Facebook Twitter
№ბს-412(კ-21) 28 ივლისი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი. კ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 13 ივლისს ი. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს მიმართ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 8 ივნისის №06/20/შ/პ-003, ამავე სამსახურის 2020 წლის 17 ივლისის №06/20/შ/პ-006 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველ ადგილობრივ საბჭოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ი. კ-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ, გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 8 ივნისის №06/20/შ/პ-003 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 17 ივლისის №06/20/შ/პ-006 გადაწყვეტილება; მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველ ადგილობრივ საბჭოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ი. კ-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე, გამოცემა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განაჩენით, ი. კ-ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულ ი. კ-ის მიმართ დარჩა უცვლელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის განჩინებით, მსჯავრდებულ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი დაუშველად იქნა ცნობილი.
№... პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ 2020 წლის 7 მაისს და 24 ივნისს დამტკიცდა ი. კ-ის დახასიათებები, სადაც ბენეფიციარი ი. კ-ე საუბრობს, რომ მას დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია, რომ ის შურისძიების მსხვერპლია და იბრძოლებს სამართლიანობის აღსადგენად. ძალიან განიცდის შვილებთან დაშორებას, ნანობს ციხეში გატარებულ ყველა დღეს, თვლის, რომ ეს მკვეთრად აისახა მის შვილებზე.
მსჯავრდებულის განცხადებით, იგი სასჯელის მოხდის პერიოდში განქორწინდა, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, გოგო არის 12 წლის, ხოლო ბიჭი 10 წლის, რომლებზეც ამჟამად მსჯავრდებულის მშობლები ზრუნავენ. ყოფილი მეუღლე მსჯავრდებულია და იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში. დედ-მამასთან და შვილებთან აქვს კარგი ურთიერთობა. მსჯავრდებული სარგებლობს ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნების უფლებით, ოჯახთან და ახლობლებთან აქვს სატელეფონო საუბრები. მსჯავრდებულის განმარტებით, ოჯახს აქვს საშუალო ეკონომიკური მდგომარეობა. იგი გათავისუფლების შემდეგ გეგმავს დაბრუნდეს ოჯახში, იზრუნოს შვილებზე და მათ აღზრდაში მიიღოს სრულფასოვანი მონაწილეობა.
მსჯავრდებულ ი. კ-ის განმარტებით, მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, დაამთავრა ...ო უნივერსიტეტის ...ის ფაკულტეტი. დაოჯახებამდე პერიოდულად მუშაობდა პროფესიით, დაკავებამდე იყო დიასახლისი.
სასჯელის მოხდის პერიოდში ი. კ-ემ გაიარა მართვის მოწმობის თეორიული კურსი, ინგლისური ენის, სპორტული მასაჟისა და რეაბილიტაციის შემსწავლელი კურსები. მოისმინა ტრენინგი: „მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებები, საჩივრების დისციპლინურ და ადმინისტრაციულ პროცედურებთან მიმართებაში“. სარგებლობს დაწესებულების საბიბლიოთეკო მომსახურებით, კითხულობს წიგნებს. ესწრება დაწესებულებაში გამართულ კულტურულ ღონისძიებებს, დაკავებულია სპორტული აქტივობით - ფიტნესით.
მსჯავრდებულ ი. კ-ესთან გასაუბრებისას, რისკ-ფაქტორები, ემოციური აგრესიისა და ანტისოციალური ქცევის ტენდენცია არ გამოვლენილა. რაც შეეხება დამცავ ფაქტორებს, იგი ფსიქოლოგთან ინტერვიუირების პროცესში ერთვის სიტუაციასთან შესაბამისი ნდობის ფარგლებში, დიალოგში შემოდის დადებითი გუნება-განწყობით. საუბრობს ღიად, თავისუფლად, ამყარებს თვალით კონტაქტს, გარეგნულად მოწესრიგებულია, კომუნიკაბელურია, თვითშეფასება ადეკვატურია, მიზანდასახულია, ობიექტურად აფასებს რეალობას, ოპტიმისტია. კოგნიტური და სოციალური უნარები განვითარებული აქვს. სარგებლობს დაწესებულებაში არსებული ბიბლიოთეკით, კითხულობს მხატვრულ-პროფესიულ ლიტერატურას, ეცნობა ინფორმაციას, ქსოვს, სპორტული აქტივობებითაა დაკავებული, გაიარა სასწავლო-პროფესიული კურსი. ჰყავს მხარდამჭერთა ძლიერი გუნდი ოჯახის წევრების და ნათესავების სახით. წარსულში აქვს სამუშაო გამოცდილება, პროფესიით ...ია, გათავისუფლების შემდეგ სურვილი აქვს დაუბრუნდეს თავის პროფესიას, დასაქმდეს, იზრუნოს შვილებზე.
ი. კ-ე ნასამართლობის არმქონეა. მას სასჯელის მოხდის პერიოდში დისციპლინური სახდელი არ დაკისრებია და წახალისებული არ ყოფილა.
მსჯავრდებული ი. კ-ე ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნების, დაწესებულების დღის განრიგისა და რეჟიმის დარღვევაში არ არის შემჩნეული, ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობებს. მას კარგი ურთიერთობა აქვს მსჯავრდებულებთან, არ არის კონფლიქტური, თავაზიანია თანამშრომლებთან მიმართებაში.
მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე გამოკვლეული იქნა ოჯახის სოციალური გარემოს მზაობა მსჯავრდებულ ი. კ-ის შესაძლო დაბრუნების მიმართ, ოჯახის წევრთა დამოკიდებულება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიმართ, გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის თავშესაფრის/საცხოვრებელი ადგილის არსებობა, მსჯავრდებულზე დამოკიდებული პირების საჭიროებები, გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის სავარაუდო შემოსავლის წყარო, სარეაბილიტაციო მომსახურების რესურსები და მათი ხელმისაწვდომობა გათავისუფლების შემდეგ, სოციალური მუშაკის მიერ წარდგენილი დასკვნის შესაბამისად.
აღნიშნული დასკვნის თანახმად, №... ქალთა სპეციალური დაწესებულების მსჯავრდებულის - ი. კ-ის ოჯახის შეფასება განხორციელდა მუშაობის დისტანციური რეჟიმის პირობებში. ერთი ვიდეო ზარი შედგა მსჯავრდებულის მშობლებთან - ნ. კ-ესთან და რ. კ-ესთან, მსჯავრდებულის შვილებთან - ნ. და ნი. ს-ებთან და მსჯავრდებულის დასთან - თ. კ-ესთან. ოჯახში ვიზიტი, საცხოვრებელი პირობების შეფასება და უშუალო დაკვირვება ვერ მოხერხდა. მიღებული ინფორმაციით, მშობლები - ნ. და რ. კ-ეები 27 წელია ცხოვრობენ მისამართზე: ქ. მცხეთა, ...ი, ...ა. საცხოვრებელი არის ...ის ტიპის. შესახლებული არიან ...ი. ფართი ირიცხება მთავრობის ბალანსზე და მათი პრივატიზება დღემდე არ განხორციელებულა. აქვთ ხუთი საძინებელი ოთახი, აღჭურვილი ყველა საჭირო ნივთითა და ტექნიკით, მოწესრიგებული კომუნალური მდგომარეობით. მათთან ერთად ცხოვრობენ მსჯავრდებულის არასრულწლოვანი შვილები - ნ. და ნი. ს-ები. უშუალო დაკვირვება ოჯახის წევრების ურთიერთობების შესახებ ვერ განხორციელდა, მაგრამ დისტანციური მუშაობის პირობებში შეინიშნებოდა ერთმანეთის მიმართ მზრუნველობითი ხასიათის ურთიერთობა.
მსჯავრდებულის ორივე მშობელი პენსიონერია. დედა პერიოდულად, საკონდიტრო მაღაზიაში, თანამშრომლების შემცვლელად მუშაობს. დამატებით, ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს ქ. გორში არსებული ბინა, რომელიც გაქირავებულია. მათ ეკონომიურად და მატერიალურად ეხმარებიან მსჯავრდებულის და და დისშვილები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ი. მდგომარეობით და კეთილდღეობით. ოჯახის წევრებთან ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ იკვეთება. ნასამართლევი პირები არ არიან. ქალბატონი ნ. გადმოცემით, მისი შვილისთვის ეს არის პირველი სასჯელი. დანაშაულის მოტივზე არ საუბრობს. ამბობს, რომ მას დაძაბული, 17 წლიანი თანაცხოვრება ჰქონდა მეუღლესთან - ნ. ს-თან. ხშირად ძალადობდა ნ. ფიზიკურად მეუღლეზე და შვილებზე. ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, მაგრამ ი. არ აძლევდა დახმარების საშუალებას. რამდენჯერმა წამოიყვანეს სიძის სახლიდან, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მაინც ბრუნდებოდა ოჯახში და ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. 2018 წლის 12 მაისიდან მსჯავრდებული ი. კ-ე სასჯელს იხდის ქალიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის, მაგრამ მშობლები ამას არ აღიარებენ. მიაჩნიათ, რომ ის უდანაშაულოა, ბავშვი არ უცემია და ყოფილმა მეუღლემ განზრახ დააკავებინა ის. სოციალური მუშაკის კითხვაზე ჰქონდა თუ არა ბავშვს დაზიანება და გადაყვანილი იყო თუ არა ექსპერტიზაზე შესამოწმებლად, უპასუხეს, რომ ნ. დეიდამ უყიდა სკუტერი, რომლის მართვის დროსაც გადმოვარდა და წელი დაიზიანა. ყოფილმა სიძემ ბავშვები დააშინა, რათა სასამართლო პროცესზე ესაუბრათ დედის დანაშაულზე.
სოციალურ მუშაკთან საუბრისას, მსჯავრდებულის მშობლები კატეგორიულად გამორიცხავენ ი. დანაშაულებრივ ქმედებას და ხაზს უსვამენ მხოლოდ მის დედობრივ ზრუნვას და შვილების სიყვარულს დედის მიმართ. მიაჩნიათ, რომ ის კრიმინალური აზროვნების და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირი არაა. რაც შეეხება ი. კ-ის ქმარს, 2019 წლის 10 აპრილიდან მეუღლის და ბავშვების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო, სასჯელს იხდის №... პენიტენციურ დაწესებულებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი შვილების - ნ. და ნი. საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 2019 წლის 8 აგვისტოდან მზრუნველად დაინიშნა პაპა - რ. კ-ე. არასრულწლოვნების გადმოცემით, ხშირად ნახულობენ ბებია-პაპასთან ერთად დედას. უგზავნიან საჭირო ნივთებსაც. აქვთ სატელეფონო კონტაქტიც და გათავისუფლების შემთხვევაში, სურვილი აქვთ ისევ დედასთან იცხოვრონ. ი. კ-ე დაკავებამდე ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად, მეუღლის კუთვნილ ბინაში. გათავისუფლების შემდეგ, ის იცხოვრებს მშობლების ბინაში, მათთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ზემოაღნიშნულ მისამართზე. მას ექნება საკუთარი კუთხე, უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო.
მსჯავრდებულის ძლიერი თანადგომის ქსელს წარმოადგენენ მისი ოჯახის წევრები. ისინი ახორციელებენ ზრუნვას ამ პერიოდში და გათავისუფლების შემდეგაც მზად არიან იცხოვრონ მასთან ერთად. რა კონკრეტული გეგმები აქვს გათავისუფლების შემდეგ, არ იციან, მაგრამ მზად არიან დაეხმარონ შვილების აღზრდაში/საჭიროებების დაკმაყოფილებაში, ხელი შეუწყონ დასაქმებაში და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში. დასაქმებასთან დაკავშირებით, არ გამორიცხავენ პენიტენციურ დაწესებულებაში ნასწავლი მასაჟის ხელოვნებაც გამოიყენოს ი. . როგორც გაირკვა, მსჯავრდებულს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, მაგრამ მხოლოდ დაოჯახებამდე მუშაობდა 6 წლის განმავლობაში ...ად. რაც შეეხება სარეაბილიტაციო მომსახურების რესურსებს, გათავისუფლების შემდგომ, პირობით მსჯავრდებულთან, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მოხდება დანაშაულის განმეორების ალბათობისა და ზიანის რისკის დონის შეფასება. შეფასების შედეგად გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად, ის ჩაერთვება სარეაბილიტაციო პროგრამებში. აგრეთვე ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს სხვა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მომსახურებით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველმა ადგილობრივმა საბჭომ 2020 წლის 8 ივნისს და 17 ივლისს, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. კ-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა, დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და გარკვეული პიროვნული მახასიათებლები, თუმცა ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათზე, რომ ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, კერძოდ კი, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელდა ოჯახში ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია. სახეზეა ძალადობის არაერთი ეპიზოდი. უარყოფითად იქნა შეფასებული დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან, ფაქტი, რომ მსჯავრდებული დანაშაულს არ აღიარებს. საბჭომ ასევე მიუთითა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა არასრულწლოვანებისათვის შექმნას ნორმალური ცხოვრების პირობები, რაც თავის მხრივ გულისხმობს არასრულწლოვნის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას, ჯანმრთელობის დაცვას, ნორმალურ ფიზიკურ, ზნეობრივ და გონებრივ განვითარებაზე ზრუნვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის შესახებ საკითხის განხილვისას, განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია ჩადენილი დანაშაულის ხასიათმა, თუ რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული და მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან. შესაბამისად, მოცემულ ეტაპებზე, ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობები მსჯავრდებულ ი. კ-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.
საქალაქო სასამართლომ საქმეში დაცული 2018 წლის 3 ივლისის ექსპერტიზის დასკვნის, სისხლის სამართლის მასალებისა და ნ. და ნი. ს-ების ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. და ნი. ს-ები დედის - ი. კ-ის ქმედებებით არ განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ცენტრის სოციალური მუშაკის 2020 წლის 24 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, სოციალური მუშაკის მხრიდან გასაუბრება შედგა ორივე ბავშვთან (ნ. და ნი. ს-ებთან) ინდივიდუალურად. საუბარი შეეხო მათ ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას და ასევე, მშობლებთან ურთიერთობის საკითხებს. ბავშვებმა საუბრისას აღნიშნეს, რომ ისინი თავს კარგად გრძნობენ ბებიასთან და პაპასთან ერთად, კმაყოფილი არიან მათთან ცხოვრებით, თუმცა აღნიშნეს ისიც, რომ დედა ენატრებათ და ელოდებიან მის სახლში დაბრუნებას. ნ. და ნი. ხშირი სატელეფონო კომუნიკაცია აქვთ დედასთან, ასევე დადიან მასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პაემნებზე და სიამოვნებთ მასთან ურთიერთობა. რაც შეეხება მამასთან დაკავშირებით, ბავშვები არ გამოთქვამენ მასთან კომუნიკაციის სურვილს, გამოხატავენ წყენას მის მიმართ. ნი. და ნ. ს-ებმა 20.11.2020 წლის №... და №... განცხადებებით დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, სადაც ორივე გამოხატავს დედის გათავისუფლების და მასთან ერთად ცხოვრების სურვილს. აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, ფსიქოლოგების შეფასებებიდან გამომდინარე, ასევე, სოციალური მუშაკის დაკვირვების შედეგად, ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მზრუნველი პირები არასრულწლოვნების მიმართ იჩენენ სათანადო ყურადღებასა და მზრუნველობას, ოჯახში უზრუნველყოფილია ბავშვების საჭიროებები და ოჯახის წევრებისა და გარშემომყოფების მხრიდან ნ. და ნი. ს-ები დაცული არიან ძალადობისგან და უგულებელყოფისაგან.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ცენტრის ფსიქოლოგის 2020 წლის 20 ნოემბრის შეფასების მიხედვით, არასრულწლოვნების ქცევაზე, საუბარზე, ფსიქოლოგთან ურთიერთობის ფორმასა და შინაარსზე დაკვირვებიდან მიღებული შთაბეჭდილებების თანახმად, ნი. და ნ. ზოგადი ფსიქოლოგიური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვების მიერ გამოხატული ემოციური რეაქციები და მეტყველებითი რეაგირებები მიუთითებენ არასრულწლოვნების გუნება-განწყობილების დადებით ხარისხზე. ვერბალური გამოხატვის ფორმებში და სენსო-მოტორულ რეაგირებებში, გასაუბრებისას, ბავშვების მიერ აღინიშნა, გამჟღავნდა გარკვეული წყენა და უკმაყოფილება მამის მიმართ. აგრეთვე, არასრულწლოვნების ინტერესების და სურვილების გაცნობისას, გამოვლინდა ნ. და ნი. ძლიერი სურვილი და ინტერესი იყვნენ დედასთან სიახლოვეს, ნატვრა, რომ „ჩქარა მოხდეს დედას სახლში დაბრუნება“. ფსიქოლოგის ნ. და ნი. გასაუბრებისას, არასრულწლოვნები სიხარულის, მხიარულების, კმაყოფილების გამომსახველი ემოციურობით საუბრობდნენ დედაზე. აღსანიშნავია დედა-შვილების დადებითი ემოციური კავშირი და ბავშვების ბებია-პაპასთან, დეიდასთან (დედის მხრიდან) დამოკიდებულების პოზიტიური შინაარსი. ნ. და ნი. იხსენებდნენ დედის, დეიდის, ბებია-პაპის მხრიდან გამოხატულ მზრუნველობის, სიყვარულის, მათ მიმართ მხარდაჭერის გამომსახველ გარემოებებს. არასრულწლოვნების მიერ გამოხატულ მეტყველებით რეაგირებებში და კონსულტაციაზე გამოვლენილ მიმიკურ თუ ჟესტიკულაციურ მინიშნებებში იგრძნობა არასრულწლოვნების სიცოცხლისუნარიანობის დამაკმაყოფილებელი ხარისხი და სოციალური იდენტურობის მიმდინარეობის დადებითი მახასიათებელი.
„...ის“ ფსიქოლოგის 2020 წლის 16 ნოემბრის ანგარიშის თანახმად, მზრუნველობაში არსებულ მომართვასთან დაკავშირებით, განხორციელდა 4 სესია, მათგან: მზრუნველთან პირველადი ინტერვიუ, 2 სამუშაო შეხვედრა მზრუნველობაში მყოფ ნ. ს-თან და 1 სამუშაო შეხვედრა მზრუნველობაში მყოფ ნი. ს-თან. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში, მოხდა ინფორმაციის მიღება მოზარდებზე, მათი ინტერესების გაცნობა, ერთმანეთთან და ოჯახის სხვა წევრებთან კომუნიკაციის სტრატეგიების განხილვა და მშობლების მიმართ დამოკიდებულებების იდენტიფიცირება. ორივე მოზარდის შემთხვევაში ვლინდება პოზიტიური დამოკიდებულება დედის მიმართ. ისინი მოიაზრებენ დედას, როგორც მხარდამჭერს. აღნიშნავენ მის დადებით თვისებებს: ,,დედა არის მოსიყვარულე, ერთგული და სულ მეხმარება, მართალია ადვილად ბრაზდება ყველაფერზე, მაგრამ ძალიან მიყვარს და ჩვენც ვუყვარვართ“ - ნ. . ფსიქოლოგთან საუბრისას იკვეთება ბავშვების ემოციური კავშირი დედის მიმართ. დედასთან შეხვედრების მიუხედავად, ისინი გამოხატავენ სურვილს შეხვედრები იყოს უფრო ხშირი და ხანგრძლივი. ფსიქოლოგთან საუბრის შედეგად, გამოიკვეთა მათი დედასთან ყოფნის სურვილი. მამაზე საუბარს ჯერჯერობით მოზარდები თავს არიდებენ და მხოლოდ ზედაპირულად ახსენებენ უხეშ მოპყრობას მამის მხრიდან. ამჟამად, მამასთან კომუნიკაცია შეწყვეტილია და ბავშვების თქმით, მათ არ სურთ მამასთან კომუნიკაცია. შესაძლებელია ბავშვების დამოკიდებულებებზე სხვადასხვა პრობლემური საკითხების მიმართ გავლენას ახდენს მზრუნველების (ბებია, ბაბუა) სუბიექტური დამოკიდებულებები, თუმცა აღნიშნულის დასადგენად საჭიროა კომუნიკაციის გაგრძელება მოზარდებთან.
№... ქალთა სპეციალური დაწესებულების დირექტორის 2020 წლის 10 სექტემბრის წერილის თანახმად, 2018 წლის 10 მაისიდან დღემდე ი. კ-ემ არაერთხელ ისარგებლა დედ-მამასთან, დასთან, დისშვილთან და შვილებთან - ნ. და ნი. ს-ებთან ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნებით. პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის წერილის თანახმად, სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებული ი. კ-ე სარგებლობს კუთვნილი ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემანის უფლებით შვილებთან - ნი. და ნ. ს-ებთან, ასევე აქვს სატელეფონო კომუნიკაცია. მსჯავრდებული მოტივირებულია, ჩართული იყო სხვადასხვა სასწავლო პროგრამებში, მოისმინა ტრენინგები სხვადასხვა თემაზე, სარგებლობს დაწესებულების საბიბლიოთეკო მომსახურეობით, კითხულობს წიგნებს, ესწრება დაწესებულებაში გამართულ კულტურულ ღონისძიებებს, დაკავებულია სპორტული აქტივობით - ფიტნესით. მსჯავრდებულ ი. კ-ეს დაწესებულებაში განთავსების დღიდან ხშირი ურთიერთობა ჰქონდა ფსიქოლოგთან, სისტემატიურად ესწრებოდა სესიებს. ბენეფიციარს აღენიშნებოდა მძიმე პენიტენციური სტრესი, ძალიან განიცდიდა და ნერვიულობდა შვილების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, გამოიკვეთა ჯანმრთელი მიჯაჭვულობა შვილების მიმართ, საუბრობს მათზე სიყვარულით და სითბოთი.

