№ბს-210(კ-22) 25 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ოქროპირიძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – გ.ქ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი
მესამე პირი - დ.ქ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2020 წლის 15 აპრილს გ.ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირის - დ.ქ-ის მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 აპრილის განჩინებით გ.ქ-ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს.
სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 დეკემბრის №... გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 სექტემბრის №... გადაწყვეტილება.
2. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით გ.ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2018 წლის 15 დეკემბერს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს დ.ქ-ემ და მოითხოვა, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ცვლილებების რეგისტრაცია, უძრავ ნივთზე, მდებარე: ...ის რაიონი, სოფელი ... (ზონა - ..., სექტორი - ..., საკადასტრო კოდი - ...). განცხადებაზე თანდართული იყო შემდეგი დოკუმენტები: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სამკვიდრო მოწმობა და უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 5 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა დაინტერესებული პირის მოთხოვნა და განხორციელდა დაუზუსტებელი სახით რეგისტრირებულ №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე ცვლილებების რეგისტრაცია და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი - №...; ბ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 5 სექტემბერს, დ.ქ-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა და მოითხოვა, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაცია, უძრავ ნივთზე მდებარე: ...ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ... (ზონა - ..., სექტორი - ..., საკადასტრო კოდი - ...). განცხადებაზე თანდართული იყო შემდეგი დოკუმენტები: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სამკვიდრო მოწმობა და უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილ და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. აქვე განემარტა, რომ თუ ის ეთანხმებოდა იმ მიწის ნაკვეთის (მესაკუთრე - ნ.ქ-ე) კონფიგურაციასა და მდებარეობას, რომელთანაც ფიქსირდება სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, 30 კალენდარული დღის ვადაში, წარსადგენი იყო, კორექტირებული აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი. დაინტერესებულმა პირმა, ამავე წლის 1 ოქტომბერს წარადგინა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ არ ეთანხმებოდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და ითხოვდა მედიაციას; დ) ნოტარიუს ლ.მ-ის 2018 წლის 17 ოქტომბრის ოქმის თანახმად, მარეგისტრირებელ ორგანოს ეცნობა, რომ მის სანოტარო ბიუროში – 17 ოქტომბერს, მედიაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად, არცერთი მხარე არ გამოცხადდა. 2018 წლის 18 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით დაინიშნა განმეორებითი მედიაცია. შეხვედრა დანიშნული იქნა 2018 წლის 24 ოქტომბერს, 12:00-12:30 საათზე, ქ. თბილისში, ...ის ქ. №4–ში, ნოტარიუს ჯ.ა-სთან. ნოტარიუს ჯ.ა-ის 2018 წლის 5 ნოემბრის წერილის თანახმად, მარეგისტრირებელ ორგანოს ეცნობა, რომ სანოტარო ბიუროში გამოცხადდა მხოლოდ დ.ქ-ე, ხოლო გ. და ნ. ქ-ეები არ გამოცხადდნენ, რის გამოც, შეწყდა მედიაციის პროცესი; ე) მარეგისტრირებელი ორგანოს 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის გამო წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის მიხედვით, ზედდება აღარ დაფიქსირდებოდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან; ვ) ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძველის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2018 წლის 11 დეკემბერს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება - სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ზ) 2019 წლის 12 თებერვალს წარდგენილ იქნა 2019 წლის 11 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, №... საკადასტრო კოდზე გაუქმდა რეგისტრაცია; თ) საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით, 2019 წლის 29 იანვარს, 11:00 საათზე, დაინიშნა №... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება. ადგილზე დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადდნენ დ.ქ-ე და მერის წარმომადგენელი ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში - დ.დ-ე. არ გამოცხადდა ნ.ქ-ე. ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგენილ იქნა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ უძრავ ნივთსა და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს შორის არსებობს მყარი სასაზღვრო მიჯნა. დ.ქ-ის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი შეესაბამება ადგილზე არსებულ მდგომარეობას. ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე დ.დ-ის განცხადებით, დ.ქ-ის მიერ, სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთსა და მომიჯნავე მიწის ნაკვეთს შორის არსებული ღობე წლებია ამგვარად არსებობს და დაადასტურა დ.ქ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფაქტობრივი მდგომარეობა, მყარი სასაზღვრო მიჯნის შესაბამისად. იქვე აღინიშნა, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი აზომილია ხელის ჯიპიესით, რის გამოც შეცდომით არის რეგისტრირებული მისი საკადასტრო მონაცემები; ი) ვინაიდან ადგილზე დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად არ გამოცხადდა ნ.ქ-ე, ვერ იქნა აზომილი მის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ხოლო ნ.ქ-ის წარმომადგენლის - გ.ქ-ის მიერ წარდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ მიერ, მიწის ნაკვეთის აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი შედგენილია მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე; კ) ადგილზე დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ დ.ქ-ის მოთხოვნა კანონიერია და უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში უნდა დარეგისტრირებულიყო ცვლილება, მისი ფაქტობრივი მდებარეობის გათვალისწინებით. გარდა ამისა, ვინაიდან ადგილზე დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით, ფიქსირდება ზედდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან, ხოლო ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე უფლებამოსილი პირის – ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ, დადასტურდა უძრავი ნივთების მითითებულ საზღვრებში მდებარეობა, №... საკადასტრო კოდთან დაკავშირებით, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს, უნდა მიეღო პირობითი განცხადება და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს დაევალებოდა, კანონით დადგენილ ვადაში, კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა, რომლითაც არ დაფიქსირდება ზედდება სხვა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან. იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, დაინტერესებული პირის მიერ არ იქნებოდა წარდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია, ადგილზე დათვალიერების შედეგად მომზადებული, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების გათვალისწინებით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობი, დარეგისტრირდებოდა დაუზუსტებელი მონაცემებით. შესაბამისად, ვინაიდან აღარ არსებობდა დ.ქ-ის №... სარეგისტრაციო განცხადების დაკმაყოფილების დამაბრკოლებელი გარემოება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 03 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დაინტერესებული პირის მოთხოვნა და ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 360 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ... ) ნოტარიუს ც.ბ-ის მიერ 2016 წლის 10 მაისს გაცემული №... სამკვიდრო მოწმობისა და №... საგადასახადო სიის საფუძველზე, განხორციელდა დ.ქ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2018 წლის 05 აპრილის №... გადაწყვეტილებით, სამკვიდრო მოწმობისა და საგადასახადო სიის საფუძველზე, დაკმაყოფილდა დაინტერესებული პირის მოთხოვნა და ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 70 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განხორციელდა დ.ქ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სასამართლოს განმარტებით, საქმეში არ არსებობს მოსარჩელის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების, ან სხვაგვარად, მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი, ან უფლების დამდგენი რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადგენდა სადავო ადმინისტრაციული აქტებით მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტს, მოსარჩელეს მოცემულ სადავო მიწის ნაკვეთზე – ს/კ №... არ გააჩნია მართლზომიერად სარგებლობის უფლება. რაც შეეხება მიწის მონაკვეთს, რომელსაც იგი მისასვლელად იყენებდა, ეს მონაკვეთი მოცემული პერიოდისათვის დ.ქ-ის საკუთრებაა და აღნიშნული უფლება შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სამეზობლო სამართლის ფარგლებში (აუცილებელი გზა) დასარეგულირებელი ურთიერთობაა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“, „კ-ლ“ ქვეპუნქტებზე, მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-8 მუხლზე, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-3 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 5 დეკემბრის №... და 2019 წლის 3 სექტემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არც მათი მომზადება-გამოცემისას სზაკ-ის 601 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ასევე, ამ აქტით მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, რაიმე ზიანი არ ადგება და არც უკანონოდ, არ იზღუდება. შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ქ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინებით გ.ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 102-ე მუხლებსა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ მტკიცების ტვირთი მხარეებზე განაწილებულია სწორად.
სააპელაციო პალატის მითითებით, 2018 წლის 5 დეკემბრის №... გადაწყვეტილება მიღებულია დ.ქ-ის 29.11.2018წ. №... განაცხადთან დაკავშირებით, რომლითაც ის ითხოვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციას უძრავ ნივთზე, მდებარე: ...ის რაიონი, სოფელი ... (ზონა - ..., სექტორი - ..., საკადასტრო კოდი - ...). განცხადებას ერთვოდა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სამკვიდრო მოწმობა და უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. 2018 წლის 5 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა დაინტერესებული პირის მოთხოვნა და განხორციელდა დაუზუსტებელი სახით რეგისტრირებულ №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე ცვლილების რეგისტრაცია და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი №.... უფლების ობიექტია ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 70 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 2019 წლის 3 სექტემბრის №... გადაწყვეტილება მიღებულია ასევე დ.ქ-ის 05.09.2018წ. სარეგისტრაციო განაცხადზე, რომლითაც ის ითხოვდა, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციას უძრავ ნივთზე, მდებარე: ...ის მუნიციპალიტეტი, სოფელ ... (ზონა - ..., სექტორი - ..., ს/კ №...). განცხადებას ერთვოდა შემდეგი დოკუმენტები: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სამკვიდრო მოწმობა და უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. 2018 წლის 5 სექტემბერს დ.ქ-ემ №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია ურავ ნივთზე, მდებარე: ...ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., 360 კვ.მ (ზონა - .., სექტორი - ..., ს/კ ...). განცხადებას დაურთო: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და სამკვიდრო მოწმობა დართული საქმეზე №... №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავი ნივთს ზედდება დაუფიქსირდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან, რის გამოც, №...- (11.09.2018) გადაწყვეტილებით დ.ქ-ეს განემარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოების ვადაში უნდა წარედგინა მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი ან/და მხარეთა შორის არსებული დავის დადასტურების შესახებ განცხადების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო სადავო საკითხის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავდა სანოტარო მედიაციას. სარეგისტრაციო სამსახურის №... (11.12.2018) გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საჯარო რეესტრის სამსახურის №... (12.02.2019) გადაწყვეტილებით დ.ქ-ის განცხადებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება განმცხადებლის საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ №... 11.02.2019წ. გადაწყვეტილების საფუძველზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (03.09.2019) რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა №.., 05.09.2018წ. განცხადება და №... საკადასტრო კოდით (ნაკვეთის წინა ნომერი -...) 360.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით დარეგისტრირდა დ.ქ-ის საკუთრებად - №..., 10.05.2016წ. სამკვიდრო მოწმობისა და №... საგადასახადო სიის საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება განაპირობა №... განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების დასრულებამ. თავის მხრივ, №... სარეგისტრაციო წარმოება განხორციელდა მარეგისტრირებელი ორგანოს პირობითი განცხადების საფუძველზე (№...; 12 თებ. 2019; განმცხადებელი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო). მითითებული განცხადებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ითხოვდა რეგისტრაციის გაუქმებას უძრავ ნივთზე, მდებარე: ...ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ... № ... (03.09.2019) რეგისტრაციის შესახებ გადაწყვტილებით №..., 12.02.2019წ. განცხადება დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, რომლის პროცესშიც შესწავლილ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, ამ პროცესში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №... (14.06.2019) და დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. 2018 წლის 5 სექტემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა დ.ქ-ემ და მოითხოვა ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა განცხადებას დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, №... საკადასტრო კოდის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და პირადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტის ასლი. №... სარეგისტრაციო განცხადებაზე დართულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაში იყო №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან; 2. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით, 2019 წლის 29 იანვარს 11:00 საათზე დაინიშნა №... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება; 3. ადგილზე დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადდნენ დ.ქ-ე (პ/ნ ...) და მერის წარმომადგენელი ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში - დ.დ-ე. არ გამოცხადდა ნ.ქ-ე (პ/ნ...). ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ უძრავ ნივთსა და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს შორის არსებობს მყარი სასაზღვრო მიჯნა. დ.ქ-ის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი შეესაბამება ადგილზე არსებულ მდგომარეობას. ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე დ.დ-ის განცხადებით, დ.ქ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთსა და მომიჯნავე ნაკვეთს შორის არსებული ღობე წლებია ამგვარად არსებობს და დაადასტურა დ.ქ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფაქტობრივი მდებარეობა, მყარი სასაზღვრო მიჯნის შესაბამისად. აქვე აღნიშნა, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი აზომილია ხელის ჯიპიესით, რის გამოც შეცდომით არის რეგისტრირებული მისი საკადასტრო მონაცემები. ვინაიდან ადგილზე დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად არ გამოცხადდა ნ.ქ-ე, ვერ იქნა აზომილი მის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი; 4. განსახილველ შემთხვევაში, ადგილზე დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ დ.ქ-ის მოთხოვნა კანონიერია და უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში უნდა დარეგისტრირდეს ცვლილება, მისი ფაქტობრივი მდებარეობის გათვალისწინებით. ამასთან, ვინაიდან ადგილზე დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით ფიქსირდება ზედდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან, ხოლო ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე უფლებამოსილი პირის - ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ დადასტურდა უძრავი ნივთების მითითებულ საზღვრებში მდებარეობა, უფლებამოსილ პირს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა (რომლითაც არ დაფიქსირდება ზედდება სხვა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან); 5. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილია საკადასტრო აზომვითი ნახაზი და სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ გაცემული მოწმობა; 6. წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება უფლებამონაცვლეობის ფაქტი, ვინაიდან წინამდებარე მოწმობა არ წარმოადგენს სამკვიდრო მოწმობას და მის საფუძველზე, გ.ქ-ეს არ შეუძენია მემკვიდრის უფლებები.
