საქმე №ბს-390(კ-21) 9 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) _ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. გ-ა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 25 მარტს ნ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ.
სარჩელის თანახმად, 2018 წლის 24 მაისს ნ. ს-ის (ქორწინების შემდეგ გვარი - გ-ა) წარმომადგენელმა ლ. ა-მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მისი შვილის, მისი მარწმუნებლის ნ. ს-ის დაბადების აქტის ჩანაწერში შესწორების თაობაზე, ვინაიდან ნ. ს-ი დაბადებული იყო ... წელს, დაბადების შემდგომ ყველა საბუთი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ქორწინების მოწმობა, ბავშვების დაბადების მოწმობები და სხვ.) აღებული ჰქონდა თავისი დაბადების თარიღით - ... წლით, მაგრამ პირადობის მოწმობის და პასპორტის გამოცვლის დროს სახელმწიფო სერვისების სააგენტომ აღმოაჩინა, რომ მისი დაბადების თარიღი იყო - ... წელი და არა ... წელი.
სარჩელის მიხედვით, შპს „...ის“ მიერ გაიცა ცნობა, რომლითაც დადასტურდა, რომ ...ში ლ. ა-მა იმშობიარა საკეისრო კვეთის გზით ... წლის ... ...ს და შეეძინა ცოცხალი, დროული, ქალი, წონა - 3600, სიგრძე - 50 სმ. ამასთან, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაიგზავნა წერილი შპს „ჰ...-ში“, რომელსაც მოეთხოვა განემარტა თუ რის საფუძველზე გაიცა 2018 წლის 24 მაისს ზემოაღნიშნული ცნობა, რის შედეგადაც ირკვევა, რომ დოკუმენტი გაიცა ძველი საბუთისა და ლ. ა-ის გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით.
სარჩელში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს ნ. ს-ის წარმომადგენელმა ლ. ა-მა ითხოვა საქმის წარმოების გაგრძელება მაქსიმალური ვადით, დამატებითი ინფორმაციის წარსადგენად, მაგრამ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის განმარტებით, ვინაიდან მითითებულ ვადაში განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი დამატებითი დოკუმენტები, მოკვლეული გარემოებებით ვერ დადგინდა ნ. ს-ის დაბადების აქის ჩანაწერში მონაცემის არასწორად მითითების ფაქტი, რის გამოც განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ლ. ა-მა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა დამატებითი მასალების წარდგენის შესახებ, ასევე მიმართა საჩივრით, თუმცა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ლ. ა-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 22 ნოემბრის №... გადაწყვეტილებისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 21 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც დადგინდება ნ. გ-ას დემოგრაფიული მონაცემები: ნ. ს-ი (ქორწინების შემდეგ გვარი - გ-ა) დაბადებული: ... წლის ... ...ს, პირადი №....
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 22 ნოემბრის №... გადაწყვეტილება და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 21 თებერვლის №... გადაწყვეტილება; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც განხორციელდება შესწორება ნ. ს-ის (ქორწინების შემდეგ - გ-ა, პ/ნ ...) დაბადების სააქტო ჩანაწერში და ბავშვის დაბადების თარიღად - „...წ“ ნაცვლად მიეთითება - „...წ“.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ა-მა 2018 წლის 24 მაისის განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა, თავისი მარწმუნებლის - ნ. ს-ის (ქორწინების შემდეგ - გ-ა, პ/ნ ...) დაბადების სააქტო ჩანაწერში ბავშვის დაბადების თარიღის - ,,...წ“ თარიღით - „...წ“ შესწორება. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 22 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით ლ. ა-ის 2018 წლის 24 მაისის განცხადება ნ. გ-ას დაბადების თარიღის შესწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ნ. გ-ას (ს-ის) წარმომადგენელმა ლ. ა-მა 2018 წლის 21 დეკემბერს №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 22 ნოემბრის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღება ნ. გ-ას დაბადების თარიღის შესწორების თაობაზე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 21 თებერვლის №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. გ-ას (ს-ის) წარმომადგენელის ლ. ა-ის 2018 წლის 21 დეკემბრის №... ადმინისტრაციული საჩივარი; ძალაში დარჩა სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 22 ნოემბრის №... გადაწყვეტილება.
თბილისის ...ის განყოფილების მიერ ... წლის ... ...ს რეგისტრირებულია №... დაბადების აქტის ჩანაწერი, რომელშიც მითითებულია შემდეგი მონაცემები: სახელი – ნ., გვარი - ს-ი, დაბადების თარიღი გადასწორების გარეშე - ... წლის ... ...ი; მშობლები: მამა - ს-ი მ., დაბ. ...წ; დედა - ა-ი ლ., დაბ. ...წ. დაბადების აქტი რეგისტრირებულია მამის - მ. ს-ის განცხადების საფუძველზე და ფიქსირდება მისი ხელმოწერა. დაბადების აქტის ჩანაწერზე გრაფაში - „ბავშვის დაბადების ფაქტის დამადასტურებელი საბუთები“ - დაფიქსირებულია ... წლის ... ...ს გაცემული …ის ცნობა.
ნ. ს-ის სახელზე 2000 წლის 22 ივნისს, დაბადების მოწმობის ამონაწერის (აქტი №…, 17.06.2000წ. გაცემული ქალაქის ...ის არქივის მიერ) საფუძველზე, ისანი-სამგორის შს განყოფილების მიერ გაიცა პირადობის მოწმობა ... მონაცემებით: ნ. ს-ი, დაბადების თარიღი - ...წ.) სახელზე იდენტური დაბადების თარიღით, ასევე, გაცემულია შემდეგი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები: 2008 წლის 28 მარტს პირადობის მოწმობა ..., 2008 წლის 14 აპრილს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ....
თბილისის ქორწინების სასახლემ 2005 წლის 3 სექტემბერს დაარეგისტრირა მნ №… ქორწინების აქტის ჩანაწერი, რომელშიც მითითებულია საცოლის შემდეგი მონაცემები: სახელი - ნ., გვარი - ს-ი, ქორწინების შემდგომი გვარი - გ-ა, დაბადების თარიღი - ... წლის ... ...ი. ქორწინების აქტი შეწყვეტილია 2016 წლის 22 აგვისტოს №... განქორწინების აქტის ჩანაწერის საფუძველზე. აღნიშნულ განქორწინების აქტის ჩანაწერში მითითებულია ქალის განქორწინების შემდეგი გვარი - გ-ა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იძებნება სხვა №… დაბადების აქტის ჩანაწერი, რეგისტრირებული ... წლის ... ...ს, რომელშიც მითითებულია შემდეგი მონაცემები: ბავშვი დაიბადა მკვდრად ... წლოს ... ...ს; მშობლები: მამა - ს-ი მ.; დედა -ა-ი ლ.. დაბადების აქტის ჩანაწერზე გრაფაში - „ბავშვის დაბადების ფაქტის დამადასტურებელი საბუთები“ მითითებულია ...ი.
შპს „...ის“ 2018 წლის 24 მაისის ცნობის თანახმად, ლ. ა-მა … წლის … …, საკეისრო კვეთით, ნამდვილად იმშობიარა ქალი. ამავე სამშობიარო სახლის მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს №02 წერილით დგინდება, რომ მათ მიერ გაცემული ცნობა შედგენილი იყო ძველი საბუთისა და ლ. ა-ის ზეპირად გადმოცემული ინფორმაციით. კლინიკამ ამავე წერილით სააგენტოს აცნობა, რომ შპს „...ი“ არ ფუნქციონირებს 2011 წლიდან, წილის მფლობელია შპს „ჰ...“. შპს „ჰ...“-ის 2019 წლის 18 თებერვლის წერილის თანახმად, შპს ,,ჰ...“-ს სამედიცინო დოკუმენტაცია და სხვა საარქივო მასალა შპს „...ის“ მიერ არ გადასცემია. შესაბამისად, შპს „ჰ...“ არ ფლობს ინფორმაციას ლ. ა-ის ... და ... წლებში მშობიარობის შესახებ, ასევე, ინფორმაციას - ირიცხებოდა თუ არა ჯ. ჭ-ი ... წელს თანამშრომლად.
სს „...ის“ 2019 წლის 28 იანვრის №34 წერილის თანახმად, სს „...ის“ არქივში დაცულ დოკუმენტაციაში ინფორმაცია ლ. ა-ის ..., ... და ... წლებში მშობიარობის შესახებ არ მოიძებნა.
საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის ცენტრალური არქივის 2019 წლის 29 იანვრის №14/10740 წერილის თანახმად, ...ის (...ს) დოკუმენტები თბილისის ცენტრალურ არქივში არ არის დაცული. ასევე, საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის ცენტრალური არქივის 2019 წლის 17 იანვრის №14/5808 წერილით დგინდება, რომ ...ის დოკუმენტები თბილისის ცენტრალურ არქივში არ არის დაცული, რის გამოც ინფორმაცია აღნიშნულ სამშობიარო სახლებში ლ. ა-ის მშობიარობის შესახებ ვერ იქნა მოძიებული.
ლ. კ-მა (პ/ნ ...), მ. რ-მა (პ/ნ ...), ლ. კ-ემ (პ/ნ ...), ჯ. ჭ-მა (პ/ნ ...; მეან-გინეკოლოგი), მ. ს-მა (პ/ნ ...) დაადასტურეს, რომ ლ. ა-ს ... წლის ივნისში შეეძინა ქალიშვილი.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახამდ, ამ კანონის მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და აღრიცხვის ერთიანი სისტემის ფორმირება. კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს. მითითებული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სამოქალაქო აქტი − ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება; ბ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერი − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს; ვ) შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლა.
,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა. 77-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვს პირს, რომლის მიმართაც შედგენილია შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი. ამავე კანონის 79-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 92-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას, გარდა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებისა, ასევე გამოიყენოს და დაეყრდნოს მხარეთა ახსნა-განმარტებებს, მოწმეთა ჩვენებებს და სხვა მტკიცებულებებს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში მოპოვებული წერილობითი დოკუმეტები, მხარეთა ახსნა-განმარტებებთან და მოწმეთა ჩვენებებთან ურთიერთშეჯერებით, მოპასუხეებს აძლევდა შესაძლებლობას შესწორება შეეტანათ მოსარჩელის დაბადების აქტის ჩანაწერში. კერძოდ, მოპასუხე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იძებნება სხვა №… დაბადების აქტის ჩანაწერი, რეგისტრირებული … წლის … …ს, სადაც იგივე მშობლების მონაცემია დაფიქსირებული, რაც … წლის … …ს რეგისტრირებულ №… დაბადების აქტის ჩანაწერში. №… დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული დაბადების თარიღი (...წ.) კი გამორიცხავს ნ. გ-ას (ქორწინებამდელი გვარი - ს-ი) … წლის … …ს დაბადების ფაქტს. სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოება ვერ იქნება მიჩნეული უტყუარ მტკიცებულებად იმისა, რომ ორივე დაბადების აქტში მშობლებად მითითებული არიან ერთი და იგივე პირები, ვინაიდან მხოლოდ სახელის, გვარისა და მამის სახელის თანხვედრა არ ქმნის პირის იდენტიფიცირებისთვის საკმარის საფუძველს. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტის შეფასება უნდა მოხდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. იმის გათვალისწინებთ, რომ სხვა წერილობითი მტკიცებულებები ლ. ა-ის მშობიარობის შესახებ ვერ იქნა მოძიებული, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 92-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეთა ახსნა-განმარტებები და მოწმეთა ჩვენებები წარმოადგენს იმ სათანადო მტკიცებულებებს, რომელთა სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო მოპასუხეთა მხრიდან სადავო საკითხის გადაწყვეტა. ადმინისტრაციულ ორგანოში წერილობით წარდგენილი მოწმეთა ახსნა-განმარტებებითა და სასამართლოს მიერ საქმეზე მოწმის სტატუსით გამოკითხულ პირთა ჩვენებებით კი, მათ შორის, მეან-გინეკოლოგის განმარტებით, დგინება, რომ ლ. ა-ს ქალიშვილი - ნ. გ-ა (ქორწინებამდელი გვარი - ს-ი) შეეძინა … წლის …ში. რაც შეხება ... წლის ... ...ის №… დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრირაციის საფუძველს - ...ის მიერ … წლის … …ს გაცემულ ცნობას, სასამართლომ მიიჩნია, რომ ცნობის გაცემის თარიღი ავტომატურად არ წამოადგენს ბავშვის დაბადების თარიღს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და დამატებით მიუთითა, რომ აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მოთხოვნა - ნ. ს-ის დაბადების თარიღის შესწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოკვლეული გარემოებებით ვერ დგინდებოდა ნ. ს-ის დაბადების აქტის ჩანაწერში მონაცემის არასწორად მითითების ფაქტი.
პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის სამართლებრივ საფუძვლებს განსაზღვრავს რა ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი, სავალდებულოდ მიიჩნევს სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენას, რაც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ შესწორების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, მტკიცებულებების შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა დაადგინოს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან არსებობდა სხვადასხვა შინაარსის რიგ შემთხვევაში ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები, აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოების კომპეტენციას წარმოადგენდა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით განეხილათ დაინტერესებული პირის მოთხოვნა და ნ. ს-ის დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, შეეტანათ შესაბამისი შესწორება.
პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარდგენილი იქნა ყველა ის მტკიცებულება, რაც მას მოეპოვებოდა და რაც სხვადასხვა ორგანოდან ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად გახდა მისთვის ცნობილი. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკითხული იქნენ მოწმეები, რომელთა ჩვენებები და განმარტებები მომეტებული ინფორმაციულობით გამოირჩეოდა და წარმოადგენდა მტკიცებულების მნიშვნელოვან წყაროს გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის თვალსაზრისით. საქმეში წარმოდგენილი ლ. კ-ის, მ. რ-ის, ლ. კ-ისა და ჯ. ჭ-ის ახსნა-განმარტებებიდან დასტურდება, რომ ლ. ა-ს … წლის …ში შეეძინა ქალიშვილი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ნ. ს-ის სახელზე გაცემულ პირადობის მოწმობაზე, საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და ქორწინების მოწმობის ჩანაწერზე, სადაც ნ. ს-ის დაბადების თარიღია ...წ.
პალატის მითითებით, დადგენილია, რომ შპს ,,...ის“ 2018 წლის 24 მაისის ცნობის თანახმად, ლ. ა-მა … წლის … …ს, საკეისრო კვეთით, ნამდვილად იმშობიარა ქალი. ამავე სამშობიარო სახლის მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს №02 წერილით დგინდება, რომ მათ მიერ გაცემული ცნობა შედგენილი იყო ძველი საბუთისა და ლ. ა-ის ზეპირად გადმოცემული ინფორმაციით. ამასთან, 2011 წლიდან აღნიშნული კლინიკის წილის მფლობელია შპს ,,ჰ...“, რომელიც არ ფლობს ინფორმაციას ლ. ა-ის … და … წლებში მშობიარობის შესახებ.
პალატის მითითებით, გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის ცენტრალური არქივის წერილით ირკვევა, რომ საქართველოს …ის დოკუმენტები თბილისის ცენტრალურ არქივში არ არის დაცული, რის გამოც ინფორმაცია აღნიშნულ სამშობიარო სახლში ლ. ა-ის მშობიარობის შესახებ ვერ იქნა მოძიებული.
რაც შეეხება თბილისის ...ის განყოფილების მიერ … წლის … …ს რეგისტრირებულ №… დაბადების აქტის ჩანაწერს და მის საფუძვლად მითითებულ ...ის მიერ … წლის … …ს გაცემულ ცნობას, პალატამ მიიჩნია, რომ ცნობის გაცემის თარიღი სავალდებულოდ არ გულისხმობს ბავშვის დაბადების თარიღს, აღნიშნულის შეფასება უნდა განხორციელდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რის გამოც მასში არსებული მონაცემი არ შეიძლება გახდეს დაბადების სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანაზე უარის თქმის უპირობო საფუძველი. პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ ვინაიდან სხვა წერილობითი მტკიცებულებები ლ. ა-ის მშობიარობის შესახებ ვერ იქნა მოძიებული, განსახილველ შემთხვევაში საქმეში მოპოვებული წერილობითი დოკუმენტები, მხარეთა ახსნა-განმარტებებთან და მოწმეთა ჩვენებებთან ურთიერთშეჯერებით, მოპასუხეებს აძლევდა შესაძლებლობას შესწორება შეეტანათ მოსარჩელის დაბადების აქტის ჩანაწერში.
პალატამ განმარტა, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განსახილველ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილი წერილობითი მტკიცებულებების და მოწმეთა განმარტებების საფუძველზე, პალატამ აღნიშნა, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვნილი იქნეს იმგვარი მტკიცებულებები, რისი წარმოდგენის საშუალებაც ობიექტური მიზეზების გამო განმცხადებელს არ გააჩნია. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია დადასტურებულად ნ. ს-ის დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის არსებობა, რაც ქმნიდა შესაბამისი შესწორების შეტანის სათანადო საფუძველს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სახეზეა გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 22 ნოემბრის №... და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 21 თებერვლის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისთვის ნ. ს-ის (ქორწინების შემდეგ - გ-ა, პ/ნ ...) დაბადების სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანის და ბავშვის დაბადების თარიღად - ,,...წ“ ნაცვლად ,,...წ“ მითითების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვინაიდან საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები არასწორად იქნა შეფასებული კანონმდებლობასთან მიმართებით, რამაც გამორიცხა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. სააგენტო და სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდნენ კანონიერების პრინციპის დაცვით.
კასატორების განმარტებით, სამოქალაქო აქტების შესწორების საკითხი რეგულირებულია „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონის 76-82-ე მუხლებით დადგენილია სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის წესი, კერძოდ, 79-ე მუხლით დადგენილია სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების სამართლებრივი საფუძვლები. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განმარტებულია თუ რას გულისხმობს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მონაცემების შესწორება. შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლა. ამდენად, აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისას დადასტურდეს 79-ე მუხლით დადგენილი რომელიმე ფაქტობრივი მოცემულობა, რათა სააგენტომ შეძლოს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანა. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა დადასტურებულიყო, რომ დაბადების თარიღი, რომლის შესწორებასაც ნ. გ-ა ითხოვდა, არასწორი იყო და იგი შეცდომით მიეთითა მის მიმართ რეგისტრირებულ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში.
კასატორები აღნიშნავენ, რომ ნ. გ-ას დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კერძოდ, 1970 წლის 18 ივნისის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საქორწინო საოჯახო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით, ბავშვის დაბადების რეგისტრაცია მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში ხდებოდა ბავშვის დაბადების ადგილის, მშობლის ან ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო „საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ“ მოქმედი ინსტრუქციის მე-20 მუხლის თანახმად, დაბადების რეგისტრაციის დროს წარდგენილი უნდა იქნეს დაბადების ფაქტისა და დროის დამადასტურებელი ცნობა სამშობიარო სახლიდან (საავადმყოფოდან) და მშობელთა ქორწინების ან მამობის დადგენის მოწმობა. განსახილველ შემთხვევაში, ნ. ს-ის მიმართ … წლის … …ს თბილისის …ის რაიონის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ დარეგისტრირდა №… დაბადების აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის მიზნით განმცხადებელია მამა - მ. ს-ი. დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის საფუძველია - … წლის … …ს …ის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, ნ. ს-ი დაიბადა … წლის … …ს. მამა - მ. ს-ი, დედა - ლ. ა-ი. მშობლების მონაცემის მითითების საფუძველია მათ მიმართ … წლის … …ს რეგისტრირებული ქორწინების №… აქტის ჩანაწერი. დაბადების აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია მშობლების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამდენად, კასატორების მოსაზრებით, ნ. ს-ის მიმართ დაბადების აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
ამასთან, … წლის … …ს რეგისტრირებული №… დაბადების აქტის ჩანაწერის საფუძვლად მითითებული …ის მიერ … წლის … …ს გაცემული ცნობის თარიღთან სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ შეფასებასთან დაკავშირებით კასატორები განმარტავენ, რომ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების თარიღი მიეთითა სამედიცინო ცნობის საფუძველზე. აღნიშნული აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია როგორც მიმდინარე ჩანაწერი და არ არის როგორც დაგვიანებით რეგისტრირებული. თუ გავიზიარებთ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სამშობიარო ცნობის გაცემის თარიღის უმნიშვნელობაზე და ჩავთვლით, რომ გაცემული ცნობა გვიან … წელს გაიცა, ხოლო დაბადების თარიღად ცნობაში … წელი ფიქსირდება, მაშინ №… დაბადების აქტის ჩანაწერის აღდგენით რეგისტრაცია მოხდებოდა. შესაბამისად, აღნიშნული კუთხითაც წინააღმდეგობაშია სასამართლოს მსჯელობა აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის წესთან მიმართებით.
