Facebook Twitter

ბს-1166-1113(კ-09) 14 დეკემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ქ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

QQ ვ. ქ-იამ 17.06.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, ქ. ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოპასუხისათვის საქართველოს საგადასახდო კოდექსის 276-ე მუხლის «ქ» ქვეპუნქტის თანახმად გადასახადისაგან განთავისუფლების დავალდებულება და 25.08.04წ. ¹154 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ საიჯარო ქირის შეცვლა მოითხოვა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 04.08.08წ. განჩინებით მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე შეწყდა წარმოება. აღნიშნული განჩინება ვ. ქ-იამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა კერძო საჩივარით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.08წ. განჩინებით ვ. ქ-იას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 04.08.08წ. განჩინება და ვ. ქ-იას სარჩელი წარმოებაში მიღების სტადიიდან დაუბრუნდა ფოთის საქალაქო სასამართლოს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 08.12.08წ. გადაწყვეტილებით ვ. ქ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ვ. ქ-იამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.09წ. განჩინებით ვ. ქ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 08.12.08წ. გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ქ-იამ. კასატორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 27.04.09წ. განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ქ-იას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ვ. ქ-იას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ვ. ქ-იას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 528 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 369.6 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ქ-იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ვ. ქ-იას დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% 369.6 ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.