Facebook Twitter

ბს-1173-1120(კ-09) 29 დეკემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მარტის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2007 წლის 9 ივლისს გ. ბ-შვილმა სარჩელი აღძრა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა საგადასახადო დეპარტამენტის ადმინისტრაციული აქტის გაუქმება დღგ-ს ჩათვლების გაუქმების შესახებ; ქუთაისის საგადასახადოინსპექციის დავალდებულება მიეღო გადაწყვეტილება დარიცხული საურავის გაუქმების შესახებ; გირავნობისა და ყადაღის დადების თაობაზე საგადასახადო შეტყობინებების ბათილად ცნობა და დღგ-ს ჩათვლის აღდგენა (იხ. ტ. I ს.ფ. 1-4).

საქმის განხილვისას მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა დღგ-ს ჩათვლების აღდგენა, ჩათვლების გაუქმების გამო დაკისრებული საურავისა და გირავნობა/იპოთეკის შეტყობინებების გაუქმება (იხ. ტ. I ს.ფ 43).

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2007 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, შპს «...», ი/მ «ზ. ა-იანი,» ი/მ «დ. თ-ძე,» ი/მ «გ. ვ-იჩი,» ი/მ «თ. ზ-ძე» და ი/მ «ზ. ე-შვილი» საქმეში ჩააბა მესამე პირად (იხ. ტ. I ს.ფ 47).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღდგაDდღგ-ს ჩათვლები შემდეგი საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით აა-03 ¹040361 თანხით 172 ლარი, აა-03 ¹035483 თანხით 261 ლარი, აა-03 ¹027432 თანხით 171.66 ლარი, აა-03 ¹034111 თანხით 171.66 ლარი, აა-03 ¹027431 თანხით 208 ლარი, აა-03 ¹201847 თანხით 1464 ლარი, აა-03 ¹201829 თანხით 2196 ლარი, აა-03 ¹193187 თანხით 2196 ლარი, აა-03 ¹193164 თანხით 1012,6 ლარი, აა-03 ¹193195 თანხით 2196 ლარი, აა-27 ¹025984 თანხით 7290 ლარი, აა-27 ¹025974 თანხით 5400 ლარი, აა-27 ¹025971 თანხით 1890 ლარი, აა-27 ¹026132 თანხით 3780 ლარი. გაუქმდა აღნიშნულ თანხებზე დარიცხული საურავი; საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2008 წლის 10 მარტის ¹021-595 შეტყობინება გაუქმდა დღგ-ს დავალიანების და მასზე დარიცხული საურავის ნაწილში (იხ. ტ. I ს.ფ. 239-245).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შემოსავლების სამსახურმა და ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა. შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ხოლო ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა დასაშვებობის წინაპირობების არარსებობის გამო (იხ. ტ. I ს.ფ. 250-261; 263-271).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (იხ. ტ. II, ს.ფ 5-7).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება (იხ. ტ. II, ს.ფ 104-115).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ. II ს.ფ. 167-175).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ტ II, ს.ფ 203-204).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს შემოსავლების სამსახურმა, ამავე სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა და გ. ბ-შვილმა.

შემოსავლების სამსახურმა და ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. საქმე განხილულია საპროცესო დარღვევებით. საგადასახადო კოდექსისი მე-6, 114-ე და 115 მუხლების არასწორი განმარტების შედეგად მიღებულია კანონსეუსაბამო გადაწყვტილება. ამავდროულად საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

გ. ბ-შვილმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და განმარტა, რომ კასატორი ვალდებული იყო სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად დაესაბუთებინა თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული განჩინების უკანონობა. მოცემულ შემთხვევაში კი კასატორის მიერ ვერ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 247.2, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.