ბს-112_107(2კ-09) 1 აპრილი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – 1) ლ. ქ-ძე (მოსარჩელე)
2) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
(მოპასუხე)
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორი ლ. ქ-ძის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
კასატორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ქ-ძემ 2008 წლის აპრილში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 მარტის ¹210/კ და 2008 წლის 14 მარტის ¹343/კ ბრძანებების ბათილად ცნობა, ... საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 14 მარტის 343/კ ბრძანება; მოპასუხე _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ _ სამართლებრივი აქტი; მოსარჩელე _ ლ. ქ-ძეს უარი ეთქვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 11 მარტის ¹210 ბრძანების მეორე ნაწილის ბათილად ცნობაზე, თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ქ-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება, ლ. ქ-ძის სასარჩელო მოთხოვნების: დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე უარის თქმის ნაწილში, შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხე _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსარჩელე _ ლ. ქ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან (2008 წლის 14 მარტი) ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე; ლ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრები შეიტანეს ლ. ქ-ძემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
კასატორმა _ ლ. ქ-ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
K კასატორმა _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, რომლითაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაეკისრა ლ. ქ-ძის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 2008 წლის 14 მარტიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. ქ-ძისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნლოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრები ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. ქ-ძისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული FFFFსაპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ლ. ქ-ძისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ FFFFსაქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.