Facebook Twitter

ბს-1181-1128(2კ-09) 9 დეკემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს «...» გაკოტრების მმართველმა რ. მ-ულმა 26.07.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის წინააღმდეგ. მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 19.07.07წ. ¹5858 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხეებისათვის სს «...» ანგარიშზე 11.05.07წ. დადებული საინკასო დავალებების (განკარგულებების), კერძოდ: ¹5/20390-ის, ¹5/20391-ის, ¹5/20392-ის, ¹5/20393-ის და ¹5/20394-ის გაუქმების მიზნით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა. 04.12.09წ. მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 19.07.07წ. ¹5858 ბრძანების ბათილად ცნობა, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციისათვის სს «...» სასარგებლოდ სს «...» ანგარიშიდან ჩამოწერილი თანხის 4,116.81 ლარის დაბრუნება და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, რომლითაც გაუქმდებოდა სს «...» ანგარიშზე 11.05.07წ. დადებული შემდეგი საინკასო დავალებები: ¹5/23065, ¹5/20366, ¹5/20367, ¹5/20368, ¹5/20369, ¹5/20370, ¹5/20371, ¹5/20372, ¹5/20373, ¹5/20375, ¹5/20379, ¹5/20380, ¹5/20381, ¹5/20382, ¹5/20383, ¹5/20384, ¹5/20385, ¹5/20386, ¹5/20387, ¹5/20388, ¹5/20390, ¹5/20391, ¹5/20391, ¹5/20392, ¹5/20393, ¹5/20394, ¹5/20395, ¹5/20396, ¹5/20397, ¹5/20398, ¹5/20399, ¹5/20400, ¹5/20401, ¹5/20402, ¹5/20403, ¹5/20404, გამოცემის დავალდებულება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.01.08წ. გადაწყვეტილებით სს «...» გაკოტრების მმართველის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 19.07.07წ. ¹5858 ბრძანება, მოპასუხე თბილისის საგადასახდო ინსპექციას დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც გაუქმდება სს «...» ანგარიშზე 11.05.07წ. დადებული შემდეგი საინკასო დავალებები: ¹5/23065, ¹5/20366, ¹5/20367, ¹5/20368, ¹5/20369, ¹5/20370, ¹5/20371, ¹5/20372, ¹5/20373, ¹5/20375, ¹5/20379, ¹5/20380, ¹5/20381, ¹5/20382, ¹5/20383, ¹5/20384, ¹5/20385, ¹5/20386, ¹5/20387, ¹5/20388, ¹5/20390, ¹5/20391, ¹5/20392, ¹5/20393, ¹5/20394, ¹5/20395, ¹5/20396, ¹5/20397, ¹5/20398, ¹5/20399, ¹5/20400, ¹5/20401, ¹5/20402, ¹5/20403, ¹5/20404, თბილისის საგადასახადო ინსპექციას დაეკისრა სს «...» სს «...» ანგარიშიდან 4116,81 ლარის დაბრუნება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.06.09წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.01.08წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.06.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ). კასატორებმა აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.