Facebook Twitter
¹ბს-650-237-კ-05წ. 23 ივნისი, 2005 წ.
ქ. თბილისი


საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ჯ. გახოკიძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ზ. დ-ის კერძო საჩივრები, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ.25.03. და 2005წ.30.03 განჩინებებზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ზ. დ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში, მოპასუხე ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2003წ. 29.12 აუქციონის ¹01/035-155 განკარგულების და მისგან გამომდინარე შედეგების ბათილად ცნობა, ხოლო დაზუსტებულ სარჩელში, მოპასუხე თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, მე-3 პირის - ნ. მ-ის მონაწილეობით მოითხოვა 2003წ. 22.12 ჩატარებული აუქციონის და 2003წ. 24.12 ¹01/035-155 განკარგულების ბათილად ცნობა, მისგან გამომდინარე შედეგებით.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 07 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩვრა ზ. დ-ემ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება.
2005წ. 25 მარტს ზ. დ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისში, ... გამზ. პირველი შესახვევის, კორპუსი ¹3-ის, ¹181-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე ყადაღის დადება სსკ-ის 198.II “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, რათა არ მომხდარიყო მისი გასხვისება. ამასთან განმცხადებელმა მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობამ შეიძლება შეუძლებელი გახადოს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 25.03 განჩინებით ზ. დ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 191-ე მუხლზე და განმარტა, რომ განსახილველ საქმეში მოპასუხეს წარმოადგენს ქ. თბილისის სააღსრულებო ბიურო, ნ. მ-ი მე-3 პირია, ხოლო მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის გამოყენებას მე-3 პირის ქონებაზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 191-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ ზ. დ-ის მიერ წარდგენილი განცხადება არ პასუხობდა მითითებული ნორმით დადგენილ წესებს, კერძოდ, განცხადებაში მითითებული არ იყო იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას.
ზ. დ-ემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, მოპასუხეების თბილისის სააღსრულებო ბიუროს და ნ. მ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2003წ. 22.12 ჩატარებული აუქციონის და 2003წ. 24.12 ¹01/035-155 განკარგულების ბათილად ცნობა მისგან გამომდინარე შედეგებით, ამასთან, იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის სახით ნ. მ-ის ქონებაზე ყადაღის დადება, ხოლო, ნაცვლად მე-3 პირისა, ნ. მ-ის საქმეში მოპასუხედ ჩაბმა.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 30.03 განჩინებით ზ. დ-ის დაზუსტებული სარჩელი მიჩნეულია ხარვაზიანად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 178-ე მუხლის და განმარტა, რომ დაზუსტებულ სარჩელში მითითებულ არ იყო მოპასუხედ დასახელებული ნ. მ-ის მიმართ სარჩელის მოთხოვნების შესახებ, მითითებული არ იყო გარემოებებზე, რომელბზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს ნ. მ-ის მიმართ და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებას.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 30.03 განჩინებით ზ. დ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 191-ე მუხლი და განმარტა, რომ განსახილველ საქმეში მოპასუხეს წარმოადგენს ქ. თბილისის სააღსრულებო ბიურო, ხოლო ნ. მ-ი მე-3 პირს, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის გამოყენებას მე-3 პირის ქონებაზე. ამასთან სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 191-ე მუხლი და მიიჩნია, რომ ზ. დ-ის მიერ წარდგენილი განცხადება არ პასუხობდა მითითებული ნორმით დადგენილ წესებს, კერძოდ განცხადებაში მითითებული არ იყო იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას.
მითითებული განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 30.03 განჩინება, რომლის თანახმად ზ. დ-ეს ხარვეზის შესავსებად მიეცა 10 დღიანი ვადა.
ზ. დ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგი მოტივით:
ნ. მ-ის სახელზე რიცხული სადავო ბინა იყო კერძო საჩივრის ავტორის საკუთრებაში, ხოლო მ. მ-ის საკუთრების უფლება აღნიშნულ ბინაზე წარმოიშვა უკანონოდ ჩატარებული აუქციონის შედეგად, რომლის დროს აღმასრულებელი და კრედიტორი ერთიანი განზრახვით მოქმედებდნენ, ხოლო მ-ის მიერ სადავო ბინის განსხვისების შემთხვევაში შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება.
ზ. დ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2005წ.25.03 განჩინება, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და დამატებით განმარტა: ნ. მ-ი საქმეში ჩაბმული იქნა მესამე პირად, შესაბამისად, ის სარგებლობს მოპასუხის ყველა უფლებით და გააჩნია მოვალეობები, ამდენად, ნ. მ-ის მიერ სადავო ბინის გასხვისების შემთხვევაში შეუძლებელი გახდება მიღებული გადაწყვეტლების აღსრულება.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 22.04 განჩინებით ზ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 191-ე და 198.2 მუხლის “ა” პუნქტი და განმარტა, რომ განსახილველ სარჩელში მითითებულია მოპასუხედ თბილისის სააღსრულებო ბიურო, ხოლო მე-3 პირად არის დასახელებული ნ. მ-ი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დასაშვებია მოპასუხის და არა მესამე პირის მიმართ.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 22.04 განჩინებით ზ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს, რაც სააპელაციო საამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 191-ე და 198.2 მუხლის “ა” პუნქტი და აღნიშნული ნორმების საფუძვლეზე უსაფუძვლოდ მიიჩნია ზ. დ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნ. მ-ის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლო ითვალისწინებდა 2005წ.30.03 განჩინებას, რომლითაც ზ. დ-ის დაზუსტებული სარჩელი მიჩნეულია ხარვეზიანად, ხოლო მითითებული განჩინებაში აღნიშნული ხარვეზი მხარის მიერ გამოსწორებული არ იქნა.

სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და კერძო საჩივრების მოტივების გაცნობისდა სსკ 419-420-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ. დ-ის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ.30.03 და 2005წ.22.04 განჩინებები, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრები დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინებების მიღებისას დარღვეული არ არის საპროცესო სამართლის ნორმები, სწორი შეფასება მიეცა მოსარჩელის შუამდგომლობების შესაბამისობას საპროცესო კანონის ნორმებთან.
სსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებულია მოსარჩელის უფლება მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ამასთან განსაზღვრულია ამ საპროცესო უფლების რეალიზაციის წესი, კერძოდ, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს საჭიროდ.
ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სსკ-ის შესაბამისად სარჩელის უზრუნველყოფა ესაა გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნ. დაბრკოლების თავიდან აცილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 191-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ინსტიტუტს, რომლის გამოყენებაც სასამართლოს მიერ მიღებული ზომების შედეგად, სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის გარანტიაა, სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს შეფასება გამომდინარეობს საპროცესო ნორმების მოთხოვნებიდან, კერძოდ, წარმოდგენილი განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ შეიცავს მითითებას იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გაართულებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია იგი უსაფუძვლოდ.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორი შეფასება მისცა კერძო საჩივრის მოტივებს, 2005წ. 22.04. განჩინებებით დაუსაბუთებლად მიიჩნია რა 2005წ. 30.03. და 2005წ.25.03 განჩინებების გაუქმების მოთხოვნა, რამდენადაც კერძო საჩივრების მოტივები საპროცესო ნორმების დარღვევის თაობაზე არ შეესაბამება საპროცესო კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა განმარტებული სსკ-ის 198.2. მუხლის “ა” პუნქტის მოთხოვნები, რამდენადაც მითითებული ნორმით განსაზღვრულია, რომ ყადაღის დადება შესაძლებელია ქონებაზე, რომელიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში ზ. დ-ის სარჩელში მოპასუხედ დასახელებულია თბილისის სააღსრულებო ბიურო, ხოლო ნ. მ-ი წარმოადგენს მესამე პირს, ხოლო ზ. დ-ის დაზუსტებული სარჩელი, რომელიც წარდგენილ იქნა სააპელაციო სასამართლოში, რომლითაც მოპასუხედ დასახელდა ნ. მ-ი, მიჩნეულია ხარვეზიანად, იმ საფუძვლით, რომ სარჩელში არ იყო მითითებული გარემოებებზე, სარჩელის მოთხოვნების შესახებ, მითითებული არ იყო გარემოებებზე, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს ნ. მ-ის მიმართ და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებას, ხოლო მითითებული განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი მხარის ზ. დ-ის მიერ დღეის მდგომარეობით გამოსწორებული არ არის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ დაზუსტებულ სარჩელში მითითებული ხარვეზი გამოსწორდება და მესამე პირი ნ. მ-ი საქმეში ჩაებმება მოპასუხის სტატუსით მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სსკ-ის 191-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების სახით ყადაღის გამოყენების მოთხოვნის შუამდგომლობის აღძვრა ნ. მ-ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 და სსკ-ის 3-ე მუხლებიდან გამომდინარე, მხარეთა საპროცესო მოვალეობას წარმოადგენს მოთხოვნილ საპროცესო მოქმედებათა კანონით დადგენილი ფორმით და დასაბუთებით სასამართლოში წარდგენა, რაც კერძო საჩივრებს ავტორის მიერ დაცული არ არის. შესაბამისად არ არსებობს ზ. დ-ის კერძო საჩივრების დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სსკ-ის 191-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. დ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ.25.03 და 2005წ.30.03 განჩინებები.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.