მართლმსაჯულება და კანონი Justice and Law

რეცენზირება და ეთიკა

ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“ იცავს აკადემიური კეთილსინდისიერების, სამეცნიერო ეთიკისა და ხარისხის საერთაშორისო პრინციპებს. ჟურნალში წარმოდგენილი ყველა სამეცნიერო სტატია გადის ცალმხრივად ფარულ რეცენზირებას - რეცენზენტისთვის ცნობილია ავტორის ვინაობა, ხოლო ავტორისთვის რეცენზენტის ვინაობა კონფიდენციალურია. რეცენზირებას ახორციელებენ შესაბამისი დარგის დამოუკიდებელი სპეციალისტები. რედაქცია სტატიის გამოქვეყნებაზე გადაწყვეტილებას იღებს რეცენზენტის(ების) დასკვნის საფუძველზე. 
 
რედაქცია უზრუნველყოფს: ავტორებისა და რეცენზენტებისადმი თანასწორ, მიუკერძოებელ და არადისკრიმინაციულ დამოკიდებულებას; წარმოდგენილი მასალების კონფიდენციალურობას; სამეცნიერო ეთიკის დარღვევების, მათ შორის, პლაგიატის, მონაცემების ფალსიფიკაციისა და ფაბრიკაციის გამოვლენის შემთხვევაში - შესაბამის რეაგირებას.