კასატორები განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ შპს ,,...ის“ 2018 წლის 24 მაისის ცნობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, ლ. ა-მა (პ/ნ ...) … წლის … …ს, საკეისრო კვეთით, ნამდვილად იმშობიარა ქალი, განმარტავენ, რომ მათ მიერ გაცემული ცნობა შედგენილი იყო ძველი საბუთისა და ლ. ა-ის ზეპირად გადმოცემული ინფორმაციის საფუძველზე.
კასატორები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იძებნება სხვა №… დაბადების აქტის ჩანაწერი, რეგისტრირებული … წლის … …ს, სადაც მშობლების იგივე მონაცემებია დაფიქსირებული. თუმცა, მითითებულ დაბადების აქტის ჩანაწერში განსაზღვრული არ არის ბავშვის სახელი და გვარი, ხოლო სქესის გრაფაში მითეთებულია მამრობითი სქესი. ამავე აქტის ჩანაწერში ბავშვის დაბადების თარიღად განსაზღვრულია … წლის … …ი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავს ნ. გ-ას (ქორწინებამდელი გვარი - ს-ი) … წლის … …ს დაბადების ფაქტს. ამასთან, კასატორების მითითებით, აღნიშნულ დაბადების აქტის ჩანაწერში იდენტურია არამარტო სახელი, გვარი და მამის სახელი, არამედ, მშობელთა წლოვანებები, ასევე აქტის ჩანაწერის მეორე გვერდზე დაფიქსირებული მშობლების პროფესიებიც.
მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით კასატორები ყურადღებას ამახვილებენ, რომ მოწმეთა ჩვენებები არის ურთიერთგამომრიცხავი და ზოგადი მითითება მოწმეთა ჩვენებებზე კიდევ ერთხელ მიუთითებს მტკიცებულებების არასათანადო გამოკლევაზე.
რაც შეეხება ნ. გ-ას (ქორწინებამდე გვარით ს-ის) სახელზე გაცემულ დოკუმენტებს (პირადობას), რომელშიც მითითებული მონაცემის მიხედვით, იგი დაბადებულია … წლის … …ს, კასატორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული წარმოადგენს არასწორ მონაცემს, ვინაიდან პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებსა ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს შორის სახელის ან/და გვარის, ასევე დაბადების თარიღის ან/და ადგილის შეუსაბამობისას, ნამდვილად მიიჩნევა დაბადების აქტის ჩანაწერში დაფიქსირებული შესაბამისი მონაცემი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბერის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე სადავოდ ხდის დაბადების აქტის ჩანაწერში მისი დაბადების თარიღს და მიუთითებს, რომ იგი დაიბადა ... წელს, დაბადების შემდგომ ყველა საბუთი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ქორწინების მოწმობა, ბავშვების დაბადების მოწმობები და სხვ.) აღებული ჰქონდა თავისი დაბადების თარიღით - ... წლით, მაგრამ პირადობის მოწმობის და პასპორტის გამოცვლის დროს სახელმწიფო სერვისების სააგენტომ აღმოაჩინა, რომ მისი დაბადების თარიღი იყო - ... წელი და არა ... წელი, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე და წარმოდგენილი სარჩელით სადავოდ ხდის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 22 ნოემბრის №... გადაწყვეტილებისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 21 თებერვლის №... გადაწყვეტილების კანონიერებას და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალებას მოითხოვს, რომლითაც დადგინდება ნ. გ-ას დემოგრაფიული მონაცემები: ნ. ს-ი (ქორწინების შემდეგ გვარი - გ-ა) დაბადებული: … წლის … …ს, პირადი №.... შესაბამისად, განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოების დადგენას, საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს თუ არა ნ. ს-ის (ქორწინებით - გ-ა) დაბადების აქტის ჩანაწერში დაბადების თარიღის შესწორების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს. მითითებული კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს, ხოლო „ვ“ პუნქტის შესაბამისად, შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლა. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, ხოლო მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. აღნიშნული კანონის IX თავი არეგულირებს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის წესსა და საფუძვლებს, რომლის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა; ხოლო იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, თუ რა შეიძლება გახდეს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველი, განსაზღვრავს ამავე კანონის 79-ე მუხლი, რომლის მიხედვით, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ. ა-მა 2018 წლის 24 მაისს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს თავისი მარწმუნებლის - ნ. ს-ის (ქორწინების შემდეგ - გ-ა, პ/ნ ...) დაბადების სააქტო ჩანაწერში ბავშვის დაბადების თარიღის - ,,...წ“ თარიღით - ,,...წ“ შესწორების მოთხოვნით. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 22 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით ლ. ა-ის 2018 წლის 24 მაისის განცხადება ნ. გ-ას დაბადების თარიღის შესწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 79-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა; ამავე კანონის მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ნიშნავს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის შეცვლას სწორი მონაცემით. მოკვლეული გარემოებებით კი ვერ დადგინდა ნ. ს-ის დაბადების აქტის ჩანაწერში მონაცემის არასწორად მითითების ფაქტი.
