¹ბს-1196-1158(კ-08) 21 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ნ. წ-ის, შ. ძ-ას, თ. ს-ას, ვ. გ-ის და ტ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.08 წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
11.04.05წ. ნ. წ-მა, შ. ძ-ამ, თ. ს-ამ, ვ. გ-მა და ტ. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და სს “თ...” მიერ უკანონოდ ჩამორთმეული კრედიტების დაბრუნება მოითხოვეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.04.06წ. განჩინებით საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმული იქნა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, ხოლო ამავე სასამართლოს 08.12.05წ. განჩინებით მოპასუხე სს “თ....” შეცვლილი იქნა და საქმეში მოპასუხედ ჩაება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.01.07წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილვევად გადაეცა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. 05.02.07წ. სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულ იქნა და მოსარჩელეებმა ელექტროენერგიის უფასო მოხმარების შეღავათით დაგროვილი კრედიტების ანაზღაურება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.04.07წ. განჩინებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. წ-მა, შ. ძ-ამ, თ. ს-ამ, ვ. გ-მა და ტ. ქ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. წ-მა, შ. ძ-ამ, თ. ს-ამ, ვ. გ-მა და ტ. ქ-მა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. წ-ის, შ. ძ--ას, თ. ს-ას, ვ. გ-ის და ტ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. წ-ის, შ. ძ-ას, თ. ს-ას, ვ. გ-ის და ტ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. წ-ის, შ. ძ-ას, თ. ს-ას, ვ. გ-ის და ტ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.