№ბს-807(2კ-20) 16 დეკემბერი, 2020 წელი ქ.2თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
... წლის 3 აგვისტოს შპს „...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ შპს „...ს“ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს ... წლის 21 მაისის №22/3344 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და შპს „...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ... წლის 15 ოქტომბრის №1-1/483 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოსათვის შპს „...ს“ №... აუქციონში მონაწილეობის მიზნით გადახდილი საგარანტიო თანხის ე.წ. „ბეს“ - ... ლარის ოდენობით უკან დაბრუნების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს ... წლის 21 მაისის №22/3344 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს „...ს“ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ... წლის 15 ოქტომბრის №1-1/483 ბრძანება, შპს „...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხე სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს დაევალა შპს „...ს“ №... აუქციონში მონაწილეობის მიზნით გადახდილი საგარანტიო თანხის ე.წ. ბეს - ... ლარის ოდენობით უკან დაბრუნება.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შპს „...ს’’ საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-რეალიზაცია.
სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს ... წლის ... ...ის №... ბრძანების მიხედვით, დამტკიცდა ინფორმაცია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარებისათვის №1 დანართის შესაბამისად. გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, ზემოთ აღნიშნული ბრძანების №1 დანართის შესაბამისად. ელექტრონული აუქციონის ჩატარებისათვის განისაზღვრა ინტერნეტგვერდი - www.eauction.ge. ბიჯის სიდიდე განისაზღვრა საწყისი ფასის ...-ის ოდენობით.
დანართი №1-ის მიხედვით, №10 ობიექტის მე-6 პუნქტის თანახმად, სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული ობიექტი იყო - ...ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ის მიმდებარე ტერიტორია. მდინარე რიონზე ,,...ის’’ ...ის საბადო (კატეგორია - P+C1, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა (ორივე უბანზე ერთად) – 1 106 880 მ3). სალიცენზიო ობიექტი მდებარეობდა - ...ის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე. აუქციონის საწყისი ფასი იყო - ... ლარი. ბიჯის სიდიდე (საწყისი ფასის ...) ... ლარი. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს (50 %) თანხის ოდენობა + 200 ლარი სალიცენზიო მოსაკრებელი - ... ლარი. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო ... წლის ... ...ს დღის ... საათზე და დასრულდა ... წლის ... ...ს დღის ... საათზე. ელექტრონული აუქციონი დაიწყო ... წლის ... ...ს დღის ... საათზე და დასრულდა ... წლის ... ...ს დღის ... საათზე. სარგებლობის ლიცენზიის ვადა იყო 5 წელი.
... წლის ... ...ის სს „...ი ბანკის“ მიერ გაცემული №... საგადახდო დავალების მიხედვით, ლ. ს-ის (...) მიერ, გადამხდელის ანგარიშიდან GE..., გადამხდელის ბანკის სს „...ი ბანკი“, ბანკის კოდი: ..., გადაირიცხა, სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე GE..., მიმღები ბანკის სს ,,...ი ბანკი’’, ბანკის კოდი: .... გადახდის დანიშნულება შპს „...“ ...; (-...-...-) შპს ...; განმკარგავი: ..., გ.ნ: ..., ს.ნ:, ს//ნ ..., საგარანტიო თანხა: ...,00 ლარი, ...“ ვებგვერდზე შესვლის ისტორიის ამონაწერის მიხედვით, ... წლის ... ...ს შპს „...“ აუქციონში მონაწილეობისა და ვაჭრობის მიზნით ავტორიზაციისთვის, მისი კომპიუტერის IP მისამართიდან: ..., არაერთხელ შეეცადა შესულიყო ინტერნეტგვერდზე www.eauction.ge, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მოსარჩელის მითითებით, ტექნიკური გაუმართაობის გამო, ვერ მოახდინა აუქციონის პროგრამაში ავტორიზაცია.
სატელეფონო ზარების განხორციელების შესახებ ამონაწერის მიხედვით, შპს „...ს“ უფლებამოსილი პირი შეეცადა ... წლის ... ...ს მობილური ტელეფონის ნომრიდან: ... დაკავშირებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, განხორციელა შეტყობინება „sms“ „eauction.ge-ზე“, განხორციელა ზარი 17:27:05 (ხანგრძლივობა: 8 წამი), 17:27:56 (ხანგრძლივობა: 72 წამი) და 17:29:19 (ხანგრძლივობა: 128 წამი) საათზე ტელეფონის ნომერზე: ..., თუმცა იმის გამო, რომ იყო არასამუშაო დღე, დაკავშირება ვერ მოხერხდა.
