საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-293(ს-23) 01 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ ქონების მართვის სააგენტო
მოსარჩელე - შპს ,,თ...“
მოპასუხეები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, სს ,,ს...“
მესამე პირები - შპს ,,ჰ...“, სს ,,სა...“, გ. ნ-ი, ნ. გ-ა
დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „თ...მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და სს ,,ს...ს“ მიმართ. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ყოფილიყო ცნობილი:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 08 აპრილის №14.12.387 განკარგულება „ქ. თბილისში, ...ს ქუჩის მიმდებარედ, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) სასაფლაოს მოწყობა-მიერთების თაობაზე“;
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 29.04.2015წ. №17.24.485 განკარგულება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საქალაქო სასაფლაოების ფარგლების დაზუსტებისა და მათზე შპს „ჰ...სთვის“ უფლებამოსილების განსაზღვრის თაობაზე“ დანართი 1-ის 32-ე პუნქტის ნაწილში, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საქალაქო სასაფლაოდ განსაზღვრულია ზემო საბურთალოს საქალაქო სასაფლაო სოფ. ...ს მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე;
3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 01.07.2015წ. №26.39.813 განკარგულება;
4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 08.06.2009 წ. №06-8/5431 მიმართვა ნაწილობრივ;
5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 24.04.2015წ. №2-9/398 ბრძანება;
6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 24.04.2015წ. №02-9/399 ბრძანება;
7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 23.12.2011წ. №6-8/17004 მიმართვა;
8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 24.04.2012წ. №6-8/4597 მიმართვა;
9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 24.04.2012წ. №6-8/4598 მიმართვა;
10. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 04.12.2013წ. №2-9/856 ბრძანება;
11. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 27.06.2016წ. №09-1/944 ბრძანება;
12. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 03.10.2016წ. №09-1/1603 ბრძანება;
13. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 05.03.2015წ. №2-9/210 ბრძანება;
14. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 19.03.2015წ. №1/1-915 ბრძანება;
15. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 23.06.2016წ. №7/31605 მიმართვა;
16. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 11.06.2013წ. №1/1-420 ბრძანება (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.01.2022 წ. განჩინებით განსჯადობით გადაგზავნილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში) ;
17. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 19.06.2017წ. №1/1-1379 ბრძანება;
18. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის 14.08.2012წ. №05/17504 წერილი;
19. სს „ს...“-ს 05.07.2013წ. №01-2 ბრძანება (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.01.2022 წ. განჩინებით განსჯადობით გადაგზავნილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში);
20. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 06.10.2020წ. №1-1/417 ბრძანება „შპს „თ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“;
21. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.06.2020წ. №611 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
22. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 06.03.2015წ. №... გადაწყვეტილება;
23. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის შეწყვეტის შესახებ 07.04.2015წ. №... გადაწყვეტილება;
24. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 06.03.2015წ. №... გადაწყვეტილება;
25. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 07.04.2015წ. №... გადაწყვეტილება;
26. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 09.03.2015წ. №... გადაწყვეტილება;
27. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 14.04.2015წ. №... გადაწყვეტილება;
28. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 05.03.2015წ. №... გადაწყვეტილება;
29. მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 07.04.2015წ. №... გადაწყვეტილება;
30. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.06.2015წ. №... გადაწყვეტილება შპს „თ...“-ს ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
31. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.06.2015წ. №... გადაწყვეტილება შპს „თ...“-ს ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
32. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.06.2015წ. №... გადაწყვეტილება შპს „თ...“-ს ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
33. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.06.2015წ. №... გადაწყვეტილება შპს „თ...“-ს ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
34. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.04.2015 №...; 11.05.2015 №...; 16.07.2015 №...; 23.03.2015 №...; 27.06.2016 №...; 29.12.2011 №...; 07.05.2012 №...; 14.07.2016 №...; 21.08.2012 №...; 18.07.2013 №...; 29.07.2013 №...; 21.08.2012 №...; 19.07.2013 №...; 29.07.2013 №...; 21.08.2012 №...; 18.07.2013 №...; 29.07.2013 №...; 21.06.2017 №...; 26.10.2016 №...; 21.06.2009 №...; 20.05.2019 №...; 11.03.2015 №...; 10.12.2013 №... და 07.05.2012 №... გადაწყვეტილებები;
35. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების გამოცემა შპს „თ...“-ს მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე წარდგენილ განცხადებების დაკმაყოფილებისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება შპს „ჰ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით შპს ,,თ...ს“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ყველა სახის რეგისტრაციის განხორციელება №...; №...; №...; №...; №...; №...; №...; №...; №...; №...; №...; №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო მონაცემებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება სს „სა...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით შპს ,,თ...ს“ სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 11.06.2013წ. №1/1-420 და სს „ს...ს“ 05.07.2013წ. №01-2 ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ,,თ...“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ძალაში შესვლის დღიდან ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 08 აპრილის №14.12.387 განკარგულება „ქ. თბილისში, ...ს ქუჩის მიმდებარედ, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) სასაფლაოს მოწყობა-მიერთების თაობაზე“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 29 აპრილის 29.04.2015წ. №17.24.485 განკარგულება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საქალაქო სასაფლაოების ფარგლების დაზუსტებისა და მათზე შპს „ჰ...სთვის“ უფლებამოსილების განსაზღვრის თაობაზე“ დანართი 1-ის 32-ე პუნქტის ნაწილში, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საქალაქო სასაფლაოდ განსაზღვრულია ზემო საბურთალოს საქალაქო სასაფლაო სოფ. ...ს მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 01.07.2015წ. №26.39.813 განკარგულება, იმ ნაწილში რომელიც მოიცავს/ეხება/გადაფარვაშია მოსარჩელე შპს ,,თ...“-ს ნატურაში გამიჯნულ მიწის ნაკვეთებთან; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ძალაში შესვლის დღიდან ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 08.06.2009 წ. №06-8/5431 მიმართვა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 24.04.2015წ. №2-9/398 ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 24.04.2015წ. №02-9/399 ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 23.12.2011წ. №6-8/17004 მიმართვა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 24.04.2012წ. №6-8/4597 მიმართვა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 24.04.2012წ. №6-8/4598 მიმართვა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 04.12.2013წ. №2-9/856 ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 27.06.2016წ. №09-1/944 ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 03.10.2016წ. №09-1/1603 ბრძანება და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 05.03.2015წ. №2-9/210 ბრძანება იმ ნაწილში, რომელიც მოიცავს/ეხება/გადაფარვაშია მოსარჩელე შპს ,,თ...“-ს ნატურაში გამიჯნულ მიწის ნაკვეთებთან; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ძალაში შესვლის დღიდან ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 19.03.2015წ. №1/1- 915 ბრძანება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 23.06.2016წ. 92 №7/31605 მიმართვა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 19.06.2017წ. №1/1-1379 ბრძანება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 14.08.2012წ. №5/17504 მიმართვა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის 14.08.2012წ. №05/17504 წერილი იმ ნაწილში, რომელიც მოიცავს/ეხება/გადაფარვაშია მოსარჩელე შპს ,,თ...“-ს ნატურაში გამიჯნულ მიწის ნაკვეთებთან; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ძალაში შესვლის დღიდან ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 06.03.2015წ. №... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის შეწყვეტის შესახებ 07.04.2015წ. №... გადაწყვეტილება, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 06.03.2015წ. №... გადაწყვეტილება, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 07.04.2015წ. №... გადაწყვეტილება, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 09.03.2015წ. №... გადაწყვეტილება, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 14.04.2015წ. №... გადაწყვეტილება, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 05.03.2015წ. №... გადაწყვეტილება, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 07.04.2015წ. №... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.06.2015წ. №... გადაწყვეტილება შპს „თ...“-ს ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.06.2015წ. №... გადაწყვეტილება შპს „თ...“-ს ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.06.2015წ. №... გადაწყვეტილება შპს „თ...“-ს ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.06.2015წ. №... გადაწყვეტილება შპს „თ...“-ს ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.04.2015 №...; 11.05.2015 №...; 16.07.2015 №...; 23.03.2015 №...; 27.06.2016 №...; 29.12.2011 №...; 07.05.2012 №...; 14.07.2016 №...; 21.08.2012 №...; 18.07.2013 №...; 29.07.2013 №...; 21.08.2012 №...; 19.07.2013 №...; 29.07.2013 №...; 21.08.2012 №...; 18.07.2013 №...; 29.07.2013 №...; 21.06.2017 №...; 26.10.2016 №...; 21.06.2009 №...; 20.05.2019 №...; 11.03.2015 №...; 10.12.2013 №... და 07.05.2012 №... გადაწყვეტილებები იმ ნაწილში, რომელიც მოიცავს/ეხება/გადაფარვაშია მოსარჩელე შპს ,,თ...“-ს ნატურაში გამიჯნულ მიწის ნაკვეთებთან. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შპს „თ...“-ს მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე წარდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა - ბათილად ყოფილიყო ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 06.10.2020წ. №1-1/417 ბრძანება „შპს „თ...ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 06.10.2020წ. №1-1/417 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 19 მარტის №1/1-915 ბრძანება და 2016 წლის 23 ივნისის №7/31605 წერილი; სხვა ნაწილში აღნიშნული ბრძანება დარჩა უცვლელი; მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა - ბათილად ყოფილიყო ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.06.2020წ. №611 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 22.06.2020წ. №611 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა 2016 წლის 27 ივნისის № 09-1/944 და 2016 წლის 03 ოქტომბრის №09-1/1603 ბრძანებები; სხვა ნაწილში აღნიშნული ბრძანება დარჩა უცვლელი; მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა - ძალაში შესვლის დღიდან ნაწილობრივ ბათილად ყოფილიყო ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.07.2013წ. №... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.07.2013წ. №... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.07.2013წ. №... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.07.2013წ. №... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.07.2013წ. №... გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.07.2013წ. №... გადაწყვეტილება, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,თ...მ“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, შპს ,,ჰ...მა“ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაებნენ გ. ნ-ი და ნ. გ-ა.
2023 წლის 30 იანვარს სსიპ ქონების მართვის სააგენტომ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1961 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთის გამიჯვნა დაფიქსირებული ზედდების მიღმა არსებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისაგან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც განმცხადებელმა საჩივრით გაასაჩივრა.
საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „თ...ს“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ყველა სახის რეგისტრაციის განხორციელება ცალკეულ საკადასტრო კოდებზე და მათ შორის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ №..., №... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა სიტუაციის ამსახველი ნახაზის მომზადება, რომელშიც ასახული უნდა ყოფილიყო №..., №..., №..., №..., №... და №... განცხადებებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთები. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 04 იანვრის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, №..., №..., №... და №... სარეგისტრაციო განცხადებებზე წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით ზედდება ფიქსირდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. ზედდების ფართობმა №... სარეგისტრაციო განცხადებისთვის შეადგინა 4750 კვ.მ, №... სარეგისტრაციო განცხადებისთვის 14924 კვ.მ, №... სარეგისტრაციო განცხადებისთვის 32819 კვ.მ, ხოლო 1... სარეგისტრაციო განცხადებისთვის - 6121 კვ.მ. ზედდების საერთო ჯამი - 58 614 კვ.მ, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად კი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია 118134 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამავე სამსახურებრივი ბარათის თანახმად, №..., №..., №... და №... სარეგისტრაციო განცხადებებზე წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით ზედდება ფიქსირდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. ზედდების ფართობმა №... სარეგისტრაციო განცხადებისთვის შეადგინა 114 კვ.მ, №... სარეგისტრაციო განცხადებისთვის 5250 კვ.მ, №... სარეგისტრაციო განცხადებისთვის - 4470 კვ.მ და №... სარეგისტრაციო განცხადებისთვის - 1887 კვ.მ. ზედდების საერთო ჯამი - 11721 კვ.მ. ხოლო სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია 13625 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
საჩივრის ავტორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1961 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 109-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განცხადების დაუკმაყოფილებლობის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების კანონიერება ერთხელ უკვე იქნა შეფასებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, ფაქტობრივი ვითარება არსებითად არ შეცვლილა და არც განმცხადებელს წარმოუდგენია ახალი მტკიცებულება, რაც განჩინების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული განმარტება არამართებულია, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინების გაუქმების ფარგლებში და არა „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ 1961 მუხლის პირობებში. ამასთან, სწორედ სააპელაციო სასამართლოს დავალების საფუძველზე, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით დგინდება, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი ზედდებაშია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მხოლოდ გარკვეულ ნაწილთან, მაშინ როდესაც სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია მთლიან საკადასტრო კოდზე. მოცემულ შემთხვევაში კი ილახება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის, ისევე როგორც ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მესაკუთრის უფლებები, რადგან მთლიან კოდზე (ზედდების მიღმა) არსებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით ქალაქ თბილისს მუნიციპალიტეტს, ერთმევა უფლება შეუფერხებლად ისარგებლოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
საჩივრის ავტორი მიუთითებს სასამართლო პრაქტიკაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორც მოპასუხის უფლებები) შორის. გარდა ამისა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტის მთავარი პრინციპი - აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება. სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა იყოს განპირობებული იმ ვარაუდით, რომ სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები იურიდიულად ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. უზრუნველყოფის ღონისძიებით უფლების დროებით შეზღუდვის დროს კი მნიშვნელოვანია გონივრული ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის“. „უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამგვარად, მხარეთ არათანაბარ პირობებში ჩაყენება“. აღნიშნული განმარტების საწინააღმდეგოდ, განსახილველ შემთხვევაში მთლიან საკადასტრო კოდებზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ადგილი აქვს მოპასუხის ინტერესების გაუმართლებელ შეზღუდვას, რაც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
