Facebook Twitter
ბს-124_119(კ-09) 1 აპრილი, 2009წ

ბს-124_119(კ-09) 1 აპრილი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს ,,...” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე_ ქ. ბათუმის მერია, თვითმმართველის ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხეები)

დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ_სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ადმინისტრაციულ

-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს ,,...” 2008 წლის მაისში სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. ბათუმის მერიის, თვითმმრთველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძოO სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის, საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 2773 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში კომისიის 2008 წლის 7 აპრილის ¹31 საოქმო გადაწყვეტილების, ასევე ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 29 ოქტომბრის ¹1199 ბრძანების მის მიერ დაკავებულ 2773 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობა და კომისიის დავალდებულება გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 2773 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს ,,....-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 29 ოქტომბრის ¹1199 ბრძანება ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე, მოსარჩელის სარგებლობაში არსებული 2773 კვ/მ მიწის ნაკვეთის თვითმმართველ ქ. ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის ნაწილში; შესაბამისად, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ჩაატაროს სარეგისტრაციო წარმოება და გააუქმოს ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 29 ოქტომბრის ¹1199 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია 2773 კვ/მ მიწის ნაკვეთის ნაწილში; შპს ,,...-ს” სარჩელი თვითმმრთველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძოO სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 7 აპრილის ¹31 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და 2773 კვ/მ მიწის ნაკვეთზე შპს ,,...-ს” საკუთრების უფლების აღიარებაზე ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის მერიამ და შპს ,,....-მ”.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,....-ს” სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 29 ოქტომბრის ¹1199 ბრძანების ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების ნაწილში; ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,....-ს” სარჩელი ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 29 ოქტომბრის ¹1199 ბრძანებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს ,,....-მ”, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს ,,....-ს” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნლოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს ,,....-ს” საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე ზ. ც-ძეს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 665 (ექვსასსამოცდახუთი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 465,5 (ოთხასსამოცდახუთი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს ,,....-ს” საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე;

2. ზ. ც-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 465,5 (ოთხასსამოცდახუთი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.