Facebook Twitter
ბ-696-14(ა-08) 14 აპრილი, 2008 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 აპრილის ¹ბს-501-602ა-კ-04 განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ნ. ნ-ისა და ა. ნ-ის და მ. მ-ის რწმუნებულ ზ. ი-ის განცხადება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 25 ივლისს ნ. და ა. ნ-ებისა და მ. მ-ის რწმუნებულმა ხ. დ-მა თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი აღძრა.
მოსარჩელეებმა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითეს: თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ისინი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად იყვნენ აღიარებულნი. ამავე სასამართლოს 2000 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით კი მოსარჩელეები თავიანთი წინაპრების მემკვიდრეებად იქნენ ცნობილნი, რომელთა საკუთრებასაც წარმოადგენდა ქალაქ თბილისში, .... ჩიხის ¹3-ში მდებარე 816,98 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ორსართულიანი სახლი ფლიგელით. აღნიშნულს 1875 წლის ჩანართი ფურცელი და 1879 წლის ¹3335 რეესტრით დამოწმებული სანოტარო აქტი ადასტურებდა. მოსარჩელეები თავიანთ მოთხოვნებს “პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტებზე ამყარებდნენ, რომლებიც მსხვერპლად აღიარებულ პირს და მის მემკვიდრეებს პირადი ნივთების დაბრუნების უფლებას აძლევდა. მოსარჩელეთა მოსაზრებით, ერთ-ერთ პირად ნივთს ზემოთ მითითებული უძრავი ქონება წარმოადგენდა, ვინაიდან იგი მათი საკუთრება იყო. მოსარჩელეთა მითითებით, ქ. თბილისის მერიამ ქონება არამართლზომიერად აღწერა, რამაც ახალი მფლობელებისა და მესაკუთრეების წარმოშობა გამოიწვია, რომელთა უფლება საჯარო რეესტრშიც იყო რეგისტრირებული. მოსარჩელეთა მოსაზრებით, აღნიშნულით მათი, როგორც კანონიერი მემკვიდრეების, უფლებები შეილახა. ნ. და ა. ნ-ებისა და მ. მ-ის თქმით, სადავო ქონება მათი საკუთრება იყო და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, იგი მათვე უნდა დაბრუნებოდათ. ამასთან, ისინი 1991 წლიდან აღნიშნულ ქონებაზე დადებული გარიგებების გაუქმებას, ქონების მათ სახელზე აღრიცხვას ან მოპასუხე “....” მათ სასარგებლოდ ქონების ღირებულების _ 879500 აშშ დოლარის გადახდას, აგრეთვე, ქალაქ თბილისის მერიისათვის მისი სტრუქტურების მიერ ქონების არამართლზომიერი აღწერით გამოწვეული ზიანის _ 100000 აშშ დოლარის დაკისრებას მოითხოვდნენ. მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელეებმა თავიანთი სასარჩელო მოთხოვნა გაზარდეს, კერძოდ, სარჩელით მოთხოვნილი ქონების ღირებულების ნაცვლად, 1531704 აშშ დოლარის ანაზღაურება ან დანგრეული სახლის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა მოითხოვეს. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა ქონების ღირებულების _ 1531704 აშშ დოლარის მოთხოვნაზე უარი განაცხადა, დანარჩენ ნაწილში კი თავის მოთხოვნებს მხარი დაუჭირა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეების მოთხოვნებს ქ. თბილისში, .... ჩიხის ¹3-ში მდებარე 816,98 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაბრუნებაზე, სახლის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენასა და დაბრუნებაზე, ქონების მოსარჩელეთა საკუთრებად აღრიცხვაზე უარი ეთქვათ ხანდაზმულობის გამო, ხოლო ქონებაზე 1991 წლის შემდეგ დადებული გარიგების ბათილად ცნობასა და ქ. თბილისის მერიის მიერ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნებს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება ნ. და ა. ნ-ებისა და მ. მ-ის რწმუნებულმა ხ. დ. საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 აპრილის ¹ბს-501-602ა-კ-04 განჩინებით ნ. და ა. ნ-ებისა და მ. მ-ის წარმომადგენლის _ ხ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
2008 წლის 15 იანვარს ნ. ნ-ემ და ა. ნ-ისა და მ. მ-ის რწმუნებულმა ზ. ი-მა განცხადებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და აღნიშნეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2007 წლის 29 ნოემბრისა და 19 დეკემბრის განჩინებებით შეასწორა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი, კერძოდ, საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივის ¹01-37/71 საარქივო ცნობის თარიღად 1996 წლის 21 თებერვლის ნაცვლად, მიეთითა 1996 წლის 21 აგვისტო, ასევე _Mგვარის _ “....” ნაცვლად, მიეთითა გვარი _ “....”. განმცხადებლებმა მოითხოვეს ზემოხსენებული უსწორობების საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 აპრილის ¹ბს-501-602ა-კ-04 განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-3 აბზაცშიც გასწორება, კერძოდ, საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივის ¹01-37/71 საარქივო ცნობის თარიღად 1996 წლის 21 თებერვლის ნაცვლად, 1996 წლის 21 აგვისტოს მითითება, ასევე _Mგვარის _ “....” ნაცვლად, გვარის _ “....” მითითება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 თებერვლის განჩინებით გასწორდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 აპრილის ¹ბს-501-602ა-კ-04 განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-3 აბზაცში დაშვებული უსწორობები, კერძოდ, საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივის ¹01-37/71 საარქივო ცნობის თარიღად 1996 წლის 21 თებერვლის ნაცვლად, მიეთითა 1996 წლის 21 აგვისტო, ასევე _Mგვარის _ “....” ნაცვლად, მიეთითა გვარი _ “....” და ხსენებული აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: “საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივის 21.08.1996 წლის ¹01-37/71 საარქივო ცნობით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, ..... (ამჟამად ....) ჩიხის ¹3-ში მდებარე სადავო ბინა, რომელიც .... და ..... საკუთრებას წარმოადგენდა, მოუვლელობის გამო, 1928 წელს კონფისკაციის გზით მუნიციპალიზებულ იქნა”. ამავე პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინებით გასწორდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 აპრილის ¹ბს-501-602ა-კ-04 განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-3 აბზაცში დაშვებული უსწორობა და ხსენებული აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: “საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივის 21.08.1996 წლის ¹01-37/71 საარქივო ცნობით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, .... (ამჟამად ....) ჩიხის ¹3-ში მდებარე სადავო ბინა, რომელიც ა-ისა და კ-ის საკუთრებას წარმოადგენდა, მოუვლელობის გამო, 1928 წელს კონფისკაციის გზით მუნიციპალიზებულ იქნა”; გასწორდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 თებერვლის ¹ბს-501-602ა-კ-04 განჩინებაში დაშვებული უსწორობები და გვარის _ “...” ნაცვლად, ყველგან მიეთითა გვარი _ “.....”.
2008 წლის 3 აპრილს ნ. ნ-ემ და ა. ნ-ისა და მ. მ-ის რწმუნებულმა ზ. ი-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 აპრილის ¹ბს-501-602ა-კ-04 განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
განმცხადებლების განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 თებერვლისა და 28 თებერვლის ¹ბს-501-602ა-კ-04 განჩინებები არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე" და “ვ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი გარემოებები, რომლებითაც მათთვის, როგორც მხარისათვის, ცნობილი გახდა სასამართლო შეცდომის შესახებ ისეთი გარემოება, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო ცნობილი, სასამართლო შეცდომას აღარ დაუშვებდა და გამოიწვევდა მათთვის ხელსაყრელი შედეგის დადგომას, კერძოდ, ხსენებული განჩინებებით შესწორდა ამავე პალატის 2004 წლის 28 აპრილის ¹ბს-501-602ა-კ-04 განჩინების სამოტივაციო ნაწილში სასამართლოს მიერ არასწორად დადგენილი გარემოება _ აღნიშნული განჩინების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი იყო, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივის 21.02.1996 წლის ¹01-37/71 საარქივო ცნობით დასტურდებოდა, რომ ქ. თბილისში, ..... (ამჟამად ....) ჩიხის ¹3-ში მდებარე სადავო ბინა, რომელიც .... და ..... საკუთრებას წარმოადგენდა, მოუვლელობის გამო, 1928 წელს კონფისკაციის გზით მუნიციპალიზებულ იქნა. რამდენადაც ხსენებულ განჩინებაში საარქივო ცნობის გაცემის თარიღი შეცდომით იყო მითითებული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 თებერვლის განჩინებით შესწორდა საარქივო ცნობის გაცემის თარიღი, რამაც შესაძლებლობა მისცა სასამართლოს დაედგინა, რომ მითითებული დოკუმენტი (¹01-37/71 საარქივო ცნობა) არ ადასტურებდა მისი მამკვიდრებელი ....., მოუვლელობის გამო, 1928 წელს კონფისკაციის გზით სახლის მუნიციპალიზაციის გარემოებას, არამედ _ მათთვის უცხო პირისათვის, კერძოდ, ..... სახლის ჩამორთმევას, ანუ გვარი _ .... მიანიშნებს მდედრობითი სქესის ადამიანზე, რომლის გვარის ფუძეა _ ...., ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 აპრილის ¹ბს-501-602ა-კ-04 განჩინებით დადგენილი .... არის სულ სხვა ფუძის გვარის მქონე, რაც არ გამომდინარეობს საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივის 21.08.1996 წლის ¹01-37/71 საარქივო ცნობიდან და საქმის სხვა მასალებიდან.
განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ, როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, ზემოხსენებული სახლის მეორე ნახევარი იყო და-ძმების საკუთრება, კერძოდ: 1/3 ნაწილი იყო ა. ა-ის, 1/3 ნაწილი _ ა. ნ-ის (ქორწინებამდე _ ა-ის), ხოლო 1/3 ნაწილი _ ტ. ჯ-ის (ქორწინებამდე _ ა-ის). შესაბამისად, ¹01-37/71 საარქივო ცნობით დადგენილია ა-ისათვის სახლის ჩამორთმევა, მაგრამ არ დგინდება ნ-ისა და ჯ-ისათვის მისი ჩამორთმევის გარემოება, რომელთა მემკვიდრეებადაც 2000 წლის 24 ნოემბრის ¹2/1882 გადაწყვეტილებით სასამართლოს მიერ ცნობილი არიან განმცხადებლები. წარმოდგენილი ახლად აღმოჩენილი გარემოებები _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 თებერვლისა და 2008 წლის 27 თებერვლის ¹ბს-501-602ა-კ-04 განჩინებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოსათვის გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას რომ ყოფილიყო ცნობილი, სასამართლო არ დაუშვებდა შეცდომას და ა. ნ. ნ-ისათვის (ქორწინებამდე ა-ის), ტ. ჯ-ვის (ქორწინებამდე ა-ის) და ე. კ-ვის ამჟამად ქ. თბილისში, ...... ჩიხის ¹3-ში მდებარე სახლის, კონფისკაციის გზით 1928 წელს ჩამორთმევის შესახებ გარემოებას ვერ დაადგენდა, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 აპრილის ¹ბს-501-602ა-კ-04 განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებული საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივის 21.08.1996 წლის ¹01-37/71 საარქივო ცნობით არ დგინდება ის, რაც ამჟამად დადგენილია მათ მიერ წარმოდგენილი ახლად აღმოჩენილი გარემოებებით _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 თებერვლისა და 27 თებერვლის ¹ბს-501-602ა-კ-04 განჩინებებით.
განმცხადებლების განმარტებით, წარმოდგენილი ახლად აღმოჩენილი გარემოებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 20 დეკემბრის ¹3ა-343 გადაწყვეტილების უზუსტობას, კანონსაწინააღმდეგობასა და მისი გაუქმების საფუძვლებს, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 აპრილის ¹ბს-501-602ა-კ-04 განჩინებით არასწორად იქნა დატოვებული უცვლელად.
განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ 1928 წლისათვის მოქმედი ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილება სახლების მუნიციპლიზაციის შესახებ ითვალისწინებდა მოუვლელობის კომისიური აქტის საფუძველზე, მოუვლელობის ფაქტის სასამართლო წესით დადგენას, რაც შემდეგ საფუძვლად ედებოდა სახლების მუნიციპალიზაციას.
განმცხადებლები მიუთითებენ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, განხადებას დაურთეს წერილობითი დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს, კერძოდ, როგორც წარმოდგენილი საარქივო ცნობებითაა დადგენილი, მათი მამკვიდრებლების (ა. ნ-ის, ტ. ჯ-ის (ქორწინებამდე _ ა-ები), ა. ა-ისა და ე. კ-ას) სახლის მოუვლელობის დადგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებები ზემოაღნიშნულ არქივში არ აღმოჩნდა, რაც ასევე ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული მამკვიდრებლების სახლი 1928 წელს მოქმედი ზემოხსენებული დადგენილების საფუძველზე არ ჩამოურთმევიათ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 აპრილის ¹ბს-501-602ა-კ-04 განჩინებით სასამართლომ შეცდომით დაადგინა იმავე სახლის ჩამორთმევის გარემოება.
განმცხადებლების განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 თებერვლისა და 27 თებერვლის ¹ბს-501-602ა-კ-04 განჩინებები მათ რწმუნებულს ჩაჰბარდა 2008 წლის 7 მარტს. შესაბამისად, ერთთვიანი საპროცესო ვადის დინება დაიწყო აღნიშნული დღიდან და მთავრდებოდა 2008 წლის 8 აპრილს.
განმცხადებლები განმარტავენ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს, რომ, თუ განცხადება გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში. მათი მტკიცებით, განცხადება შემოიტანეს აღნიშნული საპროცესო ნორმის სრული დაცვით, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 აპრილის ¹ბს-501-602ა-კ-04 გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 20 დეკემბრის ¹3ა-343 გადაწყვეტილება და, რამდენადაც საკასაციო სასამართლო წარმოადგენს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციას, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით შემოიტანეს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლებმა მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 აპრილის ¹ბს-501-602ა-კ-04 განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება განსჯადობით უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუU ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. ხსენებული კოდექსის 424-ე მუხლი კი ადგენს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განსჯადობას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შეიტანება გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს განჩინებით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შემთხევაში, თუ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ავტორი მოითხოვს საკასაციო სასამართლოს ხსენებული განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას, ამასთან, იმ მტკიცებულებებზე მითითებით, რომლებიც უშუალოდ შეეხება საქმის შინაარსსა და ფაქტობრივ გარემოებებს, აღნიშნული განცხადება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, არამედ იმ სასამართლოს განსჯადია, რომელმაც საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ამ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 აპრილის ¹ბს-501-602ა-კ-04 განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება, ხოლო განმცხადებლები მიუთითებენ მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში ასახულ, ამ საქმის შინაარსთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 აპრილის ¹ბს-501-602ა-კ-04 განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ნ. ნ-ისა და ა. ნ-ის და მ. მ-ის რწმუნებულ ზ. ი-ის განცხადება განსჯადობით უნდა გადაეგზავნოს უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის უფლებამონაცვლე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 თებერვლისა და 27 თებერვლის ¹ბს-501-602ა-კ-04 განჩინებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებებს, რადგან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სასამართლოს განჩინებას, როგორც ახლად აღმოჩენილ გარემოებას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნორმა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც ზემდგომი სასამართლო ნაწილობრივ გააუქმებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და გაუქმებულ ნაწილში თვითონ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას, რაც მოცემულ საქმეზე სახეზე არ არის.
საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ ნ. ნ-ემ და ა. ნ-ისა და მ. მ-ის რწმუნებულმა ზ. ი-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2008 წლის 15 იანვარს წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2007 წლის 29 ნოემბრისა და 19 დეკემბრის განჩინებებით შეასწორა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი, კერძოდ, საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივის ¹01-37/71 საარქივო ცნობის თარიღად 1996 წლის 21 თებერვლის ნაცვლად, მიეთითა 1996 წლის 21 აგვისტო, ასევე _Mგვარის _ “....” ნაცვლად, მიეთითა გვარი _ “....”. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 თებერვლისა და 27 თებერვლის ¹ბს-501-602ა-კ-04 განჩინებებით გასწორდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 აპრილის ¹ბს-501-602ა-კ-04 განჩინებაში დაშვებული ზუსტად ზემოთ დასახელებული უსწორობანი, რომლებიც შესწორდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 ნოემბრისა და 19 დეკემბრის ზემოხსენებული განჩინებებით.
ამდენად, ვინაიდან საკასაციო სასამართლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 აპრილის ¹ბს-501-602ა-კ-04 განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ნ. ნ-ისა და ა. ნ-ის და მ. მ-ის რწმუნებულ ზ. ი-ის განცხადებას არ მიიჩნევს საკასაციო სასამართლოს განსჯადად, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღარ ამოწმებს აღნიშნული განცხადების დასაშვებობას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. ნ-ემ და ა. ნ-ისა და მ. მ-ის რწმუნებულმა ზ. ი-მა ასევე დააყენეს შუამდგომლობები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 აპრილის ¹ბს-501-602ა-კ-04 განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მათი განცხადების საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემისა და მოსამართლე მ. ვ-ის აცილების შესახებ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ის და ა. ნ-ისა და მ. მ-ის რწმუნებულ ზ. ი-ის შუამდგომლობა მათი განცხადების საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემის თაობაზე ვერ დაკმაყოფილდება, რადგან საკასაციო სასამართლოს დასახელებული განცხადება მიაჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადად. რაც შეეხება ნ. ნ-ისა და ა. ნ-ის და მ. მ-ის რწმუნებულ ზ. ი-ის მეორე შუამდგომლობას მოსამართლე მ. ვ-ის აცილების თაობაზე, ხსენებული შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 აპრილის ¹ბ-696-14(ა-08) განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 26-ე მუხლების მე-2 ნაწილებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე, 425-ე მუხლებით და


დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 აპრილის ¹ბს-501-602ა-კ-04 განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ნ. ნ-ისა და ა. ნ-ის და მ. მ-ის რწმუნებულ ზ. ი-ის განცხადება განსჯადობით გადაეგზავნოს უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. ნ. ნ-ის და ა. ნ-ისა და მ. მ-ის რწმუნებულ ზ. ი-ის შუამდგომლობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 28 აპრილის ¹ბს-501-602ა-კ-04 განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.