გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1139-1385-05 4 მაისი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი),
რ. ნადირიანი
დავის საგანი: თანხის დაკისრება და გირავნობის საგნის რეალიზაცია (სარჩელში); თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
სს ბანკმა „...“ სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში შპს „...“ მიმართ თანხის დაკისრებისა და გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ.
სს ბანკმა «...» სარჩელში მიუთითა, რომ 2000წ. 29 აგვისტოს სს ბანკ „...“ და შპს „...“ შორის გაფორმდა რევოლველური საკრედიტო ხელშეკრულება ¹575 ზღვრული 200 000 აშშ დოლარი ან მისი ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით. რევოლველური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 2000წ. 1 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება ¹575\1. კრედიტის სარგებლობის ვადა განისაზღვრა 2001წ. 12 ივნისამდე.
რევოლველური საკრედიტო ხელშეკრულება ¹575-ით ნაკისრი ვალდებულებები უზრუნველყოფილ იქნა მოპასუხის კუთვნილ მოძრავ ნივთებზე – ქ. თბილისში, სადგური „...“ ნავთობპროდუქტების ბაზაზე მდებარე მოძრავ ქონებაზე გირავნობის უფლებით, რომელიც დადგენილ იქნა მხარეთა შორის 2000წ. 29 აგვისტოს დადებული საგირავნო ხელშეკრულებით.
შპს „...“ არ განახორციელა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხის დაფარვა, რის გამოც 2001წ. 29 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების ¹575-1 დამატებით მას სესხის დაფარვის ვადა გაუგრძელდა 2001წ. 5 ნოემბრამდე. ამ უკანასკნელის გასვლამდე მოპასუხემ სრულად დაფარა 2001წ. 29 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების ¹575-1 დამატებით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტები, რის შემდგომაც მას და სს ბანკ „...“ შორის 2001წ. 1 ნოემბერს რევოლველური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე დაიდო ახალი საკრედიტო ხელშეკრულება @¹575-2. ამ ხელშეკრულებით კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 150 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო კრედიტის ვადა - 12 თვით. დავალიანება სრულად უნდა დაფარულიყო 2002წ. 1 ნოემბრამდე.
მოპასუხემ დაარღვია 2001წ. 1 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვის ვადა, რის გამოც 2002წ. 1 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულების ¹575-2-ის დამატება ¹1-ით მოპასუხეს სესხის დაფარვის ვადა გაუგრძელდა 2003წ. 1 ნოემბრამდე.
მოპასუხემ კვლავ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვის ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა შპს „...“ ბანკის სასარგებლოდ 160 902,12 აშშ დოლარის დაკისრება და გირავნობით დატვირთული მოძრავი ნივთების რეალიზაცია.
2005წ. 18 იანვარს სს ბანკ „...» წარმომადგენელმა გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხისათვის ბანკის სასარგებლოდ 196412,257 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 5 000 ლარის გადახდის დაკისრებოდა.
2005წ. 1 თებერვალს შპს „...“ მიერ სასამართლოში აღძრულ იქნა შეგებებული სარჩელი. შპს „...“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ სესხის აღების დღიდან შპს „...“ არაერთი მოლაპარაკება აწარმოვა ბანკთან პროცენტის დაკლებისა და კანონით დადგენილ ოდენობამდე შესამცირებლად, მაგრამ უშედეგოდ. შპს „...“ სრულად დაფარა 2001წ. 1 ნოემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2001წ. 1 ნოემბერს აიღო ახალი სესხი 150 000 აშშ დოლარის ოდენობით‚ თვეში კვლავ 2,5%-ის დარიცხვით, რაც შპს „...“ მიაჩნია თავისი უფლებებისა და კანონის უხეშ დარღვევად, მაგრამ, საზოგადოების მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა ამგვარ გარიგებაზე დათანხმებულიყო.
შპს „...“ 2000წ. 1 სექტემბრიდან 2004წ. 1 აპრილამდე ბანკის სასარგებლოდ სულ გადახდილი აქვს 148727,83 აშშ დოლარი, მათ შორის‚ პროცენტი – 135289,68 აშშ დოლარი, ხოლო ძირითადი თანხა _ 13438,15 აშშ დოლარი. შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი შპს „...“ ვერ გადაიხადა. ბანკმა არ შეასრულა დაპირებული ვალდებულება და არ მისცა საბრუნავი საშუალებები 50 000 აშშ დოლარის ოდენობით, რის გამოც შპს «...“ ვერ მიიღო შემოსავალი იმ ოდენობით, რასაც გეგმავდა. ბანკის მიერ უსაზღვროდ მაღალმა პროცენტმა და შეპირებული საბრუნავი საშუალებების მიუღებლობამ კომპანია ძლიერ აზარალა. ბანკს თავიდანვე განზრახული ჰქონდა შპს „...“ გაკოტრება და ყველა გზით ცდილობდა ნავთობტერმინალის ხელში ჩაგდებას.
შპს „...“ განმარტებით, ბანკმა უხეშად დაარღვია კანონმდებლობა, კერძოდ, ბანკმა ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება, ისარგებლა შპს-ს მძიმე ფინანსური მდგომარეობით და შპს „...“ უსაფუძვლოდ შესთავაზა ხელშეკრულების არათანაბარი პირობები. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. თუ კანონით ან ხელშეკრულებით ვალდებულება პროცენტიანია, წლიური პროცენტის ზღვრული ოდენობა განისაზღვრება სპეციალური ნორმატიული აქტით. ბანკმა დაადგინა საპროცენტო განაკვეთი 1%-დან 4%-მდე, მაგრამ უგულებელყო სკ-ის 868-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, რომელიც კრედიტის გამცემს ავალდებულებს ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი განსაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე. ბანკის მიერ დარღვეული იქნა სკ-ის 868-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. ბანკმა არ დაადგინა წლიური საპროცენტო განაკვეთი, ხელშეკრულებაში არ ასახა და საბაზრო საპროცენტო განაკვეთის ცვლილებას არ შეუსაბამაAსაპროცენტო განაკვეთის ცვლილება. შპს «...“ უნდა გადახდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წლიური საპროცენტო განაკვეთი რაც 2000წ. 1 სექტემბრის მდგომარეობით შეაპდგენდა 7,5%-ს. 2001წ. 1 ნოემბერს წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6%-ს, ხოლო საშუალო წლიური პროცენტი 2001 წელს შეადგენდა 16%-ს. საკრედიტო დაწესებულება ვალდებული იყო ხელშეკრულებაში ჩაედო საპროცენტო განაკვეთის ზრდისა და შემცირების ზღვარი, ცვლილებათა მინიმალური შუალედი. გაუმართლებლად დიდი საპროცენტო განაკვეთის წლიური 14 პროცენტი, რაც ერთიწ. განმავლობაში შეადგენს 21 000 აშშ დოლარს, ხოლო თვეში _ 1750 აშშ დოლარს. 2000წ. 1 სექტემბრიდან 2004წ. 1 აპრილამდე შპს „...“ მიერ 43 თვის განმავლობაში პროცენტის სახით ზედმეტად გადახდილი იქნა 75250.00 აშშ დოლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „...“ წარმომადგენელმა მოითხოვა, რომ ბანკს დაეკისროს 75250.00 აშშ დოლარის გადახდა შპს „...“ სასარგებლოდ და აღნიშნული თანხა შპს „...“ ჩაეთვალოს ბანკის დავალიანების თანხაში და გაქვითოს ეს თანხა სკ-ის 388-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილებით სს ბანკი „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა _ შპს „...“ დაეკისრა სს ბანკი «...» სასარგებლოდ 196 412.57 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული თანხის გადახდა მიექცა გირავნობით დატვირთული შპს „...“ კუთვნილი, სადგურ «...» ნავთობპროდუქტების ბაზაზე მდებარე ქონების რეალიზაციით, კერძოდ: 1. ნავთობპროდუქტების მიმღები ესტაკადა: ა) რკინის ჩიხი, ბ)მილსადენი, გ)ელ.კაბელი, დ)მოწყობილობა. 2. ნავთობპროდუქტების მიმღები და გადასაქაჩი კვანძი: ა)მილსადენი, ბ)ელ.კაბელი, გ)მოწყობილობა. 3. მუშა-მოსამსახურეთა შენობაში არსებული ელ.კაბელი. 4. ასაწონი მოწყობილობა. 5. ნავთობპროდუქტების გადამცემი გადასაქაჩი კვანძი: ა) მილსადენი, ბ)ელ.კაბელი, გ)მოწყობილობა, ელ ტუმბო КМ-62/40 1 ცალი; ელ.ტუმბო K-50/50 @2 ცალი; ელ.ტუმბო K-43/40 9 ცალი; მანომეტრი ОБМI-100Б 11 ცალი; ურდული Ру-I Б-100 12 ცალი; ურდული Ру-I Б-100 4 ცალი; ელ.მართვის მოწყობილობა 4 ცალი. 6. ნავთობპროდუქტების გამწმენდი მოწყობილობა. 7.დაცვის შენობის ელ.კაბელი. 8. ნავთობპროდუქტების გამცემი ესტაკადა: ა)მილსადენი, ბ) ელ.კაბელი, გ)მოწყობილობა, ჩამოსასხმელი სისტემა АСН-75 11 ცალი; ნავთობპროდუქტების ფილტრი ФГН-30 11 ცალი; გასაცემი მრიცხველი ВЖУ-100-1.6 11 ცალი;A9.ელ.კაბელი ადმინისტრაციულ შენობაში. 10. ძალოვანი ტრანსფორმატორი МТ-250/6-66 და ელ.კაბელი. 11.ზეთის რეზერვუარები 4 ცალი. 12. ძრავ-გენერატორი და ელ.კაბელი. 13. ძალოვანი ელ.კარადა (მოწყობილობა და ელ.კაბელი). 14. ნავთობპროდუქტების სარეზერვო პარკი: ა)ლითონის ტევადობები, ბ)მოწყობილობა, გ) მილსადენი. 15. დამაკავშირებელი ესტაკადა. 16. კაპიტალური ღობე. 17. საოფისე ავეჯი. 18. ელექტრო და ორგტექნიკა.
შპს „...ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „....
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 ივნისის განჩინებით შპს «...» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. შპს «...» დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 4000 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო, რომ 2000წ. 29 აგვისტოს სს ბანკ „...“ და შპს „...“ შორის გაფორმდა რევოლველური საკრედიტო ხელშეკრულება ¹575 ზღვრული თანხით 200 000 აშშ დოლარით ან მისი ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. რევოლველური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 2000წ. 1 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება ¹575\1. კრედიტის სარგებლობის ვადა განისაზღვრა 2001წ. 12 ივნისამდე.
დადგენილად ცნო ისიც, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა 2001წ. 1 ნოემბერს საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვის ვადა, რის გამოც 2002წ. 1 ნოემბერს საკრედიტო ხელშეკრულების ¹575-2 დამატება ¹1-ით შპს «...» სესხის დაფარვის ვადა გაუგრძელდა 2003წ. 1 ნოემბრამდე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2000წ. 1 სექტემბრისა და 2001წ. 1 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებებით დადგენილი იქნა მყარი საპროცენტო განაკვეთი და მისი ოდენობა განისაზღვრა მხარეთა შეთანხმებით. სააპელაციო სასამართლომ სკ-ის 868-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ჩათვალა, რომ პროცენტის ცვალებადობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სადისკონტო განაკვეთს ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს. მოცემულ შემთხვევაში კი მიიჩნია, რომ ბანკის მიერ ხელშეკრულებით დაწესებული პროცენტი გონივრულ შესაბამისობაშია ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებული პროცენტის ზღვრულ ოდენობასთან, ამიტომ იგი არ უნდა ჩაითვალოს შეუსაბამოდ მაღალ პროცენტად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 ივნისის განჩინება
საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «...», რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბანკის მიერ დარღვეული იქნა სკ-ის 868-ე მუხლის მოთხოვნები, რაც გამოიხატა შემდეგში: ბანკმა ეროვნული ბანკის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის ნაცვლად შპს „...“ დაუწესა გაუმართლებლად დიდი პროცენტი. სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გამოკვლეული და დასაბუთებული‚ შპს «...» უნდა გადაეხადა თუ არა ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2,5%, თუ პროცენ უნდა გადაეხადა სკ-ის 869 მუხლით დადგენილი წესით.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლოს მიოერ დადგენილია, რომ 2000წ. 29 აგვისტოს ს/ს ბანკი “...”-სა და შპს “...” შორის დაიდო რევოლვერული საკრედიტო ხელშეკრულება ¹575 ზღვრული 200 000 აშშ დოლარით ან მისი ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. რევოლვერული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 2000წ. 1 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება ¹575/1, რომლის სარგებლობის ვადა განისაზღვრა 2001წ. 12 ივნისამდე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ, ასევე დადგენილია, რომ 2001წ. 29 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების ¹575-1 ვადა კასატორს გაუგრძელდა 2001წ. 5 ნოემბრამდე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ შპს “...” ვადის გასვლამდე დაფარა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. რევოლვერული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, 2001წ. 1 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა ახალი საკრედიტო ხელშეკრულება ¹575/2, რომლითაც კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 150000 აშშ დოლარით, ხოლო ვადა _ 12 თვით, ანუ 2002წ. 1 ნოემბრამდე. აღნიშნული ხელშეკრულების ვადა ¹575/2 დამატება ¹1-ის საფუძველზე, შპს “...” გაუგრძელდა 2003წ. 1 ნოემბრამდე.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს “...” მიერ დარღვეული იქნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით კრედიტის დაფარვის ვადა და დავალიანებამ მის მიმართ სარჩელის შეტანის დროისათვის შეადგინა 196 412,57 აშშ დოლარი.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სკ-ის 868-ე და 869-ე მუხლების მოთხოვნები. კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ ბანკის მიერ ზემოაღნიშნული ნორმების დარღვევის გამო შპს “...” უნდა გადაეხადა მხოლოდ კანონით დადგენილი პროცენტი. ასევე, საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იყო დადგენილი‚ უნდა გადაეხა თუ არა შპს “...” 2,5% ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. კასატორი უთითებს, რომ მისი მოთხოვნის კანონიერებას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ეროვნული ბანკის ცნობა.
სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კანონმდებელი ანიჭებს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მხარეებს უფლებას‚ თვითონ განსაზღვრონ საპროცენტო განაკვეთის სახე, რომელიც შეიძლება იყოს მყარი ან ცვალებადი.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის განსაზღვრული იყო მყარი საპროცენტო განაკვეთი, რომლის საწინააღმდეგოდ არ არის მითითებული საკასაციო საჩივარში. ამდენად, მხარეები შეთანხმდნენ მყარი საპროცენტო განაკვეთზე, რითაც განსაზღვრეს მისი უცვლელობა ფულის სიმყარის დონის მიუხედავად.
სკ-ის 868-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები არეგულირებენ ისეთ საკრედიტო ურთიერთობებს, რომლითაც გათვალისწინებული ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. კერძოდ, განსახილველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ცვალებადი საპროცენტო განაკვეთისა და მისი სიდიდის განსაზღვრა დამოკიდებულია კრედიტის გამცემისაგან, იგი ვალდებულია‚ ეს განსაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რომელიც მოქმედებს მხოლოდ სამართლიანობის ფარგლებში და იცავს ხელშეკრულების იმ მხარეს, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში არ განსაზღვრავს საპროცენტო განაკვეთსა და მისი სიდიდეს.
ამდენად, სკ-ის 868-ე მუხლის მე-4 ნაწილი ითვალისწინებს არა მყარი, არამედ ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის ზრდისა და შემცირების ზღვარის და ასევე ცვლილებათა მინიმალური შუალედის დადგენას, რომელიც უნდა განისაზღვროს საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას.
აღნიშნული პრინციპის მოქმედება განპირობებულია ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის თავისებურებით, რომელიც ითვალისწინებს კრედიტის გამცემის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის საბაზრო საპროცენტო განაკვეტის გაზრდასთან ან შემცირებასთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულებას (სკ-ის 868-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის სიდიდე დამოკიდებულია საბაზრო საპროცენტო განაკვეთისაგან და მისი ცვალებადობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სადისკენტო განაკვეთს ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს. აღნიშნული დანაწესი ვრცელდება ასევე მყარ საპროცენტო განაკვეთების მიმართ სკ-ის 867 და 625-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად.
კანონმდებელი ამ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებს საპროცენტო განაკვეთის შესაბამისობაზე, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი ოდენობა უნდა ემთხვევოდეს საპროცენტო განაკვეთს. აღნიშნული მიუთითებს იომაზე, რომ შესაძლებელია პროცენტის მაქსიმუმი გადაცდეს ოფიციალურად დადგენილ ზღვრულ ოდენობას, მაგრამ ამ ოდენობასთან შესაბამისობა, უპირველეს ყოვლისა ნიშნავს სამართლიანობის პრინციპის დაცვას, რომლის თანახმად‚ საპროცენტო განაკვეთის ოდენობა არ უნდა აყენებდეს მსესხებელს მძიმე მდგომარეობაში, ხოლო კრედიტის გამცემს _ პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ამდენად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის მაქსიმუმი აღემატება ოფიციალურად დადგენილ ზღვრულ ოდენობას‚ არ ნიშნავს იმას, რომ ამით საკრედიტო ხელშეკრულების მხარე (მსესხებელი) აღმოჩნდა კაბალურ მდგომარეობაში. ამისათვის აუცილებელია ისეთი გარემოებების (იურიდიული შემადგენლობის) არსებობა, რომლებიც კონკრეტული ურთიერთობის გათვალისწინებით მიუთითებს, მსესხებლის მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში ჩაყენებით კრედიტის გამცემის გამდიდრებაზე, რომლის შესახებ კასატორის მიერ არ არის აღნიშნული საკასაციო საჩივარში. ამის შესახებ არ არის მითითებული არც საქმის მასალებში. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეროვნული ბანკის ცნობა ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად არასწორად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის გამოყენება ან განმარტება.
კონკრეტულ შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს არა ცვალებადი, არამედ მყარი საპროცენტო განაკვეთი და განსაზღვრეს მისი მაქსიმუმი. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ბანკის მიერ ხელშეკრულებით დაწესებული პროცენტი გონივრულ შესაბამისობაშია ბანკთაშირის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებული პროცენტის ზღვრულ ოდენობასთან, ამიტომ იგი არ უნდა ჩაითვალოს შეუსაბამოდ მაღალ პროცენტად.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 869-ე მუხლი. განსახილველი ნორმა ამ შემთხვევაში იცავს საკრედიტო დაწესებულების ინტერესებს, რომლის თანახმად‚ მოვალის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში (თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში) კრედიტორი უფლებამოსილია‚ დავალიანების თანხასთან ერთად მოითხოვოს ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის შესაბამისი პერიოდისათვის დაფიქსირებული საპროცენტო (ან სადისკენტო) განაკვეთის 3%-ის ოდენობით გადიდებული თანხა.
კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება იმის გამო, რომ მოვალემ გადააცილა სესხის დაბრუნების ვადას. ამ შემთხვევაში მას წარმოეშობა კანონით დადგენილი საპროცენტო განაკვეთის მოთხოვნის უფლება (სკ-ის 869-ე მუხლის მე-2 ნაწილი). განსახილველი ნორმა კრედიტის გამცემს ანიჭებს უფლებას ამ ნორმით დადგენილ შემთხვევაში მოითხოვოს კანონით დადგენილი საპროცენტო განაკვეტი. მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში კრედიტის გამცემმა ხელშეკრულება კი არ შეწყვეტა, არამედ საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის გამო მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული საპროცენტო განაკვეთის მოთხოვნა წარმოიშვა, რაც დადგენილი იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის დარღვეული კანონი და‚ ამდენად‚ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 910-ე მუხლითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «...»-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 ივნისის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.