ინტერნეტგვერდიდან - www.eauction.ge ამონაწერის მიხედვით განაცხადის ნომერი იყო №...; აუქციონის ნომერი №..., ლოტის ნომერი №..., დაწყება/დასრულება: ... ... – ... ...; ლოტის სტატუსი: ..., ფასის ისტორია: ... ბიჯი, საწყისი ფასი: ... ლარი, ვაჭრობის ბიჯი: ... ლარი, საგარანტიო თანხა: ... ლარი, მიმდინარე ფასი: ... ლარი. დამატებითი ინფორმაციისთვის მითითებული იქნა ტელეფონის ნომრები: ... ან ....
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...ს’’ დირექტორმა ა. წ-ემ ... წლის ... ...ს №4339 განცხადებით მიმართა სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს თავმჯდომარეს, ... წლის ... ...ს ჩანიშნული აუქციონის, ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის მიმდებარედ, მდინარე რიონზე ...ის მოპოვების ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით (აუქციონის განაცხადის ნომერი: №...) და აცნობა, რომ აღნიშნულ დღეს შპს „...ს’’ (ს/ნ ...) სახელით საგარანტიო თანხა ... ლარი შეიტანა კომპანიის წარმომადგენელმა ლ. ს-ემ (პ/ნ ...). თანხის შეტანის დრო იყო 15:30 საათი. მას შემდეგ რაც ვერ მოხერხდა აუქციონზე ავტორიზაცია, დახმარების მიზნით დაუკავშირდა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტელეფონის ნომერზე .... აღმოჩნდა, რომ აღნიშნული სამსახური შაბათ დღეს არ მუშაობდა, რაც მისთვის მანამდე არ იყო ცნობილი, რადგან ვერ მოხერხდა ზემოთ აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა, ასევე ვერ განხორციელდა აუქციონზე ბიჯის დადება და აუქციონი გამოცხადდა ჩაშლილად.
შპს „...ს“ დირექტორმა, ითხოვა ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინება, მიუთითა რომ შპს „...ს’’ მხრიდან არ ყოფილა უგულვებელყოფილი აუქციონის პირობები. ასევე ითხოვა განმეორებით აუქციონის გამოცხადება და ... წლის ... ...ს შპს „...ს’’ მიერ გადახდილი საგარანტიო თანხის ჩათვლა განმეორებით გამოცხადებული აუქციონის საგარანტიო თანხად.
... წლის ... ...ს შპს „...ს“ დირექტორმა ა. წ-ემ დაზუსტებული განცხადებით მიმართა სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსს, კიდევ ერთხელ მიუთითა ... წლის ... ...ს წარდგენილ განცხადებაში მითითებული გარემოებები. მანვე განმარტა, რომ აღნიშნულ ლოტს მინიჭებული ჰქონდა სტატუსი ,,არ შემდგარი’’ და არა „ჩაშლილი’’ რის გამოც ის არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული დასრულებულად. მიუხედავად იმისა, რომ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შპს „...მ’’ ვერ შეძლო აუქციონში მონაწილეობის მიღება, რისი ინტერესიც ნამდვილად გააჩნდა (... ლარის ოდენობით საგარანტიო თანხის გადახდა, კონკრეტული IP მისამართიდან ვებ. გვერდ eauction.ge-ზე შესვლა ვაჭრობის მიმდინარეობის პერიოდში, მცდელობა მოეხდინა ავტორიზაცია აუქციონში მონაწილეობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე დაკავშირების მცდელობა) და გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ სხვა პოტენციური პრეტენდენტის მიერ არ ყოფილა გამოხატული ინტერესი აღნიშნული ლიცენზიის შეძენასთან დაკავშირებით, შპს „...’’ გამოთქვამდა მზადყოფნას სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში მყისიერად განეხორციელებინა ე.წ. ბიჯის გადახდა, რაც აღნიშნულ ლოტზე განსაზღვრული იყო ... ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა კანონით დადგენილ 15 დღიან ვადაში და ითხოვა შპს „...’’-სთან შესაბამის ხელშეკრულების გაფორმება, რათა მოცემულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადებულიყო შპს „...’’ და მასზე გაცემულიყო სარგებლობის შესაბამისი ლიცენზია. ასევე ალტერნატიული სახით შეთავაზებული იქნა აღნიშნულ ლოტზე გამოცხადებულიყო ხელახალი აუქციონი და შპს „...ს’’ მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა - ... ლარის ოდენობით, ჩათვლილიყო გადახდილად, მზადყოფნა გამოთქვა მიეღო ვაჭრობაში მონაწილეობა აღნიშნულ ლოტზე. იმ შეთხვევაში თუ სააგენტო მის მიერ გაკეთებულ არც ერთ შეთავაზებაზე არ დაეთანხმებოდა შპს „...ს’’ დაბრუნებოდა საგარანტიო თანხა უკან.
სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს ... წლის 21 მაისის №22/3344 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შპს „...ს“ უარი ეთქვა მის მიერ ... წლის ... ...სა და ... ...ს წარდგენილი განცხადებების დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის თანახმად, იმისათვის, რომ პირი ჩაითვალოს ვაჭრობაში მონაწილედ, აუცილებელი იყო მის მიერ განხორციელებულიყო ბიჯის დადების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში ითვლებოდა, რომ პრეტენდენტს აუქციონში მონაწილეობა არ მიუღია, რაც ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, თავისთავად წარმოადგენდა მისთვის ბეს დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველს. წერილში მითითებულ შემთხვევაში ცალსახა იყო, რომ პირს ვაჭრობაში მონაწილება არ მიუღია. საგამონაკლისო ნორმა, რომელიც გარკვეული მიზეზით ვაჭრობაში მონაწილეობის მიუღებლობის გამო ბეს დაბრუნების სამართლებრივ საფუძველს შექმნიდა არ არსებობდა.
... წლის 5 ივნისს შპს „...მ“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს ... წლის 21 მაისის №22/3344 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალდებულების მოთხოვნით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ... წლის 15 ოქტომბრის №1-1/483 ბრძანებით შპს „...ს“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის ... წლის 14 აგვისტოს №19-05/1307 წერილის მიხედვით, ... წლის ... ...ს სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტოს“ №... აუქციონის, №... ლოტზე (განაცხადის №...) ვაჭრობის მიმდინარეობის პერიოდში არ დაფიქსირებულა რაიმე სახის ტექნიკური ან პროგრამული ხარვეზი. ამასთან, ... წლის ... ...ს არ დაფიქსირებულა ელექტრონული აუქციონების ვებგვერდზე eAucton.ge ავტორიზაციის მცდელობა კონკრეტული IP მისამართიდან ....
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონზე, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის ... წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესზე“ და აღნიშნა, რომ შპს „...მ" ... წლის ... ...ს გადაიხადა „ბეს“ თანხა - ..., ლარი და მანვე, გამოხატა ნება მონაწილეობა მიეღო აუქციონში, მით უფრო, რომ მისი საქმიაობის ძირითადი მიმართულებას სწორედ წიაღისეულის მოპოვება-რეალიზაცია წარმოადგენდა, თუმცა მოსარჩელისავე განმარტებით, რასაც ადასტურებდა საქმეში მის მიერ წარდგენილი არაერთი მტკიცებულება, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ მიიღო მონაწილეობა აუქციონში.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული ორგანო აუქციონს ატარებდა არასამუშაო დღეს, მას უნდა უზრუნველეყო იმის შესაძლებლობაც, რომ აუქციონში მონაწილე პირებს ჰქონოდათ საშუალება ცხელი ხაზის მეშვეობით აღმოეფხვრათ შექმნილი პრობლემები. სასამართლოს მითითებით, შპს „...ს’’ უარი არ განუცხადებია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონული აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე, უარი არ განუცხადებია ელექტრონულ ვაჭრობაზე, არამედ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ განახორციელა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონული აუქციონში - ინტერნეტგვერდზე www.eauction.ge ავტორიზაცია და შემდგომ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება, ბიჯის დაფიქსირება.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სრულყოფილად არ გამოიკვლიეს და არ დაადგინეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც, არსებობდა სადავო აქტების ბათილად ცნობის და მოსარჩელისათვის მის მიერ გადახდილი ბეს თანხის დაბრუნების საფუძველი. რაც შეეხება, მოსარჩელის მოთხოვნას ადვოკატის მომსახურების ხარჯის 14 849 ლარის ანაზღაურების თაობაზე, სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე და 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაფუძვლოდ მიიჩნია შპს „...