სააპელაციო პალატის მითითებით, სარეგისტრაციო სამსახურმა აქტის სამართლებრივ დასაბუთებაში აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 96.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესებული პირს (გ.ქ-ეს) დაევალა უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (სამკვიდრო მოწმობის) წარმოდგენა. დაინტერესებულ პირს განემარტა, წარმოდგენილი/მოძიებული დოკუმენტაციის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია წარმოსადგენი გახდეს სხვა დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მოცემულ განცხადებაზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მარეგისტრირებელი ორგანოს №... (12.02.2019) გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს (გ.ქ-ეს) დაევალა კანონით დადგენილ ვადაში კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა (რომლითაც არ დაფიქსირდებოდა ზედდება სხვა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან) და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში 30 კალენდარულ დღეში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნებოდა წარდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია (ადგილმდებარეობასთან შესაბამისი კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი), ადგილზე დათვალიერების შედეგად მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების გათვალისწინებით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობი დარეგისტრირდებოდა დაუზუსტებელი მონაცემებით.
სარეგისტრაციო სამსახურის №... (15.03.2019) გადაწყვეტილებით სამსახურმა ადგილზე დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ დ.ქ-ის მოთხოვნა იყო კანონიერი და უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში უნდა დარეგისტრირებულიყო ცვლილება, მისი ფაქტობრივი მდებარეობის გათვალისწინებით. ამასთან, ვინაიდან ადგილზე დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით ფიქსირდებოდა ზედდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან, ხოლო ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე უფლებამოსილი პირის - ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ დადასტურდა უძრავი ნივთების მითითებულ საზღვრებში მდებარეობა, დაინტერესებულ პირს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა (რომლითაც არ დაფიქსირდებოდა ზედდება სხვა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან). იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში - 30 კალენდარულ დღეში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნებოდა წარდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია (ადგილმდებარეობასთან შესაბამისი კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი), ადგილზე დათვალიერების შედეგად მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების გათვალისწინებით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობი დარეგისტრირდებოდა დაუზუსტებელი მონაცემებით.
03.06.2019 წ. №... გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა განცხადება №...; 12.02.2019წ. (განმცხადებელი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო). განცხადებით მოთხოვნილ იქნა რეგისტრაციის გაუქმება, უძრავ ნივთზე, მდებარე: ..., სოფელი ... (ზონა - ..., სექტორი - ...). გადაწყვეტილებაში მოყვანილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: - 2018 წლის 5 სექტემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა დ.ქ-ემ და მოითხოვა ...ის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა განცხადებას დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, №... საკადასტრო კოდის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და პირადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტის ასლი. №... სარეგისტრაციო განცხადებაზე დართულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაში აღმოჩნდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით, 2019 წლის 29 იანვარს 11:00 საათზე დაინიშნა №... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება. ადგილზე დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადდნენ დ.ქ-ე (პ/ნ ...) და მერის წარმომადგენელი ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში - დ.დ-ე. არ გამოცხადდა ნ.ქ-ე (პ/ნ ...). ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ უძრავ ნივთსა და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს შორის არსებობს მყარი სასაზღვრო მიჯნა. დ.ქ-ის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი შეესაბამება ადგილზე არსებულ მდგომარეობას. ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე დ.დ-ის განცხადებით (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი), დ.ქ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთსა და მომიჯნავე ნაკვეთს შორის არსებული ღობე წლებია ამგვარად არსებობს და დაადასტურა დ.ქ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფაქტობრივი მდებარეობა, მყარი სასაზღვრო მიჯნის შესაბამისად. აქვე აღნიშნა, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი აზომილია ხელის ჯიპიესით, რის გამოც შეცდომით არის რეგისტრირებული მისი საკადასტრო მონაცემები. ვინაიდან ადგილზე დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად არ გამოცხადდა ნ.ქ-ე, ვერ იქნა აზომილი მის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი; განსახილველ შემთხვევაში, ადგილზე დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილმა სამსახურმა მიიჩნია, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ დ.ქ-ის მოთხოვნა იყო კანონიერი და უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში უნდა დარეგისტრირებულიყო ცვლილება, მისი ფაქტობრივი მდებარეობის გათვალისწინებით. ამასთან, ვინაიდან ადგილზე დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით ფიქსირდებოდა ზედდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან, ხოლო ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე უფლებამოსილი პირის - ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ დადასტურდა უძრავი ნივთების მითითებულ საზღვრებში მდებარეობა, უფლებამოსილ პირს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა (რომლითაც არ დაფიქსირდებოდა ზედდება სხვა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან) და განემარტა, რომ თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში 30 კალენდარულ დღეში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნებოდა წარდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია (ადგილმდებარეობასთან შესაბამისი კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი), ადგილზე დათვალიერების შედეგად მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების გათვალისწინებით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობი დარეგისტრირდებოდა დაუზუსტებელი მონაცემებით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.02.2019 წ. №... სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით ასევე მიღებულია სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 05.06.2019წ. №..., №... (14.06.2019) გადაწყვეტილებები, რომლებითაც ასევე დადგენილია, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ უძრავ ნივთსა და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს შორის არსებობს მყარი სასაზღვრო მიჯნა. დ.ქ-ის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი შეესაბამება ადგილზე არსებულ მდგომარეობას. ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის - დ.დ-ის განცხადებით, დ.ქ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთსა და მომიჯნავე ნაკვეთს შორის არსებული ღობე წლებია ამგვარად არსებობს. მან დაადასტურა დ.ქ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფაქტობრივი მდებარეობა მყარი სასაზღვრო მიჯნის შესაბამისად. აქვე აღნიშნა, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი აზომილია ხელის ჯიპიესით, რის გამოც შეცდომით არის რეგისტრირებული მისი საკადასტრო მონაცემები. №... მიწის ნაკვეთი (მესაკუთრე - ნ.ქ-ე) ვერ იქნა აზომილი მესაკუთრის ადგილზე არყოფნის გამო. ადგილზე დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით, სამსახურმა მიიჩნია, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ დ.ქ-ის მოთხოვნა იყო კანონიერი და უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში უნდა შესულიყო ცვლილება, მისი ფაქტობრივი მდებარეობის გათვალისწინებით. ამასთან, ვინაიდან ადგილზე დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით ფიქსირდებოდა ზედდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან, ხოლო ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე უფლებამოსილი პირის - ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ დადასტურდა უძრავი ნივთების მითითებულ საზღვრებში მდებარეობა. უფლებამოსილ პირს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა (რომლითაც არ დაფიქსირდებოდა ზედდება სხვა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან).
