Facebook Twitter
ბს-1286-1230(კ-09) 19 ნოემბერი 2009 წელი

ბს-1286-1230(კ-09) 19 ნოემბერი 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. მ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 11 მაისს მოსარჩელე ნ. მ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ქ. თბილისის პრემიერის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში მუშაობდა ქ. თბილისის საკრებულოს და მთავრობის აპარატში ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლებისა და სპორტის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის ... თანამდებობაზე. მოსარჩელის განმარტებით ქ. თბილისის 2005 წლის 12 აპრილის ¹246 განკარგულებით დამტკიცდა ქ. თბილისის საკრებულოს და მთავრობის აპარატის საშტატო განრიგი, რომლითაც გაუქმდა ... შტატი, ამავე წლის 13 აპრილს კი თბილისის პრემიერის ¹285 განკარგულების საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელემ სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

2008 წლის 16 ივლისს მოსარჩელემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 12 აპრილის ¹246 განკარგულებისა და მის საფუძველზე გამოცემული 2005 წლის 13 აპრილის ¹285 განკარგულების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ნ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 13 აპრილის ¹285 განკარგულება ნ. მ-ძის თანამდებობიდან განთავისუფლების ნაწილში. ქ. თბილისის საკრებულოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. ქ. თბილისის საკრებულოს ნ. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში განაცდური ხელფასის ანაზღაურება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე; სასარჩელო მოთხოვნა – ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 12 აპრილის ¹246 განკარგულების, საკრებულოს კომისიის სამდივნოების შტატების დამტკიცების ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა, კერძოდ იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი თბილისის პრემიერის 2005 წლის 13 აპრილის ¹285 განკარგულება ნ. მ-ძის თანამდებობიდან განთავისუფლების ნაწილში და ქ. თბილისის საკრებულოს დაევალა, საქმის გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შედეგად გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ასევე იმ ნაწილში, რითაც ქ. თბილისის საკრებულოს ნ. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

თბილსის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების მეორე პუნქტი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად თბილისის პრემიერის 2005 წლის 13 აპრილის ¹285 განკარგულების ბათილად ცნობის, თბილისის საკრებულოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. მ-ძის სარჩელი თბილისის პრემიერის 2003 წლის 13 აპრილის ¹285 განკარგულების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, კერძოდ ქ. თბილისის პრემიერის 2005 წლის 13 აპრილის ¹285 განკარგულების ბათილად ცნობა და მისი სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში განაცდური ხელფასის ანაზღაურების თბილისის საკრებულოზე დაკისრება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ

მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. მ-ძის საკასაციო სარჩელი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.