Facebook Twitter
საქმე №ას-581-2019 31 ივლისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – წ.მ.გ–ა (მოპასუხე, შეგეებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ლ–ი" (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:


1. შპს ,,ლ–სა“ (შემდეგში: თავდაპირველი მოსარჩელე ან ძირითადი მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, შემსრულებელი, მენარდე, მიმწოდებელი ან კომპანია, პირველი აპელანტი) და წ.მ.გ–ას (შემდეგში: მოპასუხე, გამგეობა, შემსყიდველი, შემკვეთი, შეგებებული მოსარჩელე ან შეგებებული სარჩელის ავტორი, მეორე აპელანტი, კასატორი) შორის, 2016 წლის 26 ოქტომბერს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №195 ხელშეკრულება ...... მუნიციპალიტეტის სოფლებში, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის თაობაზე. ხელშეკრულების ღირებულება - 64000 ლარით, ხოლო ვალდებულების შესრულების ვადა 2016 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით განისაზღვრა (იხ. ხელშეკრულება, ტ. 1, ს.ფ. 43-48).
2. ხელშეკრულების თანახმად, მხარეები, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში რაიმე ხელისშემშლელ გარემოებებს წააწყდებიან, რომელთა გამო ხელშეკრულების პირობების შესრულება ფერხდება, ამ მხარემ მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს.
3. ხელშეკრულების 16.2.2 ქვეპუნქტის თანახმად, სამუშაოს არაჯეროვნად შესრულებისათვის, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო - სახელშეკრულებო ღირებულების 30%.
4. ხელშეკრულების 16.2.3 ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სამუშაოს შესრულების ფინანსურხაზობრივი გრაფიკით გათვალისწინებული შესაბამისი ეტაპის დასრულების ვადის გადაცილებისათვის, ამ უკანასკნელს ეკისრება პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.5%.
5. ხელშეკრულების 16.2.4 ქვეპუნქტის თანახმად კი, თუ მიმწოდებელი შესასრულებელ სამუშაოთა დასრულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას გადააცილებს, მას ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.5%.
6. ხელშეკრულების 16.2.5 ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად ან/და დაგვიანებით შესრულების ყოველ შემთხვევაზე, სანქცია თითოეულ დარღვევაზე მიმწოდებელს ცალ-ცალკე დაეკისრება.
7. მხარეთა შორის გაფორმებული წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების თანახმად, ...... მუნიციპალიტეტის სოფელ .... საავტომობილო გზის რეაბილიტაციის, მოხრეშვა-გასწორების (წებოვანი ბალასტით) ღირებულება შეადგენდა 9052.2 ლარს; სოფელ .... - საჩხეურას ცენტრალური საავტომობილო გზის მოხრეშვა-გასწორება (წებოვანი ბალასტით) – 10526.96 ლარს; სოფელ .....ისა - ......ის ცენტრალური საავტომობილო გზის მოხრეშვა-გასწორება (წებოვანი ბალასტით) – 5846.96 ლარს; სოფელ ....ის ცენტრალური საავტომობილო გზის მოხრეშვა-გასწორება (წებოვანი ბალასტით) – 5184.18 ლარს; სოფელ .... ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - 4773.93 ლარს; სოფელ .... ცენტრალური საავტომობილო გზის მოხრეშვა-გასწორება - 5577.19 ლარს; სოფელ ..... ცენტრალური საავტომობილო გზის მოხრეშვა-გასწორება (წებოვანი ბალასტით) – 4017.37 ლარს; სოფელ ......ას უბნის გზის რეაბილიტაცია - 3952.7 ლარს; სოფელ .......ის უბნის გზის რეაბილიტაცია - 3952.7 ლარს; სოფელ .... უბნის გზის რეაბილიტაცია - 3514.57 ლარს; სოფელ ...... უბნის გზის რეაბილიტაცია - 3514.57 ლარს; სოფელ ..... გზის რეაბილიტაცია - 4060.81 ლარს (იხ. ხელშეკრულება, ტ. 1, ს.ფ. 43-48, 49).
8. თავდაპირველი სარჩელის მოპასუხემ ძირითად მოსარჩელეს სოფელ .....ისა და ......ის გზის მოხრეშვა - გასწორების სამუშაოების შესრულებისათვის 15710 ლარი გადაუხადა (იხ.ტ. 1, ს.ფ. 105).
9. ძირითადმა მოსარჩელემ, შეგებებულ მოსარჩელეს (იგივე თავდაპირველი სარჩელის მოპასუხეს) სოფელ ...... ისა და სოფელ ..... ცენტრალური საავტომობილო გზის მოხრეშვა-გასწორების 18916 ლარად ღირებული სამუშაოები ჩააბარა, თუმცა ამ უკანასკნელს ძირითადი მოსარჩელისათვის სამუშაოს ღირებულება არ აუნაზღაურებია (იხ.ტ. 1, ს.ფ. 99, 168).
10. გამგეობას 2016 წლის 17 ნოემბრის N2 წერილით ეცნობა, რომ კომპანიას, უხვნალექიანი დღეების გამო, სამუშაოების დასრულებაში ხელი შეეშალა, რის გამოც ამ უკანასკნელმა, სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელება 2016 წლის 1 დეკემბრამდე ითხოვა (იხ.ტ. 1, ს.ფ. 60).
11. კომპანიას გამგეობის 2016 წლის 6 დეკემბრის წერილით ეცნობა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით უნდა შეესრულებინა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა კი, უკვე გასული იყო, შესაბამისად, კომპანიას უარი ეთქვა სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელებაზე (იხ.ტ. 1, ს.ფ. 72).
12. კომპანიამ გამგეობას 2016 წლის 24, 29 ნოემბრისა და იმავე წლის 7 დეკემბრის წერილებით აცნობა, რომ ...ის თემში, სოფელ ....ასა და სოფელ ......ში ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ სრულდებოდა, ვინაიდან ამ სოფლებში საავტომობილო გზა არ არსებობდა (იხ.ტ. 1, ს.ფ. 65, 66, 68).
13. წ.მ.გ–ის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის თანამშრომელთა 2016 წლის 6 დეკემბრის №175 სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ ..... მუნიციპალიტეტის, სოფელ .....სას საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოების ვადას 24 დღით გადასცილდა; სოფელ ..... საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოებს - 21 დღით; სოფელ ..... საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოებს - 15 დღით; სოფელ .....საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოებს - 14 დღით; სოფელ ..... საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოებს - 12 დღით; სოფელ ...., .... უბანში საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოებს - 19 დღით; სოფელ ....., ..... უბანში საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოებს - 17 დღით; სოფელ ...., ..... უბანში საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოებს - 23 დღით; სოფელ ...., .... უბანში საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოებს - 21 დღით; სოფელ ....., ..... უბანში საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოებს - 21 დღით; სოფელ ..... საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოებს - 32 დღით; სოფელ მექვენას ცენტრალური საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოებს - 31 დღით (იხ.ტ. 3, ს.ფ. 113-114).
14. 2016 წლის 13 დეკემბრის №250/2 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, გათვალისიწინებული იყო 63974.18 ლარის სამუშაოების შესრულება. წარდგენილი სამუშაოების შესრულების აქტების - ფორმა №2-ის მიხედვით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ...... მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიზნით შესრულდა 53623.06 ლარის სამუშაოები, კერძოდ, 1. 9052.20 ლარად ღირებული ...... მუნიციპალიტეტის - სოფელ ..... საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, მოხრეშვა-გასწორების (წებოვანი ბალასტით) სამუშაოები; 2. 10526.98 ლარად ღირებული .... მუნიციპალიტეტის სოფელ ..... საავტომობილო გზის მოხრეშვა-გასწორების (წებოვანი ბალასტით) სამუშაოები; 3. 5846.98 ლარად ღირებული ..... მუნიციპალიტეტის სოფელ ..... საავტომობილო გზის მოხრეშვა-გასწორების (წებოვანი ბალატით) სამუშაოები; 4. 5184.18 ლარად ღირებული ..... მუნიციპალიტეტის, სოფელ ..... გზის რეაბილიტაცია, მოხრეშვა-გასწორების (წებოვანი ბალატით) სამუშაოები; 5. 4017.37 ლარად ღირებული სოფელგ ....., .... საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, მოხრეშვა-გასწორების (წებოვანი ბალატით) სამუშაოები; 6. 3952.70 ლარად ღირებული სოფელ .... უბნის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები; 7. 3952.70 ლარად ღირებული სოფელ ..... უბნის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები; 8. 3514.57 ლარად ღირებული სოფელ ...... უბნის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები; 9. 3514.57 ლარად ღირებული სოფელ ..... უბნის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები; 10. 4060.81 ლარად ღირებული .... მუნიციპალიტეტის სოფელ ..... უბნის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები; შესრულებული სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია (იხ.ტ. 1, ს.ფ. 16-19).
15. კომპანიას სოფელ ....სა და სოფელ ...... საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოები არ შეუსრულებია (იხ.ტ. 1, ს.ფ. 124, 126).
16. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 სექტემბრის №005611417 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ..... მუნიციპალიტეტში, სოფელ ..... საავტომობილო გზა არ არსებობს, რის გამოც წარდგენილი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება - 1436 კვ.მ ფართზე 219.71 კბ.მ ბალასტის შეტანა-გასწორება შეუძლებელი იყო (იხ.ტ. 2, ს.ფ. 29-35).
17. გამგეობამ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა 2016 წლის 6 დეკემბერს შეწყვიტა (იხ. ტ.1, ს.ფ. 41-42).



18. სარჩელის საფუძვლები


18.1 მოსარჩელემ 2017 წლის 4 ივლისს სარჩელი აღძრა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული მოპასუხის წინააღმდეგ, მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 37913 ლარის დაკისრება.
18.2 მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1, 2, 7-10, 12, 14-17 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა და დამატებით განმარტა, რომ კომპანია, ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას კეთილსინდისიერად ასრულებდა, თუმცა, ამინდის გაუარესების გამო, სამუშაოების შესრულებას ვადის დაცვით ვერ ახერხებდა, რის გამოც გამგეობას ვადის გაგრძელების თაობაზე მიმართა, თუმცა ამ უკანასკნელისგან პასუხი არ მიუღია.
18.3 მოსარჩელის განმარტებით, სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ იმ ოდენობის გზა, რაზეც ტენდერი იყო გამოცხადებული, არ არსებობდა. აღნიშნულის შესახებ, კომპანიამ გამგეობას აცნობა და ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა, თუმცა გამგეობას პასუხი ისევ არ გაუცია.
18.4 მოსარჩელის განმარტებით, არარსებულ გზაზე სამუშაოები ვერ შესრულდებოდა, შესაბამისად, გამგეობამ ხელშეკრულება უსაფუძვლოდ შეწყვიტა.
18.5 მოსარჩელის განმარტებით, კომპანიამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე 53623.06 ლარის სამუშაოები შეასრულა, თუმცა მოპასუხემ მხოლოდ 15710 ლარი აუნაზღაურა.



19. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა


19.1 შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნას, პირგასამტეხლოს - 87004 ლარის შეგებებული სარჩელის მოპასუხისათვის (კომპანიისათვის) დაკისრება წარმოადგენს.
19.2 შეგებებულმა მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-6, 11, 13, 15, 17 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა და დამატებით განმარტა, რომ კომპანიამ, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ხელშეკრულებით დადგენილი ვადით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, რაც გამოიხატებოდა კომპანიის მიერ ფინანსურხაზობრივი გრაფიკის დარღვევითა და სოფელ ..... სამუშაოების შეუსრულებლობით.
19.3 შეგებებული მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა და მენარდეს ჯარიმის - 105920 ლარის გადახდა დაეკისრა, საიდანაც სახელმწიფოს ანგარიშზე კომპანიის მიერ მეორე ეტაპზე შესრულებული სამუშაოების თანხა - 18916 ლარი გადაირიცხა, შესაბამისად, ამ უკანასკნელს ასანაზღაურებელი დარჩა - 87004 ლარი.

20. მოპასუხის პოზიცია თავდაპირველ სარჩელზე


20.1 მოპასუხემ (რომელიც იმავდროულად შეგებებული სარჩელის ავტორია) წერილობით წარდგენილი შესაგებლით მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხემ გეგმა-გრაფიკი დაარღვია, რაც მის მიერ ვალდებულებების არაკეთილსინდისიერად შესრულებას ადასტურებს.
20.2 თავდაპირველი სარჩელის მოპასუხის მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა, ვინაიდან კომპანიის მითითება, თითქოს გარკვეულ სოფლებში საავტომობილო გზა არ არსებობდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.


21. მოსარჩელის შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე


21.1 შეგებებული სარჩელის მოპასუხემ (რომელიც იმავდროულად ძირითადი მოსარჩელეა) წერილობით წარდგენილი შესაგებლით, მის წინააღმდეგ აღძრული შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება პირნათლად შეასრულა, ხოლო გარკვეული ნაწილის სამუშაოების შეუსრულებლობა შემკვეთის (გამგეობის) ბრალითაა გამოწვეული. ამასთან, გაურკვეველია, გამგეობამ პირგასამტეხლო - 87004 ლარი როგორ დაიანგარიშა, მაშინ, როდესაც ხელშეკრულების ღირებულება ჯამურად - 64000 ლარია.
22. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება და დასკვნები


22.1 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა;
22.1.1 გამგეობას კომპანიის სასარგებლოდ 37913 ლარის გადახდა დაეკისრა;
22.1.2 მოპასუხის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
22.1.3 გამგეობის სასარგებლოდ კომპანიას პირგასამტეხლოს - 9600 ლარის გადახდა დაეკისრა.
22.2 საქალაქო სასამართლ– იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 319-ე, 352-ე, 361-ე, 405-ე, 636-ე, 642-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
22.3 საქალაქო სასამართლ– დაადგინა, რომ კომპანიის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი ვადით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა საპატიო მიზეზით იყო განპირობებული.
22.4 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ კომპანიამ 53623.06 ლარის სამუშაოები შეასრულა. ამასთან, ამ უკანასკნელს მიღებული აქვს მხოლოდ 15710 ლარი, რაც ძირითადი მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
22.5 საქალაქო სასამართლ– არ გაიზიარა კომპანიის მითითება, რომ .....ის საავტომობილო გზა არ არსებობდა, შესაბამისად, შეუძლებელი იყო არარსებული გზის შეკეთება.
22.6 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, .... მუნიციპალიტეტის სოფელ ..... გზის მოწყობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, იმავე ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ამ სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაც. სამუშაო მძიმე ტექნიკით - გრეიდერითა და ბულდოზერით უნდა შესრულებულიყო.
22.7 საქალაქო სასამართლოს შეფასებით, კომპანიამ 2016 წლის 26 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N195 ხელშეკრულების პირობები ზემოაღნიშნულ ნაწილში არაჯეროვნად შეასრულა, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.
22.8 საქალაქო სასამართლ–, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოზე მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 16.2.3. და 16.2.4 ქვეპუნქტებით განსაზღვრული (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4, მე-5 პუნქტები) პირგასამტეხლო 0.15%-მდე შეამცირა და 9600 ლარით განსაზღვრა.




23. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები



23.1 მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება. თავდაპირველმა მოსარჩელემ, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
23.2 შეგებებულმა მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.



24. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები


24.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, პირველი აპელანტის (თავდაპირველი მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
24.1.1 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება კომპანიისათვის, გამგეობის სასარგებლოდ, 9600 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
24.1.2 შეგებებული მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
24.1.3 გამგეობას კომპანიის სასარგებლოდ 1265.43 ლარის გადახდა დაეკისრა;
24.1.4 შეგებებული მოსარჩელის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
24.2 სააპელაციო სასამართლ– დაადგინა, რომ სოფელ .... უბნის გამოკლებით (ვინაიდან იქ გზა არ არსებობდა, ხოლო ხელშეკრულებით მენარდის ვალდებულება იყო არსებული გზის რეაბილიტაცია), კომპანიას მთლიანად 64000-4773=59227 ლარის სამუშაო უნდა შეესრულებინა, საიდანაც 2016 წლის 15 ნოემბრამდე მან 15710 ლარის სამუშაოები შეასრულა, ხოლო შესარულებელი დარჩა 59227-15710=43517 ლარად ღირებული სამუშაო. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აქედან გამომდინარე, უდავოა, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დაცვით, სამუშაოების 27% შეასრულა, ხოლო ვადის დარღვევით - 73%.
24.3 სააპელაციო სასამართლ– წინამდებარე განჩინების მე-14 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითა და განმარტა, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულება გამგეობას არ წარუდგენია სასამართლოში.
24.5 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ მენარდემ შემკვეთს შესრულებული სამუშაოებისათვის მხოლოდ 15710 ლარი აუნაზღაურა, შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კომპანიისათვის ასანაზღაურებელი თანხა მის მიერ გაწეული სამუშაოებისათვის 37913 (53623-15710=37913) ლარს შეადგენს, რაც, სსკ-ის 629-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ანაზღაურებას ექვემდებარება.
24.6 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კომპანიამ, როგორც მენარდემ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, რაც სამუშაოების არაჯეროვანი და ვადის დარღვევით შესრულებით გამოიხატა, შესაბამისად, მენარდისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები არსებობს.
24.7 სააპელაციო სასამართლ– არ გაიზიარა კომპანიის მითითება, რომლის თანახმადაც, სამუშაოები დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზის გამო ვერ შეასრულა.
24.8 სააპელაციო სასამართლ– მიუთითა წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებულ სახელშეკრულებო პირობაზე და განმარტა, რომ მენარდემ შემკვეთს 2016 წლის 17 ნოემბერს მიმართა, მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა უკვე გასული იყო. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კომპანიას გამგეობისათვის ხელისშემშლელი გარემოებების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა მიემართა და, ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე. აღნიშნულის შეუსრულებლობა კი, რაც მოცემულ შემთხვევაში ვლინდება, კომპანიის მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას გამორიცხავს.
24.9 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კომპანიისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო, დარღვევის სიმძიმის, მოცულობის, კრედიტორისათვის წარმოქმნილი შეფერხების გათვალისწინებით, დადგენილ პრაქტიკას არ შეესაბამება. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ხელშეკრულების 16.2.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო უნდა შემციდრეს 10%-მდე, ხოლო 16.2.3 და 16.2.4 პუნქტებით გათვალისწინებული - 0.05%-მდე.
24.10 სააპელაციო სასამართლ– წინამდებარე განჩინების მე-15-16 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტი იყო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ..... მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, შესაბამისად, მენარდეს ევალებოდა უკვე არსებული გზის შეკეთება და არა ახალი გზის გაკეთება, რის გამოც სოფელ .... ნაწილში მას პირგასამტეხლო არაჯეროვანი შესრულებისათვის არ უნდა დაეკისროს.
24.11 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ სოფელ .... მეორე მონაკვეთზე (მექვენას ცენტრალური გზა) გზა არ არსებობდა, შესაბამისად, კომპანიამ ამ ნაწილში ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, რაც მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია (ხელშეკრულების 16.2.2 ქვეპუნქტი).
24.12 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილია, რომ სოფელ .....ცენტრალური გზის მოხრეშვა-გასწორების სამუშაოების ღირებულება 5577.19 ლარი იყო, რის გამოც კომპანიას ხელშეკრულების 16.2.2 პუნქტით გათვალისწინებული შემცირებული პირგასამტეხლოს - 10%-ის გადახდა უნდა დაეკისროს, რაც - 557.71 ლარია.
24.13 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სოფელ ..... უბნის გამოკლებით (ვინაიდან იქ გზა არ არსებობდა, ხოლო ხელშეკრულებით მისი ვალდებულება იყო არსებული გზის რეაბილიტაცია), კომპანიას უნდა შეესრულებინა ჯამურად 64000 – 4773 = 59227 ლარის სამუშაო, საიდანაც 2016 წლის 15 ნოემბრამდე მან 15 710 ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა, ხოლო შესასრულებელი დარჩა 59227-15710=43517 ლარის სამუშაო, შესაბამისად, 2016 წლის 16 ნოემბრიდან კომპანიისათვის ამ ნაწილში დასაკისრებელი პირგასამტეხლო 0.05%-ზე გაანგარიშებით დღიურად 21.75 ლარს შეადგენს. უდავოა, რომ 2016 წლის 16 ნოემბრიდან 8 დღის შემდეგ ამ სამუშაოებიდან კომპანიამ გამგეობას კიდევ 18 916 ლარის სამუშაო ჩააბარა, რის გამოც 2016 წლის 16 ნოემბრიდან დასაკისრებელი პირგასამტეხლო 8 დღეზე გაანგარიშებით 21.75x8=174.6 ლარია.
24.14 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ გამგეობამ 2016 წლის 24 ნოემბერს 18916 ლარად ღირებული სამუშაო ჩაიბარა, შესაბამისად, 2016 წლის 24 ნოემბრისათვის ჩაუბარებელი იყო 59227-(15710+18917)=24 601 ლარის სამუშაო. ამასთან, უდავოა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება 2016 წლის 6 დეკემბერს შეწყდა. კომპანიას ხელშეკრულების შეწყვეტამდე პირგასამტეხლო ეკისრებოდა, შესაბამისად, ამ უკანასკნელს, 2016 წლის 24 ნოემბრიდან 2016 წლის 6 დეკემბრამდე - 12 დღეზე, ყოველდღიურად ჩაუბარებელ სამუშაოზე დარიცხული შემცირებული პირგასამტეხლოს - 0.05%-ის გადახდა უნდა დაეკისროს, რაც 147.6 ლარს შეადგენს (24 601 - ის 0.05% = 12.30x12=147.6).
24.15 სააპელაციო სასამართლ–, საქმეში არსებული წერილებითი მტკიცებულებების, ექსპერტიზის დასკვნებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, დაადგინა, რომ კომპანიას .... თემში, სოფ. .... და სოფ. ..... ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები საერთოდ არ შეუსრულებლია. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულება არ დარღვეულა, რაც ამ ნაწილში ხელშეკრულების 16.2.4 პუნქტით, კომპანიისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველია.
24.16 სააპელაციო სასამართლ– წინამდებარე განჩინების 24.2-ე ქვეპუნქტში მითითებულ ბოლო წინადადებაზე მიუთითა და განმარტა, რომ მენარდის მიერ ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით, თითოეულ მონაკვეთზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემცირებული პირგასამტეხლო - 0.05%-ს შეადგენს, კერძოდ: 1. ...... მუნიციპალიტეტის სოფელ ..... საავტომობილო გზის მონაკვეთზე 5846.96x73% =4268.28x0.05%=2.13x21 დღეზე=44.73 ლარს; 2. ...... მუნიციპალიტეტის სოფელ ..... საავტომობილო გზის მონაკვეთზე - 4017.37x73% =2932.68x0.05%=1.46x15 დღეზე=21.9 ლარს; 3. ...... მუნიციპალიტეტის სოფელ .... საავტომობილო გზის მონაკვეთზე - 10526.98x73%=7684.68x0.05%=5.54x14 დღეზე=77.56 ლარს; 4. ...... მუნიციპალიტეტის სოფელ ..... გზის მონაკვეთზე - 5184.18x73%=3784.45x0.05%=1.89x12 დღეზე=22.70 ლარს; 5. ...... მუნიციპალიტეტის სოფელ ..... უბნის საავტომობილო გზის მონაკვეთზე - 3952.70x73%=2885.47x0.05%=1.44x19 დღეზე=27.36 ლარს; 6. ...... მუნიციპალიტეტის სოფელ ...... უბნის საავტომობილო გზის მონაკვეთზე 3952.70x73%=2885.47x0.05%=1.44x17 დღეზე=24.48 ლარს; 7. ...... მუნიციპალიტეტის სოფელ ..... უბნის საავტომობილო გზის მონაკვეთზე - 3514.57x73%=2565.63x0.05%=1.28x23 დღეზე=29.50 ლარს; 8. ...... მუნიციპალიტეტის სოფელ ..... უბნის საავტომობილო გზის მონაკვეთზე 4060.81x73%=2964.39x0.05%=1.48x21 დღეზე=31.12 ლარს; 9. ...... მუნიციპალიტეტის სოფელ ..... უბნის საავტომობილო გზის მონაკვეთზე 3514.57x73%=2565.63x0.05%=1.28x21 დღეზე=26.88 ლარს; 10. ...... მუნიციპალიტეტის სოფელ ..... საავტომობილო გზის მონაკვეთზე - 9052.20x73%=6608.10x0.05%=3.30x24დღეზე=79.29 ლარს. აღნიშნული თანხის ჯამი 385.52 ლარს შეადგენს.
24.17 სააპელაციო სასამართლ– ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაასკვნა, რომ შემკვეთის სასარგებლოდ მენარდისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო (385.52+557.71+174.6+147.6)=1265.43 ლარით უნდა განსაზღვრულიყო.



25. საკასაციო საჩივრის საფუძვლები


25.1 მეორე აპელანტმა (შეგეგებული სარჩელის ავტორმა, გამგეობამ) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, კომპანიისათვის პირგასამტეხლოს - 87004 ლარის დაკისრება მოითხოვა, კერძოდ, სამუშაოს არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს - 30%-ის, ფინანსურხაზობრივი გრაფიკის დარღვევისათვის - 0.5%-ის, ხოლო სამუშაოთა დასრულების ვადის გადაცილებისათვის - 0.5%-ის კომპანიისათვის დაკისრება.
25.2 კასატორის მტკიცებით, სასამართლ– არასწორად დაასკვნა, რომ კომპანიის მიერ სამუშაოების შეუსრულებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული.
25.3 კასატორის განმარტებით, მენარდემ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობა ვადის დარღვევით წარადგინა, ამასთან, იგი ვერ ასაბუთებს, რა სახის ნალექი მოვიდა და აღნიშნული უშლიდა თუ არა ხელს სამუშაოების შესრულებას.
25.4 კასატორის განმარტებით, თუ ვლინდებოდა შემაფერხებელი გარემოება, კომპანია ვალდებული იყო, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მიემართა გამგეობისათვის. ამინდის შესახებ ცნობით დგინდება, რომ ნალექიანი ამინდი იყო 2016 წლის 26 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით, შესაბამისად, კომპანიას საკმარისი დრო ჰქონდა შემაფერხებელი გარემოებების არსებობის თაობაზე გამგეობისათვის მიემართა, რაზედაც შესაბამისი ზომები იქნებოდა მიღებული.
25.6 კასატორის მტკიცებით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ შემცირდა პირგასამტეხლო 30%-დან 10%-მდე. კასატორი არ ეთანხმება, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ მსჯელობასაც, რომლის თანახმადაც, კომპანია გათავისუფლებული უნდა იყოს პირგასამტეხლოს გადახდისაგან სოფელ .... ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაციის, მოხრეშვა-მოსწორების შეუსრულებლობისათვის. კასატორის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იქნეს გაზიარებული.
25.7 კასატორი განმარტავს, რომ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებული იყო ..... გზის რეაბილიტაცია, რაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. ამასთან, გამგეობის უფლებამოსილი სპეციალისტის მიერ შექმნილი ფოტომასალა და „ჯიპიესის“ პარამეტრებით შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საპროექტო გზის ცენტრალურ გზასთან მიერთების წერტილზე სადავო გზის (მექვენა-ვანიჭალის გზა) არსებობას ადასტურებს.
25.8 კასატორი უთითებს წინამდებარე განჩინების მე-4-5 პუნქტებში მითითებულ სახელშეკრულებო პირობებზე და განმარტავს, რომ სასამართლოს მსჯელობა, პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლ– პირგასამტეხლოს ოდენობა არასწორად დაიანგარიშა, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური/საერთო ღირებულებიდან უნდა დაანგარიშებულიყო და არა დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების შესაბამისი ღირებულებიდან.
25.9 კასატორის განმარტებით, 16.2.4-ე ქვეპუნქტის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს დაანგარიშებისას, სააპელაციო სასამართლ– ... თემში, სოფელ .... და .... შესასრულებელ სამუშაოთა დასრულების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა არ გაითვალისწინა. კასატორი უთითებს სახელშეკრულებო პირობების 16.2.2 და 16.2.5 ქვეპუნქტებზე და განმარტავს, რომ ამ ორ სოფელში ვალდებულების შეუსრულებლობა, არაჯეროვან შესრულებას წარმოადგენს, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია ხელშეკრულების 16.2.2-ე ქვეპუნქტის საფუძველზე, ამასთან, ეს ვალდებულება ვადაში არ შესრულდა, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია ხელშეკრულების 16.2.5-ე ქვეპუნქტიდან გამომდინარეც.
25.10 კასატორი უთითებს გასაჩივრებული განჩინების 24.15-ე ქვეპუნტზე და განმარტავს, რომ მასში არ არის მითითებული სახელშეკრულებო პირობის 16.2.3-ე ქვეპუნქტი, რაც გამგეობის მიერ წარდგენილი ფინანსურხაზობრივი გრაფიკით გათვალისწინებული შესაბამისი ეტაპის დასრულების ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.5%-ის დაკისრების საფუძველია.
25.11 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლ– მიიჩნია, რომ ყველა სოფელში, გარდა ორი სოფლისა, კომპანიას 2016 წლის 15 ნოემბრამდე შესრულებული ჰქონდა სამუშაოთა 27%, თუმცა ეს დაანგარიშება არასწორია, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობებს არღვევს, ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კონკრეტულ სოფლებში ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით რა მოცულობის სამუშაოები შესრულდა, არ იკვეთება, გარდა იმ ეტაპისა, რომელზეც ანგარიშსწორება მოხდა.



26. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი



26.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად




ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:



საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
27. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლ– საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
29. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იმ პრეტენზიებზე არ იმსჯელებს, რომლესაც არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საქმის გადაწყვეტისათვის.
34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).
35. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ - (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).
36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მართალია, აღნიშნული საკანონმდებლო დათქმა არ გულისხმობს სასამართლოს მიერ უპირობოდ, ყველა შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს შემცირებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3-6 ქვეპუნქტები), სასამართლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიაჩნია, კომპანიის (მენარდის) მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გათვალისწინებით.
37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგულიხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა საკასაციო სასამართლ–: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ.,სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “.
38. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლ– მართებულად იმსჯელა პირგასამტეხლოს შემცირებაზე სსკ-ის 420-ე მუხლით - სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო - მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და მართებულად შეამცირა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 16.2.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირაგასამტეხლო 30%-დან 10%-მდე, ხოლო 16.2.3 და 16.2.4 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 0.5%-დან 0.05%-ამდე.
39. საკასაციო სასამართლო განმატავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ კომპანიამ, სოფელ ..... და .....საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოები არ შეასრულა.
40. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ მსჯელობას, რომლის თანახმადაც, მხარეთა შორის წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესყიდვის ობიექტი იყო ...... მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები და კომპანიას ევალებოდა უკვე არსებული გზის შეკეთება და არა ახალი გზის გაკეთება, შესაბამისად ამ ნაწილში კომპანიისათვის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობდა. რაც შეეხება, სოფელ მექვენას ცენტრალურ გზას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ გზის არარსებობა საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რაც ამ ნაწილში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 16.2.2-ე ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მენარდისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ...... მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების გეგმა-გრაფიკზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 49) და განმარტავს, რომ სოფელ მექვენას ცენტრალური გზის მოხრეშვა-გასწორების სამუშაოების ღირებულება - 5577.19 ლარია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლ– შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით, კომპანიას ამ ნაწილში მართებულად დააკისრა - 557.71 ლარი.
41. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენიზას, რომლის თანახმად, სადავო გზის (.....) არსებობა დასტურდება. საკასაციო სასამართლო, კასატორის მიერ მითითებულ მტკიცებულებებს (გამგეობის უფლებამოსილი სპეციალისტის მიერ შექმნილი ფოტომასალა და „ჯიპიესის“ პარამეტრებით შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი), მოცემულ სადავო ფაქტის დასადგენად ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ აღნიშნული სსსკ-ის 102-105-ე მუხლების შესაბამისად, არ გამოდგება იმ ექსპერტიზის დასკვნის გასაბათილებლად, რომელმაც სადავო გზის არარსებობა დაადგინა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტი). ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორს შეეძლო სასამართლოსათვის შეეთავაზებინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც კომპანიის მიერ წარდგენილ დასკვნას ეჭვქვეშ დააყენებდა, სასამართლოს კი სოფელ ..... საავტომობილო გზის არსებობაში დაარწმუნებდა, თუმცა შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, შემსყიდველის (კასატორის) მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება არ დასტურდება.
42. საკასაციო სასამართლო იზიარებს წინამდებარე განჩინების 24.12-24.15-ე ქვეპუნქტებში მითითებულ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასაც და განმარტავს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები, ამ პუნქტებში მითითებული მსჯელობის საწინააღმდეგოს დამტკიცების შესაძლებლობას არ ქმნის, შესაბამისად, მენარდისათვის ჯამურად დაკისრებული 1265.43 ლარი, სამართლიანი და კანონიერია.
43. კასატორის პრეტენზია, რომლის თანახმად პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან უნდა დაანგარიშებულიყო, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან, მხოლოდ სამუშაოთა ნაწილის არაჯეროვანი და ვადის დარღვევით შესრულებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის (64000 ლარის) გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს.
44. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. საქმე Nას-164-160-2016წ.; 28.07.2016წ.).
45. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების 24.14-ე ქვეპუნქტში მითითებულ მსჯელობასაც და განმარტავს, რომ მენარდეს, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის (იხ. წინამდებარე განჩინების 29-ე პუნქტი) ამ განჩინების პირველი პუნქტში მითითებული ხელშეკრულების 16.2.2-ე ქვეპუნქტიდან გამომდინარე პირგასამტეხლო მართებულად დაეკისრა, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების შეუსრულებლობა, იმავე ხელშეკრულების 16.2.4-ე ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მენარდისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას გამორიცხავს.
46. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.




ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :



საკასაციო სასამართლ– იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და


დ ა ა დ გ ი ნ ა :


1. წ.მ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.




თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი


მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი


ბ. ალავიძე