Facebook Twitter
ბს-1279-1223(კ-09)

ბს-1279-1223(კ-09) 18 ნოემბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ჩ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 9 სექტემბერს ა. ჩ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2004 წლის 16 ივლისის ¹5 სხდომის ოქმისა და დამკვირვებლების მიერ მის მიმართ შედგენილი ოქმის ბათილად ცნობას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავალდებულებას უზრუნველეყო მის მიერ დამტკიცებული მოქმედი დებულების შესაბამისად, კონკურსის ჩატარება მოსარჩელის მიმართ და ასევე ითხოვდა მოპასუხე მხარის მიერ განხორციელებული უკანონო მოქმედების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის 5000 ლარის ანაზღაურებას.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2004 წლის 16 ივლისის ¹5 სხდომისა და ამავე დროის დამკვირვებლების მიერ ა. ჩ-ძის მიმართ შედგენილი ოქმები; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა მის მიერ დამტკიცებული მოქმედი დებულების შესაბამისად უზრუნველეყო კონკურსის ჩატარება ა. ჩ-ძის მიმართ, ხოლო მორალური ზიანის - 5000 ლარის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ა. ჩ-ძის სასარჩელო მოთხოვნა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა. ჩ-ძემ, რომლითაც მოითხოვა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ჩ-ძის სარჩელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2004 წლის 16 ივლისის ¹5 სხდომის ოქმისა და ტესტირების მიმდინარეობაზე დამკვირვებლების მიერ 2004 წლის 16 ივლისს ა. ჩ-ძის მიმართ შედგენილი ოქმის ბათილად ცნობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ა. ჩ-ძის მიმართ კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფის დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ა. ჩ-ძის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. ჩ-ძემ, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ა. ჩ-ძის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ა. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ა. ჩ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ჩ-ძეს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.