Facebook Twitter

¹ბს-1132-1094(კ-08) 25 თებერვალი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ც. ბ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ქალაქ თბილისის მერია (მოსარჩელე)

მოპასუხე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქალაქ თბილისის მერიამ 2007 წლის ივლისში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და ც. ბ-ის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა უძრავ ქონებაზე, მდებარე თბილისში, .... ტერიტორიაზე ¹... (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ¹.....), რომლებიც ადასტურებდა ც. ბ-ის საკუთრების უფლებას მითითებულ ქონებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ჩანაწერი მიწაზე, მდებარე თბილისში, .... ტერიტორიაზე, ....…¹.... (სარეგისტრაციო ¹....), რომელიც ადასტურებდა ც. ბ-ის საკუთრების უფლებას მითითებულ მიწის ნაკვეთზე ძალაში შესვლის დღიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის მერიის სარჩელი საჯარო რეესტრის ჩანაწერის, მდებარე თბილისში, ... ტერიტორიაზე, .....…¹.. მიწის სარეგისტრაციო ნომერი ….... , რომელიც ადასტურებს ც. ბ-ის საკუთრების უფლებას მიწის ნაკვეთზე ფართით 737 კვ.მ. საფუძვლიანია, ვინაიდან მითითებული ჩანაწერი ეწინააღმდეგება მისი განხორციელების დროისათვის მოქმედ «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიუდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის «დ» ქვეპუნქტს. სასამართლომ ჩათვალა, რომ მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი საქართველოს ….... ასოციაციას ამ კანონის შესაბამისად არ გააჩნდა, რადგან მის მიერ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 17 ივნისის ¹12.137.791 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად არ გაფორმებულა მიწის ნაკვეთის მოვლა პატრონობისა და სარგებლობაზე ხელშეკრულება; ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ ც. ბ-ს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე სადავო მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არ გადასცემია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ბ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა, რომ ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს .... ასოციაცია ცნობილ იქნა ქ. თბილისში, რიყის ¹2 შენობის მესაკუთრედ. საქართველოს .... ასოციაციასა და და ც. ბ-ს შორის 1997 წლის 13 მარტს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, .... ¹.... მდებარე 268 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი და არა მიწის ნაკვეთი, რადგან ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისათვის .... ასოციაცია იყო მხოლოდ შენობის და არა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, შესაბამისად ც. ბ-ის საკუთრების უფლება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადავიდა მხოლოდ შენობის ნაწილზე.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ მითითებული ნორმა ეხება ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებულ იმ მიწის ნაკვეთებს, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, .... ¹..-ში აღრიცხული უძრავი ქონება შენობა-ნაგებობის სახით აღარ არსებობს, რის გამოც ჩათვალა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად სადავო მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილად ვერ განიხილება შენობა-ნაგებობა.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ბ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მთელი რიგი დოკუმენტებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ გაუშვა როგორც გასაჩივრების ერთვიანი, ასევე ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადები.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ იმ პირობებში, როდესაც არ დამდგარა საჯარო რეესტრის ჩანაწერების იურიდიული საფუძვლის ბათილად ცნობის, გაუქმების ან სიყალბის საკითხი, მისი ბათილად ცნობა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.

კასატორის აზრით, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ არ გამოიყენა «მიწის რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონი, ასევე არ გამოიყენა და არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ც. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქალაქ თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 11 მარტის ¹278 განკარგულების შესაბამისად, დაკმაყოფილდა საქართველოს .... ასოციაციის თხოვნა და ახალციხის რაისაბჭოს აღმასკომის თანხმობის გათვალისწინებით ნება დაერთო ასოციაციას დროებით განთავსებულიყო .... ტერიტორიაზე ახალციხის რაიონის მიერ აგებულ პავილიონში (ს.ფ. 6). ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს .... ასოციაცია ცნობილ იქნა ქ. თბილისში, რიყის ¹2 შენობის მესაკუთრედ (ს.ფ.19). საქართველოს ..... ასოციაციასა და ც. ბ-ს შორის 1997 წლის 13 მარტს გაფორმებულ იქნა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, .... ¹... მდებარე 268 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი (ს.ფ.200), ხოლო ც. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლება ქ. თბილისში, .... ტერიტორიაზე, .... ¹..., 737 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე, ფართობით 206, 21 კვ.მ. რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში 2002 წლის 1 აპრილს (ს.ფ.4); სადავო საჯარო რეესტრის ჩანაწერს საფუძვლად დაედო «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონი, სანოტარო წესით 1997 წლის 13 მარტს დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულება და ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 2002 წლის 18 მარტს გაცემული საინვენტარიზაციო გეგმა.

«ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ჩამონათვალს, რომელზეც ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება, აღნიშნული მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება დროებითი სარგებლობის უფლებით გამოყოფილ იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოების მოთხოვნისთანავე მოყვანილ უნდა იქნეს პირვანდელ მდგომარეობაში და რაც აღნიშნულია მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ საბუთში. ამიტომ ამ ნორმასთან მიმართებაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 17 ივნისის 12.137.791 დადგენილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის ¹278 განკარგულებით ახალციხის პავილიონი იჯარით გადაეცა საქართველოს .... ასოციაციას, რომელსაც ამავე დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად ფუნქციონირების ვადად განესაზღვრა ..... ტერიტორიის ქალაქმშენებლობითი გადაწყვეტილების რეალიზების ვადა (ს.ფ. 7-8); ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, აღნიშნული დადგენილების შინაარსი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს .... ასოციაციას პავილიონი გადაცემული ჰქონდა დროებით სარგებლობაში.

საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზისა და მითითებული ნორმატიული აქტის საფუძველზე, დასაბუთებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 1997 წლის 13 მარტს საქართველოს ..... ასოციაციასა და ც. ბ-ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, .... ¹... მდებარე 268 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი და არა 737 კვ.მ. მიწის ნაკვეთი; ხოლო ც. ბ-ს მიწაზე საკუთრების უფლება არ მოუპოვებია ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დარღვევით, ვინაიდან მიწის ნაკვეთის განკარგვაზე უფლებამოსილი პირი, რომლის უფლებებსა და ინტერესებს პირდაპირ და უშუალოდ შეეხო საჯარო რეესტრის ჩანაწერი, წარმოადგენს თბილისის მერია, რომლისთვისაც ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრში ც. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ... ტერიტორია, ... ¹... , 737 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის ჯ. მ-ის 2007 წლის 19 ივლისის ¹01/18-6/1-13/1609 წერილით, რომელიც თბილისის მერიაში წარდგენილ იქნა 2007 წლის 19 ივლისს (თბილისის მერიის კანცელარიაში გატარდა ნომრით 06/9308) (ს.ფ. 316-318). ამიტომ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც ც. ბ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.