Facebook Twitter
ბს-1221-1165(კ-09) 19 ნოემბერი, 2009 წელი

ბს-1221-1165(კ-09) 19 ნოემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჟ. შ-ძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 20 აპრილს ჟ., შ. და მ. შ-ძეებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ ე. გ-ძის, სს ,,...» და ნოტარიუსს მ. ჯ-შვილის მიმართ.

მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებით ითხოვდნენ ბათუმის ტრანსფორმატორების ქარხანასა და ე. გ-ძეს შორის 2000 წლის 31 მაისს დადებული ხელშეკრულების, რომლითაც ამ უკანასკნელს უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹20-ში მდებარე ¹108 ბინა, ბათილად ცნობასა და აღნიშნულ ბინაზე მოსარჩელეების მესაკუთრედ ცნობას. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ბინაზე ყადაღის დადება მოითხოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 ივლისის განჩინებით ჟ. შ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით _ სადავო ბინაზე ყადაღის დადების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჟ., შ. და მ. შ-ძეების სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ., ჟ. და მ. შ-ძეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ჟ., შ. და მ. შ-ძეების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ჟ., შ. და მ. შ-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის ... წარმომადგენელსა და ე. გ-ძეს შორის 2000 წლის 31 მაისს დადებული ხელშეკრულება, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების შესაბამისად უსასყიდლოდ, პირად საკუთრებაში, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹20-ში მდებარე ¹108 ბინის გადაცემის თაობაზე, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹20, ბინა ¹108-ის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება ბათუმის ,,...» და ე. გ-ძეს შორის 2000 წლის 31 მაისის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-ძემ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 აპრილის განჩინებითBე. გ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება ბათუმის ,,...» და ე. გ-ძეს შორის 2000 წლის 31 მაისის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2009 წლის 15 ივლისის განჩინებით ჟ., შ. და მ. შ-ძეების სააპელაციო საჩივარი ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2009 წლის 15 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. შ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჟ. შ-ძის საკასაციო საჩივარი.

2009 წლის 27 ოქტომბერს ჟ. შ-ძემ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹20-ში მდებარე ¹108 ბინის დაყადაღება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2009 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ჟ. შ-ძის განცხადება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹20-ში მდებარე ¹108 ბინის დაყადაღენის თაობაზე დარჩა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. შ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჟ. შ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.