ბს-1229-1173(2კ-09) 4 ნოემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ს-ძის, გ. ი-ძისა და მ. ი-ალას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 23 მაისს მ. ი-ალამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის, თ. ს-ძისა და გ. ი-ძის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 8 მარტს გაცემული ¹6432 საკუთრების უფლების მოწმობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 20 მარტს გაცემული ¹6793 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობასა და ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ თ. ს-ძის სახელზე განხორციელებული უზუსტო ჩანაწერის შესწორებას.
2008 წლის 11 სექტემბერს თ. ს-ძემ შეგებებული სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს რომლითაც მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მ. ი-ალას სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობისა და სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, რომლითაც მას საკუთრებაში გადაეცა 0, 122 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობა, რომლითაც მ. ი-ალამ დაარეგისტრირა სადავო მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში თავის საკუთრებად.
2008 წლის 18 სექტემბერს თ. ს-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: მ. ი-ალასა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ (საქმე ¹3-452-08წ. ს.ფ. 4-15), რომლითაც მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მ. ი-ალაზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა და შესაბამისი ჩანაწერის გაუქმება საჯარო რეესტრში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის საოქმო განჩინებით თ. ს-ძისა და მ. ი-ალას სასარჩელო განცხადებები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ს-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საოქმო გადაწყვეტილება მ. ი-ალას ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი მ. ი-ალას სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა ¹2044 და მის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელებული ჩანაწერი; მ. ი-ალას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ი-ალამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას, თ. ს-ძისათვის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით მ. ი-ალას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ი-ალას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 5 მარტის საოქმო გადაწყვეტილება თ. ს-ძის ნაწილში და მის საფუძველზე 2008 წლის 8 მარტს გაცემული ¹6432 საკუთრების უფლების მოწმობა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 13 მარტის საოქმო გადაწყვეტილება გ. ი-ძის ნაწილში და მის საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისის 2008 წლის 20 მარტს გაცემული ¹6793 საკუთრების უფლების მოწმობა; გაუქმდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისის 2008 წლის 8 მარტს გაცემული ¹6432 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული ჩანაწერი; თ. ს-ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 21 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილება მ. ი-ალას ნაწილში (916 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში) და მის საფუძველზე გაცემული ¹2044 საკუთრების უფლების მოწმობა (916 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში); ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ს-ძემ, გ. ი-ძემ და მ. ი-ალამ.
კასატორები - თ. ს-ძე და გ. ი-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების გაუქებასა და ახალი გადაწყვეტილებით მ. ი-ალასათვის სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას
კასატორი - მ. ი-ალა საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების თ. ს-ძის შეგებებული სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით თ. ს-ძისათვის შეგებებული სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ი-ალას საკასაციო საჩივარი, ხოლო ამავე სასამართლოს 22 ოქტომბრის განჩინებით თ. ს-ძისა და გ. ი-ძის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, თ. ს-ძის, გ. ი-ძისა და მ. ი-ალას საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ თ. ს-ძის, გ. ი-ძისა და მ. ი-ალას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს თ. ს-ძის, გ. ი-ძისა და მ. ი-ალას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%». აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ თ. ს-ძის, გ. ი-ძისა და მ. ი-ალას საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ი-ალასა და თ. ს-ძეს უნდა დაუბრუნდეთ მათ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% (210 ლარი).»
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ს-ძეს, გ. ი-ძესა და მ. ი-ალას უარი ეთქვათ საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვებაზე;
2. მ. ი-ალას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი, ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;
3. თ. ს-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი, ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.