ს’’ მოთხოვნა მის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე გაღებული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან ხარჯის გაღების ფაქტი არ დასტურდებოდა შესაბამისი მტკიცებულებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მითითებით სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი მსჯელობა ძირითადად ეთმობა ბეს ბუნების ხაზგასმას და გამომდინარეობს მისი ანალიზიდან. სასამართლოს უნდა შეეფასებინა სააგენტოს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, შპს „...ს“ მიერ გადახდილი თანხის დაბრუნების შესაძლებლობა და საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დისკრეციის ფარგლები. სახელშეკრულებო ურთიერთობა ცალსახად განსხვავებულია იმ შემთხვევისაგან, რომელიც სახეზეა განსახილველ შემთხვევაში. აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელ ძირითად პრინციპს წარმოადგენს კანონიერების პრინციპი, რომელიც გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღებას მისი შეხედულებისამებრ, კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ადმინისტრაციული ორგანო ამ ვითარებაში სწორედ კანონიერების პრინციპითაა შეზღუდული, რაც სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვეს სასამართლოებმა.
კასატორი - სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა მოსარჩელის ინფორმაცია, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოხერხდა ავტორიზაცია მაშინ, როდესაც საქმეში წარდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდებოდა ელექტორნული აუქციონების ვებგვერდზე ტექნიკური ან პროგრამული ხარვეზის არარსებობა. ვებგვერდზე ... წლის ... ...ს, ... საათიდან საღამოს ... საათამდე არ დაფიქსირებულა რაიმე სახის ტექნიკური ან პროგრამული ხარვეზი. გარდა ამისა, აიპი მისამართიდან ... ... წლის ... ...ს არ არის დაფიქსირებული ელექტრონული აუქციონების ვებგვერდზე ავტორიზაციის მცდელობა.
კასატორის - სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მითითებით, სასამართლომ არ შეაფასა სააგენტოს მიერ სასამართლო სხდომაზე გამოთქმული მოსაზრება მხარის ბრალეულობასთან მიმართებაში, ავტორიზაციის შეუძლებლობა იყო თუ არა განპირობებული თავად ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასწორი მონაცემების შეყვანით. სსიპ საინფორმაციო ანალიტიკური სამსახური წარმოადგენს კომპეტენტურ უწყებას, რომელიც ფლობს ინფორმაციას აუქციონის მიმდინარეობისა და მისი წარმართვის პროცესში გარკვეული ხარვეზების შესაძლო არსებობის თაობაზე. აღნიშნული უწყების მიერ მიწოდებული ინფორმაცია სასამართლომ არ გაიზიარა. აღნიშნული კორესპონდენცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმულია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამისა, ის სრულად შეესაბამება იმ ინფორმაციას, რომელსაც სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო, როგორც ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, ფლობდა იმავე დღეს მიმდინარე აუქციონებთან მიმართებაში. იმავე ვებგვერდზე მიმდინარე არცერთ აუქციონთან მიმართებაში პროგრამული ხარვეზი არ დაფიქსირებულა. ამასთან, კასატორის მითითებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ვერცერთი მტკიცებულება ვერ ადასტურებდა აუქციონის ორგანიზატორის ბრალეულობას აუქციონის არასწორად ან ხარვეზით წარმართვასთან დაკავშირებით. ამის საპირისპიროდ, სააგენტომ ეჭვქვეშ დააყენა შპს „...სგან" დამოუკიდებელი მიზეზებით აუქციონში მონაწილეობის მიუღებლობის ფაქტი, ვინაიდან სხვა მიზეზები, რომლებიც შესაძლებელია კომპანიისგან დამოუკიდებლად შექმნილიყო მონაწილეობის შესაფერხებლად, გამორიცხულ იქნა კომპეტენტური ორგანოს მიერ წარდგენილი კორესპონდენციით.
