Facebook Twitter
ბს-236-230(კ-08) 9 ივლისი, 2008 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მოსარჩელეებმა ნ. გ-მა, ი. ა-ემ, მ. კ-მა, მ. ნ-ემ, თ. ბ-მა, ა. რ-მა, ნ. ჟ-მა, ნ. ნ-მა, ლ. გ-მა, ლ. დ-მა, თ. ც-ემ, ლ. მ-მა, დ. ს-მა, ე. გ-მა, ი. ც-ემ, ე. გ-მა და ლ. მ-ემ 24.05.06 წ. სარჩელით, მოგვიანებით, – 30.06.06წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და განმარტეს, რომ ისინი მუშაობდნენ ინვალიდთა საქმეების დეპარტამენტის გორის რაიონულ განყოფილებაში სხვადასხვა თანამდებობებზე. მოპასუხე დაწესებულებიდან არ მიუღიათ 1998 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის, 1999 წლის ივნისის, ივლისის, აგვიტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის, 2000 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის და ივლისის თვეების ხელფასი. მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 22.03.2000 წ. ¹461-ო და 12.05.2000 წ. ¹831-ო ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის რეორგანიზაცია, გაუქმდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის ცენტრალური აპარატი, საქალაქო და რაიონული განყოფილებები. შესაბამისად გაუქმდა გორის რაიონული განყოფილებაც. აღნიშნული რეორგანიზაციის შემდეგ მოსარჩელეები, როგორც ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის გორის რაიონული განყოფილების თანამშრომლები, გათავისუფლებული იქნენ დაკავებული თანამდებობებიდან. მოსარჩელეთა განმარტებით, მათი სახელფასო დავალიანება არ იყო გადახდილი. მოსარჩელეებმა მოპასუხისაგან – საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსგან სახელფასო დავალიანებისა და შტატების შემცირების გამო სამსახურიდან განთავისუფლების კომპენსაცია, ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება მოითხოვეს, რომელიც მთლიანობაში შეადგენდა 8213,50 ლარს. ასევე მოითხოვეს სახელფასო დავალიანების გადახდამდე ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად კანონით განსაზღვრული (თვეში 3%) პროცენტის ანაზღაურება.
მოპასუხის – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არ სცნო სასარჩელო მოთხოვნა და შესაგებელში განმარტა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არ წარმოადგენდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის უფლებამონაცვლეს, რადგან ,,საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 26.12.99 წ. ¹687 ბრძანებულების შესაბამისად გაუქმდა სოციალური დაცვის, შრომის და დასაქმების და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროები და შეიქმნა ახალი სამინისტრო – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. აღნიშნულ სამინისტროში ინვალიდთა დეპარტამენტი არც მაშინ და არც შემდგომ პერიოდში არ შესულა, არასდროს ყოფილა მისი სტრუქტურული ერთეული. ამასთანავე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 08.08.03 წ. და საქართევლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.06.03 წ. ბრძანების საფუძველზე შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა ყოფილი ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის რეორგანიზაციის შედეგად დარჩენილი კრედიტორულ-დებიტორული დავალიანებათა მიმართ სამართალმემკვიდრის შესახებ დასკვნის მომზადება და ზემოაღნიშნული მინისტრებისათვის წარდგენა. კომისიას მუშაობა დამთავრებული არ ჰქონდა, ამიტომ მოპასუხის განმარტებით, უსაფუძვლო იყო მოსარჩელეთა მითითება იმის თაობაზე, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იყო ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის უფლებამონაცვლე. მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული, რადგან სარჩელი აღძრული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. მოსარჩელეები სამსახურიდან განთავისუფლდნენ 01.06.2000 წ., ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილი იქნა 24.05.06 წ. მოსარჩელეთა მითითება, რომ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 1999, 2001 და 2003 წ. წ. წერილებით მოხდა ვალის აღიარება სამინისტროს მიერ, მოპასუხემ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან მათში ვალის აღიარების თაობაზე არ არსებობდა არანაირი კონკრეტული მითითება. გარდა ამისა, წერილები გაცემული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი და შრომის კანონთა კოდექსი წარმოადგენდნენ სპეციალურ კანონებს, რომლებიც აწესრიგებენ შრომით ურთიერთობებს. აღნიშნული კანონები არ ითვალისწინებდნენ პროცენტის გადახდევინებას სახელფასო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ყოველ გადაცილებულ დღეზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.07.06 წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოწვეული იქნა საქმეში მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.04.07 წ. გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაეკისრა: ნ. გ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანებისა და კომპენსაციის თანხის – 387.43 ლარის გადახდა და უარი ეთქვა თანხის – 130 ლარის ანაზღაურებაზე; ი. ა-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანებისა და კომპენსაციის თანხის – 751,2 ლარის გადახდა. ი. ა-ეს უარი ეთქვა თანხის _ 113 ლარის ანაზღაურებაზე; მ. კ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანებისა და კომპენსაციის თანხის 286 ლარის გადახდა; მ. ნ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანებისა და კომპენსაციის თანხის – 296.14 ლარის გადახდა. მ. ნ-ეს უარი ეთქვა თანხის – 213.86 ლარის ანაზღაურებაზე; თ. ბ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანებისა და კომპენსაციის თანხის – 556.2 ლარის გადახდა. თ. ბ-ს უარი ეთქვა თანხის – 51,8 ლარის ანაზღაურებაზე; ი. დ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანებისა და კომპენსაციის თანხის – 700,18 ლარის გადახდა. ი. დ-ს უარი ეთქვა თანხის – 68,0 ლარის ანაზღაურებაზე; ნ. ჟ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანებისა და კომპენსაციის თანხის - 498,24 ლარის გადახდა. ნ. ჟ-ს უარი ეთქვა თანხის – 45,76 ლარის ანაზღაურებაზე; ნ. ნ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანებისა და კომპენსაციის თანხის – 473,48 ლარის გადახდა. ნ. ნ-ს უარი ეთქვა თანხის -96,52 ლარის ანაზღაურებაზე;K ლ. გ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანებისა და კომპენსაციის თანხის 498,24 ლარის გადახდა. ლ. გ-ს უარი ეთქვა თანხის – 45,76 ლარის ანაზღაურებაზე; ა. რ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანებისა და კომპენსაციის თახის – 342 ლარის გადახდა; თ. ც-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანებისა და კომპენსაციის თანხის _ 342 ლარის გადახდა; ლ. მ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების და კომპენსაციის თანხის – 518,88 ლარის გადახდა. ლ. მ-ს უარი ეთქვა თანხის _ 58 ლარის ანაზღაურებაზე; დ. ს-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანებისა და კომპენსაციის თანხის – 342 ლარის გადახდა; ე. გ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანებისა და კომპენსაციის თანხის – 518,88 ლარის გადახდა. ე. გ-ს უარი ეთქვა თანხის – 58 ლარის ანაზღაურებაზე; ლ. მ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანებისა და კომპენსაციის თანხის – 371 ლარის გადახდა; ე. გ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანებისა და კომპენსაციის თანხის – 108 ლარის გადახდა. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად ყოველი ვადაგაცილდებული თვისათვის თვეში 3%-ის მოპასუხისათვის დაკისრებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. გ-ი 25.02.97 წ., დან 01.06.2000 წ.-მდე მუშაობდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის გორის რეგიონალურ განყოფილებაში .... თანამდებობაზე. საიდანაც გათავისუფლდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. ნ. გ-ის მიმართ სახელფასო დავალიანება 1998 წ. შეადგენდა _261.75 ლარს, 1999 წ. 261.75 ლარს, 2000 წ. იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის და მაისის – 263,4 ლარს და 2000 წ. ივნისი-ივლისის გასასვლელი კომპენსაცია – 100,53 ლარს. სულ ნ. გ-ის მიმართ დავალიანება შეადგენდა 887.43 ლარს. ი. ა-ე 10.03.97 წ. - დან 01.06.2000 წ. - მდე მუშაობდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის გორის რეგიონალურ განყოფილებაში ..... თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. ი. არეშიძის მიმართ სახლფასო დავალიანება 1998 წ. შეადგენდა 211,80 ლარს, აპრილის და მაისის – 237.60 ლარს, 2000 წ. ივნისი-ივლისის გასასვლელი კომპენსაცია – 90.99 ლარს. სულ ი. ა-ის მიმართ დავალიანება შეადგენდა 751.2 ლარს. მ. კ-ი 01.05.97 წ. - დან 01.06.2000 წ. - მდე მუშაობდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის გორის რეგიონალურ განყოფილებაში .... თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. მ. კ-ის მიმართ სახელფასო დავალიანება 1998 წ. შეადგენდა 87,1 ლარს, 1999 წ. – 87,10 ლარს, 2000 წ. იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის და მაისის – 82,8 ლარს, 2000 წ. ივნის-ივლისის კომპენსაცია - 33.12 ლარს. სულ მ, კ-ის მიმართ დავალიანება შეადგენდა 290 ლარს. მ. ნ-ე 04.03.97 წ. - დან 01.062000 წ. - მდე მუშაობდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის გორის რეგიონალურ განყოფილებაში ..... თანამდებობაზე. საიდანაც გათავისუფლდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. მ. ნ-ის მიმართ სახელფასო დავალიანება 1998 წ. შეადგენდა 87,10 ლარს, 1999 წ. – 87,10 ლარს, 2000 წ. იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის და მაისის – 87.1 ლარს, 2000 წ. ივნისი-ივლისის კომპენსაცია- 34.84 ლარს. სულ მ. ნ-ის მიმართ დავალიანება შეადგენდა 296.14 ლარს. თ. ბ-ი 01.02.98 წ. - დან 01.062000 წ. - მდე მუშაობდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის გორის რეგიონალურ განყოფილებაში ..... თანამდებობაზე. საიდანაც გათავისუფლდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. თ. ბ-ის მიმართ სახელფასო დავალიანება 1998 წ. შეადგენდა 160,20 ლარს, 1999 წ. – 160,20 ლარს, 2000 წ. იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის და მაისის – 168.8 ლარს, 2000 წ. ივნისი-ივლისის კომპენსაცია - 67.52 ლარს. სულ თ. ბ-ის მიმართ დავალიანება შეადგენდა 556.2 ლარს. ლ. დ-ი 01.04.97 წ. - დან 01.06.2000 წ. - მდე მუშაობდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის გორის რეგიონალურ განყოფილებაში ...... თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. ლ. დ-ის მიმართ სახელფასო დავალიანება 1998 წ. შეადგენდა 203,20 ლარს, 1999 წ. – 203,20 ლარს, 2000 წ. იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის და მაისის – 211.8 ლარს, 2000 წ. ივნისი-ივლისის კომპენსაცია- 81.93 ლარს. სულ ლ. დ-ის მიმართ დავალიანება შეადგენდა 700.18 ლარს. ნ. ჟ-ი 01.03.97 წ. - დან 01.06.2000 წ. - მდე მუშაობდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის გორის რეგიონალურ განყოფილებაში ...... თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. ნ. ჟ-ის მიმართ სახელფასო დავალიანება 1998 წ. შეადგენდა 143,00 ლარს, 1999 წ. – 143,00 ლარს, 2000 წ. იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის და მაისის – 151.6 ლარს, 2000 წ. ივნისი-ივლისის კომპენსაცია- 60.64 ლარს. სულ ნ. ჟ-ის მიმართ დავალიანება შეადგენდა 498.24 ლარს. ნ. ნ-ი 10.03.97 წ. - დან 01.06.2000 წ. - მდე მუშაობდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის გორის რეგიონალურ განყოფილებაში ...... თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. ნ. ნ-ის მიმართ სახელფასო დავალიანება 1998 წ. შეადგენდა 51,60 ლარს, 1999 წ. – 151,60 ლარს, 2000 წ. იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის და მაისის – 160.2 ლარს, 2000 წ. ივნისი-ივლისის კომპენსაცია- 64.08 ლარს. სულ ნ. ნ-ის მიმართ დავალიანება შეადგენდა 473.48 ლარს. ლ. გ-ი 15.03.97 წ. - დან 01.06.2000 წ. - მდე მუშაობდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის გორის რეგიონალურ განყოფილებაში ...... თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. ლ. გ-ის მიმართ სახელფასო დავალიანება 1998 წ. შეადგენდა 143,00 ლარს, 1999 წ. – 143,00 ლარს, 2000 წ. იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის და მაისის – 151.6 ლარს, 2000 წ. ივნისი-ივლისის კომპენსაცია- 60.64 ლარს. სულ ლ. გ-ის მიმართ დავალიანება შეადგენდა 498.24 ლარს. ა. რ-ი 03.03.98 წ. - დან 01.06.2000 წ. - მდე მუშაობდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის გორის რეგიონალურ განყოფილებაში ..... თანამდებობაზე. საიდანაც გათავისუფლდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. ა. რ-ის მიმართ სახელფასო დავალიანება 1998 წ. შეადგენდა 87,10 ლარს, 1999 წლის – 87,10 ლარს, 2000 წ.იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის და მაისის – 82.8 ლარს, 2000 წ.ივნისი-ივლისის კომპენსაცია- 33.12 ლარს. სულ ა. რ-ის მიმართ დავალიანება შეადგენდა 346,24 ლარს. თ. ც-ე 03.03.98 წ. - დან 01.06.2000 წ. - მდე მუშაობდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის გორის რეგიონალურ განყოფილებაში ...... თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. თ. ც-ის მიმართ სახელფასო დავალიანება 1998 წ. შეადგენდა 143,00 ლარს, 1999 წ. – 87,10 ლარს, 2000 წ. იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის და მაისის – 82.8 ლარს, 2000 წ. ივნისი-ივლისის კომპენსაცია - 34.84 ლარს. სულ თ. ც-ის მიმართ დავალიანება შეადგენდა 346.02 ლარს. ლ. მ-ი 04.03.97 წ. - დან 01.062000 წ. - მდე მუშაობდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის გორის რეგიონალურ განყოფილებაში ..... თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. ლ. მ-ის მიმართ სახელფასო დავალიანება 1998 წ. შეადგენდა 143,00 ლარს, 1999 წ. – 151,60 ლარს, 2000 წ. იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის და მაისის – 160.2 ლარს, 2000 წ. ივნისი-ივლისის კომპენსაცია- 64.08 ლარს. სულ ლ. მ-ის მიმართ დავალიანება შეადგენდა 518.88 ლარს. დ. ს-ი 04.03.97 წ. - დან 01.06.2000 წ. - მდე მუშაობდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის გორის რეგიონალურ განყოფილებაში ...... თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. დ. ს-ის მიმართ სახელფასო დავალიანება 1998 წ. შეადგენდა 143.00 ლარს, 1999 წ. – 151.60 ლარს, 2000 წ. იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის და მაისის – 160.2 ლარს, 2000 წ. ივნისი-ივლისის კომპენსაცია- 64.8 ლარს. სულ დ. ს-ის მიმართ დავალიანება შეადგენდა 345,92 ლარს. ე. გ-ი 06.12.97 წ. - დან 01.06.2000 წ. - მდე მუშაობდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის გორის რეგიონალურ განყოფილებაში ..... თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. ე. გ-ის მიმართ სახელფასო დავალიანება 1998 წ. შეადგენდა 143.00 ლარს, 1999 წ. _ 151.60 ლარს, 2000 წ. ივნისი-ივლისის კომპენსაცია _ 64.8 ლარს. სულ ე. გ-ის მიმართ დავალიანება შეადგენდა 518.88 ლარს. ი ც-ე 01.06.97 წ. - დან 01.06.2000 წ. - მდე მუშაობდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის გორის რეგიონალურ განყოფილებაში პედიატრის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. ი. ც-ის მიმართ გათავისუფლების დროისათვის სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1998 წ. 78.50 ლარს. ე. გ-ი 04.03.97 წ. - დან მუშაობდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის გორის რეგიონალურ განყოფილებაში ..... თანამდებობაზე. ე. გ-ის მიმართ გათავისუფლების დროისათვის სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1998 წ. 143.00 ლარს. ლ. მ-ე 01.02.98 წ. - დან 01.06.2000 წ. - მდე მუშაობდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის გორის რეგიონალურ განყოფილებაში ..... თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. ლ. მ-ის მიმართ სახელფასო დავალიანება 1998 წ. შეადგენდა 134,40 ლარს, 1999 წ. – 108,60 ლარს, 2000 წ. იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის და მაისის – 95.7 ლარს, 2000 წ. ივნისი-ივლისის კომპენსაცია- 38.28 ლარს. სულ ლ. მ-ის მიმართ დავალიანება შეადგენდა 376.98 ლარს.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არ იყო ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის სამართალმემკვიდრე. სასამართლომ მიუთითა, რომ ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ” პუნქტის, ასევე მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს ინვალიდების საქმეების დეპარტამენტი წარმოადგენდა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, რომელიც შედიოდა სამთავრობო დაწესებულების - საქართევლოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, როგორც სათანადო უფლებამოსილმა პირმა, ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის საფუძველზე გამოსცა ბრძანება ¹46/ო ,,საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულების საქმიანობის ორგანიზაციული საკითხების შესახებ’,’ ასევე 2000 წ. ¹83/ო ბრძანება ,,ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მის დაქვემდებარებაში მყოფი სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის დაწესებულებების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების სრულყოფის შესახებ”, 22.03.2000 წ. ¹47/ო ბრძანების საფუძველზე შეიქმნა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის საინვენტარიზაციო კომისია. სწორედ ეს სამართლებრივი აქტები დაედო საფუძვლად ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის რეორგანიზაციას. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა რომ, საქართველოს ინვალიდთა საქმეების დეპარტამენტის 28.03.2000 წ. 28 ¹3 ბრძანებით, ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის სისტემაში შემავალი დაწესებულების ყველა თანამშრომელი გაფრთხილებული იქნა 30.03.2000 წ. - დან მოსალოდნელი საშტატო ერთეულების გაუქმების შესახებ; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და ფინანსთა მინისტრების ბრძანებების საფუძველზე შეიქმნა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის საორგანიზაციო კომისიის მიერ შემუშავებული ფინანსური და საბუღალტრო დოკუმენტების მიმღები და განმხილველი კომისია, რომელსაც ევალებოდა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის მიმართ არსებული კრედიტორულ-დებიტორული დავალიანებათა სამართალმემკვიდრის შესახებ დასკვნის მომზადება. კომისიის მუშაობა კი საქმის განხილვის დროს არ იყო დასრულებული. საქალაქო სასამართლომ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, მოსამსახურეებს უფლება აქვთ სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, სამსახურში წელთა ნამსახურებისათვის დაწესებულ და კანომდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატს. ამავე კანონის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან განთავისუფლებისას მოხელეს ეძლევა კომპენსაცია, თუ მას აქვს საჯარო სამსახურში სტაჟი 3 წლამდე, - ორი თვის თანამდებობრივი სარგო. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე და 331 მუხლების მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება, ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, მაშინ სასამართლო ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს განახორციელოს ეს ქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა კუთვნილი მიუღებელი ხელფასი და კომპენსაცია.
ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ ეს სამართლებრივი ინსტიტუტი შემოღებულია კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტით – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და მოქმედებს მხოლოდ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში, რასაც არ განეკუთვნება მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის არსებული საჯარო-სამართლებრივი შინაარსის მქონე ურთიერთობა, რომელიც რეგულირდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით. აღნიშნული საკანომდებლო აქტი შრომითი გასამრჯელოს მოთხოვნის უფლების რეალიზაციას არ ზღუდავს რაიმე ვადით. სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 129-141 მუხლებით გათვალისწინებული 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა შეეხებოდა მხოლოდ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობებს. მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის არ ყოფილა დადებული რაიმე სახის ხელშეკრულება, მათ შორის ურთიერთობა დაიწყო და დასრულდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება ასანაზღაურებლად ყოველი ვადაგადაცილებული თვისათვის თვეში 3%-ის მოპასუხისათვის დაკისრების უსაფუძვლობის შესახებ. სასამართლომ აღნიშნა რომ მხარეებს შორის საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტები არ ითვალისწინებდნენ ხელფასისა და გასასვლელი კომპენსაციის დროული გადაუხდელობისათვის პროცენტის ანაზღაურების ვალდებულებას.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.07 წ. გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.07 წ. განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.04.07 წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტი დაფუძნდა “საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 11.08.96 წ. ¹502 ბრძანებულების საფუძველზე. “საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 06.02.98 წ. ¹71 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ზემოთდასახელებული ბრძანებულება და ახალი სამინისტროს, სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს სისტემის შემადგენელ ნაწილად გათვალისწინებულ იქნა ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტი. სააპელაციო პალატამ “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მესამე მუხლის “ბ” პუნქტზე, მე-8 მუხლზე, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 22.03.2000 წ. ¹46 და 12.05.2000 წ. ¹83 ბრძანებებზე მითითებით, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება და მიიჩნია, რომ სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული აპელანტის დასკვნა იმის თაობაზე, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არ წარმოადგენდა საქართველოს ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის ვალდებულებათა გამო პასუხისმგებელ პირს. პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს 20.06.03 წ. და 08.08.03 წ. ბრძანებების საფუძველზე შეიქმნა ინვალიდების საქმეთაA ყოფილი დეპარტამენტის სარეორგანიზაციო კომისიის მიერ შემუშავებული ფინანსური და საბუღალტრო დოკუმენტების მიმღები და განმხილველი კომისია, რომელსაც განესაზღვრა ერთი თვის ვადაში საფინანსო ანგარიშებისა და საბუღალტრო ბალანსის განხილვის, დაწესებულების კრედიტორულ-დებიტორული დავალიანების დაზუსტების უზრუნველყოფა, ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის მიმართ არსებული კრედიტორულ და დებიტურულ დავალიანებათა სამართალმემკვიდრის თაობაზე დასკვნის მომზადება და და მისი დასახელებული სამინისტროსთვის წარდგენა, რაც საქმის განხილვისას ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. ამასთან საქართველოს ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის 28.03.2000 წ. ¹3 ბრძანებით, რომელიც გამოცემულ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 22.03.2000 წ. ¹46/ო ბრძანების საფუძველზე, ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ყველა თანამშრომელი გაფრთხილებულ იქნა 30.03.2000 წ. მოსალოდნელი საშტატო ერთეულების გაუქმების შესახებ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია რომ მოსარჩელეები უფლებამოსილნი იყვნენ მოეთხოვათ მოპასუხისაგან მიუღებელი ხელფასისა და გასასვლელი კომპენსაციის ანაზღაურება. სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება და ჩათვალა, რომ სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული აპელანტის დასკვნა სარჩელის ხანდაზმულობის Yთაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.07 წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სასარჩელო განცხადებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ კანონი” არ წარმოადგენდა საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელ ერთადერთ საკანონმდებლო აქტს, რადგან ამავე კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საჯარო მოხელეთა მიმართ უნდა გავრცელებულიყო აგრეთვე საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი. კასატორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სასამართლოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო შრომითი ურთიერთობა არ წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობას. მოსარჩელეები დანიშნულ იქნენ სხვადასხვა თანამდებობებზე, ეს ნიშნავდა, რომ მათთან დაიდო შრომითი ხელშეკრულებები. კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ” პუნქტი და 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას სამოქალაქო კოდექსის ნორმების დამატებითი ნორმების გამოყენების ხელშეკრულების შესახებ. კასატორმა მიიჩნია, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა სახელშეკრულებო მოთხოვნებთან დაკავშირებით. კასატორის განცხადებით იგი არ წარმოადგენს ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის ვალდებულებათა გამო პასუხისმგებელ პირს, რადგან ინვალიდთა საქმეთა დეპარტამენტი საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა 04.02.98 წ. ¹71 ბრძანებულების თანახმად, ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტის 26.12.99 წ. ¹687 ბრძანებულების შესაბამისად გაუქმდა სოციალური დაცვის დასაქმებისა და შრომის, მასთან ერთად ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროები და შეიქმნა ახალი – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ინვალიდთა საქმეთა დეპარტამენტი აღნიშნულ სამინისტროს სისტემაში არ შესულა და არც მისი სტრუქტურული ერთეული ყოფილა. ამასთანავე საქართველოს ფინანსთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ბრძანებების საფუძველზე, შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა ყოფილი ინვალიდთა საქმეთა დეპარტამენტის რეორგანიზაციის შედეგად დარჩენილი კრედიტორულ-დებიტორული დავალიანებათა მიმართ სამართალმემკვიდრის შესახებ დასკვნის მომზადება. კომისიას მუშაობა საქმის განხილვისას ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამთავრებული.
კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ვალის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტად არ უნდა მიეჩნია მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი უწყისები, რადგან ისინი შევსებული იყო თვით მოსარჩელეთა მიერ და იყო არასრული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 17.03.08 წ. განჩინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენის უფლება მიეცათ და განესაზღვრათ ვადა. მხარეებს მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამობალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს – წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი და არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.