ბს-1268-1212(კ-09) 2 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. ლ-ძის, ე. ჯ-შის, ნ. ს-ოვას, ე. ლ-ძის, ნ. გ-ძის, ე. შ-ინას, ც. ო-იანის, თ. მ-ძისა და ზ. ტ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. მ-ძემ, ზ. ტ-ძემ და სხვებმა 04.05.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ოზურგეთის რაიონის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის მათ სასარგებლოდ 3778 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 20.07.05წ. განჩინებით საქმეზე არასათანადო მოპასუხე ოზურგეთის რაიონის გამგეობა შეიცვალა სათანადო მოპასუხეებით – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი, საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
საქმე არაერთგზის იქნა განხილული საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.01.09წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეების ზ. ტ-ძის, ქ. ლ-ძის, ე. ჯ-შის, ნ. ს-ოვას, ე. ლ-ძის, თ. ყ-შვილის, ნ. გ-ძის, ე. შ-ინას, ც. ო-იანისა და თ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წსით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.09წ. განჩინებით აპელანტების – ზ. ტ-ძის, ქ. ლ-ძის, ე. ჯ-შის, ნ. ს-ოვას, ე. ლ-ძის, თ. ყ-შვილის, ნ. გ-ძის, ე. შ-ინას, ც. ო-იანის, თ. მ-ძისა და ზ. ტ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.01.09წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ლ-ძემ, ე. ჯ-შმა, ნ. ს-ოვამ, ე. ლ-ძემ, ნ. გ-ძემ, ე. შ-ინამ, ც. ო-იანმა, თ. მ-ძემ და ზ. ტ-ძემ, რომლებმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მათი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ლ-ძის, ე. ჯ-შის, ნ. ს-ოვას, ე. ლ-ძის, ნ. გ-ძის, ე. შ-ინას, ც. ო-იანის, თ. მ-ძისა და ზ. ტ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. ლ-ძის, ე. ჯ-შის, ნ. ს-ოვას, ე. ლ-ძის, ნ. გ-ძის, ე. შ-ინას, ც. ო-იანის, თ. მ-ძისა და ზ. ტ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ლ-ძის, ე. ჯ-შის, ნ. ს-ოვას, ე. ლ-ძის, ნ. გ-ძის, ე. შ-ინას, ც. ო-იანის, თ. მ-ძისა და ზ. ტ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.09წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.