კასატორის - სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მითითებით, სასამართლოს არ შეუფასებია ფაქტობრივი გარემოება ზარების განხორციელებისა და ვებგვერდზე შესვლის დროსთან მიმართებაში. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენისა და ავტორიზაციის შეუძლებლობის გამო ცდილობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან დაკავშირებას. თავად მხარის მიერ წამოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, ავტორიზაციის მცდელობა განხორციელდა ... წლის ... ...ს 16:08:18 საათიდან 17:50:03 საათამდე, ხოლო ცხელ ხაზთან დაკავშირების მცდელობა განხორციელდა ... წლის ... ...ს, 15:44:13 საათზე. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ზარი განხორციელდა ვებგვერდზე შესვლამდე, შესაბამისად, ზარის განხორციელების მიზეზი ვერ იქნებოდა საიტზე შექმნილი ტექნიკური გაუმართაობა.
კასატორი - სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხარის მთავარ არგუმენტს სწორედ ტექნიკური და პროგრამული ხარვეზი წარმოადგენდა, მისი საპირისპირო მტკიცებულების შეფასება და ამის თაობაზე სასამართლოს მოსაზრებების ასახვა გადაწყვეტილებაში არ მომხდარა. კასატორი ასევე მიუთითებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ბს-162-160(კ-17), რომელშიც კასატორის მოსაზრებით სასამართლომ განსხვავებული სამართლებრივი შეფასებები გააკეთა.
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია ... წლის ... ...ის აუქციონის განხორციელებისას ტექნიკური ხარვეზის არარსებობა, თუმცა იმავდროულად მიუთითა, აუქციონის მომწყობის ხარვეზებისაგან თავისუფალი აუქციონის მოწყობის ვალდებულების დარღვევაზე. სასამართლომ ისე გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ტექნიკური გაუმართაობის გამო პროგრამაში ავტორიზაცია ვერ განახორციელა, რომ არ შეაფასა ის ფაქტი, რამდენად იყო ტექნიკური გაუმართაობა აუქციონის მომწყობის ბრალით გამოწვეული. მხოლოდ ის გარემოება, რომ შპს „...“ ცხელ ხაზს ვერ დაუკავშირდა, კასატორის მითითებით, არ ნიშნავს, რომ ავტორიზაცია შეუძლებელი იყო. ტელეფონის ნომერზე ... დაკავშირების შეუძლებლობას ავტორიზაციაზე გავლენა არ მოუხდენია.
შესაბამისად, კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიუთითებს, რომ ვინაიდან არ დასტურდებოდა აუქციონის ჩატარების დროისათვის შესაძლო ხარვეზების არსებობის ფაქტი და www.eauction.ge სერვერზე რაიმე ტექნიკური შეფერხების არსებობა სასამართლოსაც არ დაუდგენია და ასევე, არ დასტურდებოდა აუქციონის მომწყობის ბრალეულობით მხარის მიერ აუქციონში მონაწილეობის შეუძლებლობა, აღნიშნული გამორიცხავდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ... წლის 15 ოქტომბრის №1-1/483 ბრძანების ბათილად ცნობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის ძირითად არსს და საგანს შპს „...ს“ მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადახდილი საგარანტიო თანხის ე.წ. „ბეს“ თანხის - ... ლარის დაბრუნება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის ... წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის“ შესახებ დებულების მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში არ ბრუნდება პრეტენდენტის მიერ გადახდილი ბეს თანხა. კერძოდ, ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ: ა) პრეტენდენტი არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში; ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოების (სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) მიერ შპს „...სთვის" საგარანტიო თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ შესაბამისი სამართალურთიერთობის მარეგულირებელი წესი საგარანტიო თანხის, „ბეს" თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი მონაწილეობას არ იღებს ვაჭრობაში, მიუხედავად მონაწილეობის მიუღებლობის საფუძვლებისა.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ შპს „...ს“ ვაჭრობაში - აუქციონში მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა, განსახილველი დავის არსებითად სწორად გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია შევაფასოთ ის გარემოება, აუქციონში/ვაჭრობაში მონაწილეობის მიუღებლობა განპირობებული იყო პრეტენდენტის ბრალით თუ სხვა მისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი მიზეზით. შპს „..." მიუთითებს იმ გარემოებაზე, ... წლის ... ...