Facebook Twitter

ბს-1242-1186(კ-09) 7 დეკემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ვ-შვილის, ნ. ო-ძის, თ. კ-ძის, მ. დ-ძის, თ. გ-ძის, ო. ყ-შვილის, მ. ხ-იას, თ. დ-ურის, მ. მ-ძის, ც. ქ-ურის, ნ. ყ-ელის, მ. ბ-შვილის, ე. ჯ-ურის, მ. თ-უას, ნ. კ-ძის, მ. მ-შვილის, ვ. თ-ძის, ა. გ-შვილის, დ. ბ-იას, ქ. რ-შვილის, ო. კ-ძის, ლ. ყ-ძის, გ. ბ-შვილის, ვ. ბ-შვილის, ა. ე-ავის, ნ. ქ-ძის, ე. ა-ევას, ნ. ლ-შვილის, მ. კ-შვილის, ა. ქ-შვილის, მ. შ-შვილის, ნ. ც-ძის, მ. ხ-შვილის, მ. კ-შვილის, მ. გ-ავას, მ. რ-შვილის, ლ. ბ-ძის, ს. ბ-ძის, ც. კ-ძის და ი. მ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის აგვისტოში თ. ვ-შვილმა, ნ. ო-ძემ, მ. დ-ძემ, ქ. რ-შვილმა, ი. მ-ძემ, ნ. ც-ძემ, მ. თ-შვილმა, ნ. შ-შვილმა, ც. კ-ძემ, მ. ხ-შვილმა, მ. კ-შვილმა, ნ. ლ-შვილმა, ე. ა-ევამ, თ. გ-ძემ, მ. მ-ძემ, ა. ქ-შვილმა, მ. გ-ავამ, ლ. დ-აიამ, მ. რ-ძემ, ლ. ბ-ძემ, ნ. ქ-ძემ, ქ. რ-შვილმა, გ. გ-ავამ, მ. თ-უამ, მ. ა-იამ, ე. ჯ-ურმა, მ. რ-შვილმა, მ. შ-შვილმა, ნ. კ-ძემ, ვ. თ-ძემ, ს. ბ-ძემ, მ. ყ-შვილმა, ლ. წ-ურმა, ლ. ყ-ძემ, ო. კ-ძემ, ო. ყ-შვილმა, თ. კ-ძემ, ც. ქ-ურმა, მ. მ-შვილმა, ვ. ბ-შვილმა, ლ. ჯ-ძემ, ა. ე-ავმა, მ. კ-შვილმა, გ. ბ-შვილმა, მ. ბ-შვილმა, თ. დ-ურმა, ნ. ყ-ელმა, დ. ბ-იამ, ლ. გ-შვილმა, ა. გ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ და მოითხოვეს: 1) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებები ¹146 და ¹163, ასევე მათ საფუძველზე 2008 წლის 30 ივნისს გამოცემული ბრძანებები 71, 260, 259, 252, 245, 211, 244, 210, 207, 215, 240, 216, 213, 234, 180, 235, 218, 209, 188, 241, 189, 175, 177, 181, 242, 227, 295, 232, 251, 261, 223, 176, 254, 239, 182, 249, 248, 253, 183, 220, 221, 250, 255, 258, ასევე ბრაძანებები ეროვნული ბანკის თანამშრომლების: მ. ა-იას, თ. გ-ძის, მ. ხ-შვილის, თ. ვ-შვილის, მ. თ-შვილის, ნ. ც-ძის განთავისუფლების შესახებ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, როგორც უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულნი, ბათილად უნად გამოცხდდეს ასევე 2008 წლის 15 ივლისის საშტატო განრიგი; ზემოაღნიშნული ბრძანებები უნდა გამოცხდდეს ბათილად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-4, ასევე 601 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად. მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ სამსახურში და სრულად აუნაზღაურდეთ განაცდური ხელფასი (სარგო, პრემიები, დანამატები) აღდგენის დღემდე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად. 2) დაეკისროს საქართველოს ეროვნულ ბანკს დ. ა-ელის მიერ გაკეთებული საჯარო დაპირების შესრულება, რომელიც გაკეთდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მათ შორის წერილობითი ფორმით (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 9, პუნქტი 1) გათავისუფლებული თანამშრომლებისათვის 20-30 ათასიანი კომპენსაციების გაცემის შესახებ. 