მართლმსაჯულების მუზეუმის შესახებ

მართლმსაჯულების მუზეუმი დარბაზი
ისტორიული სასამართლო დარბაზი

2013 წლის 15 მაისს, მოსამართლის დღეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობაში გაიხსნა მართლმსაჯულების მუზეუმი, სადაც ის ნივთები და ატრიბუტებია განთავსებული, რომელებიც საქართველოში სამართლის განვითარებასთან ისტორიულადაა დაკავშირებული. მართლმსაჯულების მუზეუმი ორი დარბაზისგან შედგება.

საექსპონატო დარბაზში გამოფენილია ძველი ქართული სამართლის ძეგლები, ასევე წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობისა და იმ ცნობილი საზოგადო მოღვაწეების შესახებ, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ქართული სამართლის განვითარებაში.

მუზეუმის მეორე ნაწილში პირვანდელი სახით შენარჩუნებულია ისტორიული ე.წ. „1 დარბაზი“, რომელიც აღჭურვილია 70-იანი წლების ავეჯით. ამ დარბაზში იმართებოდა გახმაურებული პროცესები, მათ შორის, ე.წ. „თვითმფრინავის გამტაცებელთა“, ,,მხედრიონელთა“ და სხვათა საქმეები.

ინფორმაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმში ვიზიტის თაობაზე