ინტერვიუირების/კონსულტირების პროცესში ემოციური აგრესიისა და ანტისოციალური ქცევის ტენდენცია არ გამოვლენილა. დღეის მდგომარეობით, ბენეფიციარის ემოციური მდგომარეობა სტაბილურია. კოგნიტური და სოციალური უნარები განვითარებული აქვს, კეთილგანწყობილია, თხრობის სტილი თანმიმდევრულია, აღქმა მიზნობრივი, ქცევები ადექვატური აქვს, კომუნიკაბელურია. ძალიან განიცდის შვილებთან დაშორებას, ნანობს ციხეში გატარებულ ყოველ დღეს, თვლის, რომ ეს მკვეთრად აისახა მის შვილებზე.
საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა პატიმრობის კოდექსის პირველი, 41-ე მუხლის პირველი ნაწილით და 43-ე მუხლებით, ასევე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტით, მე-6, მე-7, მე-10 და მე-13 მუხლებით და გაიზიარა საბჭოს პოზიცია მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათთან მიმართებაში, თუმცა მიიჩნია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, სასჯელის მიზნის მიღწევადობასა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხებს.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი ყველა კრიტერიუმის გამოკვლევას, ამ კრიტერიუმების ურთიერთშეპირისპირებასა და მათი პრიორიტეტების დადგენას.
საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაქცია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანსა და პრინციპებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას და მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია კავშირშია ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან, ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც.
სასამართლოს მოსაზრებით, თითოეული კრიტერიუმის შეფასებისას, მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია საბოლოოდ დადგინდეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გამოსწორებულია თუ არა მსჯავრდებული მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით და მისი გამოსწორებისათვის საჭირო არის თუ არა დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია ამჟამად ი. კ-ე სასჯელს იხდიდა მისი არასრულწლოვანი შვილის (ნ. ს-ის) მიმართ ჩადენილი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, თუმცა საქმეზე დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ნ. და ნი. ს-ების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ ურთიერთობა აქვთ დედასთან ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნების ფარგლებში, აქვთ მასთან სატელეფონო კომუნიკაცია და გამოთქვამენ სურვილს იცხოვრონ დედასთან ერთად და ამასთან, ი. კ-ე პენიტენციურ დაწესებულებაში იცავს რეჟიმის მოთხოვნებს, ჩართულია სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში და ფსიქოლოგის შეფასებით, გააჩნია ჯანმრთელი მიჯაჭვულობა შვილების მიმართ, განიცდის მათთან დაშორებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. კ-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობის შეცვლის შესახებ საკითხის შეფასებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს როგორც არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესები, ასევე მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლებიც.
ამასთან, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც არასრულწლოვანი ნ. და ნი. ს-ების ორივე მშობელი ამჟამად მსჯავრდებულია და ისინი იმყოფებიან მზრუნველობის ქვეშ, ბავშვთა ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მათი კვლავ თუნდაც ერთი მშობლის გვერდით თანაცხოვრების გაგრძელება, მით უფრო, რომ მათ არაერთ ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან გასაუბრებისას გამოთქვეს მზაობა და სურვილი იცხოვრონ დედასთან ერთად, რაც, საქალაქო სასამართლოს მითითებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე არასრულწლოვანმა ნ. ს-მა თავად დაადასტურა.
საქალაქო სასამართლომ დამატებით მიუთითა იმ გარემოებებზეც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, მსჯავრდებულ ი. კ-ეს გააჩნია ძლიერი მხარდაჭერა ოჯახის წევრების, კერძოდ, მშობლების და დის მხრიდან, რომლებიც გათავისუფლების შემთხვევაში, გამოთქვამენ სურვილს იცხოვრონ მასთან ერთად, მზად არიან დაეხმარონ შვილების აღზრდაში/საჭიროებების დაკმაყოფილებაში, ხელი შეუწყონ დასაქმებაში და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში.
ყოველივე ზემოაღნიშნული კი, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, იძლეოდა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შემდეგ, სურს საზოგადოებასთან/ოჯახთან, შვილებთან რეინტეგრაცია.
შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. კ-ის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ იყო დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მთლიანად მოხდა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ქმნიდა ი. კ-ის სასჯელის მოუხდელის ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საფუძველს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 08 ივნისის №06/20/შ/პ-003 და 2020 წლის 17 ივლისის №06/20/შ/პ-006 გადაწყვეტილებები და მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველ ადგილობრივ საბჭოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ი. კ-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ, გამოცემა დაავალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველმა ადგილობრივმა საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველმა ადგილობრივმა საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის გადაწყვეტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს ადგილობრივი საბჭოს კომპეტენციას, მის დისკრეციულ უფლებამოსილებას კანონით დადგენილ ფარგლებში.
საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, დამოკიდებულება დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, თუმცა ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათზე, ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, კერძოდ კი, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილია ოჯახში ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია. სახეზეა ძალადობის არაერთი ეპიზოდი. მნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული ფაქტი, რომ მსჯავრდებული დანაშაულს არ აღიარებს.
კასატორი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა იზრუნოს არასრულწლოვნებისათვის ნორმალური ცხოვრების პირობების შექმნაზე, უსაფრთხო გარემოში ცხოვრებაზე. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის პრიორიტეტი პირველ რიგში გულისხმობს მის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობის დაცვას, ნორმალურ ფიზიკურ, ზნეობრივ და გონებრივ განვითარებაზე ზრუნვას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მითითებით, მსჯავრდებულის შესახებ საკითხის განხილვისას განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია ჩადენილი დანაშაულის ხასიათმა, თუ რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული და მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან.
შესაბამისად, კასატორის აღნიშვნით, საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ ეტაპზე ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. ამასთან, სადავო გადაწყვეტილებების მიღების დროს, საბჭოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილება გამოყენებული იყო საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების საფუძველზე, პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინებით 2021 წლის 27 ივლისს 16:00 საათზე დაინიშნა გასაუბრება არასრულწლოვან ნ. ს-სა და ნ. ს-თან; გასაუბრების პროცესში ჩაბმულ იქნენ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი; ამავე განჩინებით განისაზღვრა, გასაუბრების ჩატარება ბავშვებისათვის ნაცნობ გარემოში - მათ საცხოვრებელ ადგილზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ი. კ-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს მოცემულ საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განაჩენით, ი. კ-ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულ ი. კ-ის მიმართ დარჩა უცვლელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის განჩინებით, მსჯავრდებულ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი დაუშველად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული ი. კ-ე ნასამართლობის არმქონეა; სასჯელის მოხდის პერიოდში არ დაკისრებია დისციპლინური სახდელი და არც წახალისებული ყოფილა; არ არის შემჩნეული ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნების, დაწესებულების დღის განრიგისა და რეჟიმის დარღვევაში; ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობებს; აქვს კარგი ურთიერთობა მსჯავრდებულებთან; არ არის კონფლიქტური და თავაზიანია თანამშრომლებთან მიმართებაში. ამასთან, სასჯელის მოხდის პერიოდში ი. კ-ემ გაიარა მართვის მოწმობის თეორიული კურსი, ინგლისური ენის, სპორტული მასაჟისა და რეაბილიტაციის შემსწავლელი კურსები. მოისმინა ტრენინგი - „მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებები, საჩივრების დისციპლინურ და ადმინისტრაციულ პროცედურებთან მიმართებაში“, სარგებლობს დაწესებულების საბიბლიოთეკო მომსახურებით, კითხულობს წიგნებს, ესწრება დაწესებულებაში გამართულ კულტურულ ღონისძიებებს და დაკავებულია სპორტული აქტივობით - ფიტნესით. მსჯავრდებულ ი. კ-ესთან გასაუბრებისას, რისკ-ფაქტორები, ემოციური აგრესიისა და ანტისოციალური ქცევის ტენდენცია არ გამოვლენილა. რაც შეეხება დამცავ ფაქტორებს, იგი ფსიქოლოგთან ინტერვიუირების პროცესში ერთვის სიტუაციასთან შესაბამისი ნდობის ფარგლებში, დიალოგში შედის დადებითი გუნება-განწყობით. საუბრობს ღიად, თავისუფლად, ამყარებს თვალით კონტაქტს, გარეგნულად მოწესრიგებულია, კომუნიკაბელურია, თვითშეფასება ადეკვატურია, მიზანდასახულია, ობიექტურად აფასებს რეალობას, ოპტიმისტია. კოგნიტური და სოციალური უნარები განვითარებული აქვს. სარგებლობს დაწესებულებაში არსებული ბიბლიოთეკით, კითხულობს მხატვრულ-პროფესიულ ლიტერატურას, ეცნობა ინფორმაციას, ქსოვს, სპორტული აქტივობებითაა დაკავებული, გაიარა სასწავლო-პროფესიული კურსი. ჰყავს მხარდამჭერთა ძლიერი გუნდი ოჯახის წევრების და ნათესავების სახით. წარსულში აქვს სამუშაო გამოცდილება, პროფესიით ...ია, გათავისუფლების შემდეგ სურვილი აქვს დაუბრუნდეს თავის პროფესიას, დასაქმდეს და იზრუნოს შვილებზე.
ამასთან, მსჯავრდებულ ი. კ-ეს დაწესებულებაში განთავსების დღიდან ხშირი ურთიერთობა ჰქონდა ფსიქოლოგთან, სისტემატიურად ესწრებოდა სესიებს. ბენეფიციარს აღენიშნებოდა მძიმე პენიტენციური სტრესი, ძალიან განიცდიდა და ნერვიულობდა შვილების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, გამოიკვეთა ჯანმრთელი მიჯაჭვულობა შვილების მიმართ, საუბრობს მათზე სიყვარულით და სითბოთი. ინტერვიუირების/კონსულტირების პროცესში ემოციური აგრესიისა და ანტისოციალური ქცევის ტენდენცია არ გამოვლენილა. ამჟამად, ბენეფიციარის ემოციური მდგომარეობა სტაბილურია, განვითარებული აქვს კოგნიტური და სოციალური უნარები. კეთილგანწყობილია, თხრობის სტილი თანმიმდევრულია, აღქმა მიზნობრივი, ქცევები ადეკვატური აქვს, კომუნიკაბელურია. ძალიან განიცდის შვილებთან დაშორებას, ნანობს ციხეში გატარებულ ყოველ დღეს, თვლის, რომ ეს მკვეთრად აისახა მის შვილებზე.