3) დაეკისროს დ. ა-ელს ცრუ ინფორმაციის უარყოფა იმავე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ვინაიდან არანაირი 20-30 ათასიანი ლარიანი კომპენსაციები გათავისუფლებულ თანამშრომლებზე არ გაცემულა და საქართველოს ეროვნულ ბანკს დაეკისროს 10 000 ლარი ყოველი მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის კომპენსაციისათვის სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების თანახმად. 4) დამხმარე მოსამსახურე ქ. რ-შვილს აუნაზღაურდეს შრომითი ხელშეკრულების ვადამდე მოშლით მიყენებული ზიანის სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 408 მუხლის 1 პუნქტის და 636-ე მუხლის შესაბამისად, ანუ ხელფასი და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გასაცემლები 2009 წლის 1 ივლისამდე. 5) საქართველოს ეროვნულ ბანკს დაეკისროს 500 ლარი ყოველი მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის წინსწარ გაწეული ხარჯების სახით (იხ. ხელშეკრულებანი საადვოკატო მომსახურების შესახებ და შესაბამისი ქვითრები) ასევე სადავო თანხის 4% სამოაქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე და 47-ე მუხლების შესაბამისად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: თ. ვ-შვილის, ნ. ო-ძის, მ. დ-ძის, ქ. რ-შვილის, ი. მ-ძის, ნ. ც-ძის, მ. თ-შვილის, ნ. შ-შვილის, ც. კ-ძის, მ. ხ-შვილის, მ. კ-შვილის, ,ნ. ლ-შვილის, ე. ა-ევას, თ. გ-ძის, მ. მ-ძის, ა. ქ-შვილის, მ. გ-ავას, ლ. დ-აიას, მ. რ-ძის, ლ. ბ-ძის, ნ. ქ-ძის, ქ. რ-შვილის, გ. გ-ავას, მ. თ-უას, მ. ა-იას, ე. ჯ-ურის, მ. რ-შვილის, მ. შ-შვილის, ნ. კ-ძის, ვ. თ-ძის, ს. ბ-ძის, მ. ყ-შვილის, ლ. ყ-ძის, ო. კ-ძის, ო. ყ-შვილის, თ. კ-ძის, ც. ქ-ურის, მ. მ-შვილის, ვ. ბ-შვილის, ლ. ჯ-ძის, ა. ე-ავის, მ. კ-შვილის, გ. ბ-შვილი, მ. ბ-შვილის, თ. დ-ურის, ნ. ყ-ელის, დ. ბ-იას, ა. გ-შვილის, მ. ა-იას, თ. გ-ძის, მ. ხ-შვილის, თ. ვ-შვილის, მ. თ-შვილის, ნ. ც-ძის, სასარჩელო განცხდება მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 30 ივნისის ¹63, ასევე მათ საფუძველზე 2008 წლის 30 ივნისს გამოცემული 71, 260, 259, 252, 245, 211, 244, 210, 207, 215, 240, 216, 213, 234, 180, 235, 218, 188, 241, 189, 175, 177, 181, 242, 227, 295, 232, 251, 261, 223, 176, 254, 239, 182, 249, 248, 253, 183, 220, 221, 250, 255, 258. ¹224, ¹299, ¹179, ¹222, ¹171, ¹178 ბრძანებების მოხელეთა გათავისუფლების შესახებ, ასევე 2008 წლის 15 ივლისის საშტატო განრიგის ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასისი ანაზღაურების თაობაზე და საქართველოს ეროვნული ბანკისათვის 500 ლარის ყოველი მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის წინასწარ გაწეული ხარჯების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ვ-შვილმა, ნ. ო-ძემ, მ. დ-ძემ, ქ. რ-შვილმა, ი. მ-ძემ, ნ. ც-ძემ, მ. თ-შვილმა, ნ. შ-შვილმა, ც. კ-ძემ, მ. ხ-შვილმა, მ. კ-შვილმა, ნ. ლ-შვილმა, ე. ა-ევამ, თ. გ-ძემ, მ. მ-ძემ, ა. ქ-შვილმა, მ. გ-ავამ, ლ. დ-აიამ, ლ. ბ-ძემ, ნ. ქ-ძემ, ქ. რ-შვილმა, გ. გ-ავამ, მ. თ-უამ, მ. ა-იამ, ე. ჯ-ურმა, მ. რ-შვილმა, მ. შ-შვილმა, ნ. კ-ძემ, ვ. თ-ძემ, ს. ბ-ძემ, მ. ყ-შვილმა, ლ. ყ-ძემ, ო. კ-ძემ, ო. ყ-შვილმა, თ. კ-ძემ, ც. ქ-ურმა, მ. მ-შვილმა, ვ. ბ-შვილმა, ა. ე-ავმა, მ. კ-შვილმა, გ. ბ-შვილმა, მ. ბ-შვილმა, თ. დ-ურმა, ნ. ყ-ელმა, დ. ბ-იამ და ა. გ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მაისის განჩინებით აპელანტების თ. ვ-შვილის, ნ. ო-ძის, მ. დ-ძის, ქ. რ-შვილის, ი. მ-ძის, ნ. ც-ძის, მ. თ-შვილის, ნ. შ-შვილის, ც. კ-ძის, მ. ხ-შვილის, მ. კ-შვილის, ნ. ლ-შვილის, ე. ა-ევას, თ. გ-ძის, მ. მ-ძის, ა. ქ-შვილის, მ. გ-ავას, ლ. დ-აიას, მ. რ-ძის, ლ. ბ-ძის, ნ. ქ-ძის, ქ. რ-შვილის, გ. გ-ავას, მ. თ-უას, მ. ა-იას, ე. ჯ-ურის, მ. რ-შვილის, მ. შ-შვილის, ნ. კ-ძის, ვ. თ-ძის, ს. ბ-ძის, მ. ყ-შვილის, ლ. წ-ურის, ლ. ყ-ძის, ო. კ-ძის, ო. ყ-შვილის, თ. კ-ძის, ც. ქ-ურის, მ. მ-შვილის, ვ. ბ-შვილის, ლ. ჯ-ძის, ა. ე-ავის, მ. კ-შვილის, გ. ბ-შვილის, მ. ბ-შვილის, თ. დ-ურის, ნ. ყ-ელის, დ. ბ-იას და ა. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება;

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ვ-შვილმა, ნ. ო-ძემ, თ. კ-ძემ, მ. დ-ძემ, თ. გ-ძემ, ო. ყ-შვილმა, მ. ხ-იამ, თ. დ-ურმა, მ. მ-ძემ, ც. ქ-ურმა, ნ. ყ-ელმა, მ. ბ-შვილმა, ე. ჯ-ურმა, მ. თ-უამ, ნ. კ-ძემ, მ. მ-შვილმა, ვ. თ-ძემ, ა. გ-შვილმა, დ. ბ-იამ, ქ. რ-შვილმა, ო. კ-ძემ, ლ. ყ-ძემ, გ. ბ-შვილმა, ვ. ბ-შვილმა, ა. ე-ავმა, ნ. ქ-ძემ, ე. ა-ევამ, ნ. ლ-შვილმა, მ. კ-შვილმა, ა. ქ-შვილმა, მ. შ-შვილმა, ნ. ც-ძემ, მ. ხ-შვილმა, მ. კ-შვილმა, მ. გ-ავამ, მ. რ-შვილმა, ლ. ბ-ძემ, ს. ბ-ძემ, ც. კ-ძემ, ი. მ-ძემ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ვ-შვილის, ნ. ო-ძის, თ. კ-ძის, მ. დ-ძის, თ. გ-ძის, ო. ყ-შვილის, მ. ხ-იას, თ. დ-ურის, მ. მ-ძის, ც. ქ-ურის, ნ. ყ-ელის, მ. ბ-შვილის, ე. ჯ-ურის, მ. თ-უას, ნ. კ-ძის, მ. მ-შვილის, ვ. თ-ძის, ა. გ-შვილის, დ. ბ-იას, ქ. რ-შვილის, ო. კ-ძის, ლ. ყ-ძის, გ. ბ-შვილის, ვ. ბ-შვილის, ა. ე-ავის, ნ. ქ-ძის, ე. ა-ევას, ნ. ლ-შვილის, მ. კ-შვილის, ა. ქ-შვილის, მ. შ-შვილის, ნ. ც-ძის, მ. ხ-შვილის, მ. კ-შვილის, მ. გ-ავას, მ. რ-შვილის, ლ. ბ-ძის, ს. ბ-ძის, ც. კ-ძის და ი. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. ვ-შვილის, ნ. ო-ძის, თ. კ-ძის, მ. დ-ძის, თ. გ-ძის, ო. ყ-შვილის, მ. ხ-იას, თ. დ-ურის, მ. მ-ძის, ც. ქ-ურის, ნ. ყ-ელის, მ. ბ-შვილის, ე. ჯ-ურის, მ. თ-უას, ნ. კ-ძის, მ. მ-შვილის, ვ. თ-ძის, ა. გ-შვილის, დ. ბ-იას, ქ. რ-შვილის, ო. კ-ძის, ლ. ყ-ძის, გ. ბ-შვილის, ვ. ბ-შვილის, ა. ე-ავის, ნ. ქ-ძის, ე. ა-ევას, ნ. ლ-შვილის, მ. კ-შვილის, ა. ქ-შვილის, მ. შ-შვილის, ნ. ც-ძის, მ. ხ-შვილის, მ. კ-შვილის, მ. გ-ავას, მ. რ-შვილის, ლ. ბ-ძის, ს. ბ-ძის, ც. კ-ძის და ი. მ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ვ-შვილის, ნ. ო-ძის, თ. კ-ძის, მ. დ-ძის, თ. გ-ძის, ო. ყ-შვილის, მ. ხ-იას, თ. დ-ურის, მ. მ-ძის, ც. ქ-ურის, ნ. ყ-ელის, მ. ბ-შვილის, ე. ჯ-ურის, მ. თ-უას, ნ. კ-ძის, მ. მ-შვილის, ვ. თ-ძის, ა. გ-შვილის, დ. ბ-იას, ქ. რ-შვილის, ო. კ-ძის, ლ. ყ-ძის, გ. ბ-შვილის, ვ. ბ-შვილის, ა. ე-ავის, ნ. ქ-ძის, ე. ა-ევას, ნ. ლ-შვილის, მ. კ-შვილის, ა. ქ-შვილის, მ. შ-შვილის, ნ. ც-ძის, მ. ხ-შვილის, მ. კ-შვილის, მ. გ-ავას, მ. რ-შვილის, ლ. ბ-ძის, ს. ბ-ძის, ც. კ-ძის და ი. მ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.