ბს-1237-1199(კ-08) 29 აპრილი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი _ ვერიკო ბოკუჩავა
კასატორი _ შ. კ-ავა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ხ-შვილი და ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა (მოპასუხეები)
მესამე პირები _ ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და ნოტარიუსი ე. შ-შვილი
დავის საგანი _ პრივატიზაციის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შ. კ-ავამ 2006 წლის ოქტომბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე _ გ. ხ-შვილის და მესამე პირების _ ქალაქ თბილისის მერიის, თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა 1993 წლის 17 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით შ. კ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 1993 წლის 17 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულება (რეესტრში რეგისტრირებულია ხ-705) 5 კვ.მ. საკუჭნაოს პრივატიზაციის ნაწილში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ხ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ. კ-ავას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1993 წლის 17 მარტს თბილისის კრწანისის რაიონის ¹55 საბინაო საექსპლატაციო უბნის მიერ 1993 წლის 16 მარტს გაცემული ¹3052 მინდობილობით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე გ. ხ-შვილმა განახორციელა ქ. თბილისში, ... ქ. ¹64-ში მდებარე 1 ოთახიანი საცხოვრებელი ფართის 19,0 კვ.მ საერთო ფართით 54,0კვ.მ, სარდაფი_8 კვ.მ, საკუჭნაო_5,0 კვ.მ პრივატიზაცია. მოცემული პრივატიზაციის ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში განთავსებული ბინა ეკუთვნოდა ქ. თბილისის კრწანისის რაიონის ¹55 საბინაო საექსპლოატაციო უბანს. საქმეში წარმოდგენილია აღნიშნულის დამადასტურებელი საექსპლატაციო უბნის 1993 წლის 16 მარტის ¹444 ცნობა. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სახლთმფლობელობის წარმომადგენელი მოვიდა ადგილზე, გაზომა მის მიერ დაკავებული საერთო ფართი, რაც შეადგენდა 54,0 კვ.მ საკუჭნაო 5,0 კვ.მ, რომელიც მოხმარებულ იყო სამზარეულოდ. Dაღიწერა რა ფორმა ¹1, განხორციელდა პრივატიზაცია.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ» მე-2 პუნქტი და მიუთითა, პრივატიზაციის ობიექტი შეიძლება იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის საცხოვრებელი სახლი (ბინა), მათ შორის ავარიული, აგრეთვე გამონთავისუფლებული ბინა. Aამავე დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებების და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 1993 წლის 16 მარტის მდომარეობით მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1964 წლის რეადქცია) 156-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როდესაც მის ყველა არსებით პირობაზე მხარეებს შორის მიიღწევა შეთანხმება იმ ფორმით, რაც დაწესებულია ამ შემთხვევისათვის, კერძოდ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით, რაც გულისხმობს საპრივატიზაციო ობიექტის ადგილობრივ მმართველობის ბალანსზე ყოფნას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შ. კ-ავამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება. კასატორმა აღნიშნა, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულების დადებისას მხარეებს ხელთ უნდა ჰქონოდათ მისი თანხმობა დამოწმებული ნოტარიულად, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება. მან ასევე აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარე გ. ხ-შვილს არ წარმოუდგენია მიწის ფართის საკუთრების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ შ. კ-ავას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ქ. თბილისის კრწანისის რაიონის ¹55 საბინაო საექსპლატაციო უბნის მიერ 1993 წლის 16 მარტს გაცემული ¹3052 მინდობილობით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე გ. ხ-შვილმა 1993 წლის 17 მარტს განახორციელა ქ. თბილისში, ... ქ. ¹64-ში მდებარე 1 ოთახიანი საცხოვრებელი ფართის 19,0 კვ.მ, საერთო ფართით 54,0კვ.მ, სარდაფი_8კვ.მ, საკუჭნაო _5,0 კვ.მ პრივატიზაცია. მოცემული პრივატიზაციის ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში განთავსებული ბინა ეკუთვნოდა ქ. თბილისის კრწანისის რაიონის ¹55 საბინაო საექსპლოატაციო უბანს. ს.ფ. 144-ზე წარმოდგენილია კრწანისის რაიონის საბინაო-საექსპლატაციო უბნის მიერ 1993 წლის 16 მარტს გაცემული (¹444) საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ფორმა ¹1, რომლის თანახმად გ. ხ-შვილი თავის ოჯახთან ერთად სარგებლობდა სადავო 5კვ.მ. ფართის საკუჭნაოთი. ამდენად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ბინის პრივატიზაციის მომენტისათვის ე.ი. 1993 წლისათვის გ. ხ-შვილის სახელზე ირიცხებოდა საბინაო კომუნალური ფონდის კუთვნილი 5 კვ.მ. საკუჭნაო. ამიტომ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ფართის პრივატიზაცია განხორციელდა «საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად; ამ ნორმის თანახმად, პრივატიზაციის ობიექტი შეიძლება იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის საცხოვრებელი სახლი (ბინა), მათ შორის ავარიული, სარეკონსტრუქციო ან კაპიტალურად გასარემონტებელ სახლში შეუსახლებელი ბინა, აგრეთვე გამონთავისუფლებული ბინა. Aამავე დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხება საცხოვრებელი სახლი (ბინა).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც შ. კ-ავას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. არ დაკმაყოფილდეს შ. კ-ავას საკასაციო საჩივარი;
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.