ბს-666-253(კ-05) 18 იანვარი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: თანხის გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 26 დეკემბერს შპს «ა-მა» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს საჯარო სამართლისიურიდიული პირი «საწარმოთა მართვის სააგენტოს» მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 371 000 აშშ დოლარისა და 81200 ლარის დაკისრება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1999წ. 6 ივნისს შპს «ა-სა» და საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს «ა-ს» გადაეცა ს.ს თამბაქოს ფაბრიკა «ქ-ის» აქციათა 50,5%. აღნიშნულ აქციათა პაკეტში გადახდილ იქნა 371 000 აშშ დოლარი და 81 200 ლარი.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კანონმდებლობაში განხორციელდა ცვლილებები, კერძოდ, უფილტრო სიგარეტის სააქციზო გადასახადისათვის დაწესდა 30 თეთრი, მაშინ, როცა სიგარეტის საბაზრო ფასი შეადგენდა 20 თეთრს, რის გამოც ვერ მოხერხდა ხელშეკრულების იმ პუნქტის შესრულება, რომლის მიხედვითაც მათ ევალებოდათ ინვესტიციების მოზიდვა 2 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით, რადგან ყველა ინვესტორი ერიდებოდა არარენტაბელურ ფინანსურ გარიგებას. ამას გარდა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს საწარმოს ჰქონდა დიდი საბიუჯეტო დავალიანება.
საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 15 ოქტომბრის ¹1-3/735 ბრძანებისსაფუძველზე ს.ს «ქ-ს» აქციათა პაკეტის 50,5% დაუბრუნდა.
აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით შპს «ა-მა» სასამართლოში აღძრა სარჩელი, რომელიც არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგებაა და სკ-ის თანახმად, ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეებს უფლება აქვთ უარი თქვან ხელშეკრულებაზე და დაარღვიონ გარიგება. ანალოგიური პოზიცია ჰქონდა მოპასუხე მხარეს. სასამართლო გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
მოსარჩელის განმარტებით, მათ აქციათა პაკეტში გადაიხადეს 412000 აშშ დოლარი.
საქართველოს ქონების მართვის სამინისტრომ @¹1-3/735 ბრძანებით დააფიქსირა, რომ სურდა ხელშეკრულებიდან გასვლა, მაგრამ ბრძანებაში არ იყო განსაზღვრული ისვალდებულება, რაც უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომაღნიშნული ურთიერთობა რეგულირდებასკ-ის 352-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ გარიგების ერთ-ერთი მხარე უარს ამბობს ხელშეკრულებაზე, მხარეები ერთმანეთს უბრუნებენ ყველაფერს, რაც გარიგებით არის მიღებული. მოპასუხემ დაიბრუნა აქციები, მაგრამ არ დაუბრუნა მოსარჩელეს გადახდილი თანხა 371 000 აშშ დოლარის და 81 200 ლარის ოდენობით.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 2 მარტის გადაწყვეტილებით შპს «ა-ის» სარჩელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ 371 000 აშშ დოლარისა და 81200 ლარის გადახდევინების თაობაზეარ დაკმაყოფილდა.
სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1999წ. 6 ივლისსშპს «ა-სა» და საქართვლოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს (რომლის უფლებამონაცვლეა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო) შორის გაფორმდა ს.ს თამბაქოს ფაბრიკა «ქ-ის» 50,5 %-იანი აქციათა პაკეტის (409876 ცალი აქცია) ნასყიდობის ¹....... ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, მყიდველი პირობადადებულ საკუთრებაში იღებდა აქციებს, რომლის ღირებულება შეადგენდა 412 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.
ხელშეკრულების 2.1 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის მიხედვით, შპს «ა-მა» ივალდებულა ორი წ. განმავლობაში თანაბარპროპორციულად განეხორციელებინა არანაკლებ 2 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში ინვესტიციები თამბაქოს ადგილობრივი ნადლეულის წარმოების რეაბილიტაციისათვის და საწარმოს ტექნიკური გადაიარაღებისა და რემონტისათვის.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და საკონკურსო პირობების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში მყიდველი, ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, იღებდა გაფრთხილებას წერილობითი ფორმით, სადაც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების აუცილებელივადა და ჯარიმდებოდა ქონების საბოლოო გასაყიდი ფასის 10%-ით. დარღვევის განმეორების შემთხვევაში დაწესებულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა «გამყიდველის» მიერ განიხილებოდა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატივად, მყიდველს არ უბრუნდებოდა გადახდილი თანხა და არ აუნაზღაურდებოდა მის მიერ გაწეული ხარჯები.
სასამართლო კოლეგია მიუთითებდა, რომ საქართველოს ქონების მართვის სამინისტრომ 2001წ. 15 ოქტომბრის ¹1-3/735 ბრძანების საფუძველზე გააუქმა მხარეთა შორის დადებულინასყიდობის ხელშეკრულება, ვინაიდან მოსარჩელე აღიარებდა, რომ მის მიერ ვერ იქნა შესრულებული ხელშეკრულების პირობები, რაც ხელშეკრულების თანახმად, მისი ცალმხრივად მოშლის საფუძველს წარმოადგენდა, რის საფუძველზეც დაიბრუნა ს.ს «ქ-ის» აქციათა პაკეტის 50,5%.
სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ სკ-ის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ, ხოლო 405-ე მუხლი განსაზღვრავს პირობებს, რომელთა არსებობისას ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა გამყიდველის მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატივად და მყიდველს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული დანახარჯები.
ხელშეკრულება მოწონებულ და ხელმოწერილ იქნა მხარეების მიერ, ანუმყიდველმა გამოხატა თავისი ნება 352-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების გამოყენების უარყოფის კუთხით და ხელშეკრულების ეს პუნქტი სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო კოლეგია ასევე მიუთითებდა, რომ, სკ-ის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია ხელშეკრულება მხარეთა შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როცავალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. შპს «ა-მა» და საქართველოს ქონების მართვის სამინისტრომ 1999წ. 6 ივლისის ხელშეკრულებისდადებით თავად განსაზღვრეს ხელშეკრულების პირობები.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ 352-ე მუხლის მოთხოვნათა რეალიზაცია მხარის უფლებას წარმოადგენს და მისიგამოყენება შესაბამისი ნების გამოვლენისას ხორციელდება. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ დამატებით პირობებზე და ურთიერთობები განსხვავებულადმოაწესრიგონ,როგორც ეს კონკრეტულ შემთხვევაში იყო, კერძოდ, მხარეთა შორის 1999წ. 6 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლითY მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების და საკონკურსო პირობების შეუსრულებლობისას მყიდველი ღებულობს წერილობით გაფრთხილებას, ჯარიმდება ქონების საბოლოო გასაყიდი ფასის 10%-ით და გამყიდველის მიერ მიეთითება დარღვევის გამოსწორების საბოლოო ვადა, რომლის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში გამყიდველის მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატივა და მყიდველს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული დანახარჯები.
ხელშეკრულება მოწონებულ და ხელმოწერილ იქნა მხარეების მიერ, ანუ მყიდველმა გამოხატა თავისი ნება 352-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების გამოყენების უარყოფის კუთხით და ხელშეკრულების ეს პუნქტი სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო კოლეგია ასევე მიუთითებდა, რომ სკ-ის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია ხელშეკრულება მხარეთა შორის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. შპს «ა-მა” და საქართველოს ქონების მართვის სამინისტრომ თავად განსაზღვრეს 1999წ. 6 ივლისის ხელშეკრულების დადებით მათი უფლებები და მოვალეობები გარიგებისსაგანთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ხელშეკრულება და მხარეთა შორის სადავო საკითხები უნდა დარეგულირდეს ხელშეკრულებით, რომლის თანახმად, ხელშეკრულების დარღვევის განმეორების შემთხვევაში გამყიდველის მიერ განიხილება ხელშეკრულებისცალმხრივად მოშლის ინიციატივა და მყიდველს არ უბრუნდება გადახდილი თანხა.
თბილისის საოლქო სასამართლოსადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 2 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს «ა-მა», რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა იმ მოტივით, რომ სასამართლომ არ შეაფასადა არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო საწარმოში გრძელვადიანი ინვესტიციების განუხორციელებას, კასატორი მიუთითებს, რომ აქციათა შესყიდვისთანავე, 2000წ. 8 თებერვალს საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნის საფუძველზე საწარმოს დაედო ყადაღა, აგრეთვე, გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე სააქციზო განაკვეთი.იმ პერიოდში შიდა ბაზარი გაჯერებული იყო კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმით და მნიშვნელოვნად შეიცვალა საბაზრო კონიუნქტურა. ყოველივე ამის გამო, ინვესტორები თავს იკავებდნენ მათ საწარმოში ინვესტიციების განხორციელებაზე. ამ მიზეზების აღმოფხვრის თხოვნით და პრობლემატური საკითხების მოგვარებისა და დარეგულირების მიზნით, მათ რამდენჯერმე მიმართეს საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს. თუ ზემოაღნიშნული საკითხები არმოგვარდებოდა, მოითხოვდნენ შეემცირებინათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინვესტიციის ოდენობა ან უკან დაებრუნებინათ მათ მიერ გადახდილი თანხა.მათ თხოვნაზე ქონების მართვის სამინისტრომ უარი უთხრა და თვითონ, როგორც მხარე, გავიდა ხელშეკრულებიდან. აქედან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ უმართებულოდ ჩათვალა თითქოს ისინი არიან ხელშეკრულების მოშლის ინიციატორები, პირიქით, ქონების მართვის სამინისტრომ თვითონ გამოხატა თავისი პოზიცია და კი არ შეწყვიტა ან მოშალა ხელშეკრულება, არამედ, როგორც მხარე, გავიდა ხელშეკრულებიდან. ამას ადასტურებს საოლქო სასამართლოს ¹3ა-190 10.12.2002წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა სკ-ის 54-ე მუხლი, რომლის თანახმად, ბათილია გარიგება ან გარიგების ის ნაწილი, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში სკ-ის 97-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ასეთი გარიგება დადებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარიგების შეწყვეტა აღადგენს გარიგების დადებამდე არსებულ მდგომარეობას.
