Facebook Twitter
საქმე #ბს-121(კ-21) 16 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :


2018 წლის 8 ივნისს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 23 აპრილს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შედგენილ იქნა შპს „...ის“ ...ის ამბულატორიის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის #04/38276 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების #2018/23/04 აქტი, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ოდენობამ შეადგენა 61 803.17 ლარი, საიდანაც უკან დაბრუნებას დაექვემდებარა 22 759 ლარი და 44 თეთრი, დამატებითმა ფინანსურმა ჯარიმამ კი შეადგენა 39 043 ლარი და 73 თეთრი. შემოწმების აქტის მიხდევით, შემმოწმებლის მიერ გამოთქმულია შემდეგი პრეტენზიები: 1. 806 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფურცლები შემოწმების პერიოდში არ იქნა წარდგენილი; 2. 46 შემთხვევაში ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი; 3. 82 შემთხვევაში თანხმობის ფურცლები არასწორად არის შევსებული; 4. 42 შემთხვევაში მონაცემები გადასწორებულია; 5. 106 შემთხვევაში არ არის მითითებული რეგისტრაციის თარიღი; 6. 81 შემთხვევაში არ ერთვის ბენეფიციარის პირადობის მოწმობა; 7. 256 შემთხვევაში ფაქტობრივი მისამართი არ ემთხვევა ელექტრონულ მოდულში მითითებულ მისამართს.
მოსარჩელის აღნიშვნით, 2018 წლის 23 აპრილის შემოწმების აქტის დანართებში მითითებული შემთხვევების დიდი ნაწილი ხანდაზმულია. ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტები მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი გახდა 2014 წლის 1 აპრილიდან. შესაბამისად, ამ თარიღამდე არსებული დარღვევები არ ექვემდებარებოდა სანქცირებას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო აქტები არის დაუსაბუთებელი, მოპასუხემ არ იხელმძღვანელა აღნიშნული ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობის ნორმებით, რის გამოც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 23 აპრილის შპს „...ის“ ...ის ამბულატორიის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის #04/38276 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების #2018/23/04 აქტისა და შპს „...ის“ 2018 წლის 18 მაისის #49236 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის #04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 2 ივლისის #04/37784 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის შპს „...ის“ ...ის ამბულატორიაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2013 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე ჩათვლით დაფიქსირებული შემთხვევების შესახებ ადმინისტრაციული აქტის მიღების დავალება, რომლითაც დადგინდება, რომ შპს „...ის“ ...ის ამბულატორიაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2013 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 1 იანვრის ჩათვლით დაფიქსირებულ შემთხვევებზე დარღვევები და შესაბამისად მიმწოდებლის მიმართ საჯარიმო სანქციების (უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას, თანხის უკან დაბრუნებისა და დამატებითი ფინანსური ჯარიმის) გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
2018 წლის 3 ივლისს შპს „...მა“ დაზუსტებული სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და სასამართლო დავის დასრულებამდე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 23 აპრილის შპს „...ის“ ...ის ამბულატორიის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებული მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის #04/38276 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების #2018/23/04 აქტისა და სსიპ სოციალური მომსახურების დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის #04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 2 ივლისის #04/37784 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შპს „...ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის განჩინება; შპს „...ის“ შუამდგომლობა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა: შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 23 აპრილის შპს „...ის“ ...ის ამბულატორიის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „გეგმიური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებული მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის #04/38276 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების #2018/23/04 აქტისა და სსიპ სოციალური მომსახურების დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის #04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 2 ივლისის #04/37784 გადაწყვეტილების მოქმედება, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 23 აპრილის შპს „...ის“ ...ის ამბულატორიის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის #04/38276 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების #2018/23/04 აქტი და ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 2 ივლისის #04/37784 გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი და მოპასუხე მხარეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გამოცემა დაევალა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ განსახილველ შემთხვევაში, დაუდგენელი იყო შემთხვევის მონაცემების უზუსტობა გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით, თუ მიმწოდებლის მიერ დაირღვა დასახელებული დადგენილების #1 დანართის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით ან მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესი ან ჰქონდა თუ არა ადგილი სხვა დარღვევას, რაც ერთ შემთხვევაში პროგრამით ანაზღაურებული თანხის 10%-ით, ხოლო მეორე შემთხვევაში 2%-ით დაჯარიმებას იწვევდა.
ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული თემატური შემოწმების აქტი შეეხებოდა გეგმიური ამბულატორიული მომსახურეობის მისაღებად 2013 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმების შემოწმებას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად. შემოწმება დაიწყო 2018 წლის 21 მარტს და აღნიშნული შერჩევითი შემოწმების სამართლებრივ საფუძველს ძირითადად წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 151 მუხლი (პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი).
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შერჩევითი შემოწმების დროს მოქმედი რედაქციით, საქართველოს მთავრობის საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი #1) 151 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი იყო, რომ პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთ) კალენდარულ წელს. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ვადის განსაზღვრა მოხდა მითითებულ მუხლში საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბერის #552 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ხოლო აღნიშნულ ცვლილებამდე, მითითებული დანართის 151 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კონტროლის განხორციელების ვადად დადგენილი იყო შემთხვევის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარული წელი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტი არ შეიცავდა დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის გავრცელება დასაშვები იყო მხოლოდ იმ სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ცვლილების განხორციელების შემდგომ. მანამდე არსებულ სამართალურთიერთობებზე კი უნდა გავრცელებულიყო ძველი რედაქციით მოცემული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამწლიანი პერიოდის შემდგომ შემოწმებული შემთხვევები არ უნდა დაქვემდებარებოდა სანქცირებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, პროგრამა ამოქმედდა 2013 წლის თებერვლიდან 2015 წლის ოქტომბრამდე. კონტროლის განხორციელების ვადაად განსაზღვრული იყო შემთხვევის დასრულებიდან 3 (სამი) კალენდარული წელი. შესაბამისად, 2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, კონტროლის, როგორც პროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების (სამედიცინო შემთხვევების) ზედამხედველობის ერთ-ერთი ეტაპის, განხორციელების ვადა სააგენტოს გააჩნდა.
კასატორი აღნიშნავს, რომ შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარული წლით კონტროლის განხორციელების ვადის განსაზღვრა (ნაცვლად 3 წლისა) შეუძლებელია სამართლებრივად გაუთანაბრდეს იურიდიული პასუხისმგებლობის დამძიმებას. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ახალი რეგულაცია არ მოქმედებს მის შემოღებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, რომლებიც არ დასრულებულა და კვლავ გრძელდება, არ ვრცელდება საჯარო სამართლის სფეროზე. კასატორი აღნიშნავს, რომ დადგენილებაში ცვლილებით არ მომხდარა აქტისათვის ნამდვილი უკუძალის მინიჭება, ვინაიდან არ გვხვდება წარსულში მომხდარი და დასრულებული ფაქტობრივი ურთიერთობები. განსახილველ შემთხვევაში, ახალი რეგულაცია შემოწმების ვადებთან დაკავშირებით ზემოქმედებს ცვლილებამდე წარმოშობილი სამართალურთიერთობების მომავალში განვითარებაზე (ზედამხედველობის ეფექტური განხორციელება), ცვლის სამართალურთიერთობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს, კერძოდ, მიმწოდებლის შემოწმების ვადას ცვლილების ძალაში შესვლის მომენტიდან და არ მოითხოვს აქტში მისი მოქმედების პირობის/წესის განსაკუთრებულ აღნიშვნას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განისაზღვრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :


საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 23 აპრილის შპს „...ის“ ...ის ამბულატორიის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის #04/38276 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების #2018/23/04 აქტისა და შპს „...ის“ 2018 წლის 18 მაისის #49236 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის #04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 2 ივლისის #04/37784 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სარჩელით ასევე მოთხოვნილია მოპასუხე მხარისათვის შპს „...ის“ ...ის ამბულატორიაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2013 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე ჩათვლით დაფიქსირებული შემთხვევების შესახებ ადმინისტრაციული აქტის მიღების დავალება, რომლითაც დადგინდება, რომ შპს „...ის“ ...ის ამბულატორიაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2013 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 1 იანვრის ჩათვლით დაფიქსირებულ შემთხვევებზე დარღვევები და შესაბამისად მიმწოდებლის მიმართ საჯარიმო სანქციების (უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას, თანხის უკან დაბრუნებისა და დამატებითი ფინანსური ჯარიმის) გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 23 აპრილს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შედგენილ იქნა შპს „...ის“ ...ის ამბულატორიის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის #04/38276 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების #2018/23/04 აქტი, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ოდენობამ შეადგენა 61 803.17 ლარი, საიდანაც უკან დაბრუნებას ექვემდებარება 22 759 ლარი და 44 თეთრი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა კი შეადგენს 39 043 ლარს და 73 თეთრს.