მოსარჩელე ი. კ-ე 17 წლის მანძილზე თანაცხოვრებაში იყო ნ. ს-თან, რომელთანაც სასჯელის მოხდის პერიოდში განქორწინდა. ი. კ-ეს ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი: 14 წლის ნ. ს-ი და 11 წლის ნ. ს-ი, რომლებზეც ამჟამად მსჯავრდებულის მშობლები ზრუნავენ. ი. კ-ე სარგებლობს ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნების უფლებით მის მშობლებთან და შვილებთან, აქვს მათთან სატელეფონო კომუნიკაციაც.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენის შესაბამისად, 2002 წლიდან ნ. ს-ი და ი. კ-ე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში და ჰყავთ ორი შვილი. 2018 წლის აპრილის თვეში, ნ. ს-მა ფიზიკური ძალადობა განახორციელა ი. კ-ის მიმართ, რაც გამოიხატებოდა ი. კ-ის ცემაში. აღნიშნული ქმედების შედეგად, ი. კ-ემ მიიღო ფიზიკური და მორალური სახის ზიანი. 2016 წლიდან 2018 წლის მაისამდე, ნ. ს-ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მის მეუღლეს - ი. კ-ეს. საქმეზე ჩატარებული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი. კ-ემ ნ. ს-ის მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედებების გამო განიცადა ფსიქოლოგიური (მორალური) დამცირება და ტანჯვა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ნ. ს-ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ნოემბრის განაჩენით, ასევე ცნობილია დამნაშავედ მისი და ი. კ-ის არასრულწლოვან შვილებზე - ნ. და ნი. ს-ებზე განხორციელებულ ძალადობაშიც, რის გამოც ამჟამად ისიც წარმოადგენს მსჯავრდებულ პირს.
2018 წლის 3 ივლისის ექსპერტიზის დასკვნების, სისხლის სამართლის მასალებისა და ნ. და ნი. ს-ების ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგების შესაბამისად, ნ. და ნი. ს-ები დედის - ი. კ-ის ქმედებებით არ განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ამასთან, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ცენტრის სოციალური მუშაკის 2020 წლის 24 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, სოციალურ მუშაკთან გასაუბრებისას, ნ. და ნი. ს-ებმა აღნიშნეს, რომ დედა ენატრებათ და ელოდებიან მის სახლში დაბრუნებას. მათ ხშირი სატელეფონო კომუნიკაცია აქვთ დედასთან და ხშირად დადიან მასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პაემნებზე. ნი. და ნ. ს-ებმა 20.11.2020 წლის №... და №... განცხადებებით დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, სადაც ორივე გამოხატავს დედის გათავისუფლების და მასთან ერთად ცხოვრების სურვილს. ასევე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ცენტრის ფსიქოლოგის 2020 წლის 20 ნოემბრის შეფასების მიხედვით, არასრულწლოვნების ქცევაზე, საუბარზე, ფსიქოლოგთან ურთიერთობის ფორმასა და შინაარსზე დაკვირვებიდან მიღებული შთაბეჭდილებების თანახმად, ნი. და ნ. ზოგადი ფსიქოლოგიური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვების მიერ გამოხატული ემოციური რეაქციები და მეტყველებითი რეაგირებები მიუთითებენ არასრულწლოვნების გუნება-განწყობილების დადებით ხარისხზე. აგრეთვე, არასრულწლოვნების ინტერესების და სურვილების გაცნობისას, გამოვლინდა ნ. და ნი. ძლიერი სურვილი და ინტერესი იყვნენ დედასთან სიახლოვეს, ნატვრა, რომ „ჩქარა მოხდეს დედას სახლში დაბრუნება“. ფსიქოლოგის ნ. და ნი. გასაუბრებისას, არასრულწლოვნები სიხარულის, მხიარულების, კმაყოფილების გამომსახველი ემოციურობით საუბრობდნენ დედაზე. აღსანიშნავია დედა-შვილების დადებითი ემოციური კავშირი და ბავშვების ბებია-პაპასთან, დეიდასთან (დედის მხრიდან) დამოკიდებულების პოზიტიური შინაარსი. ნ. და ნ. იხსენებდნენ დედის, დეიდის, ბებია-პაპის მხრიდან გამოხატულ მზრუნველობის, სიყვარულის, მათ მიმართ მხარდაჭერის გამომსახველ გარემოებებს. ასევე, „...ის“ ფსიქოლოგის 2020 წლის 16 ნოემბრის ანგარიშის თანახმად, ორივე მოზარდის (ნ. და ნი. ს-ები) შემთხვევაში ვლინდება პოზიტიური დამოკიდებულება დედის მიმართ. ისინი მოიაზრებენ დედას, როგორც მხარდამჭერს. აღნიშნავენ მის დადებით თვისებებს: „დედა არის მოსიყვარულე, ერთგული და სულ მეხმარება, მართალია ადვილად ბრაზდება ყველაფერზე, მაგრამ ძალიან მიყვარს და ჩვენც ვუყვარვართ“ - ნ. . ფსიქოლოგთან საუბრისას იკვეთება ბავშვების ემოციური კავშირი დედის მიმართ. დედასთან შეხვედრების მიუხედავად, ისინი გამოხატავენ სურვილს შეხვედრები იყოს უფრო ხშირი და ხანგრძლივი. ფსიქოლოგთან საუბრის შედეგად, გამოიკვეთა მათი დედასთან ყოფნის სურვილი.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისათვის საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო საკითხის მარეგულირებელ შესაბამის ნორმებზე.
„პატიმრობის კოდექსის“ 41-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს სამსახურის ადგილობრივი საბჭო. მითითებული კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა, ხოლო მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ. შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. აღნიშნული მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად კი, მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.
ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს.
აღნიშნული წესის მე-6 მუხლით განსაზღვრულია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადმინისტრაციულმა ორგანომ მსჯავრდებული უნდა შეაფასოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე, კერძოდ: ა) დანაშაულის ხასიათი - აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში - აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა - აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები - აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება - აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია დადგინდეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, გამოსწორებულია თუ არა მსჯავრდებული მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით და მისი გამოსწორებისათვის საჭირო არის თუ არა დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებული - ი. კ-ის საკითხის განხილვისას, განსაკუთრებული უარყოფითი გავლენა იქონია ჩადენილი დანაშაულის ხასიათმა (თუ რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული და მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან), რის გამოც, ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადგილობრივი საბჭოს მიერ მხოლოდ დანაშაულის ხასიათზე ხაზგასმა და მხოლოდ ამ მოტივით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, ვინაიდან, ერთის მხრივ, მოსარჩელის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში, შესაბამისი პირობების არსებობისას, კანონმდებლობით გათვალისწინებულია შინაპატიმრობის გამოყენების შესაძლებლობა, მეორეს მხრივ, კი საბჭოს შექმნის ერთ-ერთი მიზანი სწორედ მსჯავრდებულის რესოციალიზაციაა.
ამასთან, მართალია მოსარჩელე სასჯელს იხდის მისი არასრულწლოვანი შვილის (ნ. ს-ის) მიმართ ჩადენილი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, თუმცა საქმეზე დაცული მტკიცებულებების - 2018 წლის 3 ივლისის ექსპერტიზის დასკვნების, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალებისა და ნ. და ნი. ს-ების ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის თანახმად, არასრულწლოვანი ნ. და ნი. ს-ების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ ურთიერთობა აქვთ დედასთან ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნების ფარგლებში, აქვთ მასთან სატელეფონო კომუნიკაცია და აშკარა სურვილს გამოთქვამენ იცხოვრონ დედასთან ერთად. თავის მხრივ, ი. კ-ე პენიტენციურ დაწესებულებაში იცავს რეჟიმის მოთხოვნებს, ჩართულია სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში და ფსიქოლოგის შეფასებით, გააჩნია ჯანმრთელი მიჯაჭვულობა შვილების მიმართ, განიცდის მათთან დაშორებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას და მიიჩნევს, რომ ი. კ-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობის შეცვლის შესახებ საკითხის შეფასებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს როგორც არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესები, ისე მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 26-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ბავშვი მისი ნების საწინააღმდეგოდ არ უნდა განცალკევდეს მშობლისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი დაშორება აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
ამასთან, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის
მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2021 წლის 23 ივლისის განჩინების შესაბამისად, არასრულწლოვანების ნ. ს-ისა და ნ. ს-ის მოსაზრებების მოსმენის მიზნით, 2021 წლის 27 ივლისს 16:00 საათზე, მოსამართლის - ქეთევან ცინცაძის მიერ (საქმეზე - თავმჯდომარე, მომხსენებელი), სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკის - ს. ხ-ას და ფსიქოლოგის - შ. მ-ის მონაწილეობით, განხორციელდა გასაუბრება არასრულწლოვან ნ. ს-სა და ნ. ს-თან (არასრულწლოვანებისათვის თავისუფალი და უშუალო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, გასაუბრება გაიმართა არასრულწლოვანების საცხოვრებელ ადგილზე).
საკასაციო სასამართლო საქმეზე დაცული მტკიცებულებების (ნ. და ნი. ს-ების ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევები) და 2021 წლის 27 ივლისს ბავშვებთან განხორციელებული გასაუბრების გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ ი. კ-ის შვილებისაგან დაშორება/განცალკევება, ამ ეტაპზე აღარ გამომდინარეობს ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან (დედის - ი. კ-ის დაბრუნების მიმართ, მათი აშკარად და რეალურად გამოხატული სურვილის და დედის მიმართ აშკარად გამოხატული დადებითი და მყარი ემოციური კავშირის გათვალისწინებით). ამასთან, საკასაციო სასამართლო, მსჯავრდებულის - ი. კ-ის პიროვნული მახასიათებლების შესახებ საქმეში არსებული არაერთი დადებითი დასკვნის/შეფასების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე აღარ არსებობს ი. კ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მთლიანად მოხდის აუცილებლობა, რაც ქმნის ი. კ-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:


1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.





თავმჯდომარე ქ. ცინცაძე



მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე



ნ. სხირტლაძე