სასამართლომ ასევე მთლიანად უგულებელყო «საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ» საქართველოს კანონი კერძოდ, ამ კანონის მე-4 თავის მე-7 მუხლის თანახმად, «ინვესტიციის ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით». მათთან მიმართებაში მოპასუხემ ამ მუხლის ყველა პუნქტის მოთხოვნა დაარღვია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1999წ. 6 ივლისს შპს «ა-სა» და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შორის გაფორმდა სს «თამბაქოს ფაბრიკა ქ-ის» 50,5% აქციათა პაკეტის (409876 ცალი აქცია) ნასყიდობის ხელშეკრულება.
ხელშეკრულების 1.1. პუნქტის შესაბამისად, «გამყიდველი» მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გადასცემდა, ხოლო «მყიდველი» პირობადადებულ საკუთრებაში იღებდა ს.ს თამბაქოს ფაბრიკა «ქ-ის» სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილ აქციათა პაკეტის 409876 ცალ აქციას.
ამავე ხელშეკრულების 2.1 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე «მყიდველი» კისრულობდა ვალდებულებას, ორი წ. განმავლობაში თანაბარპროპორციულად განეხორციელებინა არანაკლებ 2 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ეკვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში ინვესტიციები თამბაქოს ადგილობრივი ნედლეულის წარმოების რეაბილიტაციისათვის და საწარმოს ტექნიკური გადაიარაღებისა და კაპიტალური რემონტისათვის.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და საკონკურსო პირობების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში მყიდველი, ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, იღებს გაფრთხილებას წერილობითი ფორმით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა და ჯარიმდება ქონების საბოლოო გასაყიდი ფასის 10%-ით. დარღვევის განმეორების შემთხვევაში, დაწესებულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა «გამყიდველის» მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატივად, მყიდველს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული ხარჯები.
დადგენილია, რომ ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პირობის დარღვევის გამო, საქართველოს ქონების მართვის მინისტრის 2001წ. 15 ოქტომბრის ¹1-3/735 ბრძანების საფუძველზე გაუქმდა მხარეთა შორის 1999წ. 6 ივლისს დადებული ხელშეკრულება.
მხარეთა შორის სახელშეკრულებოურთიერთობების შეწყვეტის გამო, შპს «ა-მა» სარჩელის საფუძველზე მოითხოვა, სკ-ის 352-ე მუხლის პირველ ნაწილში განსაზღვრული პირობების დაცვა დამხარეთათვის მიღებული შესრულებისა და სარგებლის დაბრუნება, რაზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირობის (სახელშეკრულებო პირობის) საფუძველზე მყიდველს არ უბრუნდებოდა გადახდილი თანხა.
საკასაციო სასამართლო გაეცნო კასატორის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებული ვერ იქნება სკ-ის 352-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დებულებები, ვინაიდან სახეზეა ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, რომელიც კასატორისათვის, როგორც ხელშეკრულების მონაწილე პირისათვის, იმთავითვე იყო ცნობილი და რაზეც ხელშეკრულების დადების მომენტში პრეტენზია არ განუცხადებია, კერძოდ, მითითებული პირობები დადგენილი და განსაზღვრული იყო საქართველოს ქონების მართვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ «სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზაციის შესახებ დებულების” 6.4 მუხლით, რომლის შესაბამისადაც, საკონკურსო პირობათა დაუცველობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა განიხილებოდა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატივად «გამყიდველის” მხრიდან, «მყიდველს” არ უბრუნდებოდა თანხა და არ აუნაზღაურდებოდა მის მიერ გაწეული დანახარჯები.
ზემოაღნიშნული დებულება წარმოადგენდა ნორმატიულ აქტს, ხოლო მასში ჩადებული პირობა ატარებდა სავალდებულო ხასიათს, რომელიც შეეთავაზებოდა კონკურსში მონაწილე ყველა პირს, რის თაობაზეც იმთავითვე ცნობილი იყო არა მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულის, არამედ კონკურსის მონაწილე ნებისმიერი პირისათვის. ამდენად, აღნიშნული პირობა ატარებდა სკ-ის 342.1 მუხლით განსაზღვრულ დატვირთვას, რომლის შესაბამისადაც, ხელშეკრულების სტანდარტული პირობა არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობა, რომელსაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა.
ამავე კოდექსის 319-ე მუხლის შესაბამისად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა პირობები.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე ხელშეკრულება და მისი დებულებებიემყარებოდა მხარეთა თავისუფლებისა და ნებელობის პრინციპებს, რის გამოც არ არსებობს კასატორის მოთხოვნის გაზიარების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ა-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 2 მარტის გადაწყვეტილება;
3. შპს «ა-ის” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 4500 ლარის ოდენობით გადახდა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.