Facebook Twitter
საქმე №ას-888-2020 10 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:


ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი


საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია(მოსარჩელე)


მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ–ი +“(მოპასუხე)


გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის განჩინება


კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება


დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:


1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი ან მერია) სარჩელი აღძრაშპს „გ–ი +“-ს (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე ან კომპანია) მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვისპირგასამტეხლოს - 30 795 ლარის გადახდის დაკისრება.
2. სარჩელი იმ გარემოებებს დაეფუძნა, რომ მერიასა და კომპანიას შორის, 2016 წლის 13 აპრილს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ სამი ხელშეკრულება: N03.01/30/2012 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქ.თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი „ჩვეულებრივი ცაცხვის“ (Titilia vulgaris) თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა - პატრონობის მომსახურება) შესყიდვას, N03.01/30/2014 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი „მარადმწვანე კვიპაროსის (პირამიდული ფ. Cupressus sempervirenes f. Piramidales) თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა - პატრონობის მომსახურება) შესყიდვას, N03.01/30/215 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი „მარადმწვანე კვიპაროსის (ჰორიზონტალური ფ. Cupressus sempervirenes f. Horizontales) თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა - პატრონობის მომსახურება) შესყიდვას. მცენარეების მიწოდება - დარგვა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 25 მაისის ჩათვლით, შემსყიდველის წერილობით დავალებაში მოცემული კონკრეტული რაოდენობებისა და ვადების შესაბამისად, ხოლო დარგული მცენარეების მოვლა - პატრონობა მათი დარგვიდან 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
3. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 13 აპრილის N03.01./30/212, N03.01./30/2014 და N03.01/30/2015 ხელშეკრულებებით განისაზღვრა საჯარიმო სანქციები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, კერძოდ, 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა, შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.8%-ის ოდენობით. 8.3. პუნქტის მიხედვით კი, შემსყიდველის კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველი კონკრეტული დავალების შესაბამისად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3 %-ის ოდენობით. 2017 მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 2017 წლის 23 მარტის N18-01170822388 წერილით კომპანიას ეთხოვა 2016 წლის 13 აპრილის ხელშეკრულებების შესაბამისად, უზრუნველეყო 2017 წლის 10 აპრილამდე და 20 აპრილამდე გამხმარი ნერგების იგივე სახეობის და რაოდენობის ნერგებით ჩანაცვლება, ხოლო დანართი N1-ის შესაბამისად, დარგული ნერგების ჯამების მოწყობა და გაფხვიერება, მორწყვა, სერთიფიცირებული, თხევადი, ორგანული სასუქის შეტანა მორწყვის დროს და ნერგის სამაგრი ჭიგოს გამართულ მდგომარეობაში მოყვანა.
4. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია 2016 წლის 13 აპრილის N03.01/30/212 ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 2017 წლის 23 მარტის N18-01170822388 წერილში მითითებული სამუშაოები მხარეს უნდა დაესრულებინა 2017 წლის 20 აპრილამდე (19 აპრილის ჩათვლით), თუმცა, აღნიშნული სამუშაოები დასრულდა 2017 წლის 2 ივნისს, 44 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით, რის გამოც, ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების (41 950 ლარი) 0.3%-ის ოდენობით - 5 537.4 ლარი. ამასთან, 2017 წლის 7 აგვისტოს ფორმა N2 -ით დასტურდება, რომ კომპანიის მიერ არ განხორციელებულა სერთიფიცირებული, თხევადი ორგანული სასუქის შეტანა მორწყვის დროს, რის გამოც, ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, ეკისრება ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების 0.8%-ის ოდენობით - 335.6 ლარი. კომპანიის მიერ დარღვეულ იქნა 2016 წლის 13 აპრილის N03.01/30/2014 ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 2017 წლის 23 მარტის N18-01170822388 წერილში მითითებული სამუშაოები მხარეს უნდა დაესრულებინა 2017 წლის 10 აპრილამდე, თუმცა, აღნიშნული სამუშაოები დასრულდა 2017 წლის 2 ივნისს, 54 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით, რის გამოც, ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების (70 800 ლარი) 0.3%-ის ოდენობით - 11 469.6 ლარი. ამასთან, 2017 წლის 7 აგვისტოს ფორმა N2- ით დასტურდება, რომ კომპანიის მიერ არ განხორციელებულა სერთიფიცირებული თხევადი ორგანული სასუქის შეტანა მორწყვის დროს, რის გამოც, ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, მხარეს ეკისრება ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (70 800 ლარი) 0.8%-ის ოდენობით - 566.4 ლარი. კომპანიამ დაარღვია 2016 წლის 13 აპრილის N03.01/30/2015 ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 2017 წლის 23 მარტის N18-01170822388 წერილში მითითებული სამუშაოები მხარეს უნდა დაესრულებინა 2017 წლის 10 აპრილამდე, თუმცა, აღნიშნული სამუშაოები დასრულდა 2017 წლის 2 ივნისს, 54 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით, რის გამოც, ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (54 დღე) ხელშეკრულების ღირებულების (75 800 ლარი) 0.3%-ის ოდენობით - 12 279.6 ლარი. ამასთან, 2017 წლის 7 აგვისტოს ფორმა N2-ით დასტურდება, რომ კომპანიის მიერ არ განხორციელებულა სერთიფიცირებული თხევადი ორგანული სასუქის შეტანა მორწყვის დროს, რის გამოც, ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, მხარეს ეკისრება ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (75 800 ლარი) 0.8%-ის ოდენობით - 606.4 ლარი. მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2017 წლის 02 ოქტომბრის N12-01172753113, N12-01172753112 და N12-01172753115 წერილებით კომპანიას ეცნობა დარიცხული პირგასამტეხლოს (ჯამში 30 795 ლარი) შესახებ, თუმცა, აღნიშნული თანხა მოპასუხეს დღემდე არ გადაუხდია.
5. მოპასუხემ მოთხოვნის შემწყვეტ შედავებაში აღნიშნა, რომ იგი ყოველთვის იცავდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს და სამუშაოებს აწარმოებდა აგროტექნიკური ნორმების სრული დაცვით, რაც შეეხება N03.01/30/2012, N03.01/30/2014 და N03.01/30.215 ხელშეკრულებების მე-8 მუხლში გაწერილ საჯარიმო სანქციებს, იგი განსაზღვრულია პირობების შეუსრულებლობისათვის და ვადების დარღვევისათვის. აღნიშნულ ხელშეკრულებაში არ არის გაწერილი გაუვარგისებული მცენარეების ამოცვლის ვადები. შესაბამისად, საჯარიმო სანქციების გამოყენება უსაფუძვლოდ მიიჩნია. იმავდროულად, მოპასუხემ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს თანხა შეუსაბამოდ მაღალი იყო.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა პირგასამტეხლო - 4974.87 ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 13 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N03.01./30/212, N03.01./30/214 და N03.01./30/215, რომელთა თანახმადაც ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი „ჩვეულებრივი ცაცხვი (Tilia vulgaris), მარადმწვანე კვიპაროსი (პირამიდალური ფ. Cupressus sempervirenes f. Piramidales) და მარადმწვანე კვიპაროსი (ჰორიზონტალური Cupressus sempervirenes f. horizontales), თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა - პატრონობის მომსახურება), რომლის მახასიათებლები, რაოდენობა და ერთეულის ღირებულებები მითითებულია მიმწოდებლის ფასების ცხრილში რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
9. სამუშაოების საერთო ღირებულება N03.01./30/212 ხელშეკრულებით განისაზღვრა 41 950 ლარით; N03.01./30/214 ხელშეკრულებით - 70 800 ლარით, ხოლო N03.01./30/215 ხელშეკრულებით - 75 800 ლარით.
10. ხელშეკრულება ძალაში შევიდა გაფორმებისთანავე. N03.01./30/212 და N03.01./30/215 ხელშეკრულებების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო N03.01./30/214 ხელშეკრულებების მოქმედების ვადა - 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
11. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, მცენარეების მიწოდება - დარგვა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 25 მაისის ჩათვლით, შემსყიდველის წერილობით დავალებაში მიცემული კონკრეტული რაოდენობებისა და ვადების შესაბამისად, ხოლო დარგული მცენარეების მოვლა პატრონობა მათი დარგვიდან 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
12. ხელშეკრულების 8.2. პუნქტით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.8 % -ის ოდენობით.
13. ხელშეკრულების 8.3. პუნქტით, შემსყიდველის კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველი კონკრეტული დავალების შესაბამისად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3 % -ის ოდენობით.
14. მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქოსამსახურის 2017 წლის 23 მარტის წერილით კომპანიას ეცნობა 2016 წლის N03.01/30/212, N03.01/30/214 და N03.01/30/215 ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესაბამისად 2017 წლის 10 აპრილამდე (წიწვოვანი) და 20 აპრილამდე (ფოთლოვანი) გამხმარი ნერგების იგივე სახეობის და რაოდენობის ნერგებით ჩანაცვლება, ხოლო დანართი N1 - ის შესაბამისად, კომპანიის მიერ დარგული ნერგების ჯამების მოწყობა და გაფხვიერება, მორწყვა, სერთიფიცირებული, თხევადი ორგანული სასუქის შეტანა მორწყვის დროს და ნერგის სამაგრი ჭიგოს გამართულ მდგომარეობაში მოყვანა.
15. 2017 წლის 21 აპრილის მერიის ეკოლოგიისა დაგამწვანების საქალაქო სამსახურის დათვალიერების N1/62 და 1/60 ოქმებით გამოვლინდა, რომ თბილისის ზღვის მიმდებარედ მოპასუხე ახორციელებს N03.01/30/212, N03.01/30/214 და N03.01/30/215 ხელშეკრულებებით ნაკისრ სამუშაოებს. ოქმში მითითებულია, რომ ამოღებულია 3 400-მდე ორმო, ორმოების ნაწილი არ შეესაბამება ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს, ასევე ამოღებული ხმელი ნერგები არ არის გატანილი მიმდებარე ტერიტორიიდან.
16. 2017 წლის 7 აგვისტოს მერიის ეკოლოგიისა დაგამწვანების საქალაქო სამსახურს და კომპანიას შორის შედგა სამი მიღება - ჩაბარების აქტი, კერძოდ: ხელშეკრულება N03.01/30/212 ხელშეკრულების საფუძველზე დაადასტურეს, რომ 2017 წლის ივნისის თვეში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა, ხოლო შპს „გ–ი +“-მა ჩააბარა ჩვეულებრივი ცაცხვის (Tilia vulgaris) ნერგები თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა - პატრონობა მომსახურება). სულ აღნიშნული სამუშაოების ღირებულებამ 2017 წლის 7 აგვისტოს დადასტურებული შესრულებული სამუშაოების აქტის N2 შესაბამისად შეადგინა 135.50 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
17. ხელშეკრულება N03.01/30/214 ხელშეკრულების საფუძველზე დაადასტურეს, რომ 2017 წლის ივნისის თვეში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა, ხოლო შპს „გ–ი +“-მა ჩააბარა მარადმწვანე კვიპაროსის (პირამიდული ფ. Cupressus sempervirenes f. Piramidales) ნერგები თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა - პატრონობა მომსახურება). სულ აღნიშნული სამუშაოების ღირებულებამ 2017 წლის 7 აგვისტოს დადასტურებული შესრულებული სამუშაოების აქტის N2 შესაბამისად შეადგინა 194.60 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
18. ხელშეკრულება N03.01/30/215 ხელშეკრულების საფუძველზე დაადასტურეს, რომ 2017 წლის ივნისის თვეში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა, ხოლო შპს „გ–ი +“-მა ჩააბარა მარადმწვანე კვიპაროსის (ჰორიზონტალური ფ. Cupressus sempervirenes f. horizontales) ნერგები თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა - პატრონობა მომსახურება). სულ აღნიშნული სამუშაოების ღირებულებამ 2017 წლის 7 აგვისტოს დადასტურებული შესრულებული სამუშაოების აქტის N2 შესაბამისად შეადგინა 142.75 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
19. მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქოსამსახურის 2017 წლის 02 ოქტომბრის წერილის თანახმად კომპანიას ეცნობა შემდეგი:
20. 2017 წლის 23 მარტის N18-01170822388 წერილით დავალებული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 20 აპრილამდე პერიოდი, თუმცა, აღნიშნული სამუშაოები კომპანიის მიერ განხორციელებულ იქნა 2017 წლის 2 ივნისს (44 კალენდარული დღის ვადის გადაცილებით).
21. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N03.01/30/212 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის კომპანიას დაეკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (41 950 ლარი) 0.8 %-ის ოდენობით, 335.6 ლარი.
22. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N03.01/30/212 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველის კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო, კონკრეტული დავალების შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (44 დღე), ხელშეკრულების ღირებულების (41 950 ლარი) 0.3 % -ის ოდენობით ჯამში 5 537.4 ლარი.
23. მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქოსამსახურის 2017 წლის 02 ოქტომბრის წერილის თანახმად კომპანიას ეცნობა შემდეგი:
24. 2017 წლის 23 მარტის N18-01170822388 წერილით დავალებული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 10 აპრილამდე პერიოდი, თუმცა, აღნიშნული სამუშაოები კომპანიის მიერ განხორციელებულ იქნა 2017 წლის 2 ივნისს (54 კალენდარული დღის ვადის გადაცილებით).
25. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N03.01/30/214 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის კომპანიას დაეკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (70 800 ლარი) 0.8 % -ის ოდენობით, 566.4 ლარი.
26. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N03.01/30/214 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველის კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო, კონკრეტული დავალების შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (54 დღე), ხელშეკრულების ღირებულების (70 800 ლარი) 0.3 % -ის ოდენობით ჯამში 11 469.6 ლარი.
27. მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქოსამსახურის 2017 წლის 02 ოქტომბრის წერილის თანახმად კომპანიას ეცნობა შემდეგი:
28. 2017 წლის 23 მარტის N18-01170822388 წერილით დავალებული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 10 აპრილამდე პერიოდი, თუმცა, აღნიშნული სამუშაოები კომპანიის მიერ განხორციელებულ იქნა 2017 წლის 2 ივნისს (54 კალენდარული დღის ვადის გადაცილებით).
29. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N03.01/30/215 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის კომპანიას დაეკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (75 800 ლარი) 0.8% -ის ოდენობით, 606.4 ლარი.
30. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N03.01/30/215 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველის კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო, კონკრეტული დავალების შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (54 დღე), ხელშეკრულების ღირებულების (75 800 ლარი) 0.3 % -ის ოდენობით ჯამში 12 279.6 ლარი.
31. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ ვალდებულების დარღვევას, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენდა. თუმცა, მოსარჩელე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით, სადავოდ მიიჩნევდა პირგასამტეხლოს შემცირების აუცილებლობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ, სწორედ ამ ნაწილში (პირგასამტეხლოს ოდენობა) შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება.
32. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 418-ე და 420-ე მუხლებზე და დაასკვნა, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტელოს თანხის შემცირება კანონიერი იყო, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა სსკ-ის 420-ე მუხლი და ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად დგინდება.
33. ასეთ დროს, მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
34. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, რომელიც მხარეს უნდა გადაეხადა ვალდებულების დარღვევისათვის ან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის, კერძოდ, ხელშეკრულების 8.2. პუნქტით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.8%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 8.3. პუნქტით, შემსყიდველის კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველი კონკრეტული დავალების შესაბამისად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3% -ის ოდენობით.
35. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს არც სარჩელში და არც სააპელაციო საჩივარში, მისი მტკიცების ფარგლებში, არ მიუთითებია იმ გარემოებაზე, თუ რა კანონიერი ინტერესი გააჩნდა მოსარჩელეს ხელშეკრულების დროულად შესრულების მიმართ, როდესაც ასეთ მაღალ პირგასამტეხლოს აწესებდა (ჯამში, 30795 ლარი). აღნიშნული გარემოების, ასევე ვალდებულების დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.
36. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო სრულად უზრუნველყოფდა შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციულ და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებასა და შეესაბამეობოდა მოპასუხის მიერ დაგვიანებით შესრულებული ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.
37. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (მოსარჩელე) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
38. კასატორმა მიუთითა სსკ-ის 418-ე და 420-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას, საკუთარი ნების შესაბამისად, განსაზღვრონ ხელშეკრულების ყველა პირობა, ასევე, იკისრონ ვალდებულებები ან გამორიცხონ ისინი. მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, განსაზღვრეს გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეამცირეს მისი ოდენობა მოპასუხის სასარგებლოდ. კასატორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან, მოწინააღმდეგე მხარის მხრის მიერ დარღვეულ იქნა წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოს დასრულების ვადა, მას დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების მხარეთა თავისუფლება პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში გარანტირებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი, მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რაც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამდენად, მხარეები უფლებამოსილნი არიან თავისუფლად განსაზღვრონ ხელშეკრულების პირობები. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე, მით უფრო რომ ეს კანონით არ არის აკრძალული. განსახილველ შემთხვევაში, კომპანიამ თავისუფალი ნების გამოვლენით მიიღო ტენდერში მონაწილეობა და ხელშეკრულების დადებისას მისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების პირობები და ის შედეგები, რომლებიც ხელშეკრულების დარღვევას მოჰყვებოდა, რასაც მხარე დათანხმდა და სადავოდ არ გაუხდია. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სსკ-ი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, ამავე კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ დაირღვეს მხარეთა შორის არსებული დაბალანსირებული ურთიერთობა. მართალია, სასამართლოს მინიჭებული აქვს პირგასამტეხლოს შემცირების უფლება და ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი" პირგასამტეხლო. თუმცა, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ცნებას სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს და არც იმას აკონკრეტებს, თუ რასთან უნდა იყოს პირგასამტეხლო შეუსაბამო, მოვალის ქონებრივ მდგომარეობასთან, მიყენებულ ზიანთან თუ შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობასთან, ამიტომ სასამართლო გადაწყვეტილებაში ნათლად უნდა იყოს განმარტებული თუ რასთან არის პირგასამტეხლო შეუსაბამო და სასამართლომ უნდა დაასაბუთოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობა. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე კრედიტორის ეკონომიკური ინტერესი. აღნიშნულ გარემოებებზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც გულისხმობს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას. გარდა ამისა, პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა.შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება.განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი განმარტებით და სათანადოდ არ დაუსაბუთებია, რომელი საფუძვლით იყო განპირობებული სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენების აუცილებლობა.



ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:



39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად
40. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
41. განსახილველი საკასაციო საჩივრის პრეტენზია ვალდებულების დარღვევის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მართლზომიერებას შეეხება.
42. საქმის მასალებით დადგენილია და სსსკ-ის 407.2 მუხლის მიხედვით კასატორს სადავოდ არ გაუხდია, რომ მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქოსამსახურის 2017 წლის 02 ოქტომბრის წერილის თანახმად კომპანიას ეცნობა შემდეგი:
43. 2017 წლის 23 მარტის N18-01170822388 წერილით დავალებული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 20 აპრილამდე პერიოდი, თუმცა, აღნიშნული სამუშაოები კომპანიის მიერ განხორციელებულ იქნა 2017 წლის 2 ივნისს (44 კალენდარული დღის ვადის გადაცილებით).
44. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N03.01/30/212 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის კომპანიას დაეკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (41 950 ლარი) 0.8 %-ის ოდენობით, 335.6 ლარი.
45. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N03.01/30/212 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველის კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო, კონკრეტული დავალების შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (44 დღე), ხელშეკრულების ღირებულების (41 950 ლარი) 0.3 % -ის ოდენობით ჯამში 5 537.4 ლარი.
46. მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქოსამსახურის 2017 წლის 02 ოქტომბრის წერილის თანახმად კომპანიას ეცნობა შემდეგი:
47. 2017 წლის 23 მარტის N18-01170822388 წერილით დავალებული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 10 აპრილამდე პერიოდი, თუმცა, აღნიშნული სამუშაოები კომპანიის მიერ განხორციელებულ იქნა 2017 წლის 2 ივნისს (54 კალენდარული დღის ვადის გადაცილებით).
48. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N03.01/30/214 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის კომპანიას დაეკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (70 800 ლარი) 0.8 % -ის ოდენობით, 566.4 ლარი.
49. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N03.01/30/214 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველის კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო, კონკრეტული დავალების შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (54 დღე), ხელშეკრულების ღირებულების (70 800 ლარი) 0.3 % -ის ოდენობით ჯამში 11 469.6 ლარი.
50. მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქოსამსახურის 2017 წლის 02 ოქტომბრის წერილის თანახმად კომპანიას ეცნობა შემდეგი:
51. 2017 წლის 23 მარტის N18-01170822388 წერილით დავალებული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 10 აპრილამდე პერიოდი, თუმცა, აღნიშნული სამუშაოები კომპანიის მიერ განხორციელებულ იქნა 2017 წლის 2 ივნისს (54 კალენდარული დღის ვადის გადაცილებით).
52. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N03.01/30/215 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის კომპანიას დაეკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (75 800 ლარი) 0.8% -ის ოდენობით, 606.4 ლარი.
53. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N03.01/30/215 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველის კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო, კონკრეტული დავალების შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (54 დღე), ხელშეკრულების ღირებულების (75 800 ლარი) 0.3 % -ის ოდენობით ჯამში 12 279.6 ლარი.
54. ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რა დროსაც, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
55. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს არამართლზომიერი შემცირების დადასტურება აპელანტის (კასატორი) ტვირთს წარმოადგენდა, რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა და მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობა, ასევე მისი ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო სამართლოს განჩინება) ფაქტობრივ-სამართლებრივ დაუსაბუთებლობას დაადასტურებდა.
56. მერიას მისი მტკიცების ფარგლებში, არ მიუთითებია, თუ რა კანონიერი ინტერესი გააჩნდა ხელშეკრულების დროულად შესრულების მიმართ, როდესაც ასეთ მაღალ პირგასამტეხლოს აწესებდა (იხ., ამ განჩინების პპ: 43-53)
57. თავის მხრივ, მოპასუხემ (მოწინააღმდეგე მხარე), სასამართლოს შეუქმნა რწმენა (სსსკ-ის 105-ე მუხლი) სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს არაგონივრულობისა და მისი შემცირების აუცილებლობის შესახებ. ვალდებულების დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციულ და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებასა და შეესაბამეობოდა მოპასუხის მიერ დაგვიანებით შესრულებული ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.
58. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობასა ან ვალდებულების დარღვევაში მდგომარეობს.
59. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
60. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
61. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
62. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. ( შდრ, ილონა გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, თბილისი, 2017 წ. გვ, 47).
63. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).
64. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
65. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.(იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).
66. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (სუსგ . Nას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.).
67. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. საკასაციო პალატა, ამ განჩინების პ.38-ში კასატორის მიერ ასახულ პრეტენზიასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
68. პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში (ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება) და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, შეამციროს იგი. ( იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ.800).
69. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.
70. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ -კი პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც, სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.
71. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.
72. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა ( პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენომადე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს ( მოვალეს).
73. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა და მოპასუხის შედავებისა და მისივე მტკიცების ტვირთის რეალიზების ფარგლებში, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება, კანონიერად მიიჩნია. კასატორმა კი, ვერ დაადასტურა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა, მისი საკასაციო საჩივრის, დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.
74. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
75. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლოს შემცირების საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში. ( შდრ. სუსგ #ას-1819-2019, 19 თებერვალი, 2020).
76. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
77. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისსაკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი




მოსამართლეები: ბ. ალავიძე




ე. გასიტაშვილი