მიზნები და ამოცანები
ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონის“ მიზანია სამართლის მეცნიერებისა და სამართლებრივი პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა, სამართლებრივი ცოდნის გავრცელება, სამეცნიერო დისკუსიის წახალისება და სამართლის აქტუალურ საკითხებზე თეორიული, პრაქტიკული და შედარებითი კვლევების გამოქვეყნება, აგრეთვე - მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებული აქტუალური პრობლემების მეცნიერული ანალიზი და პროფესიული განხილვა.
ჟურნალის პროფილის შესაბამისად, სარედაქციო კოლეგია გამოსაქვეყნებლად განიხილავს მაღალი აკადემიური სტანდარტების შესაბამის ორიგინალურ სამეცნიერო სტატიებსა და ანალიტიკურ ნაშრომებს. ჟურნალი აქვეყნებს როგორც რეცენზირებად სამეცნიერო პუბლიკაციებს, ისე სამართლებრივ პრაქტიკასთან დაკავშირებულ პროფესიულ მასალებს, მათ შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებებს, სასამართლო პრაქტიკის ანალიზს, საკანონმდებლო სიახლეების მიმოხილვებს, სარედაქციო და საინფორმაციო ხასიათის პუბლიკაციებს.