Facebook Twitter
ბს-1216-1160(2კ-09)

ბს-1216-1160(2კ-09) 12 ნოემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 6 იანვარს მოსარჩელე შპს «...» სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 25 დეკემბრის წერილის ბათილად ცნობა და ქუთაისის რეგიონალური ცენტრისგან სარჩელში აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურებით (სერია აა-70 ¹021488 თანხით 11280 ლარი; სერია აა-70 ¹014413 თანხით 6042 ლარი; სერია აა-70 ¹023735 თანხით 10691 ლარი; სერია აა-70 @¹021486 თანხით 9961 ლარი; სერია აა-70 ¹014411 Eთანხით 4920 ლარი; ¹072541 თანხით 4500 ლარი; სერია აა-70 ¹072539 თანხით 5830 ლარი; სერია აა-70 ¹072536 თანხით 2800 ლარი; სერია აა-70 ¹072543 თანხით 8400 ლარი; სერია აა-70 ¹072540 თანხით 3000 ლარი; სერია აა-70 ¹072545 თანხით 2400 ლარი; სერია აა-70 ¹072537 თანხით 500 ლარი; სერია აა-70 ¹023747 თანხით 7860 ლარი; სერია აა-70 ¹023748 თანხით 7760 ლარი; სერია აა-70 ¹023734 თანხით 8098 ლარი; სერია აა-70 ¹023731 თანხით 3083 ლარი; სერია აა-70 ¹023725 თანხით 8160 ლარი; სერია აა-70 ¹023728 თანხით 7680 ლარი; სერია აა-70 ¹023747 თანხით 8090 ლარი; სერია აა-70 ¹014413 თანხით 6042) მიღებული ჩათვლების გაუქმების შედეგად დარიცხული საურავების უკან დაბრუნება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახდო ინსპექციას) დაევალა შპს «...» ანგარიშ-ფაქტურებზე: აა-70 ¹023730, აა-70 ¹023725, აა-70 ¹023728, აა-70 ¹023729, აა-70 ¹023734, აა-70 ¹023731, აა-70 ¹023748, აა-70 ¹023747, აა-70 ¹023749, აა-70 ¹072542, აა-70 ¹072537, აა-70 ¹072540, აა-70 ¹072545, აა-70 ¹072536, აა-70 ¹072539, აა-70 ¹072541, აა-70 ¹014411, აა-70 ¹021486, აა-70 ¹023735, აა-70 ¹014413, აა-70 ¹021488, აა-70 ¹072544, აა-70 ¹072539, აა-70 ¹023746 გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების გამო 30994,75 ლარის ოდენობით დარიცხული საურავის გაუქმება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 25 დეკემბრის ¹16-10/33270 გადაწყვეტილება;

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამასახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახდო ინსპექციამ). აპელანტმა დღგ-ს თანხაზე დარიცხული საურავის მოხსნისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ასმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის განჩინებით ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამასახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახდო ინსპექციამ), რომელმაც რომელმაც დღგ-ს თანხაზე დარიცხული საურავის მოხსნისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამასახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახდო ინსპექციის) საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამასახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახდო ინსპექციის) საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩირები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამასახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახდო ინსპექციის) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.