Facebook Twitter

ბს-1229-1191(კ-08) 11 მარტი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. კ.-მ 21.03.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ მთავრობის მიმართ, რომლითაც მოპასუხის 21.02.07წ. ¹20 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მისი სამსახურში აღდგენის დავალება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.04.07წ. სხდომაზე ნ. კ.-მ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობა, მისი აღდგენა აჭარის ა/რ მთავრობის საქმისწარმოების დეპარტამენტში, მთავარი სპეციალისტის ან სპეციალისტის თანამდებობაზე და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.04.07წ. გადაწყვეტილებით ნ. კ.-ის სარჩელი აჭარის ა/რ მთავრობის მიმართ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ.-მ.

საქმე არაერთგზის იქნა განხილული სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.08წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მოახდინა მოთხოვნის ტრანსფორმირება და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.04.07წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ნ. კ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აჭარის ა/რ მთავრობის 21.02.07წ. ¹20 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.08წ. გადაწყვეტილებით ნ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.04.07წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დაევალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ძალადაკარგულად გამოაცხადოს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 21.02.07წ. ¹20 ბრძანება ნ. კ.-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ მთავრობამ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.08წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.