ნ. გ-ას (ს-ის) წარმომადგენელმა ლ. ა-მა 2018 წლის 21 დეკემბერს №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 22 ნოემბრის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ნ. გ-ას დაბადების თარიღის შესწორების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 21 თებერვლის №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. გ-ას (ს-ის) წარმომადგენელის ლ. ა-ის 2018 წლის 21 დეკემბრის №... ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 22 ნოემბრის №... გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის ...ის განყოფილების მიერ … წლის … …ს რეგისტრირებულია №… დაბადების აქტის ჩანაწერი, რომელშიც მითითებულია შემდეგი მონაცემები: სახელი – ნ., გვარი - ს-ი, დაბადების თარიღი გადასწორების გარეშე - … წლის … …ი; მშობლები: მამა - ს-ი მ., დაბ. ...წ; დედა - ა-ი ლ., დაბ. ...წ. დაბადების აქტი რეგისტრირებულია მამის - მ. ს-ის განცხადების საფუძველზე და ფიქსირდება მისი ხელმოწერა. დაბადების აქტის ჩანაწერზე გრაფაში - „ბავშვის დაბადების ფაქტის დამადასტურებელი საბუთები“ - დაფიქსირებულია … წლის … …ს გაცემული …ის ცნობა.
ნ. ს-ის სახელზე 2000 წლის 22 ივნისს, დაბადების მოწმობის ამონაწერის (აქტი №…, 17.06.2000წ. გაცემული ქალაქის …ის არქივის მიერ) საფუძველზე, ისანი-სამგორის შს განყოფილების მიერ გაიცა პირადობის მოწმობა ... მონაცემებით: ნ. ს-ი, დაბადების თარიღი - ...წ., იდენტური დაბადების თარიღით, ასევე, გაცემულია შემდეგი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები: 2008 წლის 28 მარტს პირადობის მოწმობა ..., 2008 წლის 14 აპრილს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ....
თბილისის ქორწინების სასახლემ 2005 წლის 3 სექტემბერს დაარეგისტრირა მნ №… ქორწინების აქტის ჩანაწერი, რომელშიც მითითებულია საცოლის შემდეგი მონაცემები: სახელი - ნ., გვარი - ს-ი, ქორწინების შემდგომი გვარი - გ-ა, დაბადების თარიღი - … წლის … …ი. ქორწინების აქტი შეწყვეტილია 2016 წლის 22 აგვისტოს №... განქორწინების აქტის ჩანაწერის საფუძველზე. აღნიშნულ განქორწინების აქტის ჩანაწერში მითითებულია ქალის განქორწინების შემდეგი გვარი - გ-ა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იძებნება სხვა №… დაბადების აქტის ჩანაწერი, რეგისტრირებული … წლის … …ს, რომელშიც მითითებულია შემდეგი მონაცემები: ბავშვი დაიბადა მკვდრად … წლოს … …ს; სქესი - მამრ., მშობლები: მამა - ს-ი მ.; დედა - ა-ი ლ.. დაბადების აქტის ჩანაწერზე გრაფაში - „ბავშვის დაბადების ფაქტის დამადასტურებელი საბუთები“ მითითებულია ...ი.
შპს „...ის“ 2018 წლის 24 მაისის ცნობის თანახმად, ლ. ა-მა … წლის … …ს, საკეისრო კვეთით, ნამდვილად იმშობიარა ქალი. ამავე სამშობიარო სახლის მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს №02 წერილით დგინდება, რომ მათ მიერ გაცემული ცნობა შედგენილი იყო ძველი საბუთისა და ლ. ა-ის ზეპირად გადმოცემული ინფორმაციით. კლინიკამ ამავე წერილით სააგენტოს აცნობა, რომ შპს „...ი“ არ ფუნქციონირებს 2011 წლიდან, წილის მფლობელია შპს „ჰ...“. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტომ შპს „...იდან“ გამოითხოვა ინფორმაცია ლ. ა-ის მშობიარობისა და ჯ. ჭ-ის …ში მეან-გინეკოლოგად მუშაობის თაობაზე, ასევე - ინფორმაცია შპს „ჰ...-დან“ ლ. ა-ის მშობიარობისა და ...ის მასალის თაობაზე. შპს „ჰ...“-ის 2019 წლის 18 თებერვლის წერილის თანახმად, შპს ,,ჰ...“-ს სამედიცინო დოკუმენტაცია და სხვა საარქივო მასალა შპს „...ის“ მიერ არ გადასცემია. შესაბამისად, შპს ,,ჰ...“ არ ფლობდა ინფორმაციას ლ. ა-ის … და … წლებში მშობიარობის შესახებ, ასევე, ინფორმაციას - ირიცხებოდა თუ არა ჯ. ჭ-ი … წელს თანამშრომლად; არც შპს „...ი“ ფლობდა აღნიშნულ ინფორმაციას, მასალის არქონის გამო.