03.09.2019წ. №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 12.02.2019 წ. №... განცხადება დაკმაყოფილდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის (რეგისტრაციის გაუქმების შესახებ) დაკმაყოფილების თაობაზე. შესაბამისად, ვინაიდან აღარ არსებობდა დ.ქ-ის №... სარეგისტრაციო განცხადების დაკმაყოფილების დამაბრკოლებელი გარემოება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 3 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა დაინტერესებული პირის მოთხოვნა და ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 360 კვ.მ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ნოტარიუს ც.ბ-ის მიერ 2016 წლის 10 მაისს გაცემული №... სამკვიდრო მოწმობისა და №... საგადასახადო სიის საფუძველზე, განხორციელდა დ.ქ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია საკუთრების უფლების, ან სხვაგვარად, მართლზომიერად ფლობის უფლების დამდგენი საკმარისი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა სადავო №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე მისი მართლზომიერი სარგებლობის უფლებას. რაც შეეხება იმას, რომ იგი მიწის ნაკვეთს საკუთრებამდე მისასვლელ გზად იყენებდა, ეს შეიძლება მოწესრიგდეს სამეზობლო სამართლის ნორმებით სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და გავლენას ვერ მოახდენს ადმინისტრაციული დავის განხილვა-გადაწყვეტაზე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო აქტები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 5 დეკემბრის №... და 2019 წლის 3 სექტემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არც მათი მომზადება-გამოცემისას, სზაკ-ის 601 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევებს, ადგილი არ ჰქონია. ასევე, ამ აქტით მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, რაიმე ზიანი არ ადგება და არც უკანონოდ იზღუდება. შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ქ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უმეტესად ყურადღება გაამახვილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.09.2019 წლის №... გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც შეეხება სარეგისტრაციო წარმოების პროცესში გამოვლენილ გარემოებას, რომლის თანახმად, მესამე პირის ნაკვეთსა (სკ №...) და მოსარჩელის ნაკვეთს (სკ №...) შორის დადგინდა ზედდება და ადგილზე დათვალიერების შედეგად სამეზობლო საზღვარი გასწორდა ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისად. წინამდებარე დავის პირობებში სასამართლოს ამგვარი მსჯელობა არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან ამ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში არსებული დავა ვერ გავრცელდება სამეზობლო საზღვრის გარდა, ნაკვეთის სხვა გვერდებზე (კონფიგურაციაზე). სასამართლოს მითითება, რომ ნაკვეთზე სპეციალისტების მიერ ადგილზე დათვალიერებამ და სამეზობლო საზღვრის დადგენამ ამოწურა შედავების საფუძველი დაუსაბუთებელია, რადგან ფაქტობრივად ადგილზე დათვალიერების აქტით დადგინდა მხოლოდ ზედდების სადავო საზღვარი (იხილეთ 11.02.2019წ. №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ), რომელზედაც მოსარჩელეს მოცემულ დავაში პრეტენზია არ წარმოუდგენია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.02.2019წ. №... გადაწყვეტილებით გადაწყდა და დაზუსტდა მოსარჩელისა და მესამე პირის სამეზობლო საზღვრის მხოლოდ გადაფარვის ნაწილი, რომელიც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, რადგან აღნიშნულით დაზუსტდა ნაკვეთებს შორის საზღვრის ფაქტობრივი არსებობა. მოსარჩელე დავობს მხოლოდ 03.09.2019 წლის №... გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ საზღვრის იმ ნაწილზე, რომელიც მიერთდა უფრო ადრე რეგისტრირებულ (სადავო 05.12.18 №... ) მეორე სადავო ნაკვეთის კონფიგურაციის ხარჯზე. მოსარჩელის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მესამე პირმა 49 კვ.მ მიწის ნაკვეთის მანიპულაციით გადაადგილა რეალური საკადასტრო საზღვრები და შემდგომში ცალკე ითხოვდა მის (49 კვ.მ) რეგისტრაციას. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 11.02.2019წ. №... გადაწყვეტილების მიღებისას სადავო იყო მხოლოდ სამეზობლო/სამიჯნე საზღვარი და არა მოსარჩელის ნაკვეთთან მისასვლელი გზა. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ სადავო - 2019 წლის 3 სექტემბრის №... გადაწყვეტილებას წინ უსწრებს, ასევე სადავო - 2018 წლის 5 დეკემბრის №... გადაწყვეტილება (რომლითაც მთლიანად გადაიფარა მოსარჩელის ნაკვეთთან მისასვლელი გზა), რომლის მიღებისას არ მომხდარა წარმოდგენილი საკადასტრო-აზომვითი ნახაზის მონაცემების დადარება რეგისტრირებულ მომიჯნავე მიწის ნაკვეთების დაცულ საკადასტრო აზომვით ნახაზებთან. ასევე არ მომხდარა მომიჯნავე ნაკვეთის - ს/კ №... სარეგისტრაციო მონაცემების შესწავლა, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნულ და სადავო ნაკვეთზე რეგისტრაციას მოითხოვდა ერთი და იგივე პირი, რომლის მიღება-ჩაბარების აქტის სქემატური ნახაზზე (სამოსახლო ნაკვეთი №1) დატანილია გზა. სასამართლომ შეფასება არ მისცა მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ თვითონ მესამე პირს №... სარეგისტრაციო წარმოებისას წარდგენილი აქვს საკადასტრო-აგეგმვითი ნახაზი, სადაც სამეზობლო საზღვრად დატანილი აქვს სადავო გზა (70 კვ.მ), რაც ასევე, შეესაბამება მიღება-ჩაბარების აქტის სქემატური რუკას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს გარკვევით უნდა მიეთითებინა სადავო ფაქტობრივი გარემოების თანმიმდევრობა, კერძოდ, სასამართლოს უნდა დაედგინა რომ, თავდაპირველად დარეგისტრირდა სადავო 70 კვ.მ (05.12.18 №..., ს/კ ...) მიწის ნაკვეთი, რომელსაც მიუერთდა მეორე სადავო მიწის ნაკვეთი - 360 კვ.მ (03.09.2019 №..., ს/ კ ...). მოსარჩელის პრეტენზია მიმართული იყო ამ სადავო გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ ნაკვეთების კონფიგურაციის ნაწილში, რომლითაც შეეზღუდა მის ნაკვეთთან (სკ №...) მისასვლელი გზა. მოსარჩელე ითხოვდა სადავო ნაკვეთების კონფიგურაციის შესაბამისად ცვლილებების რეგისტრაციას, რომელიც დატანილია ტექბიუროში დაცულ, სადავო ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტის საკადასტრო გეგმაზე. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მესამე პირმა, ისევე როგორც მოწმეებმა, არ უარყვეს მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთით (ს/კ ...) სარგებლობის ფაქტი (ურმით, მანქანით, ტრაქტორით), ხოლო რეგისტრაციის შემდეგ მესამე პირი უკრძალავს მოსარჩელეს მიწის ნაკვეთით სარგებლობას. სასამართლომ არ იმსჯელა და შეფასება არ მისცა მესამე პირის სახელზე საჯარო რეესტრის არქივში დაცულ ჩანაწერს - მიღება-ჩაბარების აქტსა და შესაბამის სქემატური რუკით არსებულ მონაცემებს, სადაც დატანილია სადავო გზა.
