¹ბს-237-225(კ-07) 18 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ჭ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 30 იანვარს გ. ჭ.-ს წარმომადგენელმა თ. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზუგდიდის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2005 წლის 30 დეკემბერს ზუგდიდის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ გამოსცა ბრძანება ¹54 ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის არარად ცნობის შესახებ, რომლითაც არარად იქნა აღიარებული ქ. ზუგდიდის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კერძოდ, ქ. ზუგდიდის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსთან შექმნილი საკონკურსო კომისიის 2000 წლის 12 დეკემბრის დასკვნა, ქ. ზუგდიდის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსთან შექმნილი საკონკურსო კომისიის 2001 წლის 20 თებერვლის სხდომის ოქმი, ქ. ზუგდიდის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ 2002 წლის 22 აპრილს გამოცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹297/22-კ.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. ზუგდიდის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2005 წლის 30 დეკემბრის ¹54 ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს და ასევე, არსებითად დარღვეულია მისი მომზადების კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, კერძოდ: ზემოაღნიშნული ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების თაობაზე, რადგან აქტი არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას, რაც საჭიროა იმ შემთხვევაში, თუკი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს მესამე პირის (გ. ჭ.-ს) კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. ქ. ზუგდიდის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უნდა დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება და ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ეცნობებინა დაინტერესებული მხარისათვის, კერძოდ, გ. ჭ.-სთვის, ვინაიდან გასაჩივრებული აქტით გაუარესდა მისი სამართლებრივი მდგომარეობა. Aადმინისტრაციულ წარმოებაში მისი მონაწილეობის უზრუნველყოფის შემდეგ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასების საფუძველზე, რაც აღნიშნული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობით დასაბუთებაში (სზაკ-ის 95-99-ე მუხლები). Qქ. ზუგდიდის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ არ გამოკვლეულა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე არ გაკეთებულა დასკვნა მის მიერ არარად მიჩნეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემის თაობაზე და ეს გარემოებანი არ გამოკვლეულა ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნებთან მიმართებაში.
მოსარჩელის მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების საფუძველზე დაუშვებელია აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს, ან ინტერესებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს მოთხოვნები ვრცელდება მითითებული კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, მოსარჩელის განმარტებით, არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ მის მარწმუნებელს გ. ჭ.-ს, გააჩნდა კანონიერი ნდობის უფლება, რადგან მან ამ აქტების საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება (დაიდო სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება მასა და ზუგდიდის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს შორის, შეიძინა საკუთრების უფლება ნაყიდ სახელმწიფო ქონებაზე და საკუთრების უფლებით აღრიცხა საჯარო რეესტრში) და არარად აქტების ჩათვლით მას მიადგა ზიანი. ამასთან, არ არის გამოკვეთილი არარად მიჩნეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სახელმწიფო, საზოგადოებრივი და სხვა პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესის არსებითი დარღვევის პირობები, რის გამოც დაუშვებელი იყო გასაჩივრებული ბრძანებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად მიჩნევა.
Yყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ზუგდიდის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2005 წლის 30 დეკემბრის ¹54 ბრძანების ბათილად ცნობას.
Mმოპასუხე ზუგდიდის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ჭ.-ს წარმომადგენელ თ. გ.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჭ.-ს წარმომადგენელმა თ. გ.-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად, მით უმეტეს, თუ არსებობს ერთ-ერთი მხარის ინიციატივის შემცველი მოტივირებული განცხადება. აპელანტის განმარტებით, რაიონულ სასამართლოში მის მიერ მესამე პირებად დასახელებული ორგანოების, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ზუგდიდის რაიონული პროკურატურისა და შპს “ზ.-ის" მონაწილეობით მიმდინარე მისი მარწმუნებლის – გ. ჭ.-ს საკასაციო საჩივარზე საკასაციო სასამართლოში შეჩერებულია საქმის წარმოება სადავო სარჩელის გამო, აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც ცალსახად მიუთითებს სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემხებლობაზე მესამე პირებად დასახელებული ორგანოების ინტერესებთან. ამასთან, შპს “ზ.-ი" არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ვინაიდან დავა შეეხება იმ ადმინისტრაციულ აქტებს, რომლებითაც მის ბალანსზე რიცხული არასაცხოვრებელი ფართი გასხვისებულ იქნა მოსარჩელე გ. ჭ.-ზე. მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის თანახმად კი, ასეთი მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს ჩაბმული საქმეში.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ მნიშვნელოვნად არ მიიჩნია ის ფაქტი, რომ ქ. ზუგდიდის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2005 წლის 30 დეკემბრის ¹54 ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად დარღვეულია მისი მომზადების კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, კერძოდ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას, რაც საჭიროა იმ შემთხვევაში, თუკი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ზღუდავს მესამე პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს;
აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოებისას ასევე არ გამოკვლეულა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რომელთა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად გაირკვეოდა, დავის საგნად ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ხომ არ ეწინააღმდეგებოდა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებ, ასევე არ არის გათვალისწინებული გ. ჭ.-ს კანონიერი ნდობა არარად მიჩნეული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ და ის ზიანი, რომელიც მას მიადგა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად მიჩნევით.
სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს. განსახილველ შემთხვევაში არარად მიჩნეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები წარმოადგენს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებულ აქტებს. ამ აქტების საფუძველზე საკუთრების უფლება არასაცხოვრებელ ფართზე გადასულია სახელმწიფოდან ფიზიკურ პირზე, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ზღუდავს უკვე მესაკუთრესთან ურთიერთობაში და ასეთ შემთხვევაში პრივატიზაციასთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცობის საკითხებს განიხილავს არა ადმინისტრაციული ორგანო, არამედ სასამართლო და ისიც ამ კანონით გათვალისწინებული, სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მოთხოვნები არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თაობაზე შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ 2005 წლის 24 ივნისის შემდეგ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ, რის შესაბამისადაც არარა აქტების მიმართ არ გავრცელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადები. სამართლის ზოგადი პრინციპებისა და მსგავსი ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლს არა აქვს უკუქცევითი ძალა და მით უფრო მაშინ, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლს არ შეიძლება მიენიჭოს უკუქცევითი ძალა და მისი მოქმედება გავრცელდეს ამ მუხლის მიღებამდე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ.
ყველა ამ ფაქტობრივი გარემოებების გაუთვალისწინებლობითა და არასწორი სამართლებრივი შეფასების გამო, რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაცული კოდექსის მე-60 მუხლი) და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი და “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლი).
ზუგდიდის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2005 წლის 30 დეკემბრის ¹54 ბრძანებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარა აქტებად მიჩნევის საფუძველია მათი გამოცემა არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ" პუნქტი). გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში კი მტკიცების საგანში შეტანილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ დარღვევას და ამ გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილია ხობის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი გ. ფ.-ს მიმართ, რომელსაც მსჯავრი დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით არარად მიჩნეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის გამო. აპელანტის განმარტებით, მათთვის გაურკვეველია, თუ რომელი მხარის მიერ იქნა შეტანილი მტკიცების საგანში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, ვის მიერ იქნა წარმოდგენილი ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, მაშინ როდესაც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წადგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საქმეში კი არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეგროვების დამადასტურებელი მტკიცებულება.
აპელანტის მითითებით, მის მიერ მტკიცების საგანში შეტანილი იყო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მ. გ.-სა და ნ. ბ.-ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, სწორედ სადავო ბრძანებით არარად მიჩნეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის გამო, რის გამოც მის მიერ დაყენებულ იქნა შუამდგომლობა სარჩელზე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე მ. გ.-სა და ნ. ბ.-ს მიმართ სისხლის სამართლის წესით საქმის გადაწყვეტამდე. სწორედ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას შეიძლებოდა მისცემოდა მნიშვნელობა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას, რაც არ იქნა გაზიარებული და დაკმაყოფილებული სასამართლოს მიერ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინებით გ. ჭ.-ს წარმომადგენელ თ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადის გაშვების გამო.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ჭ.-ს წარმომადგენელმა თ. გ.-მ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინების გაუქმებასა და მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებით გ. ჭ.-ს წარმომადგენელ თ. გ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა გ. ჭ.-ს წარმომადგენელ თ. გ.-ის შუამდგომლობა და საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაებნენ ზუგდიდის რაიონული პროკურატურა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურა, ხოლო ზემოაღნიშნული კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად - შპს ,,ზ.-ი”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინებით გ. ჭ.-ს წარმომადგენელ თ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია, საკუთარი ინიციატივით არარად აღიაროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ხობის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2005 წლის 11 ნოემბრის განაჩენით დადგენილია ...-ს ¹5-ში მდებარე 40 კვ.მ ფართის გ. ჭ.-ზე მიყიდვის ზუგდიდის ქონების მართვის სამმართველოს მაშინდელი უფროსის – გ. ფ.-ს კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რის გამოც იგი მსჯავრდებულ იქნა სსკ-ის 333-ე მუხლით.
სააპელაციო პალატის განმარტებით, სწორედ აღნიშნული გახდა 2005 წლის 30 დეკემბრის ბრძანების საფუძველი. მართალია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. Kკონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, ვერ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიღებული.
სააპელაციო პალატის მითითებით, 2005 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით არაა გაუქმებული გ. ჭ.-სთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ 2001 წლის 20 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებაზე არსებობს ზუგდიდის ქონების მართვის სამმართველოს სარჩელი, რომელიც დაკმაყოფილდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით, გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 5 აგვისტოს განჩინებით, რაც გასაჩივრდა უზენაეს სასამართლოში, მაგრამ იგი შეჩერებულია უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 21 თებერვლის განჩინებით.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჭ.-ს წარმომადგენელმა თ. გ.-მა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო და სააპელაციო საჩივრებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ჭ.-ს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 23 მარტის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად გ. ჭ.-ს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2007 წლის 2 აპრილს გ. ჭ.-ს წარმომადგენელმა თ. გ.-მ მოსაზრებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველომ წარმოადგინა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 ივნისის განაჩენი მ. გ.-სა და ნ. ბ.-ს მიმართ, რომლითაც აღნიშნული პირები ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, გ. ჭ.-ს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ გ. ჭ.-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი განაჩენების მხედველობაში მიღებით, თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გ. ჭ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას გ. ჭ.-ს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.