სს „...ის“ 2019 წლის 28 იანვრის №34 წერილის თანახმად, სს „...ის“ არქივში დაცულ დოკუმენტაციაში ინფორმაცია ლ. ა-ის …, … და … წლებში მშობიარობის შესახებ არ მოიძებნა.
საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის ცენტრალური არქივის 2019 წლის 29 იანვრის №14/10740 წერილის თანახმად, …ის (…ას) დოკუმენტები თბილისის ცენტრალურ არქივში არ არის დაცული. ასევე, საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის ცენტრალური არქივის 2019 წლის 17 იანვრის №14/5808 წერილით დგინდება, რომ საქართველოს ...ის დოკუმენტები თბილისის ცენტრალურ არქივში არ არის დაცული, რის გამოც ინფორმაცია აღნიშნულ სამშობიარო სახლებში ლ. ა-ის მშობიარობის შესახებ ვერ იქნა მოძიებული.
ლ. კ-მა (პ/ნ ...), მ. რ-მა (პ/ნ ...), ლ. კ-ემ (პ/ნ ...), ჯ. ჭ-მა (პ/ნ ...; მეან-გინეკოლოგი), მ. ს-მა (პ/ნ ...) დაადასტურეს, რომ ლ. ა-ს … წლის …ში შეეძინა ქალიშვილი.
სადავო დასკვნის გამოტანისას კასატორები - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური ძირითადად მიუთითებენ იმ გარემოებზე, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იძებნება სხვა №… დაბადების აქტის ჩანაწერი, რეგისტრირებული … წლის … …ს, სადაც იმავე მშობლების მონაცემია დაფიქსირებული, რაც … წლის … …ს რეგისტრირებულ №… დაბადების აქტის ჩანაწერში. №… დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული დაბადების თარიღი (...წ.) კი გამორიცხავს ნ. გ-ას (ქორწინებამდელი გვარი - ს-ი) … წლის … ..ს დაბადების ფაქტს.
ამასთან, კასატორები აღნიშნავენ, რომ ნ. გ-ას დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კერძოდ, 1970 წლის 18 ივნისის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საქორწინო საოჯახო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით, ბავშვის დაბადების რეგისტრაცია მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში ხდებოდა ბავშვის დაბადების ადგილის, მშობლის ან ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო „საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ“ მოქმედი ინსტრუქციის მე-20 მუხლის თანახმად, დაბადების რეგისტრაციის დროს წარდგენილი უნდა იქნეს დაბადების ფაქტისა და დროის დამადასტურებელი ცნობა სამშობიარო სახლიდან (საავადმყოფოდან) და მშობელთა ქორწინების ან მამობის დადგენის მოწმობა. განსახილველ შემთხვევაში, ნ. ს-ის მიმართ … წლის … …ს თბილისის …ის რაიონის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ დარეგისტრირდა №… დაბადების აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის მიზნით განმცხადებელია მამა - მ. ს-ი. დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის საფუძველია - … წლის … …ს …ის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, ნ. ს-ი დაიბადა … წლის … …ს. მამა - მ. ს-ი, დედა - ლ. ა-ი. მშობლების მონაცემის მითითების საფუძველია მათ მიმართ … წლის … …ს რეგისტრირებული ქორწინების №… აქტის ჩანაწერი. დაბადების აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია მშობლების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამდენად, კასატორების მოსაზრებით, ნ. ს-ის მიმართ დაბადების აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
თავის მხრივ, ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა ნ. ს-ის (ქორწინების შემდეგ - გ-ა, პ/ნ ...) დაბადების სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანის თაობაზე უმეტესად ეფუძნება მოწმეთა ჩვენებებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ადასტურებს, აფიქსირებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგომას/არსებობას, შესაბამისად, ჩანაწერში უნდა აისახოს სწორედ კონკრეტული ფაქტის შესახებ რეალური მონაცემები. სააქტო ჩანაწერის სისწორე გულისხმობს იმის დადგენასა და შეფასებას, რამდენად აისახა მასში რეალური, ფაქტობრივი მდგომარეობა. დაბადების სააქტო ჩანაწერის მონაცემები უნდა დადგინდეს საქმის ყოველმხრივი, პირის მიმართ გაცემული დოკუმენტაციისა და არსებული ინფორმაციის სრულად გამოკვლევის, შესწავლისა და შეფასების შედეგად. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, განსახილველ საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლოს დასკვები ემყარება გამოუკვლეველ და შეუფასებელ მტკიცებულებებს, გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ არ არის დადგენილი საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მოსარჩელის მითითება რეალური დაბადების თარიღისა და სადავო სააქტო ჩანაწერში მითითებული თარიღის შეუსაბამობის შესახებ უნდა დადასტურდეს სათანადო მტკიცებულებებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს ნ. გ-ას დაბადების აქტის რეგისტრაციის დროს მოქმედი საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1971 წლის 9 მარტის #133 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სს რესპუბლიკაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლზე, რომლის მიხედვით, განცხადება ბავშვის დაბადების შესახებ შეტანილი უნდა ყოფილიყო ბავშვის დაბადებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, ხოლო ამავე ინსტრუქციის მე-20 მუხლის მიხედვით, დაბადების რეგისტრაციის დროს წარსადგენი საბუთები იყო ბავშვის დაბადების ფაქტისა და დროის დამადასტურებელი ცნობა სამშობიარო სახლიდან (საავადმყოფოდან), მშობლების პირადობისა და ქორწინების მოწმობები.