ს აუქციონში მონაწილეობის მიღებისა და ვაჭრობის მიზნით, ვებ-გვერდზე www.eauction.ge არაერთგზის სცადა ავტორიზაცია, თუმცა გაურკვეველ მიზეზთა გამო შესვლა ვერ მოახერხა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს „...ს" წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე - ... წლის ... ...ს 17:27:05 (8 წამი); 17:27:56 (72 წამი) და 17:29:19 (128 წამი) საათზე განხორციელდა სამი ზარი, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ვინაიდან იყო - არასამუშაო დღე - შაბათი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი, ვებგვერდზე შესვლის ისტორიის ამონაწერის მიხედვით, ... წლის ... ...ს 16:08:18 საათიდან 17:50:03 საათამდე შპს ,,...’’ აუქციონში მონაწილეობისა და ვაჭრობის მიზნით ავტორიზაციისთვის, მისი კომპიუტერის IP მისამართიდან: ... არაერთხელ შეეცადა შესულიყო ინტერნეტგვერდზე www.eauction.ge.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს შპს „...ს“ მიერ შესაბამის ვებ-გვერდზე შესვლის და პარალელურად პრობლემის გადაჭრის მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოს წარმომადგენელთან დაკავშირების მცდელობას. ამასთან, მართალია, საქმეში წარმოდგენილია შესაბამისი წერილი (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან) ... წლის ... ...ს აუქციონის მიმდინარეობის პროცესში ტექნიკური ხარვეზის არ არსებობის შესახებ, თუმცა აღნიშნული საკითხის ასე ცალსახად იდენტიფიცირება, მაშინ როდესაც, მოცემულ აუქციონში ერთადერთ მონაწილეს მხოლოდ შპს „...“ წარმოადგენდა საფუძველს მოკლებულია, ხოლო სხვა მიმდინარე აუქციონებზე ხარვეზის არ არსებობა თავისთავად არ შეიძლება ავტომატურად გავრცელდეს მოცემული აუქციონის მიმართაც.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ საგარანტიო თანხის ე.წ. „ბე-ს“ გადახდა ... წლის ... ...ს ანუ აუქციონის დღეს 15:30 საათზე განხორციელდა, რასაც შედეგად სწორედ შესაბამის ვებ-გვერდზე ავტორიზაციის და ადმინისტრაციულ ორგანოსთან დაკავშირების მცდელობა მოჰყვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს შპს „...ს“ აშკარა ნებას მონაწილეობა მიეღო აუქციონში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მოცემულ საქმეზე არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც ერთის მხრივ, ცალსახად დადასტურებულია, ის ფაქტი, რომ ტექნიკური ხარვეზის არსებობის/გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს მხრიდან არ იყო უზრუნველყოფილი შესაბამისი მომსახურების გაწევის/ხარვეზის აღმოფხვრის შესაძლებლობა, ხოლო მეორეს მხრივ, პრეტენდენტი ნამდვილად ცდილობდა შესაბამისი ხარვეზის გამოსწორებას და აუქციონში მონაწილეობას, არაბრალეული პირისათვის საგარანტიო თანხის დაბრუნების შესაძლებლობის გამორიცხვა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება როგორც კანონიერების, ისე სამართლიანობის ზოგად პრინციპებს.
რაც შეეხება, კასატორის - სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ მითითებულ განჩინებას საქმეზე №172-170(კ-17) 16.05.17, უნდა განიმარტოს, რომ უზენაესი სასამართლოს აღნიშნული განჩინება აბსოლუტურად განსხვავებულ ფაქტობრივ მოცემულობას ეყრდნობა (საკითხი შეეხებოდა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აუქციონში მონაწილეობის მიუღებლობას) და უფრო მეტიც, სამოტივაციო ნაწილში საკასაციო სასამართლო მსჯელობს იმ გარემოებაზე, რომ სადავო შემთხვევაში აუქციონში მონაწილეობის მიუღებლობა არ იყო გამოწვეული დაუძლეველი ძალის ან სხვა ცალსახა დამაბრკოლებელი გარემოების არსებობით, რაც გონივრული დაშვების პირობებში, აუქციონში მონაწილეობის მიუღებლობის საპატიო გარემოებად შეიძლება ჩათვლილიყო. ამდენად, აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ შესაბამის ვებ-გვერდზე ავტორიზაციის და ასეთ პირობებში სათანადო მომსახურების მიღების შეუძლებლობა, თავის მხრივ, სწორედ გონივრული დაშვების პირობებში, შესაძლო პატივსადებ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს2“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინება;
3. სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202482571) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.02.2020წ. #00902 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე