ბს-1223-1167(კ-09) 16 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. წ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ვ. ი-ძემ 01.04.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიისა და თ. წ-ძის მიმართ, რომლითაც მოპასუხის მიერ 03.01.08წ. გაცემული ¹4730 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა, თ. წ-ძეზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 12.02.08წ. საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება და მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხვა მოითხოვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 27.10.08წ. განჩინებით შპს «...» ჩართულ იქნა მესამე პირად ადმინისტრაციულ საქმეში ვ. ი-ძის სარჩელისა გამო თ. წ-ძისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ საკუთრების მოწმობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობის თაობაზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 02.02.09წ. გადაწყვეტილებით ვ. ი-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საოქმო გადაწყვეტილება თ. წ-ძის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი თ. წ-ძეზე გაცემული საკუთრების უფლების ¹4730 მოწმობა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ბათილად უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში თ. წ-ძეზე არსებული ჩანაწერი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. წ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.09წ. განჩინებით თ. წ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 02.02.09წ. გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. წ-ძემ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. წ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში განიხილა თ. წ-ძის საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. წ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. წ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.09წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს თ. წ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ 15.10.09წ. ¹1 საგადასახადო დავალებით (საიდენთიფიკაციო ნოემერი 61001028267) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.