საჩივრის ავტორის მითითებით, უზრუნველყოფის ღონისძიებით უფლების დროებით შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონივრული ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდული უფლებას შორის. სწორედ აღნიშნული პრინციპით უნდა ეხელმძღვანელა განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოსაც, რაც მას არ განუხორციელებია. საჩივრის ავტორი მიუთითებს კონკრეტულ საქმეებზე, სადაც სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენა არა მთლიან მიწის ნაკვეთზე, არამედ უშუალოდ სადავო ფართობზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებლობის მოტივით განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო სამართლებრივ გარანტიას. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ შეიძლება გაუმართლებელ ტვირთად დააწვეს მხარეებს და ეფუძნებოდეს სასამართლოს დაუსაბუთებელ ვარაუდს. ამდენად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობებში, როცა მხარე განცხადებაში კონკრეტულად და რეალურად მიუთითებს იმ საფრთხეზე, რომლის აცილებაც შეუძლებელია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. ამდენად, საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს როგორც სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე, ისე აღნიშნულის დადასტურების მიზნით, საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე.
პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ყველა სახის რეგისტრაციის განხორციელება №...; №...; №...; №...; №...; №...; №...; №...; №...; №...; №...; №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო მონაცემებში. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ/მთავრობამ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინება; პალატა მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კანონიერება ერთხელ უკვე იქნა შეფასებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, ფაქტობრივი ვითარება არსებითად არ შეცვლილა და არც განმცხადებელს წარმოუდგენია ახალი მტკიცებულება, რაც განჩინების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პოზიცია, რომ მთლიან საკადასტრო კოდზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოპასუხის ინტერესებს ზღუდავდა გაუმართლებლად. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით შპს „თ...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „თ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სადავო აქტები იმ ნაწილში, რომელიც მოიცავს/ეხება/გადაფარვაშია მოსარჩელე შპს ,,თ...ს“ ნატურაში გამიჯნულ მიწის ნაკვეთებთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველ შემთხვევაში წარდგენილი საჩივრით სადავოდ არის გამხდარი ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე (ნატურით გაყოფაზე) თანხმობის გაცემაზე უარის კანონიერება.
სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავი (სარჩელის უზრუნველყოფა). საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სარჩელის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებაა მოპასუხისათვის რაიმე მოქმედების განხორციელების შეზღუდვის გზით. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა, შესაბამისად, მისი გამოყენება მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან მისი შეუძლებლობის თავიდან აცილებისაკენ მხოლოდ დავის საგანთან დაკავშირებით და არსებული მდგომარეობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ერთნაირად იცავს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესებს, ანუ მოსარჩელის ინტერესების უზრუნველყოფა არ ხდება მოპასუხის ინტერესების გაუთვალისწინებლად.
მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას, სხვა მოთხოვნებთან ერთად, აგრეთვე წარმოადგენდა სსიპ ქონების მართის სააგენტოს სახელზე კონკრეტული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის კანონიერება. მოსარჩელემ - შპს „თ...მ“ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის სადავო უძრავ ქონებაზე ყოველგვარი რეგისტრაციის განხორციელების აკრძალვა მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ყველა სახის რეგისტრაციის განხორციელება №...; №...; №...; №...; №...; №...; №...; №...; №...; №...; №...; №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო მონაცემებში. აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაშია შესული და მოცემული ეტაპისთვის, მისი საფუძვლების რევიზია არ წარმოადგენს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას.
კონკრეტულ შემთხვევაში, სსიპ ქონების მართვის სააგენტო განცხადებით ითხოვდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1961 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთის გამიჯვნას დაფიქსირებული ზედდების მიღმა არსებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისაგან იმ დასაბუთებით, რომ სადავო გადაწყვეტილებებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებსა და მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებებში ასახულ მიწის ნაკვეთებს შორის ზედდება არ მოიცავდა სადავო ნაკვეთებს სრულად - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 04 იანვრის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ზედდება ფიქსირდებოდა მხოლოდ ნაკვეთების კონკრეტულ ნაწილებზე. ამდენად, მიზანშეუწონელი იყო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება სრულ ფართობებზე.
საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შპს „თ...ს“ სარჩელით გასაჩივრებულია რეგისტრაციის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები არა ნაწილობრივ - მხოლოდ ზედდების ნაწილში, არამედ სრულად. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ... კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე დარეგისტრირდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 აპრილის №... გადაწყვეტილებით, ... კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება - 2015 წლის 11 მარტის №... გადაწყვეტილებით, ხოლო ... კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება - 2012 წლის 29 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით. როგორც უკვე აღინიშნა, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 აპრილის №... გადაწყვეტილების, 2015 წლის 11 მარტის №... გადაწყვეტილებისა და 2012 წლის 29 დეკემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერება არა მხოლოდ ზედდების ნაწილში, არამედ სრულად.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებები (მათ შორის საჩივრის ავტორის მიერ დასახელებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 აპრილის №..., 2015 წლის 11 მარტის №... და 2012 წლის 29 დეკემბრის №... გადაწყვეტილებები) ბათილად იქნა ცნობილი იმ ნაწილში, რომელიც მოიცავს/ეხება/გადაფარვაშია მოსარჩელე შპს ,,თ...ს“ ნატურაში გამიჯნულ მიწის ნაკვეთებთან. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის ფარგლებში და სადავო საკითხი კვლავ ადმინისტრაციულ ორგანოს დაუბრუნა გამოსაკვლევად. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულია მხარეთა მიერ და გარდა შედეგისა, მხარეები სადავოდ ხდიან სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსაც.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კანონიერება ერთხელ უკვე იქნა შეფასებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, ფაქტობრივი ვითარება არსებითად არ შეცვლილა და არც განმცხადებელს წარმოუდგენია ახალი მტკიცებულება, რაც განჩინების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც არ მომხდარა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება (სადავო აქტების მხოლოდ გადაფარვის ნაწილში ბათილად ცნობა), ამასთან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხარეთა მიერ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, როგორც ერთ-ერთი მოპასუხის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი 2023 წლის 04 იანვრის სამსახურებრივი ბარათი სარეგისტრაციო განცხადებებზე დართული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით ზედდების არსებობის შესახებ, მოცემული ეტაპისთვის ვერ მიიჩნევა უტყუარ მტკიცებულებად, შესაბამისად არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1961 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე (ნატურით გაყოფაზე) თანხმობის გაცემის რელევანტურ საფუძველს. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის მეოთხე ნაწილი ადგენს იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია მოპასუხის განცხადების დაკმაყოფილება; კერძოდ, ასეთი განცხადება სასამართლომ შეიძლება დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაადგენს შემდეგი ორი გარემოების ერთდროულად არსებობას: ა. ყადაღადადებული ქონების გამიჯვნა (ნატურით გაყოფა) შესაძლებელია და ბ. ასეთი გამიჯვნის შედეგად მიღებული ქონება საკმარისია სარჩელის უზრუნველსაყოფად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, ზემოხსენებულ გარემოებათა დასადგენად საჭიროა სპეციალური ცოდნა, შესაბამისად, ამ გარემოებათა არსებობა შეიძლება დადასტურდეს ექსპერტიზის დასკვნით (სსსკ-ის 162-ე მუხლი). აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, დაკმაყოფილდეს მოპასუხის განცხადება ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე (ნატურით გაყოფაზე) თანხმობის გაცემის შესახებ, თუ მოპასუხე სასამართლოს არ წარუდგენს შესაბამის ექსპერტიზის დასკვნას (სუსგ №ას-198-187-20167, 29.06. 2017 წელი). კონკრეტულ შემთხვევაში სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სასამართლოსთვის არ წარუდგენია ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტი, მითუმეტეს მის უტყუარობაზე მხარეთა შეთანხმების გარეშე, ვერ განიხილება ექსპერტიზის დასკვნის ტოლფას მტკიცებულებად, ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას და მიიჩნევს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საჩივარი მართებულად არ დაკმაყოფილდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 198-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წლის 2023 წლის 30 იანვრის და ამავე სასამართლოს წლის 2023 წლის 13 მარტის განჩინებები დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა