ავტორთათვის
სტატიების მიღების წესი
ავტორი აგზავნის ნაშრომს ჟურნალის ოფიციალურ ელ.ფოსტაზე: justiceandlaw@supremecourt.ge
ავტორი, სტატიასთან ერთად, წარმოადგენს განცხადებას რედაქციის სახელზე, მოკლე რეზიუმეს (CV) და საკონტაქტო მონაცემებს. სტატია მიიღება უშუალოდ ავტორისგან. მისი გამოქვეყნების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია. სტატიათა შერჩევისას განმსაზღვრელია ნამუშევრის ხარისხი, აქტუალობა და სამეცნიერო სიახლე.
ნაშრომის გამოქვეყნება ჟურნალში უფასოა.
სტატიის გაფორმების წესი
სტატია უნდა მომზადდეს Microsoft Word (doc ან docx) ფორმატში.
ფორმატირების მოთხოვნები:
· ფონტი - Sylfaen;
· ტექსტის შრიფტის ზომა - 12 pt, ხოლო სქოლიოს და ბიბლიოგრაფიის - 10 pt;
· სტრიქონებს შორის დაშორება - 1.5;
· ტექსტის სწორება - ორივე კიდეზე (Justify);
· გვერდის ფორმატი - A4;
· გვერდის ველები - 2.0 სმ ყველა მხრიდან;
· აბზაცებს შორის დამატებითი დაშორება - 6 pt (Before და After);
· გვერდები უნდა იყოს დანომრილი.
სამეცნიერო სტატიის სტრუქტურა
· სტატიის სათაური
· ავტორ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია
ავტორ(ებ)ის სრული სახელი და გვარი; ინსტიტუცია (უნივერსიტეტი, დეპარტამენტი, ქვეყანა); პასუხისმგებელი ავტორის ელფოსტა.
· რეფერატი/რეზიუმე
რეფერატის (კვლევის მიზანი, მეთოდოლოგია, შედეგები და დასკვნა) მოცულობა უნდა იყოს 150-200 სიტყვა. რეფერატი იწერება იმავე ენაზე, რა ენაზეც წარმოდგენილია სტატია.
· საკვანძო სიტყვები (4-7 ცნება)
· ტექსტი(შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა)
· ბიბლიოგრაფია
· სტატიის სათაური, ავტორ(ებ)ი, სამუშაო ადგილი, რეფერატი, საკვანძო სიტყვები ინგლისურ ენაზე.
სტატიის მოცულობა უნდა შეადგენდეს 10-20 გვერდს.
სქოლიოსა და ბიბლიოგრაფიის გაფორმების მაგალითების ფაილის ჩამოსატვირთად, დააჭირეთ მოცემულ ბმულს The Chicago Manual of Style-ის Notes and Bibliography(შენიშვნებისა და ბიბლიოგრაფიის სისტემის შესაბამისად.)
https://www.chicagomanualofstyle.org/tools_citationguide/citation-guide-1.html
დამატებითი მოთხოვნები:
დამატებითი მოთხოვნები:
· ჟურნალის რედაქციაში წარმოდგენილი ხელნაწერი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული სხვა გამოცემაში;
· ხელნაწერი უნდა წარმოადგენდეს ავტორის ან ავტორთა ჯგუფის ორიგინალურ ნაშრომს და შეესაბამებოდეს აკადემიური კეთილსინდისი ერების სტანდარტებს;
· სხვა ავტორთა ნაშრომების ციტირება და საკუთარი ადრე გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდან ციტირება დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი წყაროებით;
· სტატია არ უნდა იყოს შექმნილი სრულად ხელოვნური ინტელექტის ან სხვა მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენებით;
· ხელოვნური ინტელექტის ან ხვა მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენება სტატიის მომზადების პროცესში (მაგალითად, ცხრილების ან სქემების შექმნისთვის) უნდა იყოს წინასწარ ცნობილი და გაცხადებული ჟურნალის რედაქციისთვის;
· ხელნაწერი არ უნდა იყოს წარდგენილი სხვა გამოცემაში;
· ჟურნალში წარდგენილი ხელნაწერი არ შეიძლება პარალელურად სხვა გამოცემაში გაიგზავნოს;
· ხელნაწერი არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს;
· ჟურნალი იტოვებს უფლებას, არ გამოაქვეყნოს წარმოდგენილი ხელნაწერი თუ დადგინდება, რომ იგი არ აკმაყოფილებს დადგენილ წესებსა და მოთხოვნებს;
ჟურნალი, აგრეთვე, იტოვებს უფლებას, ავტორთან შეუთანხმებლად, ხელნაწერს ჩაუტაროს ჟურნალის სტილთან შესაბამისი ენობრივი და გრამატიკული რედაქტირება.