ამდენად, დაბადების სააქტო ჩანაწერი გაიცემოდა სამშობიარო ცნობის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სადავო თბილისის ...ის განყოფილების მიერ … წლის … ...ს რეგისტრირებულ №… დაბადების აქტის ჩანაწერზე გრაფაში - „ბავშვის დაბადების ფაქტის დამადასტურებელი საბუთები“ - დაფიქსირებულია … წლის … …ს გაცემული …ის ცნობა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამედიცინო დაწესებულებებიდან და ეროვნული არქივიდან ნ. ს-ის (ქორწინებით - გ-ას) საქმესთან დაკავშირებით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, თუმცა ამ დაწესებულებებში შესაბამისი ინფორმაცია დაცული არ აღმოჩნდა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოების დასკვნა მოსარჩელის … წელს დაბადების ფაქტის დადასტურების თაობაზე, იმ პირობებში, როდესაც მოწმეთა ჩვენებების გარდა საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ შეიცავს ინფორმაციას ნ. ს-ის … წელს დაბადების თაობაზე. საქმეში არ არის წარმოდგენილი სამშობიარო ცნობა, რომელიც დაადასტურებდა ნ. ს-ის … წელს დაბადების ფაქტს, დაბადების სააქტო ჩანაწერი კი გაიცემოდა სწორედ სამშობიარო ცნობის საფუძველზე. ამასთან, მართალია, ასევე ვერ იქნა მოძიებული თბილისის ...ის განყოფილების მიერ … წლის … …ს რეგისტრირებულ №… დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული … წლის … …ს გაცემული …ის ცნობა, თუმცა, ვერც მისი უსწორობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები იქნა საქმეზე წარმოდგენილი. სადავო საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ასევე სათანადო შეფასება არ მიეცა იმ გარემოებას, რომ თბილისის ...ის განყოფილების მიერ … წლის … …ს რეგისტრირებული №… სადავო დაბადების აქტის ჩანაწერში მშობლების მონაცემის მითითების საფუძველია მათ მიმართ … წლის … …ს რეგისტრირებული ქორწინების №… აქტის ჩანაწერი.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში საქმეზე არსებული გარემოებები საკმარისი არ იყო იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელის სადავო სააქტო ჩანაწერი დაბადების თარიღის თაობაზე შეიცავს არასწორ ინფორმაციას. აღნიშნული საკითხის დადასტურება სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა უზრუნველყოფილი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იძებნება სხვა №… დაბადების აქტის ჩანაწერი, რეგისტრირებული … წლის … …ს, რომელშიც მითითებულია შემდეგი მონაცემები: ბავშვი დაიბადა მკვდრად … წლოს … …ს; სქესი - მამრ., მშობლები: მამა - ს-ი მ.; დედა - ა-ი ლ.. დაბადების აქტის ჩანაწერზე გრაფაში - „ბავშვის დაბადების ფაქტის დამადასტურებელი საბუთები“ მითითებულია ...ი. აღნიშნულ დაბადების აქტის ჩანაწერთან დაკავშირებით კასატორები მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ ჩანაწერში იდენტურია არამარტო სახელი, გვარი და მამის სახელი, არამედ, მშობელთა წლოვანებები, ასევე - აქტის ჩანაწერის მეორე გვერდზე დაფიქსირებული მშობლების პროფესიებიც. აღნიშნული კი, კასატორთა მტკიცებით, გამორიცხავს ნ. გ-ას (ქორწინებამდელი გვარი - ს-ი) … წლის … …ს დაბადების ფაქტს.
რაც შეეხება ნ. გ-ას სახელზე გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებში დაფიქსირებულ დაბადების თარიღს - … წელს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. განსახილველ შემთხვევაში კი საქმეზე დადგენილი გარემოებები არ არის საკმარისი იმის გამოსარიცხად, რომ ნ. ს-ი დაიბადა … წელს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში იქმნება საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების პროცესუალური საჭიროება, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ საქმეზე არსებული ინფორმაციისა და გარემოებების ერთობლიობაში დამუშავების შემდგომ უნდა მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო, საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, შებოჭილი არ არის პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები. თუ დავის გადაწყვეტისას სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას ან დადგენას, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული საპროცესო კომპეტენციით და თავად მოიპოვოს მტკიცებულებები.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ბ. სტურუა