კასატორის განმარტებით, №... საკადასტრო კოდზე სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკმარისად მიიჩნია სამკვიდრო მოწმობასთან ერთად საგადასახადო სია, მაშინ, როდესაც დაუზუსტებული მონაცემების ცვლილების რეგისტაცია საგადასახადო სიასთან ერთად აუცილებლად მოითხოვს საკადასტრო-აგეგმვით ნახაზზე იმ მონაცემების დატანას, რომელიც შესაბამისობაში მოდის რეგისტრირებულ მეზობელ ნაკვეთებთან მიმართებაში, ხოლო ასეთი მონაცემების არ არსებობის პირობებში, ნაკვეთის იდენტურობის დადგენას. საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მესამე პირის სარეგისტრაციო მოწმობა და მიღება-ჩაბარების აქტები, სადაც დატანილია სადავო ნაკვეთის კონფიგურაცია, საზღვრები და სადავო გზის არსებობის მონაცემები, რომელიც აშკარად არ შეესაბამება სადავო რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებს.
კასატორის განმარტებით, სადავო რეგისტრაციით მესამე პირს მიეცა შესაძლებლობა მოსარჩელეს აუკრძალოს გზით სარგებლობა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს პოზიცია, რომ მხარეებმა დავა გადაწყვიტონ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. საყურადღებოა, რომ სადავო გზა ასახულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ მესამე პირის მიღება–ჩაბარების აქტის სქემატური გეგმაზე, რაც არ აისახა სადავო ცვლილებების განხორციელების დროს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ.ქ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით, გ.ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის მხარეთა დასწრებით განხილვის მიზნით, დაინიშნა სასამართლო სხდომა 2023 წლის 10 მაისს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინებით, გ.ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ქ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) დ.ქ-ემ 2018 წლის 29 ნოემბერს №... სარეგისტრაციო განცხადებით, მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ...ის რაიონი, სოფელ ... (ზონა - ..., სექტორი - ...). რეგისტრაციის მიზნით განმცხადებელმა წარადგინა: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სამკვიდრო მოწმობა, უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელ. ვერსია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 5 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა დ.ქ-ის მოთხოვნა ცვლილების რეგისტრაციის შესახებ და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 70 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე, ...ის რაიონი, სოფ. ..., საკუთრების უფლებით აღირიცხა დ.ქ-ის სახელზე, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი ..., ნაკვეთის წინა ნომერი ..., უფლების დამდგენი დოკუმენტები - ნოტარიუს ც.ბ-ის მიერ 2016 წლის 10 მაისს გაცემული №... სამკვიდრო მოწმობა და №... საგადასახადო სია (ტ.1, ს.ფ. 54, 37-38); ბ) დ.ქ-ემ 2018 წლის 5 სექტემბერს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაცია, 360 კვ.მ უძრავ ნივთზე, მდებარე: ...ის მუნიციპალიტეტი, სოფელ ... (ზონა - ..., სექტორი - ...). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, დ.ქ-ეს ეცნობა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე, სარეგისტრაციოდ წარდგენილი და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (მესაკუთრე - ნ.ქ-ე) საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა, ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება (ტ.1, ს.ფ. 134-135); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ.ქ-ეს ეცნობა, რომ მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის გამო წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი, რომლის მიხედვითაც, ზედდება აღარ დაფიქსირდებოდა, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (ტ.1, ს.ფ. 142); დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია), დ.ქ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა (ტ.1, ს.ფ. 143); ე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 3 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ.ქ-ის 2018 წლის 5 სექტემბრის №... განცხადება ცვლილების რეგისტრაციის შესახებ და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 360 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე - ...ის მუნიციპალიტეტი, სოფ. ..., საკადასტრო კოდი №..., ნაკვეთის წინა ნომერი ..., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი №01/2, საკუთრების უფლებით აღირიცხა დ.ქ-ის სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტებია: ნოტარიუს ც.ბ-ის მიერ 2016 წლის 10 მაისს გაცემული №... სამკვიდრო მოწმობა და №... საგადასახადო სია (ტ.1, ს.ფ. 55, 42).
