მათი გათავისუფლების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლების დროს შენარჩუნებულ შტატებზე დასაქმებულ პირთა მხრიდან საქმიანობის გაგრძელება აბსოლუტურად კანონიერია, რამდენადაც რეორგანიზაციის პროცესი გავლენას არ ახდენს მათ შტატებზე და ამასთან, არ არსებობს მათი თანამდებობიდან გათავისუფლების რაიმე საფუძველი. რეორგანიზაციის პროცესის განხორციელების სააპელაციო სასამართლოს მიერ შემოთავაზებული გზა კი, გარდა იმისა, რომ გაართულებდა და გააჭიანურებდა საშტატო ოპტიმიზაციის მიმდინარეობას, ამავდროულად, გამოიწვევდა კონკრეტულ განყოფილებასა თუ დეპარტამენტში (რომელთაც შეეხებათ რეორგანიზაციის პროცესი) დასაქმებულ სხვა პირთა შრომითი უფლებების შელახვის რისკების წარმოშობას, რამდენადაც საკითხისადმი ამგვარი მიდგომა გამოიწვევდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ, საჯარო სამსახურში მოქმედი მოხელის სოციალური და სამართლებრივი დაცვის პრინციპის უგულებელყოფას, კერძოდ, მოხელეს გაუჩენდა განცდას იმისა, რომ საჯარო სამსახურის კონკრეტულ განყოფილებასა თუ დეპარტამენტში თუნდაც ერთი საშტატო ერთეულის გაუქმებით გამოწვეულ რეორგანიზაციას შესაძლოა მოჰყოლოდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული საშტატო ერთეულის გაუქმება იწვევს ამ თანამდებობაზე დასაქმებული პირის სამსახურიდან გათავისუფლებას და აღნიშნული გარემოება გავლენას ვერ იქონიებს იმავე განყოფილებაში იმავე რანგის სხვა კატეგორიით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დასაქმებული სხვა პირების შრომით უფლებებზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, მოსარჩელე რეორგანიზაციამდე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის … განყოფილებაში იკავებდა მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციას. განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა მოსარჩელის მიერ დაკავებული შტატი, რაც გახდა საფუძველი მის მიმართ მობილობის პროცედურების დაწყებისა. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიმართ ვერ განხორციელდა მობილობა, იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ზემოთგანვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის … წლის … …ის #... ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შექმნილი სამართლებრივი შედეგი ქმნის გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება ნ. ნ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის … წლის … …ის #... ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის … წლის … … ის #... ბრძანება; დანარჩენ ნაწილში ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებულ დავაში მოსარჩელის უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს სამსახურში გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლო მართალია უთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში მოხელის იმავე თანამდებობაზე დაუყოვნებლივი აღდგენის თაობაზე, თუმცა სააპელაციო სასამართლო, ერთი მხრივ, არ მსჯელობს ნ. ნ-ის სამსახურში აღდგენის საკითხზე, იმაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენა, ხოლო, მეორე მხრივ, მხედველობაში არ იღებს იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რომ მოცემული მდგომარეობით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის … განყოფილებაში ფაქტობრივად აღარ არსებობს III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა.
სამსახურში აღდგენასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას უკავშირებს, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელე ნ. ნ-ის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის … განყოფილებაში აღდგენის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. შედეგად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ნ. ნ-ის მოთხოვნას … წლის …-…ის შრომის ანაზღაურების მიღებასთან დაკავშირებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება ამ კანონით დადგენილი წესით. მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) თანამდებობრივი სარგოები აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2018 წლის 20 იანვრამდე უზრუნველყონ საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით დამტკიცება, ამ კანონიდან გამომდინარე სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება და მათი 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან - სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე, მიიღოს შრომის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნ. ნ-ე მუშაობდა … წლის … …მდე და ეკავა მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიცია. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის #3 დადგენილების მოქმედება გავრცელდა 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ეზე უნდა გაიცეს ახალი საშტატო ნუსხით დამტკიცებული თანამდებობრივი სარგო … წლის … …დან … …ის ჩათვლით, რაც მოცემულ შემთხვევაში დანაკლისის სახით შეადგენს ... ლარს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი კი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ნ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე ნ. ნ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს … წლის …-…ის შრომის ანაზღაურებაზე დანაკლისი თანხის - ... ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს გაიღებს სახელმწიფო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 12.02.2018წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი - 100 ლარი და 12.02.2018წ. #101 საგადახდო დავალებით გადახდილი - 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი #300193150 და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით 18.06.2018წ. #2 საგადახდო დავალებით გადახდილი - 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი #300183150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ნ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე ნ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისროს … წლის …-…ის შრომის ანაზღაურებაზე დანაკლისი თანხის - ... ლარის ანაზღაურება;
6. დანარჩენ ნაწილში ნ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
7. ნ. ნ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 12.02.2018წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი - 100 ლარი და 12.02.2018წ. #101 საგადახდო დავალებით გადახდილი - 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი #300193150 და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით 18.06.2018წ. #2 საგადახდო დავალებით გადახდილი - 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი #300183150;
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი