¹ბს-799-761(კ-07) 6 თებერვალი, 2008 წ. ქ. თბილისი ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – ქ. მაღრაძე
კასატორი _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; წარმომადგენელი – გ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ა-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განჩინება
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 2 დეკემბერს გ. ა-ემ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 6 ნოემბრის ¹1837 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 6 ნოემბრის ¹1837 პ/შ ბრძანება გ. ა-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში; გ. ა-ე აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2005 წლის 2 მარტიდან თანამდებობაზე აღდგენამდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 6 ნოემბრის ¹1837 პ/შ ბრძანება და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელის კადრების განკარგულებაში გადაყვანის საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.
2006 წლის 21 აგვისტოს გ. ა-ემ კვლავ მიმართა სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹1877 პ/შ ბრძანების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ინსპექტირების მთავარი სამმართველოს 2006 წლის 19 ივლისის დასკვნის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
2006 წლის 13 ნოემბერს გ. ა-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹1877 პ/შ, 2006 წლის 10 აგვისტოს ¹5368 პ/შ ბრძანებების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ინსპექტირების მთავარი სამმართველოს 2006 წლის 19 ივნისის დასკვნის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
2006 წლის 5 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ სასარჩელო განცხადება შეამცირა 2006 წლის 19 ივლისის დასკვნის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹1877 პ/შ ბრძანება გ. ა-ის შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ, 2006 წლის 10 აგვისტოს ¹5368 პ/შ ბრძანება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 6 ნოემბრის ¹1837 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ; გ. ა-ე აღდგენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილებაში ....... თანამდებობაზე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა გ. ა-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2004 წლის 2 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 6 ნოემბრის ¹1837 პ/შ ბრძანებით გ. ა-ე გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ქვეგანყოფილების ..... მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან და 2004 წლის 2 ნოემბრიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს განკარგულებაში; 2004 წლის 6 ნოემბრის ¹1837 პ/შ ბრძანებას საფუძვლად დაედო მოსარჩელე გ. ა-ის 2004 წლის 28 ოქტომბრის პატაკი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის 2004 წლის 1 ნოემბრის ¹24/2057 წერილი. მოსარჩელე არ დაეთანხმა რა 2004 წლის 6 ნოემბრის ¹1837 პ/შ ბრძანებას, 2004 წლის 2 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 6 ნოემბრის ¹1837 პ/შ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, გ. ა-ე აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2005 წლის 2 მარტიდან თანამდებობაზე აღდგენამდე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 6 ნოემბრის ¹1837 პ/შ ბრძანება ცნობილ იქნა ბათილად და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გ. ა-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანის საკითხის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. აღნიშული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და იგი შევიდა კანონიერ ძალაში; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ინსპექტირების მთავარი სამმართველოს მიერ შესწავლილ იქნა გ. ა-ის შსს კადრების განკარგულებაში აყვანის საკითხი, რის შედეგადაც 2006 წლის 19 ივლისს შედგა დასკვნა, რომელშიც აღწერილია 2007 წლის 6 ნოემბრის ¹1837 პ/შ და 2005 წლის 15 აპრილის ¹1877 პ/შ ბრძანებების შინაარსი და მათი გამოცემის წინაპირობები, აგრეთვე პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოთა მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების შინაარსი. ამავე დასკვნაში მითითებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹039 ბრძანებაზე, რომლითაც სამინისტროს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში მოხდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, გაუქმდა ყველა თანამდებობა და თანამშრომლები აყვანილ იქნენ კადრების განკარგულებაში. დასკვნის ავტორებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს ბრძანების გამოცემა გ. ა-ის 2004 წლის 30 დეკემბრიდან კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ, რომელსაც, თავის მხრივ, საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹039 ბრძანება. დასკვნის ავტორებმა აგრეთვე მიზანშეწონილად მიიჩნიეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹1877 პ/შ ბრძანების ძალაში დატოვება; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 10 აგვისტოს ¹5368 პ/შ ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 6 ნოემბრის ¹1837 პ/შ ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,პოლიციის ....... გ. ა-ე გათავისუფლდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ქვეგანყოფილების ...... მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს განკარგულებაში 2004 წლის 30 დეკემბრიდან, 2004 წლის 30 დეკემბრის ¹039 ბრძანების საფუძველზე; 2006 წლის 10 აგვისტოს ¹5368 პ/შ ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლი, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ¹614 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების" მე-11 მუხლის ,,ა" და ,,ნ" პუნქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ინსპექტირების მთავარი სამმართველოს 2006 წლის 25 ივლისის წერილი და 2006 წლის 19 ივლისის დასკვნა; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹1877 პ/შ ბრძანებით კადრების განკარგულებაში მყოფი გ. ა-ე 2005 წლის 2 მარტიდან დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ" დებულების 65-ე მუხლის ,,გ’’ და 67-ე მუხლის ,,ვ" პუნქტები (შტატების შემცირება); 2005 წლის 15 აპრილის ¹1877 პ/შ ბრძანება გ. ა-ეს ჩაჰბარდა 2006 წლის 5 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე.
სასამართლოს მითითებით, გ. ა-ის მიერ 2004 წლის 2 დეკემბერს აღძრული სარჩელის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში გაგრძელდა 2005 წლის 9 იანვრამდე, სააპელაციო სასამართლოში _ 2006 წლის 28 თებერვლამდე. სარჩელის აღძვრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროის მონაკვეთში მოპასუხის მიერ გამოცემულ იქნა გ. ა-ის შრომით-სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული ახალი ადმინისტრაციული აქტი _ 2005 წლის 15 აპრილის ¹1877 პ/შ ბრძანება, რომლის შესახებ არაფერი იყო ცნობილი არც მოსარჩელისათვის და არც დავის განმხილველი სასამართლოსათვის;
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 4 ნოემბრის ¹1808 პ/შ ბრძანებით მოსარჩელე გ. ა-ეს მოეხსნა მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი და დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ქვეგანყოფილების ....... თანამდებობაზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონსაწინააღმდეგო, ვინაიდან პოლიციის ...... გ. ა-ის მიმართ 2005 წლის 15 აპრილის ¹1877 პ/შ ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ" დებულების 67-ე მუხლის ,,ვ" პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს, რომ უმცროს, უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის პირები შსს ორგანოებიდან შეიძლება დაითხოვონ სამხედრო ძალების თადარიგში შტატების შემცირებით, შტატების შემცირებასთან დაკავშირებით სამსახურში გამოყენების შეუძლებლობის გამო; სასამართლოს მითითებით, ამ სამართლებრივი ნორმის რეალიზება უშუალოდ არის დაკავშირებული და დამოკიდებული იმავე დებულების მე-12 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ, შს ორგანოებში ორგანიზაციულ-საშტატო ღონისძიებათა განხორციელებისას თანამშრომელთა კადრების განკარგულებაში გადაყვანის ინსტიტუტთან, რაც, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს იმას, რომ თუ მოხელე მოსალოდნელი შტატების შემცირების გამო, კადრების განკარგულებაში არ არის გადაყვანილი, მის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული დებულების 67-ე მუხლის ,,ვ" პუნქტი.
სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ბ" პუნქტიდან გამომდინარე, 2004 წლის 6 ნოემბრის ¹1837 პ/შ ბრძანების კანონიერების თაობაზე გ. ა-ის სარჩელის გამო დავაზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2004 წლის 6 ნოემბრის ¹1837 პ/შ ბრძანების გამოცემისას არ არსებობდა გ. ა-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის საფუძველი, ვინაიდან სადავო ბრძანების გამოცემის დროისათვის საპატრულო პოლიციაში არ განხორციელებულა საშტატო ღონისძიება და გ. ა-ის პატაკი მოპასუხეს არ უნდა მიეჩნია ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ" დებულების მე-12 მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი გადაადგილების, კადრების განკარგულებაში გადაყვანის სამართლებრივ საფუძვლად. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2005 წლის 15 აპრილის ¹1877 პ/შ ბრძანება გამოიცა შესაბამისი წინაპირობის (ორგანიზაციულ-საშტატო ღონისძიების პროცესი) გარეშე და ეწინააღმდეგებოდა ,,შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ" დებულების მე-12 მუხლს და 67-ე მუხლის ,,ვ’’ პუნქტს.
სასამართლომ 2006 წლის 10 აგვისტოს ¹5368 ბრძანებაც ასევე მიიჩნია კანონსაწინააღმდეგოდ და აღნიშნა, რომ მის გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹039 ბრძანება და 2006 წლის 19 ივლისის დასკვნა; 2006 წლის 10 აგვისტოს ¹5368 პ/შ ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, 2004 წლის 6 ნოემბრის ¹1837 პ/შ ბრძანებაში, რაც, სასამართლოს დასკვნით, დაუშვებელია, ვინაიდან ბათილად ცნობის პირობებში გაბათილებული ადმინისტრაციული აქტი აღარ წარმოადგენს შესაბამისი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტს და იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" პუნქტის საწინააღმდეგოდ, ვეღარ უზრუნველყოფს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობას, შეცვლას, შეწყვეტას ან დადასტურებას. სამართლებრივი და პრაქტიკული თვალსაზრისით კი, არარსებულ (ბათილ) სამართლებრივ აქტში რაიმე ცვლილების ან დამატების შეტანა დაუშვებელია, რადგან შეუძლებელია ისეთი რამის შეცვლა ან მისთვის ისეთი სამართლებრივი დეტალის დამატება, რაც უკვე ბათილია, რაც თავისი სამართლებრივი შედეგიანობით უკვე აღარ არსებობს.
სასამართლომ განმარტა, რომ 2006 წლის 10 აგვისტოს ¹5368 პ/შ ბრძანება, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლს, რადგან ამ უკანასკნელის საფუძველზე ცვლილებების ან დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი იურიდიული ძალის მქონე მოქმედ და არა გაბათილებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოებისათვის ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოსაყენებელ პროცედურულ ნორმას და ამ ნორმის გამოყენება თავისთავად არ ნიშნავს მიღებული გადაწყვეტილების (გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) დასაბუთებას, ანუ მიღებული გადაწყვეტილების მოტივირებისათვის საჭიროა ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამორკვევა და ამ უკანასკნელთა სამართლებრივი შეფასება მატერიალური სამართლის შესაბამის ნორმაზე მითითებით.
სასამართლოს დასკვნით, მოპასუხემ გ. ა-ის საკითხთან დაკავშირებულ ასეთ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია 2004 წლის 30 დეკემბერს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში განხორციელებული რეორგანიზაცია და შტატების შემცირება, ამ ფაქტობრივი გარემოების ადეკვატურ სამართლებრივ ნორმად კი მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹039 ბრძანებაზე, რაც არასწორია, კერძოდ, საქართველოს შს მინისტრის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹039 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 12 ივლისის ¹373 ბრძანება, რომლითაც თავის დროზე დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო და საშტატო განრიგი. 2004 წლის 12 ივლისის ¹373 ბრძანების გაუქმების პარალელურად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹681 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა და საშტატო განრიგი. სამართლებრივი აქტების: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹039 და 2004 წლის 30 დეკემბრის ¹681 ბრძანებებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის, ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს რეორგანიზება იმავე სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტად, აგრეთვე რეორგანიზაციის თანმხლები, შტატების რიცხოვნობის შემცირება, არ წარმოადგენდა გ. ა-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანის საკითხთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებას. რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების პროცესი, არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი თვალსაზრისით, მოსარჩელეს არ შეხებია, იგი 2004 წლის 6 ნოემბრის ბრძანებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს და კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს, 2004 წლის 2 ნოემბრიდან, ანუ რეორგანიზაციის დაწყებამდე თითქმის ორი თვით ადრე, რაც იმას ნიშნავს, რომ რეორგანიზაციის მომენტში გ. ა-ეს არ ეკავა რაიმე კონკრეტული თანამდებობა, შესაბამისად, მას ვერც რეორგანიზაციის პროცესი შეეხებოდა.
სასამართლომ მოპასუხის მტკიცება იმის შესახებ, რომ მუშაკის წინა რიცხვით კადრების განკარგულებაში გადაყვანას მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს, არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, როცა მოპასუხე მოსარჩელის კადრების განკარგულებაში გადაყვანის თარიღს ისეთ გარემოებას უკავშირებს, რომელთანაც მას, როგორც სამინისტროს თანამშომელს, სამართლებრივად შეხება არ ჰქონდა, ასეთი შინაარსის ადმინისტრაციული აქტი სწორედ რომ ეწინააღმდეგება ,,შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ" დებულების მე-12 მუხლს, რაც მატერიალური კანონიერების თვალსაზრისით გამოიხატება იმაში, რომ დებულების მე-12 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კადრების განკარგულებაში შეიძლება გადაყვანილ იქნეს ისეთი მუშაკი, რომელსაც ორგანიზაციულ-საშტატო ღონისძიებათა განხორციელების მომენტში უკავია რაიმე კონკრეტული თანამდებობა, 2004 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით კი გ. ა-ეს არ ეკავა კონკრეტული თანამდებობა კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულში, იგი ამ დროს უკანონოდ, მაგრამ მაინც იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების ანალიზი ცხადყოფს, რომ 2004 წლის 6 ნოემბრის ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის სადავო საკითხის ხელახლა გამოკვლევის დავალება იმ მიზნით არ მომხდარა, რომ მოპასუხეს გ. ა-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანის გარემოება უცილობლად დაეკავშირებინა 2004 წლის 30 დეკემბრის საორგანიზაციო-საშტატო ღონისძიებათა პროცესისთვის, მითითებული გადაწყვეტილება არ შეიცავს ასეთ დათქმას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ინსპექტირების მთავარი სამმართველოს 2006 წლის 19 ივლისის დასკვნა იყო კანონსაწინააღმდეგო, რადგან ამ დასკვნით აქტის გამომცემ თანამდებობის პირს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გაეწია არასწორი, კანონშეუსაბამო რეკომენდაცია, რაც საფუძვლად არ უნდა დასდებოდა აქტის გამოცემას.
მოპასუხის მსჯელობა იმის შესახებ, რომ 2004 წლის 6 ნოემბრის ¹1837 პ/შ ბრძანებაში არსებითი ცვლილება იქნა შეტანილი, გ. ა-ე კადრების განკარგულებაში აყვანილ იქნა 2004 წლის 30 დეკემბრიდან და რომ ამით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა განხორციელდა, სასამართლომ წინააღმდეგობრივად და არასწორად მიიჩნია და აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლები ითვალისწინებს ორ, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ ინსტიტუტს; 59-ე მუხლის თანახმად შესაძლებელია, ადმინისტრაციულმა ორგანომ გაასწოროს თავის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებული ტექნიკური და გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები (პირველი ნაწილი), ამავე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ნორმის ამ ნაწილთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ ახალი აქტის გამოცემის გზით ძველ აქტში არსებითი შესწორების შეტანა დაკავშირებული უნდა იყოს ტექნიკური და გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომების გასწორებასთან და სწორედ ასეთი ხასიათის შეცდომის გასწორება უნდა იწვევდეს ძველი აქტის შინაარსის არსებითად შეცვლას. გ. ა-ის მიმართ 2004 წლის 6 ნოემბერს გამოცემულ ¹1837 პ/შ ბრძანებაში კი 2006 წლის 10 აგვისტოს ბრძანებით არ მომხდარა ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომის გასწორება. მოპასუხემ 2006 წლის 10 აგვისტოს ბრძანების გამოცემისას გამოიყენა 63-ე მუხლი, სასამართლოში დავის განხილვის პროცესში კი მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა ისეთ პროცედურულ ნორმაზე (59-ე მუხლი), რომელიც მოპასუხეს სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას არ გამოუყენებია და ვერც გამოიყენებდა, თუნდაც იმ მოტივით, რომ ბათილად ცნობილი აქტის (2004 წლის 6 ნოემბრის ¹1837 პ/შ ბრძანება) მიმართ არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლი.
სასამართლომ განმარტა, რომ საქმეზე გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2005 წლის 15 აპრილის ¹1877 პ/შ და 2006 წლის 10 აგვისტოს ¹5368 პ/შ ბრძანებები ეწინააღმდეგება იმ სამართლებრივ ნორმებს, რომელთა საფუძველზეც გამოცემულია აღნიშნული ადმინისტრაციული აქტები.
სასამართლოს მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან დათხოვნაზე გამოცემული ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის პირობებში, მოსარჩელე აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე.
სასამართლომ მოპასუხის მტკიცება იმის შესახებ, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის თანახმად თანამშრომლის აღდგენა სამსახურში შეუძლებელია, თუ ეს სამსახური არ არსებობს, არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ 127-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ იგი ასეთ დათქმას არ შეიცავს. პირიქით, სპეციალური სახის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 77-ე მუხლის მე-2 აბზაცის თანახმად, შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლის სამსახურში აღდგენა ხდება ადრე დაკავებულ ან მის თანაბარ თანამდებობაზე, დათხოვნილის თანხმობით. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹039 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 12 ივლისის ¹373 ბრძანება, რამაც განაპირობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს, როგორც სტრუქტურული ერთეულის, გაუქმება, მის ნაცვლად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹681 ბრძანებით დამტკიცდა ახალი რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა და საშტატო განრიგი. რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდგომ არსებული საშტატო განრიგების ანალიზი კი ცხადყოფს, რომ სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ქვეგანყოფილება, როგორც სამსახური, რეორგანიზაციის დღემდე, 2004 წლის 30 დეკემბრამდე, არსებობდა ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაში, იგი ერთ-ერთი სამსახურის სახით დღემდე არსებობს სამინისტროს ახალი სტრუქტურული ერთეულის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაში. მხარეები ასევე სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 2004 წლის 30 დეკემბერს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ქვეგანყოფილებაში მანამდე არსებული შტატები (......-ის შტატი) შემცირდა ექვსი ერთეულიდან ერთ ერთეულამდე, მაგრამ არ გაუქმებულა. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ" დებულების 77-ე მუხლის საფუძველზე გ. ა-ე აღდგენილ უნდა იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ქვეგანყოფილებაში ...... თანამდებობაზე.
სასამართლოს მითითებით, გ. ა-ის სამსახურში აღდგენის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს მისი ასაკი და შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომელთა ასაკობრივი შეზღუდვის ის პირობები, რაც ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 61-ე მუხლითაა გათვალისწინებული, კერძოდ, საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე დაბადებულია 1948 წლის 7 ივლისს, არის 58 წლის, დებულების 61-ე მუხლის 1-ლი აბზაცის ,,ბ" პუნქტით დადგენილია, რომ შს ორგანოების თანამშრომლებს, რომლებსაც აქვთ უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობის სპეციალური წოდებები, შეუძლიათ იმსახურონ შს ორგანოებში შემდეგი ასაკის მიღწევამდე: პოლიციის მაიორი, პოლიციის პოლკოვნიკი _ 55 წელი (თადარიგი), 60 წელი _ გადადგომით; იმავე მუხლის მე-3 აბზაცით დადგენილია, რომ სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადებითი ატესტაციისა და დადებითი სამედიცინო დასკვნისას, შს მინისტრის ნებართვით, პროლიციის პოლკოვნიკის სპეცწოდების მქონე შს ორგანოს თანამშრომელს, მისი თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა განსაზღვრულ ასაკს ზევით ხუთ წლამდე. 2004 წლის 2 ნოემბრის მდგომარეობით, ანუ იმ დროიდან, როცა მოსარჩელე გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან, მიღწეული იყო 56 წლის ასაკს. ეს გარემოება მეტყველებს იმაზე, რომ ზღვრული ასაკის მიღწევის მიუხედავად, მოსარჩელე არ დაუთხოვიათ შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და მხარეებს შორის გაგრძელდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა.
სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ" დებულების 61-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტულ თანამშრომელთან მიმართებაში თავად გადაწყვიტოს თანამშრომლისათვის სამსახურის ვადის გაგრძელების საკითხი, სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ლ" პუნქტის თანახმად, წარმოადგენს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რაც უსაფუძვლოდ იქნება შეზღუდული, თუ სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ასაკის გამო ეტყვის უარს.
სასამართლოს მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ ასევე უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2004 წლის 2 ნოემბრიდან მოსარჩელის სამსახურში აღდგენის დღემდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შს სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი აღნიშნავდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით შს სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 6 ნოემბრის ¹1837 პ/შ ბრძანება, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელის კადრების განკარგულებაში გადაყვანის საკითხის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შემდგომ გამოეცა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტირების მთავარმა სამმართველომ სრულყოფილად შეისწავლა გ. ა-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანის საკითხი და გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს შს მინისტრის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹039 ბრძანებთ, შს სამინისტროს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში მოხდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, გაუქმდა ყველა თანამდებობა, ხოლო თანამშრომლები აყვანილ იქნენ შს სამინისტროს კადრების განკარგულებაში. ინსპექტირების მთავარმა სამმართველომ დაავალა კადრების მთავარ სამმართველოს მოემზადებინა შესაბამისი ბრძანება გ. ა-ის კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ 2004 წლის 30 დეკემბრიდან, რასაც საფუძვლად დაედო საქართველოს შს მინისტრის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹039 ბრძანება, ხოლო შს მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹1877 პ/შ ბრძანება ძალაში დატოვა. შს სამინისტროს კადრების მთავარმა სამმართველომ 2006 წლის 10 აგვისტოს ¹5368 პ/შ ბრძანებით არსებითი ცვლილება შეიტანა შს მინისტრის 2004 წლის 6 ნოემბრის ¹1837 პ/შ ბრძანებაში, რასაც საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹039 ბრძანება (შს სამინისტროს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს რეორგანიზაციის შესახებ) და გ. ა-ე აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში 2004 წლის 30 დეკემბრიდან, რითაც განხორციელდა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. კასატორი მიუთითებდა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად: ,,ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას". რაც შეეხება მოსარჩელის წინა რიცხვით კადრების განკარგულებაში აყვანას, აღნიშნულის განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს.
შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹1877 პ/შ ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად. გ. ა-ე ზემოთ აღნიშნული ბრძანებით დათხოვნილია ,,საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 67-ე მუხლის ,,ვ" და 65-ე მუხლის ,,გ" პუნქტებით (შტატების შემცირებით). კასატორის აღნიშვნით, მან სასამართლოს წარუდგინა ძველი და ახალი საშტატო ნუსხები, რაც ადასტურებდა, რომ შსს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ქვეგანყოფილებაში გაუქმდა ყველა თანამდებობა, გ. ა-ეს ეკავა ..... თანამდებობა, ძველი საშტატო ნუსხის მიხედვით ქვეგანყოფილებაში იყო ...... 6 შტატი, ხოლო ახალ საშტატო ნუსხაში დაშვებულია ...... მხოლოდ ერთი შტატი, რაც ადასტურებდა, რომ შემცირდა მთლიანად შტატები და მათ შორის ის თანამდებობაც, სადაც მუშაობდა გ. ა-ე.
კასატორი ასევე მიუთითებდა, რომ შს სამინისტროს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო გაუქმდა 2004 წლის 30 დეკემბერს, შს მინისტრის ¹039 ბრძანების შესაბამისად. დღევანდელი მდგომარეობით, აღნიშნული სამსახური აღარ ფუნქციონირებს. ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის თანახმად, თანამშრომლის აღდგენა შეუძლებელია, თუკი ეს სამსახური არ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შს სამინისტროს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი შემდეგი გარემოებები:
საქართველოს შს მინისტრის 2004 წლის 06 ნოემბრის ¹1837 პ/შ ბრძანებით პროცესუალური მოწინააღმდეგე პოლიციის ....... გ. ა-ე გათავისუფლდა შსს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ქვეგანყოფილების ....... მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს განკარგულებაში 2004 წლის 02 ნოემბრიდან. მითითებულ ბრძანებას საფუძვლად დაედო შსს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის შს 01.11.04 წ. ¹42/2057 წერილი და გ. ა-ის პატაკი.
ზემოაღნიშნული ბრძანება სასარჩელო წესით გაასაჩივრა გ. ა-ემ და სარჩელის საფუძველზე მოითხოვა ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შს მინისტრის 2004 წლის 6 ნოემბრის ¹1837 პ/შ ბრძანება და საქართველოს შს სამინისტროს დაევალა, მოსარჩელის კადრების განკარგულებაში გადაყვანის საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
2005 წლის 15 აპრილს, საქმის სასამართლოში განხილვის პროცესში, საქართველოს შს მინისტრის მიერ მიღებულ იქნა ¹1877 პ/შ ბრძანება გ. ა-ის შს სამინისტროდან დათხოვის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შს სამინისტროს ინსპექტირების მთავარი სამმართველოს დისციპლინური პრაქტიკის მონიტორინგის განყოფილების მიერ 2006 წლის 19 ივლისს შედგა დასკვნა, რომლის საფუძველზეც კადრების მთავარ სამმართველოს დაევალა შესაბამისი ბრძანების მომზადება გ. ა-ის კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ 2004 წლის 30 დეკემბრიდან, რასაც საფუძვლად დაედო საქართველოს შს მინისტრის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹039 ბრძანება. იმავე დასკვნით, მიზანშეწონილად ჩაითვალა შს მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹1877 პ/შ ბრძანების ძალაში დატოვება.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე საქართველოს შს მინისტრის 2006 წლის 10 აგვისტოს ¹5368 პ/შ ბრძანებით, შეტანილ იქნა ცვლილება საქართველოს შს მინისტრის 2004 წლის 06 ნოემბრის ¹1837 პ/შ ბრძანებაში პოლიციის ..... გ. ა-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შსს კადრების და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს განკარგულებაში აყვანის ნაწილში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,, პოლიციის ...... გ. ა-ე გათავისუფლდეს შსს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ქვეგანყოფილების ...... მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან და აყვანილ იქნას შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს განკარგულებაში 2004 წლის 30 დეკემბრიდან.”
სასამართლოებმა გ. ა-ის სარჩელის საფუძველზე მიიჩნიეს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, საქართველოს შსს მინისტრის 15.04.2005 წლის ¹1877პ/შ და იმავე მინისტრის 10.08.2006 წლის ¹5368პ/შ ბრძანებები, მიღებული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რა მოტივითაც მითითებული ბრძანებები ცნობილ იქნა ბათილად.
კასატორი საქართველოს შს სამინისტრო არ ეთანხმება აღნიშნული ბრძანებების ბათილად ცნობას და საკასაციო საჩივრის საფუძველზე ითხოვს გ. ა-ის სარჩელის უარყოფას.
საკასაციო სასამართლომ კასატორის მოთხოვნის საფუძველზე შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი არ აქვს კანონის არსაწორ გამოყენებასა თუ მის მცდარ განმართებას, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის გაზიარების საფუძველი.
გარდა იმისა, რომ საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას შს მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹1877 პ/შ ბრძანების ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების” მე-12 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის თაობაზე, იმავდროულად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მითითებული ბრძანების მიღებით არსებითად დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც, სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი დავა არ შეიძლება განიხილოს რომელიმე სხვა სასამართლომ ან ორგანომ. საგულისხმოა, რომ შს მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹1877 პ/შ ბრძანება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული და გამოცემულია იმ პირობებში, როდესაც გ. ა-ე სადავოდ ხდიდა საქართველოს შსს მინისტრის 2004 წლის 06 ნოემბრის ¹1837პ/შ ბრძანებას დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე და სასარჩელის საფუძველზე ითხოვდა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოში დასრულებული არ იყო დავა გ. ა-ის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების თაობაზე, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი საქმის სასამართლო წარმოების პროცესში მიეღო ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც ფაქტობრივად წყვეტდა მხარეთა შორის წარმოშობილ დავას და ფიქციად აქცევდა სასამართლო გადაწყვეტილებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნის მართებულობას საქართველოს შს მინისტრის 2005 წლის 15 აპრილის ¹1877 პ/შ ბრძანების კანონშეუსაბამობის თაობაზე და თვლის, რომ არ არსებობს ამ ნაწილში საკასაციო საჩივრის გაზიარების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საქართველოს შს მინისტრის 10.08.2006 წლის ¹5368პ/შ ბრძანების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან შეუსაბამობის თაობაზე და თვლის, რომ მითითებული აქტის შეფასებისას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი არ აქვს კანონის მცდარ განმარტებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობისა და მისი ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ბათილი აქტი, მითითებული მუხლის საფუძველზე, გამოცემის დღიდანვე მიიჩნევა უკანონოდ, ხოლო რაც შეეხება სასამართლოს, ის მხოლოდ ახდენს ამ რეალობის სამართლებრივ გაფორმებას, რაც ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი აქტი არ არსებობს და მას სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვება. როგორც აღინიშნა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 28 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შს მინისტრის 2004 წლის 6 ნოემბრის ¹1837 პ/შ ბრძანება, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს მიერ სადავო ბრძანება გამოცემის მომენტიდან მიჩნეულია სამართლებრივი შედეგის არმქონედ და ბუნებრივია, მასში ცვლილებები ვერ განხორციელდება.
რაც შეეხება კასატორის მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლზე მითითებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს: მითითებული მუხლის მიზანს წარმოადგენს, მისცეს ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობა მის მიერვე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს დაშვებული შეცდომა, რაც თავისთავად არ ნიშნავს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, აქტში შესწორების შეტანის გზით, სიცოცხლისუნარიანად აქციოს სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი აქტი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მიერ ზემოაღნიშნულ მუხლზე მითითება მისი მხრიდან ემყარება ნორმის არასწორ განმარტებას და გაზიარებული ვერ იქნება.
რაც შეეხება გ. ა-ის სამსახურში აღდგენის საკითხს, საკასაციო სასამართლო არსებით ხაზგასმას აკეთებს შემდეგ გარემოებაზე: საქმის არსებითად განმხილველმა სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს შს მინისტრის 2004 წლის 30 დეკემბრის ¹039 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს შს მინისტრის 2004 წლის 12 ივლისის ¹373 ბრძანება, რამაც განაპირობა საქართველოს შს სამინისტროს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს, როგორც სტრუქტურული ერთეულის გაუქმება, მის ნაცვლად საქართველოს შს მინისტრის 30.12.04 წლის ¹681 ბრძანებით დამტკიცდა ახალი, რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულის _ საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა და საშტატო განრიგი. რეორგანიზაციამდე და რაორგანიზაციის შემდგომ არსებულ განრიგზე დაყრდნობით, სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს, რომ სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ქვეგანყოფილება, როგორც სამსახური, რეორგანიზაციის დღემდე (30.12.04 წ.) არსებობდა ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაში და იგი, ერთ-ერთი სამსახურის სახით დღემდე არსებობს სამინისტროს ახალი სტრუქტურული ერთეულის _ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაში, რაც იქცა მოსარჩელის სამსახურში აღდგენის საფუძვლად. კასატორი საქართველოს შს სამინისტრო, მართალია, სადავოდ ხდის გ. ა-ის საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილებაში ..... თანამდებობაზე აღდგენის საკითხს, მაგრამ არ წარმოადგენს დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიას ზემოაღნიშნული სამსახურების ფუნქციური იდენტურობის არარსებობის თაობაზე, რაც საკასაციო სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ართმევს პროცესუალურ შესაძლებლობას დამატებითი კვლევის საგნად აქციოს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება და თვლის, რომ კასატორის პრეტენზია გ. ა-ის სამსახურში აღდგენის ნაწილში დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში წარმოდგენილი არ არის საკასაციო პრეტენზიის გაზიარების პროცესუალური წანამძღვრები.
ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება მიიღო ნორმის სწორი გამოყენებისა და განმარტების შედეგად და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შს სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.