მოცემული დავის ფარგლებში გასაჩივრებულია მესამე პირის - დ.ქ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 დეკემბრის №... გადაწყვეტილება და ამავე სააგენტოს 2019 წლის 3 სექტემბრის №... გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნული დანაწესი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამავე პრინციპს განამტკიცებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით პირდაპირ მიმართოს სასამართლოს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება კონსტიტუციითა გარანტირებული, მხარის მიერ სარჩელის სასამართლოში წარდგენისას სასამართლო ვალდებულია პირველ რიგში დაადგინოს მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის არსებობა. თავის მხრივ, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესი სწორედ მიღებული ზომების შედეგად დაირღვა, ამასთანავე, ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს. სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო ზიანი პირის სამართლებრივად დაცულ უფლებასა და ინტერესზე ან უკანონოდ უნდა იზღუდებოდეს პირის უფლება (შედ. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2022წ. განჩინება საქმეზე №ბს-463(კ-19)). მოსარჩელის პატივსადები იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის არ კმარა ინტერესის შესახებ მოსარჩელის განცხადება, მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს თავის ინტერესს, რომელიც უნდა იყოს კანონიერი და პატივსადები. ინტერესის არსებობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება, თუმცა იგი ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული. ასეთ მონაცემებს უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს სარჩელის აღძვრის საბაბის ფაქტები: უფლების დარღვევა, დარღვევის საშიშროება, ინტერესების შელახვა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის №ბს-764-764(2კს-18) განჩინება)“.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 5 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით დ.ქ-ის სახელზე დაზუსტებული სახით დარეგისტრირდა 70 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №.... ასევე დადგენილია, რომ ამავე სააგენტოს 2019 წლის 3 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით დ.ქ-ის სახელზე დაზუსტებული სახით დარეგისტრირდა 360 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №... მოსარჩელე სადავოდ ხდის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს და მიუთითებს, რომ დასახელებული რეგისტრაციებით მესამე პირის საკუთრებაში აღირიცხა გზა, რომლითაც მოსარჩელე წლების განმავლობაში სარგებლობდა საკუთარ სახლთან მისასვლელად.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით ირკვევა, რომ №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია ნოტარიუს ც.ბ-ის მიერ 2016 წლის 10 მაისს გაცემული №... სამკვიდრო მოწმობა და №... საგადასახადო სია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ანუ სადაო მიწის ნაკვეთებზე განხორციელებული რეგისტრაციის საფუძვლებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში; ხოლო ამავე დადგენილების მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო მიწების ფონდს მიეკუთვნებოდა და შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში რჩებოდა სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში განლაგებული, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული დანიშნულების მიწები. საერთო სარგებლობის გზა განეკუთვნებოდა რა განსაკუთრებული დანიშნულების მიწებს, დასახელებული დადგენილების მიხედვით, სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში იგი არ გადადიოდა კერძო საკუთრებაში.
მოცემულ შემთხვევაში სადავოა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული რეგისტრაციების კანონიერება, რაც ფაქტობრივი თვალსაზრისით დაკავშირებულია საერთო სარგებლობის გზის არსებობა/არარსებობის ფაქტის დადგენასთან. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება კი, თავის მხრივ, განაპირობებს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობას, ვინაიდან თუკი დადგინდება, რომ სადავო რეგისტრაციებით მესამე პირის საკუთრებაში მოქცეული მიწის ნაკვეთი საერთო სარგებლობის გზაა, ცხადი ხდება მოსარჩელის იურიდიულ ინტერესი - იდავოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 5 დეკემბრის №... გადაწყვეტილების და ამავე სააგენტოს 2019 წლის 3 სექტემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე. ამდენად, სასამართლო განხილვის შედეგად უნდა დადგინდეს, სარეგისტრაციო სამსახურის №... და №... გადაწყვეტილებებმა, მოიცვა თუ არა საერთო სარგებლობის გზა და იძლეოდა თუ არა მესამე პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძველს, ანუ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი შესაბამისობაშია თუ არა უფლებადამდგენ დოკუმენტებთან. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის №... და №... გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასებისთვის, პირველ რიგში უნდა დადგინდეს მესამე პირის სახელზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (ან მისი ნაწილი) წარმოადგენდა თუ არა „გზას“, რომელსაც გააჩნია საჯარო გზის ფუნქციონალური დატვირთვა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დადგინდეს კონკრეტულად რომელმა სადავო რეგისტრაციამ გამოიწვია დ.ქ-ის სახელზე საერთო სარგებლობის გზის რეგისტრაცია, კერძოდ, მოსარჩელე სადავოდ ხდის მარეგისტრირებელი ორგანოს ორ გადაწყვეტილებას, რომლებითაც დ.ქ-ის სახელზე დაზუსტებული სახით დარეგისტრირდა 70 კვ.მ მიწის ნაკვეთი (№... გადაწყვეტილება, საკადასტრო კოდი №...) და 360 კვ.მ მიწის ნაკვეთი (№... გადაწყვეტილება, საკადასტრო კოდი №...), ხოლო რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლად უთითებს სადავო გადაწყვეტილებებით საერთო სარგებლობის გზის დ.ქ-ის სახელზე რეგისტრაციას. ამასთან, სასამართლოთა მიერ დადგენილი არ არის კონკრეტულად რომელმა რეგისტრაციამ მოიცვა სადავო გზა ან/და რომელი რეგისტრაციით სადავო გზის რა ნაწილი დარეგისტრირდა მესამე პირის სახელზე. იმ შემთხვევაში თუ, დადგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი იყო გზა, მაგრამ მისი მესამე პირის საკუთრებაში აღრიცხვა გამოიწვია არა ორივე გასაჩივრებულმა გადაწყვეტილებამ (№... და №...), არამედ, მხოლოდ ერთ-ერთმა მათგანმა, დღის წესრიგში დგება გაირკვეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომლითაც, მართალია დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირდა დ.ქ-ის სახელზე მიწის ნაკვეთი, მაგრამ არ შეხებია სადავო გზას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს (მუხლი 1.1). კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი, რა უფლებაც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებული და ხელშეუვალია.
რეგისტრაციის მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის მას უნდა ჰქონდეს ამ ქონების კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემები თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლები. ამავე კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტით რეგისტრაცია განიმარტება, როგორც ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან სარეგისტრაციო დოკუმენტი უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ის პირდაპირ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებულ და უზრუნველყოფილ საკუთრების უფლებასთან. ამასთან, სარეგისტრაციო დოკუმენტის მნიშვნელობაზე მიუთითებს ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საკითხი შეეხება სადავო ნივთის ადგილმდებარეობის დადგენის თვალსაზრისით მესამე პირის სახელზე განხორციელებულ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებას, პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე მუხლის 62 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა, მისი საქმიანობის სპეციფიკისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ უტყუარობის პრეზუმფციის არსებობის გამო, სარეგისტრაციო საქმიანობა უნდა განახორციელოს კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი მოთხოვნების სრულყოფილად დაცვით, ყოველი რეგისტრაცია, მასში ცვლილების შეტანა თუ სხვა ნებისმიერი სარეგისტრაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ტრანზაქცია განახორციელოს არა აბსტრაქტულად შესაძლო გარემოებასა და ვარაუდზე, არამედ, შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ასევე, რიგ საკითხებთან დაკავშირებით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, განახორციელოს კერძო და საჯარო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით და არ დაუშვას საკუთრების უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს როგორც საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძირითადი იურიდიული საფუძველი - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სარეგისტრაციო წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორის დადგენა, ასევე - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელების, მეორე მხრივ კი, სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფისა და საკადასტრო მონაცემების ზედდების გამორიცხვის საფუძვლით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით ირკვევა, რომ №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია ნოტარიუს ც.ბ-ის მიერ 2016 წლის 10 მაისს გაცემული №... სამკვიდრო მოწმობა და №... საგადასახადო სია.
საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები, მათ შორის, დ.ქ-ის სახელზე შედგენილი მიღება ჩაბარების აქტები (მხარეთა ზეპირი განმარტების თანახმად დ.ქ-ეს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს დ.ქ-ისათვის მიღება ჩაბარების აქტებით გადაცემული მიწის ნაკვეთები).
საკასაციო პალატა მიუთითებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულებაზე (ძალადაკარგულია 22/05/2007), რომლის მე-4 მუხლის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დაჩქარების მიზნით რეგისტრატორმა უნდა მიიღოს მიწის საკუთრებაში გაფორმების მსურველის განცხადება და გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: ა) მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში დასახელებული დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია. აღნიშნულ სიას უნდა დაერთოს მიწის გამოყოფის გეგმა. გ) იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მე-4 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებში დასახელებული დოკუმენტები, გამოიყენება ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, აგრეთვე მიწების განაწილების სია, რომელსაც არ ახლავს მიწის გამოყოფის გრაფიკული დადასტურება. ვინაიდან ასეთ მონაცემებზე დაყრდნობით გაცემულ სარეგისტრაციო მოწმობას არ ერთვის ნაკვეთის გეგმა, სარეგისტრაციო მოწმობასა და სარეგისტრაციო ბარათში კეთდება ჩანაწერი რეგისტრატორის „პასუხისმგებლობის აცილების” შესახებ. ამავე ბრძანებულების მე-5 მუხლის თანახმად, ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტები საკმარისია სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის მომზადებისა და გაცემისათვის, მაგრამ რეგისტრირებული მონაცემები ექვემდებარება შემდგომ აუცილებელ დაზუსტებას მიწის აგეგმვის შედეგად შედგენილი საგეგმო-კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე.
ამდენად, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო ამ დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, რომელსაც უნდა ერთვოდეს მიწის გამოყოფის გეგმა, ასევე, ზემოთ დასახელებული დოკუმენტების არარსებობისას - საგადასახადო სია, 1999 წლიდან წარმოადგენდა იმ სახის დოკუმენტებს, რომელიც მხარეს ანიჭებდა შესაძლებლობას, კანონმდებლობის საფუძველზე, მოეთხოვა უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს მიღება-ჩაბარების აქტსა და საგადასახადო სიასთან მიმართებით მოქმედ საკანონმდებლო ჩანაწერზე, კერძოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანების 39-ე მუხლის თანახმად, მიწის რეფორმის კომისიის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილად ითვლება: ა) მიღება-ჩაბარების აქტი, თუ მასში მითითებულია მესაკუთრე, მიწის ნაკვეთის ფართობი და აქვს მიწის რეფორმის კომისიის, მუნიციპალიტეტის ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს ბეჭედი; ბ) მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც არ შეესაბამება „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილებით დამტკიცებულ ფორმას, მაგრამ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს (1); თუ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი არ შეესაბამება ამავე მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ნაკვეთების საერთო ფართობს, საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელია დოკუმენტში მითითებული ყველაზე დიდი ფართობის მიხედვით (2); თუ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სააგენტოში დაცულ მონაცემებს, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა დასტურდება მომიჯნავედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა კანონით დადგენილი წესით დამოწმებული თანხმობით (3); თუ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთების რაოდენობა, მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ მონაცემები, მიწის ნაკვეთების ფართობი ან/და გვერდების ზომები არ შეესაბამება ამავე მიღება-ჩაბარების აქტის სქემატურ გეგმაში ასახულ მონაცემებს, ან თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების რაოდენობა არ შეესაბამება მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთების რაოდენობას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის საჭიროა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადასტურდეს მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში იდენტურობას ადგენს სააგენტო (4).
დასახელებული ბრძანების 41-ე მუხლის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სიის (შემდგომ – საგადასახადო სია) საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს საგადასახადო სიის ბოლო მონაცემების მიხედვით, მაგრამ არაუგვიანეს 2007 წლის 20 სექტემბრისა (1); საგადასახადო სიის საფუძველზე საკუთრების უფლება შეიძლება დარეგისტრირდეს როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (2); საგადასახადო სიის საფუძველზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანხმობით, რომლითაც დადასტურდება, რომ მიწის ნაკვეთი დროებითი სარგებლობის უფლებით არ იყო გამოყოფილი (3); თუ საგადასახადო სიით ან/და სსიპ – შემოსავლების სამსახურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ გაცემული ინფორმაციით არ დგინდება მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება მუნიციპალიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დანიშნულებით (4).
