Facebook Twitter

ბს-1113-1069(კ-09) 26 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა კასატორების - ჟ. მ-ძის, მ. კ-ძის, მ. მ-ძის, ა. ო-იანის, ნ. კ-ძის, ვ. მ-ძის, რ. მ-ირის, ზ. ჩ-ძის, ა. შ-ძის, ა. პ-ძის, ნ. ჯ-ძის, გ. ს-ძისა და ს. ა-შვილის წარმომადგენელ ჯ. ქ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 28 ნოემბერს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა კასატორების - ჟ. მ-ძის, მ. კ-ძის, მ. მ-ძის, ა. ო-იანის, ნ. კ-ძის, ვ. მ-ძის, რ. მ-ირის, ზ. ჩ-ძის, ა. შ-ძის, ა. პ-ძის, ნ. ჯ-ძის, გ. ს-ძისა და ს. ა-შვილის წარმომადგენელმა მოპასუხის _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ, ამავე კომისიის 2008 წლის 6 ნოემბრის ¹134 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე და ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულების შესახებ.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 6 ნოემბრის ¹134 გადაწყვეტილება ჟ. მ-ძის, მ. კ-ძის, მ. მ-ძის, ა. ო-იანის, ნ. კ-ძის, ვ. მ-ძის, რ. მ-ირის, ზ. ჩ-ძის, ა. შ-ძის, ა. პ-ძის, ნ. ჯ-ძის, გ. ს-ძისა და ს. ა-შვილისათვის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე; გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაევალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჟ. მ-ძის, მ. კ-ძის, მ. მ-ძის, ა. ო-იანის, ნ. კ-ძის, ვ. მ-ძის, რ. მ-ირის, ზ. ჩ-ძის, ა. შ-ძის, ა. პ-ძის, ნ. ჯ-ძის, გ. ს-ძისა და ს. ა-შვილის წარმომადგენლებმა, რომლებმაც მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება ქმედების დავალდებულების ნაწილში და სადავო მიწის ნაკვეთებზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღიარება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 მაისის განჩინებით ჟ. მ-ძის, მ. კ-ძის, მ. მ-ძის, ა. ო-იანის, ნ. კ-ძის, ვ. მ-ძის, რ. მ-ირის, ზ. ჩ-ძის, ა. შ-ძის, ა. პ-ძის, ნ. ჯ-ძის, გ. ს-ძისა და ს. ა-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. მ-ძის, მ. კ-ძის, მ. მ-ძის, ა. ო-იანის, ნ. კ-ძის, ვ. მ-ძის, რ. მ-ირის, ზ. ჩ-ძის, ა. შ-ძის, ა. პ-ძის, ნ. ჯ-ძის, გ. ს-ძისა და ს. ა-შვილის წარმომადგენელმა ჯ. ქ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. მ-ძის, მ. კ-ძის, მ. მ-ძის, ა. ო-იანის, ნ. კ-ძის, ვ. მ-ძის, რ. მ-ირის, ზ. ჩ-ძის, ა. შ-ძის, ა. პ-ძის, ნ. ჯ-ძის, გ. ს-ძისა და ს. ა-შვილის წარმომადგენელ ჯ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ჟ. მ-ძის, მ. კ-ძის, მ. მ-ძის, ა. ო-იანის, ნ. კ-ძის, ვ. მ-ძის, რ. მ-ირის, ზ. ჩ-ძის, ა. შ-ძის, ა. პ-ძის, ნ. ჯ-ძის, გ. ს-ძისა და ს. ა-შვილის საკასაციო საჩივარზე ა. მ-ძეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჟ. მ-ძის, მ. კ-ძის, მ. მ-ძის, ა. ო-იანის, ნ. კ-ძის, ვ. მ-ძის, რ. მ-ირის, ზ. ჩ-ძის, ა. შ-ძის, ა. პ-ძის, ნ. ჯ-ძის, გ. ს-ძისა და ს. ა-შვილის წარმომადგენელ ჯ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 მაისის განჩინებაზე;

3. ა. მ-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.