ამავე, შემოწმების აქტში მითითებულია, რომ 806 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფურცლები შემოწმების პერიოდში არ იქნა წარდგენილი, 46 შემთხვევაში ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული პაციენტების ფაქტობრივ მისამართში დაფიქსირებულია სოფელი, 82 შემთხვევაში თანხმობის ფურცლები არასწორად არის შევსებული, 42 შემთხვევაში მონაცემები გადასწორებულია, 106 შემთხვევაში არ არის მითითებული რეგისტრაციის თარიღი, 81 შემთხვევაში არ ერთვის ბენეფიციარის პირადობის მოწმობა, 256 შემთხვევაში ფაქტობრივი მისამართი არ ემთხვევა ელექტრონულ მოდულში მითითებულ მისამართს.
თემატური შემოწმების აქტის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებას საჯარიმო სანქციები დაეკისრა დადგენილების #1 დანართის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და მე-20 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც ითვალისწინებს არასწორად მიღებული დაფინანსების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას თუ შემთხვევის მონაცემი ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, დაუდგენელია შემთხვევის მონაცემების უზუსტობა გამოწვეულია ტექნიკური ხარვეზით თუ მიმწოდებლის მიერ დაირღვა დასახელებული დადგენილების #1 დანართის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით ან მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესი ან ჰქონდა თუ არა ადგილი სხვა დარღვევას, რაც ერთ შემთხვევაში პროგრამით ანაზღაურებული თანხის 10%-ით, ხოლო მეორე შემთხვევაში - 2%-ით დაჯარიმებას იწვევს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 21 მარტის #04-115/მ ბრძანებით ჩატარებული შერჩევითი შემოწმების საფუძველზე შედგენილი თემატური შემოწმების აქტი შეეხება გეგმიური ამბულატორიული მომსახურეობის მისაღებად 2013 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმების შემოწმებას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად. შემოწმება დაიწყო 2018 წლის 21 მარტს და აღნიშნული შერჩევითი შემოწმების სამართლებრივ საფუძველს ძირითადად წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 151 მუხლი (პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შერჩევითი შემოწმების დროს მოქმედი რედაქციით, საქართველოს მთავრობის საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი #1) 151 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი იყო, რომ პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთ) კალენდარულ წელს. ყურადსაღებია, რომ აღნიშნული ვადის განსაზღვრა მოხდა მითითებულ მუხლში საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბერის #552 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ხოლო აღნიშნულ ცვლილებამდე, დანართის 151 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კონტროლის განხორციელების ვადად დადგენილი იყო შემთხვევის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარული წელი.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. მოცემულ შემთხვევაში კი, სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის გავრცელება დასაშვებია მხოლოდ იმ სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ცვლილების განხორციელების შემდგომ. მანამდე არსებულ სამართალურთიერთობებზე კი უნდა გავრცელებულიყო ძველი რედაქციით მოცემული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამდენად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სამწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ შემოწმებული შემთხვევები არ უნდა დაქვემდებარებოდა სანქცირებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, მასზედ, რომ ადმინისტრაციულ ორგანომ სრულყოფილად არ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არ გამოიკვლია ისინი, მოპასუხემ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთობლიობაში არ შეუფასებია წარდგენილი მტკიცებულებები, რაც საბოლოო ჯამში ქმნიდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და საკითხის ხელახალი შესწავლის პროცესში, ხანდაზმულობის საკითხის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მსგავსი კატეგორიის დავებზე ჩამოყალიბებული ერთიანი სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის #ბს-658(კ-19) განჩინებაში განვითარებული მსჯელობები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 06.04.2021წ. #08633 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 14.04.2021წ. #01905 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.04.2021წ. #08633 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70 პროცენტი - 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.04.2021წ. #01905 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70 პროცენტი - 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე


ბ. სტურუა