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიღება-ჩაბარების აქტის არსებობის პირობებში მისი მხედველობაში მიღება და სხვა მტკიცებულებებთან ერთად განხილვა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მას თანდართული აქვს სქემატური გეგმა, მასში მითითებულია მიწის ნაკვეთების რაოდენობა, მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ მონაცემები, მიწის ნაკვეთების ფართობი ან/და გვერდების ზომები, რაც ამცირებს პირისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთ(ებ)ის დაზუტებული სახით რეგისტრაციისას წარმოშობილ ცდომილებებს ნაკვეთის საზღვრების მდებარეობასა და კონფიგურაციასთან მიმართებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მიწის ნაკვეთის №16 მიღება-ჩაბარების აქტზე, რომელიც გაცემულია ...ის რაიონის სოფ. ...ში მცხოვრებ დ.ქ-ის სახელზე. აღნიშნული აქტის თანახმად, დ.ქ-ეს გამოეყო მიწა, სულ 0,25 ჰექტარი, 4 ნაკვეთად: 1. სამოსახლო - 338 კვ.მ, 2. ყანა „ ...“ 874 კვ.მ, 3. ყანა - 1189 კვ.მ, 4. საბოსტნე - 96 კვ.მ (იხ. ტ.1, ს.ფ. 33). აქტზე თანდართულია გამოყოფილი მიწის ნაკვეთების სქემატური ნახაზები (იხ. ტ.1, ს.ფ. 34), მათ შორის, ნაკვეთი №1, ფართობით 338 კვ.მ აღნიშნულია როგორც სამოსახლო მიწის ნაკვეთი. საყურადღებოა, აღნიშნული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრებად მითითებულია - მ.ქ-ე, თ.ქ-ე (მოსარჩელის მამა), ხოლო ერთი მხრიდან ნაკვეთს ესაზღვრება გზა. იმავე შინაარსის №16 მიღება-ჩაბარების აქტი და გრაფიკულად მსგავსი სქემატური ნახაზი წარმოდგენილია საქმეში (იხ. ტ.1, ს.ფ. 35-36) იმ განსხვავებით, რომ სამოსახლოს - 338 კვ.მ მიწის ნაკვეთის ერთ-ერთ მოსაზღვრედ დასახელებულია კ.ქ-ე და ნახაზების გრაფიკული მსგავსების მიუხედავად, მოსაზღვრედ აღარ არის მითითებული ჩანაწერი - ,,გზა’’. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, ნაკვეთის ეს ნაწილი „გზად“ არ არის მონიშნული (წარწერის გარეშეა), თუმცა ის არც დ.ქ-ის (დ.ქ-ის მამა) №1 ნაკვეთის შემადგენლობაში შედის, პირიქით - ემიჯნება ამ ნაკვეთს და ისეთივე პირობითი მონიშვნა აქვს, როგორც გზებს, რომლებიც ამავე ნახაზშია მონიშნული და აღნიშნული ,,გზად’’. აქვე გასათვალისწინებელია მხარეთა ახსნა-განმარტებაში გაჟღერებული გარემოება, რომ ამ „გზასა“ და დ.ქ-ის მიწის ნაკვეთს შორის არსებობდა მყარი სასაზღვრე მიჯნა, ე.წ. მავთულის ღობე, რომელიც დღეის მდგომარეობით მოშლილია. ასევე, ამ „გზით“ სარგებლობდა გ.ქ-ის ოჯახი, რასაც არ უარყოფს დ.ქ-ეც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.05.2023წ. სხდომის ოქმი, 16:24, 16:32, 16:45, 16:53 და პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენილი დისკი (ტ. 1, ს.ფ. 203-206)).
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ დ.ქ-ის ოჯახის სახელზე 2002 წლის 26 დეკემბერს შევსებულ სააღრიცხვო ბარათს (ს.ფ. 29-32), რომლის თანახმად, დ.ქ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია №... საკადასტრო კოდის მქონე 70 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საყურადღებოა, რომ სააღრიცხვო ბარათის საკადასტრო რუკაზე მოსაზღვრეები მითითებული არ არის. ამასთან, ამ ნაკვეთის გრაფიკული მოცემულობა (ს.ფ. 31) არ შეესაბამება 2018 წლის 25 ნოემბრის და 2018 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით ამავე საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზის გრაფიკულ მონაცემებს (ს.ფ. 39, 40-41). ამასთან, უდავოა ის გარემოება, რომ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის გრაფიკული მოცემულობა განსაზღვრულია 2018 წლის 5 დეკემბერს მომზადებულ ნახაზის შესაბამისად (ს.ფ. 39). აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა გამოკვლეულ იქნეს, რამდენად არის შესაძლებელი 2002 წლის 26 დეკემბრის სააღრიცხვო ბარათი გაცემული იყოს სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. ამ უკანასკნელი ფაქტობრივი გარემოების დადგენა მნიშვნელოვანია, რამდენადაც დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ამჟამად №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 70 კვ.მ მიწის ნაკვეთს ცვლილების რეგისტრაციამდე მინიჭებული ჰქონდა საკადასტრო კოდი №....
სააპელაციო სასამართლომ, გარდა იმისა, რომ შეფასება არ მისცა ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს, არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მესამე პირის სახელზე სადავო რეგისტრაციების განხორციელების საფუძველთან დაკავშირებით, კერძოდ, რატომ იქნა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოყენებული მხოლოდ საგადასახადო სია და მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ადგილმდებარეობის დასადგენად, რატომ იხელმძღვანელა მხოლოდ დ.ქ-ის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზით, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი არ მიიღო მხედველობაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესადგენად უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებლობას ამ ნივთის მესაკუთრეს/მართლზომიერ მფლობელს აკისრებს, თუმცა იგივე კანონი თავად მარეგისტრირებელ ორგანოს, მის თანამშრომელს ავალდებულებს რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე (3.6 მუხლი). ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოს განუსაზღვრავს წესს, რომ გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა (3.62 მუხლი). ზოგადი წესის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96.1 მუხლი). საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს (ამავე კოდექსის 97.1 მუხლი).
ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ, სადაო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის, კერძოდ, სააპელაციო პალატის განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (03.09.2019) გადაწყვეტილების მიღება განაპირობა №... განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების დასრულებამ, რომელიც განხორციელდა მარეგისტრირებელი ორგანოს პირობითი განცხადების საფუძველზე (№...; 12 თებ. 2019; განმცხადებელი: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო). სააპელაციო პალატა ვრცლად მიმოიხილავს №... განცხადებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას და ამ წარმოების ფარგლებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, მიუთითებს ადმინისტრაციულ საჩივრის ფარგლებში განხორციელებულ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებით დადგენილ გარემოებებზე და ამ დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირის დასკვნებზე. სააპელაციო პალატა მიუთითებს №... (12.02.2019) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გ.ქ-ეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა (რომლითაც არ დაფიქსირდებოდა ზედდება სხვა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან), ასევე სარეგისტრაციო სამსახურის №... (15.03.2019) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მიჩნეულ იქნა, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ დ.ქ-ის მოთხოვნა იყო კანონიერი და უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში უნდა დარეგისტრირებულიყო ცვლილება, მისი ფაქტობრივი მდებარეობის გათვალისწინებით. სააპელაციო პალატა მიუთითებს, 2019 წლის 5 ივნისის №... გადაწყვეტილებით და 2019 წლის 14 ივნისის №... გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებზე, ასევე 2019 წლის 3 სექტემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.02.2019წ. №... განცხადება დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. ამასთან, არც ერთი ზემოთ დასახელებული მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო არა მხოლოდ უფლებამოსილია, მიიღოს მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, არამედ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის საფუძველზე, უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. სააპელაციო სასამართლოში, საკასაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საქმის განხილვა მიმდინარეობს იმ წესების დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს არსებითად, გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში როდესაც დადგენილი არ არის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება სარჩელის უარყოფის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული თავის მხრივ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 390-ე, 412-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. გ.ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას; 4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ქ. ცინცაძე